x

კლოპის მატჩის წინა პრესკონფერენცია

ავტორი: johnson, 14-09-2018, 15:16, კატეგორია - სიახლეები, 1 348, 13


პრემიერ ლიგის მე-5 ტური "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" მატჩით გაიხსნება. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 15:30 წუთზე გაიმართება.

დღეს იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან საკადრო პრობლემებზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

ფაბინიოს დებიუტი
არ მიყვარს ფეხბურთელების შედარება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ასეთივე სიტუაცია იყო ოქსისა და რობერტსონის შემთხვევაში. ნამდვილად არ მომწონს ენერგიით აღსავსე ფაბინიოს ვუთხრა : "დღეს შენ განაცხადში არ ხარ". ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ერთად თამაშობენ. ის კი სხვა ლიგიდან მოვიდა და ეს სისტემა მისთვის სრულიად განსხვავებულია.

მიუხედავად ყველაფრისა, ფაბინიო ჩვენ უკეთესს გუნდად გვაქცევს. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ და ამ ყველაფერს დრო სჭირდება - ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ კი ნაკლები. ჩემი აზრით, ამჟამად ყველაფერი რიგზეა. მესმის, რომ მოვლენათა ასეთ განვითარებას ბევრი არ ელოდა, თუმცა ამის შეცვლა არ შემიძლია.

დეიან ლოვრენის დაბრუნება
მასში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. ადრე ხალხი მასზე ამბობდა, რომ ის არასტაბილურად თამაშობდა. ალბათ გახსოვთ განვლილ სეზონში "უემბლიზე" მატჩი... მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოდგა. თუ ფეხბურთელს მხოლოდ 20 წუთით განვსჯი, მაშინ არავისზე არ მექნება წარმოდგენა. "მსგავსი 20 წუთი" ჩვენ ყველას გვაქვს და ეს პრობლემა არაა.

ცხადია, მას კვლავ აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ახლა ის მწყობრში არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ დატვირთულ პერიოდში ის ჩვენ დაგვეხმარება.

 როტაცია
ცდება ვინც თვლის, რომ ჩვენ მომდევნო რამდენიმე მატჩს ერთდროულად ვგეგმავთ. ჯერ ერთმა შეხვედრამ უნდა ჩაიაროს და შემდეგ ვნახოთ ვის შერჩევას შევძლებთ. ცხადია, ყოველი მატჩის შემდეგ, ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე მედიას - ვხედავთ მოთამაშეთა რეაქციას.

საწყისს 3 ტურში არავინ შევცვალეთ. თუ არ ჩავთვლით ბობის, მოედანზე იყვნენ ის მოთამაშეები, რომლებსაც ყველაზე დიდი პრე-სეზონი ჰქონდათ. განვლილი 4 ტურის შემდეგ ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა კარგი იყო, ყველაფერი უმჯობესდებოდა, შემდეგ კი ისინი ეროვნულ გუნდებში გაემგზავრნენ. დღეს ყველა ივარჯიშებს და შემდეგ შევარჩევ საწყისს 11-ეულს. ანალოგიური პრობლემა აქვს მაურისიო პოჩეტინოსაც. 

კომენტარები


mamimi
მომხმარებელი

ტოტენჰემს დედა უნდა მოვუ*ცენზურა*ათ კლოპ აუცილებლად! მარტო შარაშან რაც იკადრეს კეინმა და მთლიანად ტოტენჰემმა იმიტომ და რა თქმა უნდა ჩვენი კონკურენტია Eრთერთი, აბა თქვეწნ იცით

gio_chyoi
რედაქტორი

ლორისი-ალი ასე თუ ისე არის დანაკლისი მიუხედავად ალის ცუდი ფორმისა და როგორმე უნდა მოვიგოთ ეს თამაში და მერე მჯერა რომ უფრო და უფრო შევა გუნდი ფორმაში

chipe888
მომხმარებელი

უნდა მოვუგოთ,უბრალოდ სურვილია და სხვა არაფერი.ტოტენჰემი კარგი გუნდია,რომელიც სტაბილურად კარგად თამაშობს უკვე რამოდენიმე წელია. ადგე, წახვიდე და მოუგო ტოტენჰემს ეს ადვილი საქმე არაა. სანაკრებო პაუზა ცუდ დროს დაგვემთხვა და ძნელია,რომელიმე იგროკზე რამის თქმა. რთული თამაში იქნება და არცერთ გუნდს არ ექნება იმის ამბიცია,რომ უეჭველად უნდა მოიგოს. ასერომ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და გამოჩნდება.

ადამიანები,ხშირად აფერთხებენ ხოლმე სიბრძნეებს და დღესაც მოვისმინე ერთი ეგეთი მარგალიტი. თურმე ჩელსისთან უნდა წააგოს ლივერპულმა თასზე. ეს საჭირო ყოფილა ძალების ბალანსის გადასანაწილებლად. მე მგონი, ამ ხალხს მართლა სჯერათ,რასაც ამბობენ ხოლმე. დაიძინებენ,ეზმანებათ რაღაც და მართალი ჰგონიათ. აღარ მიკვირს ქართული ფეხბურთი რო ამ დღეში არის,აბა სხვა რა უნდა დაემართოს ასეთი ზმანება ხალხის შემოქმედებით:)

phoenixx
მომხმარებელი

Midi kloop 4 ive turnirze ibrdzole da sezonshi 78 matchi chaatarebine gunds salahs yvela tamasshi 17 kilometri arbenibe kvirashi samjer da mere dedaromoetyvneba gunds da ro gadaiwveba mere fa tasi moige braitontan finalshi da yvela kmayifili iqneba reebs wert to ?? Kvirashi Sam matchs romeli igroki gaudzlebs ?? Dzalebis agdgenis gareshe )))) 4 ive turbiri ki Ara premier ligaze gadaertos da meore sastavi gaiyvanos chelsistanac da fa taszec ro daiwyeba

chipe888
მომხმარებელი

phoenixx,
სწორედ მაგიტომ ყავს დიდი შემადგენლობა და არა 11 კაცი. წაკითხულის გააზრების პრობლემაა და სხვა არაფერი. ვინმემ თქვა,რომ ერთი სასტავით უნდა ითამაშოსო. ისეთი სასტავი უნდა გავიდეს მოედანზე ყველა თამაშში,რომ მოსაგებად იბრძოლოს და არა პრაქტიკის მისაღებად. თასზე გრაბარათი და ფილიპსით რო ითამაშებ და თან ჩელსისთან ეს ძალების გადანაწილება კი არა,დიდი Yლეობაა. შარშან ნაპოლი გამოვარდა ყველა ტურნირიდან და სერია Aზე გააკეთა აქცენტი და კი დარჩა დიშლა ხელში. ყველა ტურნირზე უნდა იყო შეძლებისდაგვარად და როცა ჯერარდივით შეცდომის გამო ქულებს დაკარგავ,არადა მაგარ ფორმაში ხარ მთელი სეზონი და ქვას ქვაზე არ ტოვებ უსახელოთ არ უნდა ჩაამთავრო წელი. 2009 და 2014 ეს დაგვემართა და რამე ტიტული რო ყოფილიყო,არ გაიხსენებდნენ მარტო ჯერარდის შეცდომას. ისტორიას ტიტულები ამახსოვრდება და არა ერთი ორი მფრინავი მატჩი. ამ მატჩებსაც იმახსოვრებენ,მაგრამ არა ისე როგორც ტიტულებს. ყველა სქაუზერის ოცნება ეპლის მოგებაა,მაგრამ ცხოვრებაში ისე არ ხდება ყველაფერი,როგორც ჩვენ გვინდა. თუ ყველა ტურნირზე არ შეგიძლია ბრძოლა ე.ი. საჩემპიონო გუნდი არ გვყავს და თუ მოიგებ ეს ღმერთის წყალობა უფრო იქნება ვიდრე სიძლიერე.

ბრძოლა არ ნიშნავს უეჭველად მოგებას და შესაძლოა ვერაფერი ვერ მოიგო,მაგრამ თასზე ჩაჯმული გასვლას ყველაფერი ჯობია. გრაბარა,მარკოვიჩებით და ორიჯებით გასვლა ნიშნავს გარდაუვალ მარცხს,რომელზეც ხელი თამაშამდე მოაწერე ხელი და ლივერპულის დარ გუნდს არ ეკადრება ესეთი ქმედება და ტურნირის უპატივცემულობა.

Kabula 543
მომხმარებელი

Staro pabinio klaini shaqiri oriji es xalxi ristvis ginda tu ara tasebze satamashot da yvelaturnirze bolomde unda daixarjnon,martla ar mesmis rato una gamovardet da dauwvet nabozar chelzis,me yvela skauzers pativs vcem da yvelas azrs pativs vcem magram '''''''''''''&
#039;

giginio
VIP Member

fabinio tu tasebze satamashot movida sul gaurekia klops

chipe888
მომხმარებელი

მარკოვიჩიც ათამაშოს

phoenixx
მომხმარებელი

Midi dziritadi 11 euli daasaxele chelsistan 11 kaci magrad mainteresebs )))) ogond isetebi fabregass kehils kristensens vilians jirus barklis da sxvebs ro gauqachon ))) wasagebad tamashi ras nishnavs faktia aryavs skami gunds saqiri da dzlivs janmrteli starijia skami ??an Ra oriji ?? Ra klaini ? Chelsis shemadgenloba tasze iqneba kepa kehili kristenseni dzapakosta Alonso jorginio fabregasi barkli viliani jiru Pedro da daasveneben luizs rudigers azpilikuetas kantes azars kovachichs da moratas 7-8 kacs daasveneben da mainc dzlieri shemadgenlobaa egenic Tu daasvenes radgan evropa ligaze gundi akademiitac gava jgufshi pirvelze sheidzleba vafshe azari kantec atamashon aqvt Magis grafikic da resursic da chven ??? An dziritadit gavalt an wasagebad da magito vambob meore kamanda gaiyvanos da tavi gamoigdos tqo tore exa klainebi orijebi morenoebi da sxvebi ro ver mougeben chelsis eg 80 procentit egrea

LUIS SUARES 001
VIP Member

Kargia skami rom gvyavs tu ara dagverxeoda win iseti tamashebia

chipe888
მომხმარებელი

phoenixx,
მარტო სახელები,რომ იგებდეს თამაშებს,მაშინ ლიგის ფინალში ლივერპული არ იქნებოდა. სწორი ტაქტიკა და მომზადებული გუნდი უნდა გავიდეს სათამაშოდ. წინა სეზონში რომამ გამოაპანღურა ბარსელონა და სახელებს გადახედე. ხოდა თუ იმას იძახი,რომ სკამი არ გვივარგა,აბა რა ჩემპიონობის იმედები გაქვთ?!

Capitan
მომხმარებელი

fabinio nakrebshi dzalian kargi iyo... fabinio keita shaqiri minda centri)))

bulleye
მომხმარებელი

ეს თამაში უნდა მოვიგოთ, უდიდესი ფსიქოლოგიური წინსვლა იქნება გუნდში.. ტოტენჰემის დანაკლისი უნდა გამოვიყენოთ!

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze