x

ვეინალდუმი : კარგად ვითამაშეთ

ავტორი: johnson, 16-09-2018, 16:00, კატეგორია - სიახლეები, 914, 11


პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში "ლივერპულის" მეტოქე "ტოტენჰემი" იყო. "უემლიზე" გამართული მატჩი მერსისაიდელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი სტუმართა ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა გაიტანა. ეს იყო ჰოლანდიელის პირველი გოლი გასვლით შეხვედრაში(იგულისხმება მხოლოდ პრემიერ ლიგა).

მოგვიანებით ვეინალდუმმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში სწორედ განვლილ და მომავალ შეხვედრებზე ისაუბრა :

"მატჩის მიმდინარეობისას შეცდომები დავუშვით, თუმცა, მეტოქის კართან ბევრი მომენტის შექმნაც შევძელით. შეგვეძლო უფრო მეტი გოლის გატანაც. მთლიანობაში, ნამდვილად კარგად ვითამაშეთ.

ეს კარგი ადგილია გასვლაზე სადებიუტო გოლის გასატანად, თანაც ასეთი გუნდის წინააღმდეგ... ჩვენ უკვე 5 მატჩი მოვიგეთ და გვსურს ასე გავაგრძელოთ. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე.

არ მსურს ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, რადგან ყველა მატჩი განსხვავებულია. დღეს მოვიგეთ, ხვალ კი შეიძლება წავაგოთ. უბრალოდ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ადვილად არ დავმარცხდებით და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი, გავაკეთოთ მაქსიმუმი და ვითამაშოთ კარგი ფეხბურთი - ასე ჩვენ სხვა შეხვედრებსაც მოვიგებთ."

კომენტარები


GoGson
VIP Member

საფეხბურთო აიქიუ რომ ქონდეს მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველი იქნებოდა

Emre chan 23
მომხმარებელი

კაია ვეინალდუმ კარგ ფორმაში ხარ და უფრო უნდა მოუმატო

giginio
VIP Member

Me vsr vxedav amis karg formas da ravici . Fabinio keita milneri daayenos cèntrshi ra iqnebaa

LUIS SUARES 001
VIP Member

კარგი იყო ვეინალდუმი

gio_chyoi
რედაქტორი

კიდევ ერთხელ დაამტკიცა რო გრანდებთან უნდა ათამაშო ეს. ფინალშიც ნახევარდაცვაში ყველაზე უკეთ ეს გამოიყურებოდა

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ესეც ღორობს ხოლმე:/ ამან პასი რო ისწავლოს ძაან მაგარი ნახევარცმველი იქნება

Capitan
ტოპ კომენტატორი

chamshlelad ayenebs klopi)))) pariselebsac gaurche erti egeti)))

chipe888
მომხმარებელი

ამ კაცს,როცა ბურთი აქვს,მიდი და წაართვი. გასვლაზე გაიტანა და ეს გასახარია,მაგრამ ეს კაცი უფრო მეტს აკეთებს,ვიდრე გოლებია. მილნერის მერე ყველაზე მეტს შრომობს და ნახევარდაცვის ბურჯად იქცა. იმედია ამ ორს კეიტაც აყვება და გაუვალი ნახევარდაცვა უნდა გვყავდეს. ხვალ ჰენდო დაიწყებს ალბათ და მილნერი,ჯინი იქნებიან კიდევ ცენტრში

Kloppout
VIP Member

ამაზე ნიჭიერი ბევრი არაა მაგრამ მინუსები აქვს თან ბლომად
საყრდენად რო აყენებს იმის ბრალია რო 8 ნომერზე როცა დგას სწრაფად ვერ იღებს გადაწყვეტილებას მაგრა მიკვირს ხოლმე მთელი ცხოვრება ფორვარდს უკან იდგა ფეინოორდი პეესვე და ნიუკასლი სულ კარზე და კაცზე წამსვლელი ტიპი იყო და რაც ლივერში მოვიდა სხვა საქმით წარმოაჩინა თავი განა ეს ცუდია მომწონს რო ბურთი ამოაქვს საკაიფოდ, მომწონს რო ვერ ართმევენ, სიღრმიდან ნახევარდაცვის გამრღვევი კაცია მარა ამის სულ მუდამ 6 ნომერზე დგომა არის უტოპია ფაბინიო ჰენდერსონი სულ მალე ჩაჯდება ერთერთი სასტავში და მერე მოუწევს კეიტასთან და მილნერთან მერე უკვე ჩემბოსთან 8 ნომრის პოზიციაზე კონკურირება და მანდ ვერცერთს ვერ აჯობებს მილნერი რო ბურთს იღებს ეგრევე იცის გაგრძელება სად იპოვოს, დროს არ კარგავს ტემპს არ აგდებს, ჩემბოს ვაბშე შიში არ აქ წინ მდგომი კაცის ფიზიკით სისწრაფით იცის რო დაჯაბნის და მაგიტო არ ეშინია გამწვავების, კეიტა მოუმატებს და ეს დარჩება მერე სკამზე იმიტომ რომ მის თავში შემტევი სქილები მოკლა თავისივე ინიციატივით

დაზუსტებისთვის ვიტყვი იმას რომ შემტევ სქილში კაცის მოტყუებას თამაშის გამწვავებას მეტოქის კარისკენ წასვლას ვგულისხმობ, ეს რო კომბინაციის შედეგად 2 კაცს გაცდება მერე უცებ ჩერდება და საკუთარი კარისკენ იხევს, მაგაზე მეტად არაფერზე არ მეშლება ნერვები ხოლმე...
ვიცი ამის თამაში, ნიჭი და მაგიტო ვამბობ თორე ვიღაცა ჩაYლევებულისგან ამდენს არ მოვითხოვდი

liverpool-fan
VIP Member

სოტონთან უეჭველი სკამზე დაიწყებს წესით არ დაუსვენია პლიუს ნაკრებშიც ითამაშა ჰენდო მილნერი კეიტას დააყენებს წესით მარა აი მანამდე ხვალ პსჟს უნდა გადავახიოთ შიგ 222 მილიონში

bulleye
მომხმარებელი

მაგარი ბიჭია ჯინი, ნახევარდაცვაში ველოდები ჯინი-კეიტა-ფაბინიოს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze