x

რას წერენ უემბლიზე გამარჯვებულ "ლივერპულზე"

ავტორი: გიორგი ყუშიტაშვილი, 17-09-2018, 03:54, კატეგორია - სიახლეები, 1 502, 6


"ლივერპულმა" შაბათს უემბლიზე ლონდონური "ტოტენჰემის" დამარცხებით პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და "ჩელსისთან" ერთად პრემიერ ლიგას კვლავ სათავეში უდგას.

შაბათის მატჩი მიმდინარე სეზონში ალბათ უმთავრესი გამოცდა იყო "წითლებისთვის", რომელიც იურგენ კლოპის ბიჭებმა დამაჯერებლად ჩააბარეს და ცხადია ბრიტანულ პრესაშიც ბევრი დაიწერა "ლივერპულის" კარგ თამაშზე.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ინგლისელ მიმომხილველთა თვალსაზრისიდან:

ჯეიმს პირსი, Liverpool Echo

ზედიზედ მეხუთე გამარჯვება - 1990 წლის მერე "ლივერპულს" ასეთი სტარტი არ ჰქონია და "წითლებიც" ღირსეულად ჩაუდგნენ პრემიერ ლიგას სათავეში. დღევანდელი თამაში კიდევ უფრო ბევრს დაარწმუნებდა, რომ ამ გუნდს შეუძლია პირველი ადგილის შენარჩუნება. შარშანდელმა წარმატებებმა და ზაფხულის ხმაურიანი ტრანსფერებით გაკეთებულმა სერიოზულმა განაცხადმა სეზონის დაწყებამდევე ბევრს აფიქრებინა, რომ ამ დროისთვის ტიტულისთვის ბრძოლაში "ლივერპული" უკვე ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა. დღევანდელი თამაშით ამ გუნდმა ეს დაამტკიცა. კლოპმა და მისმა ბიჭებმა ამ გაბედული განაცხადის სისწორეში თავიანთი საქმით დაგვარწმუნეს. მართლაც - "ლივერპულმა" პრემიერ ლიგის საუკეთესო ექვსეულის გუნდი სტუმრად ბოლოს ორი წლის წინ სტემფორდ ბრიჯზე დაამარცხა. მოკლედ მერსიაიდელებმა ეს რთული გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარეს. და უკეთესიც რა უნდა ვინატროთ, ასეთი რთული მატჩებით დახუნძლული სამი კვირის სტარტზე? ერთი წლის წინ, როცა "ლივერპულმა" "სპურსთან" ამავე სტადიონზე მძიმე მარცხი იწვნია, მატჩის ბოლოს უემბლის სტუმარი გუნდის ფანთა სექტორისთვის რომ ყური დაგეგდოთ იფიქრებდით იქაურობა ცარიელიაო. დღეს კი, როცა გახარებული სკაუზერები თავიანთ ბიჭებს გასახდელში აცილებდნენ ეროვნულ სტადიონზე მხოლოდ წითელი "Allez, Allez, Allez!" ქუხდა. მინიმალური ანგარიში შეცდომაში ნურავის შეიყვანს. "ლივერპულმა" მეტოქე თამაშითაც და კლასითაც აშკარად დაჯაბნა, მთელ თამაშს აკონტროლებდა და რომ არა რამდენიმე უიღბლო შემთხვევა თუ ფაქტობრივად კარის ხაზთან დაშვებული სულელური შეცდომები, "წითლები" გაცილებით დიდი ანგარიშით მოიგებდნენ. უკანასკნელი ცხრა სეზონიდან "ტოტენჰემმა" რვა ცხრილში "ლივერპულზე" უკეთეს პოზიციაზე დაასრულა, მაგრამ წელს ეს ნაკლებ სავარაუდოა.

ბარნი რონეი, Guardian

მოემზადეთ. როგორც ჩანს ამჯერად "წითლები" მართლაც რაღაც ძალიან დიდისთვის ემზადებიან. "ლივერპულმა" კვლავ მოიგო, მაგრამ არა რაღაც სასწაულებრივად თავბრუდამხვევი ფეხბურთის ან შეუჩერებელი შეტევების ხარჯზე. კიდევ უკეთესი - "ლივერპულმა" დამაჯერებლად მოიგო. გუნდის თითოეული მოთამაშე მყარად იდგა თავის პოზიციაზე და გუნდი ძალიან დაბალანსებულად, თითქოს ერთიანად მოძრაობდა. გეგონებოდა ფეხბურთელებს თავიანთი ნიჭი, სისწრაფე თუ მონდომება თანაბრად გაუნაწილებიათ ერთმანეთში და "ტოტენჰემსაც" ამ გაერთიანებულ მანქანასთან მოუწია დაპირისპირება. სადიო მანე და რობერტო ფირმინო თავიანთი ფინტებით გვჭრიდნენ თვალს, ჯეიმს მილნერმა ყველას აჯობა ვარდნების რაოდენობით და მთელი თამაში დაგეშილი ბულდოგივით ცდილობდა ჩაევლო თითოეული ბურთისთვის, ვირჯილ ვან დეიკს ბევრი არაფერი ჰქონია გასაკეთებელი, მაგრამ მანაც ყველას აჩვენა როგორი სერიოზული კაცი დგას "ლივერპულის" დაცვაში. მაგრამ მაინც, დღეს უემბლიზე იგრძნობოდა, რომ ერთ მთლიან მუშტად შეკრული კოლექტივი თამაშობდა და მერსისაიდულ გუნდს სწორედ ამ გუნდურმა მიდგომამ და არა რომელიმე ერთი ვარკვლავის მიერ დადგმულმა სოლოწარმოდგენამ მოუტანა სეზონის სტარტზევე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება - პირველად 1990 წლის შემდეგ. ამ ხუთი გამარჯვებიდან მხოლოდ ერთზე თუ ვიტყვით გუნდმა მარტივად მოიგოო. ხუთიდან სამი "ლივერპულმა" სტუმრად მოიგო. ჯამში ექვსმა ფეხბურთელმა მოახერხა გოლის გატანა. ცხადია ეს არაა ის გუნდი, რომელიც "მანჩესტერ სიტისნაირ" გუნდს შემტევი რესურსით აჯობებს ან შემოქმედებით ფეხბურთში შეეცილება, მაგრამ ფაქტია "ლივერპულმა" იურგენ კლოპის მესამე სრულ სეზონში იპოვა ის ტალღა, რომლითაც შეუძლია მთელი ლიგა გაიტანოს. "ლივერპული" მოდის!

ჯეკ ოტვეი, Express

ასეთი კარგი "ლივერპული" უკვე დიდი ხანია არ გვინახავს. და დღევანდელი მინიმალური შედეგიც, რომელიც "სპურსს" დიდად სწყალობს, ამის ნათელი დასტურია. თამაშამდე ბევრი ფიქრობდა, რომ "ლივერპულს" სერიოზული გამოცდა ელოდა. მიუხედავად ბოლო მატჩში "ვოტფორდთან" განცდილი მარცხისა, ცოტა ხნით ადრე "ტოტენჰემს" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაენადგურებინა "ოლდ ტრაფორდზე". წესით ასეთი გუნდის დამარცხება მარტივი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ "ლივერპული" პირველი წუთიდან ყველაფერს აკონტროლებდა. რობერტო ფირმინოს თამაშის დასაწყისშივე გოლი არ ჩაუთვალეს, სადიო მანე და მოჰამედ სალაჰიც ბრწყინვალე განწყობაზე ჩანდნენ. "წითლების" გრიგალისებური თავდასხმა "ტოტენჰემისთვის" შეუჩერებელი აღმოჩნდა. მაგრამ აქამდე მოსასვლელად "ლივერპულში" წლებია შრომობენ და გუნდი ნელ-ნელა იმ სამუშაოს დამსახურებულ შედეგსაც იღებს, რაც იურგენ კლოპმა და მისმა გარემოცვამ ამ ხნის განმავლობაში გასწია. სამი წლის წინ, როცა გერმანელი გუნდში მოდიოდა, მერსისაიდელთა თავკაცები მოვლენათა სწორედ ამგვარ განვითარებას ითხოვდნენ.

მიგელ დელანი, Independent

ალბათ "ლივერპულზე" ცუდ გუნდს ვერ იპოვი იმისთვის რომ მდევრად გამოუდგე. გოლი თუ გაგიტანეს განწირული ხარ. ასეც მოხდა. პირველი გოლის მერე მანე ისე მარტივად აღმოჩნდებოდა ხოლმე ტრიპიერის ზურგს უკან, რომ მეორე გოლის ბედიც გარკვეული იყო. ამის მერე კი ნებისმიერის გატანა შეეძლოთ და რომ არა უიღბლობა, ამ მატჩის სცენარიც ნამდვილად გავდა, იმ თამაშისას, სადაც "ლივერპულს" ოთხი და ხუთი გააქვს ხოლმე.

კომენტარები


Capitan
ტოპ კომენტატორი

ashkarad meti goli unda gagvetana...mane zangobs))) gundshi stabiluroba igrdznoba yovhag deiks da milners dzalian magar formashi arian aseve robosac

chipe888
მომხმარებელი

მომეწონა სიტყვები ლივერპული მოდის. ხოდა ამ კარგ განწყობაზე ვიტყვი: გეშინოდეს ევროპა,ლივერპული ხვალ იწყებს და პირველი მსხვერპლი ფულით გაძეძგილი პსჟ იქნება. მეტის გატანა შეგვეძლო ამას წყალი არ გაუვა,მაგრამ 10-0ც და 1-0 3 ქულას ნიშნავს. ყველა პოზიციაზე მებრძოლი ადამიანები მოდიან და თუ რამე სასწაული არ მოხდა,დიდი ხნის დავიწყებულ გემოს გავსინჯავთ სეზონის ბოლოს. ხვალინდელ თამაშზე ვიტყვი,რომ ლივერპულს რთული მისია ელის წინ. ვინც ფეხბურთს გულშემატკივრობს,ის უნდა იჯდეს წითელ ფორმაში ხვალ და ლივერპულს უნდა ქომაგობდეს. როგორც შარშან რეალის შემთხვევაში ვამბობდი,ასეა ლივერპულის შემთხვევა. ფულიანი პიჟონები უნდა დავამარცხოთ. ხვალ ენფილდი უნდა ქუხდეს და თამაშის დასაწყიშივე უნდა იგრძნოს პსჟმ თუ სად ჩავიდა სათამაშოდ. არაა პრობლემა იყოს პიროტექნიკაც და იმათი დამტვრეული ავტობუსი. რომაელმა ფანებმა სქაუზერი მოგვიკლეს და ჩვენ ავტობუსი დავაზიანოთ,პრობლემას ვერ ვხედავთ. მოდელო ნეიმარო ტვალეტის ქაღალდი გამოაყოლე,აუცილებლად დაგჭირდება მთელ ბაყაყი ჭამია სასტავს. სულ რო ჯგუფში ჩავრჩეთ პსჟ უნდა მოვუგოთ 2 თამაში. ეს ლივერპულს კი არა,მთელ საფეხბურთო სამყაროს სჭირდება.

პ.ს. კარგი და დროული სტატია,რისთვისაც მადლობა გიორგი. ყველაზე მაგარი ფანკლუბი საქართველოში და თავისი ადმინებით,ჟურნალისტებით და მომხმარებლებით. გენაცვალეთ ბიჭებო YNWA!

liverpool-fan
VIP Member

მართლაც მაგარი სტატია ყოჩაღ გიოს, ძალიან მიხარია მთელი ინგლისი რომ ჩვენს წარმატებაზე ლაპარაკობს უდაოდ ვიმსახურებთ კიდეც, მომენატრა ის ლივერპული სადაც 4-0 ებს და 5-1 ებს იგებდა უჯდა დავიქოქოთ სოტონთანს გადავახიოთ ბურათი მარა აუცილებელია როტაცია შაქირი ფაბიიო უნდა გამოიყენოს ასე გადაიღლებიან და ვერაფერს იზავენ

GoGson
VIP Member

4-0 და 5-1 ისედაც უნდა ყოფილიყო რომ არა უიღბლობა და ინდივიდუალური ეგოიზმი. ჩელსი და სიტის რო ვუყურებ ცვეტში მეფიქრება რომ მარტო ქულებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, კაცმა არ იცის რა მოხდება, შესაძლოა ბურთების ბალანსიც გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ნუ ფაქტია ეს ორი გუნდი არ მოგვცემს მოსვენებას და მოდუნების საშუალებას მაგ მხრივ. ნუ ჯერჯერობით ეს ორი გუნდი, ისე წესით მანჩესტერი , არსენალი და ტოტენჰემიც არაა ჩამოსაწერი ჯერჯერობით

gio_chyoi
რედაქტორი

მოკლედ ჯერ მაინც ძაან ადრეა ყველაფერი რა, ვნახოთ პირველ წრეს რომელ ადგილზე დავასრულებთ და იმის მიხედვით ასე თუ ისე შესაძლებელი იქნება დასვკნების გამოტანა

LUIS SUARES 001
VIP Member

ლივერპული მოდის და მერე როგორ მოდის,ნებისმიერს გადავუვლით იაეთ ხოდზე ვართ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze