x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 16-09-2018, 00:02, კატეგორია - სიახლეები, 1 809, 8


პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში "ლივერპულის" მეტოქე "ტოტენჰემი" იყო. "უემლიზე" გამართული მატჩი მერსისაიდელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

სტუმართაგან გოლები ჟორჟინიო ვეინალდუმმა და რობერტო ფირმინომ გაიტანეს. მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

შარშანდელი და წლევანდელი შეხვედრები
ყველა აქ გამართულ ბოლო მატჩს მახსენებთ, მე კი ამ შეხვედრაზე 1 წამითაც არ ვფიქრობ. ეს მომზადების ნაწილი სულაც არ ყოფილა. ახლა სრულიად სხვა სიტუაცია, გუნდი და თამაშია. დღეს მე ნაჩვენები თამაშით უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე შედეგით, თუმცა შედეგი ყველაზე მთავარია. აქ გამარჯვება ადვილი ნამდვილად არ არის, ჩვენ კი დღეს თამაშს ვაკონტროლებდით და მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო.

ვიტყოდი, რომ ეს იყო ამ სეზონში ჩვენი საუკეთესო თამაში. დღეს 85 წუთი ბრწყინვალე იყო, შემდეგ კი "ტოტენჰემმა" გვაჩვენა,  რომ თამაშში დაბრუნება შეეძლო. მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით, რადგან ისინი მელვუდში ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დაბრუნდნენ და შეძლეს ამ შეხვედრისთვის სრულად მომზადება.

შედეგი და პროგრესი
მე ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ. ვნახე შეხვედრა, ახლა მასზე ვსაუბრობ და ანალიზს ვაკეთებ, თუმცა, შემდეგ, არამგონია ამ მატჩზე ბევრი ვიფიქრო. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ იგივეს გაკეთება შეგვიძლია სამშაბათს ან თუნდაც მომდევნო შაბათს. დიახ, დღეს ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ - ალბათ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩებიდან ეს საუკეთესო იყო(რაც აქ მოვედი). ამავდროულად, 5%-ით ნაკლები ძალისხმევა და შესაძლოა დღეს წაგვეგო კიდეც. არ ვფიქრობ, რომ მეტოქემ დღეს ცუდად ითამაშა, თუმცა ისინი არც ბედნიერნი არ უნდა იყვნენ შედეგით. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით. სულ ესაა, 3 ქულა ავიღეთ. 3 დღეში კი მომდევნო მატჩი გვაქვს და ჩვენ ძალების აღდგენა გვჭირდება. მომდევნო მეტოქე "პსჟ"-ა, რომელმაც გუშინ ნეიმარისა და მბაპეს გარეშე მოიგო. მათ შეუძლიათ მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცენ. ამ ყველაფერს სამშაბათს ვნახავთ, რაც შეეხება დღევანდელ დღეს - მე ბედნიერი ვარ.

შარშანდელი მარცხი "ტოტენჰემთან"
ფორმაში შესასვლელად ჩვენ მხოლოდ პრე-სეზონი გვაქვს. სტარტზე შევძელით რამდენიმე მატჩის მოგება და ეს ძალიან კარგია. დღეს ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. დიახ, პრობლემები დღესაც შეგვექმნა და სხვა შეხვედრებშიც იჩენს თავს - ვნახოთ როგორ გავართმევთ თავს ამ ყველაფერს. დღეს ჩვენ "ტოტენჰემს" მოვუგეთ და ახლა მხოლოდ ეს მაინტერესებს.

პრობლემები
არ ველოდები პრობლემებს, თუმცა ასაკიდან გამომდინარე ვიცი, რომ ისინი აუცილებლად იქნება. ფეხბურთში მსგავსი სიტუაცია ყველგან იქმნება. ამ საქმეში საკმაოდ დიდი ხანია რაც ვარ და ვიცი, რომ იდეალური სეზონი არავის აქვს - ასეთი რამ შარშან "სიტისაც" კი არ გამოუვიდა. ჯერ მხოლოდ სეზონის სტარტია, 5 მატჩი, რომელიც საბედნიეროდ მოვიგეთ. მომწონს განვითარება. ვნახოთ შევძლებთ თუ არა ასე გაგრძელებას.

რა მოსწონს მას ყველაზე მეტად გუნდის თამაშში
ყველაფერი ! დაცვაში ბრწყინვალედ ვითამაშეთ და სივრცეები კარგად შევავსეთ. ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს, ვიყავით თავდაჯერებულნი, ვქმნიდით მომენტებს, მივმართავდით პრესინგს... ეს ყველაფერი ნამდვილად კარგი იყო. 

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

კლოპმა შეცვალა დღეს თამაში ისე რომ ჩვენთვის ყოფილიყო მომგები,ყიველ თამაშში ახალ ფანდებს გვთავაზობს და იხვეწება კლუბიც

mamuka1985
მომხმარებელი

უზომოდ ბედნიერი ვარ 15 ქულით,მტავარია მე მაინც ეფლიზე მიწევს გონება,ლიგაზე ქულები უნდა ავიღოდ რომ ამ ურთულეს ჯგუფიდან გავზვრედ ესაა ალბათ მიზანი,ეფლიზე კი რაც შეიძლება ქულათა მაქსიმუმია საჭირო,აუცილებლად უნდა მოუგოთ ემტონს

gio_chyoi
რედაქტორი

მოკლედ ეხლა თასიც რომ დაიწყება და ჩემპიონთა ლიგაც უფრო ხშირად იქნება როტაცია და ყველა მიიღებს სათამაშო დროს და იმედია ყველა ფორმაში ჩადგება და ასე უნდა იყოს სეზონის ბოლომდე თუ გვინდა რომ ტრიუმფით დავასრულოთ. შაჩირი-სტარიჯი-ფაბინიო ამ ხალხს პრაქტიკულად ჯერ ვერ ვიყენებთ და ესენიც უნდა ჩაერთონ საქმეში სერიოზულად. აუცილებლად უნდა მოვიგოთ წელს პრემიერ ლიგა

bulleye
მომხმარებელი

ძალიან მაგარი გუნდი გვყავს.. შეიძლება არ დაფრინავენ როგორც შარშან, მაგრამთუ დაუკვირდებით შარშანდელი გუნდი უთავბოლო იყო, არასტაბილური. ეხლა მოგებებისდრო დადგა და მთავარია +3 ქულას ვიწერთ ყველა თამაშში.!!

Capitan
მომხმარებელი

ძალიან ბევრი მომენტი გაანიავეს დღეს მანეს ეგოისტობა ტვინს ტკნავს

chipe888
მომხმარებელი

თამაშში იყო რამოდენიმე ეპიზოდი,სადაც კლოპი გადარიეს. მთელი სამყარო გაოგნებული დარჩა 4 სამზე გოლი როგორ ვერ გაიტანეს და კლოპსაც სათვალე კეფაზე გადაუვარდა. კლოპს გულის შეტევას მანე გამოიწვევს ამ სეზონში. მაგრად ატრაკებს ეს შავი კაცი,მაგრამ მაინც მაგარია. ფირმინო დაგვიბრმავეს,მარა აბაროტი მილნერმა აიღო დაიერზე. ჯერ Yვერებში ზნიკა ბურთი,მერე თავში და გააჯმეინა სკამზე. ყველა მესის არაამქვეყნიურობაზე საუბრობს და ავიწყდებათ მილნერი. ამ ასაკში ყველაზე მეტი ირბინა და მაგარი მებრძოლი კაცი გვყავს. მილნერი არასოდეს აგდებს თამაშს და ყველასათვის მისაბაძი ადამიანია. საიდან აქვს ბაბუ კაცს ამდენი ენერგია ეგ არ ვიცი. მთავარი სამი ქულაა და 6ქულიანი ჰანდიკაპი კონკურენტთან.

ფირმინოს ტრანვაზე რა ხდება? თვალი ისევ აქვს?

cotne8
მომხმარებელი

ციტატა: chipe888
თამაშში იყო რამოდენიმე ეპიზოდი,სადაც კლოპი გადარიეს. მთელი სამყარო გაოგნებული დარჩა 4 სამზე გოლი როგორ ვერ გაიტანეს და კლოპსაც სათვალე კეფაზე გადაუვარდა. კლოპს გულის შეტევას მანე გამოიწვევს ამ სეზონში. მაგრად ატრაკებს ეს შავი კაცი,მაგრამ მაინც მაგარია. ფირმინო დაგვიბრმავეს,მარა აბაროტი მილნერმა აიღო დაიერზე. ჯერ Yვერებში ზნიკა ბურთი,მერე თავში და გააჯმეინა სკამზე. ყველა მესის არაამქვეყნიურობაზე საუბრობს და ავიწყდებათ მილნერი. ამ ასაკში ყველაზე მეტი ირბინა და მაგარი მებრძოლი კაცი გვყავს. მილნერი არასოდეს აგდებს თამაშს და ყველასათვის მისაბაძი ადამიანია. საიდან აქვს ბაბუ კაცს ამდენი ენერგია ეგ არ ვიცი. მთავარი სამი ქულაა და 6ქულიანი ჰანდიკაპი კონკურენტთან.

ფირმინოს ტრანვაზე რა ხდება? თვალი ისევ აქვს?

სერიოზული არაფერიაო

lashafss
VIP Member

კაროჩე უძლიერეს გუნდთან და მწვრთნელთან გვაქვს საქმე აშკარაა :) მაგრამ რაღაცნაირი მშვიდები არიან და ვგიჟდები :X

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze