x

ჰენდერსონი : "ენფილდზე" განსაკუთრებული ევროპული ღამე იქნება

ავტორი: johnson, 17-09-2018, 18:59, კატეგორია - სიახლეები, 923, 9


ხვალ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მატჩს გამართავს. მერსისაიდელები საკუთარ მოედანზე "პსჟ"-ს უმასპინძლებენ.

დიდი ალბათობით, პირველივე წუთიდან ვიხილავთ საქმეში "წითლების" კაპიტანს, ჯორდან ჰენდერსონს, რომელიც მიმდინარე სეზონში სასტარტო 11-ეულში მხოლოდ ერთხელ მოხვდა.

როგორც იცით, დღეს იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკოფერენცია გამართა. ჟურნალისტების წინაშე გერმანელი სპეციალისტი სწორედ ჰენდერსონთან ერთად წარსდგა.

"სეზონის დაწყებამდე მელვუდში ყველაზე ბოლოს დავბრუნდი, ამიტომაც არც მოველოდი, რომ თავიდანვე მექნებოდა თავის გამოჩენის შანსი. პრე-სეზონზე ბიჭებმა ძალიან ბევრი იშრომეს და თქვენ უკვე შეგიძლიათ ნახოთ თუ რა სარგებელის მოტანა შეუძლიათ მათ. ისინი ფანტასტიურად თამაშობენ და თამაშებსაც იგებენ.

მე კი მუშაობა უნდა განვაგრძო, მოვუმატო და გამოვიყენო შანსი როცა მას მივიღებ. პატივს ვცემ ჩემს თანაგუნდელებს და მენეჯერს. სწორედ მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს და ის ყოველთვის სწორია. წინ გრძელი სეზონი გვაქვს იმედია, ბევრი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. მე კი დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მზად ვარ და ეს პერიოდი გამოვიყენო. ვცდილობ ფორმაში შევიდე. ამისთვის კი შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაა საჭირო. ამიტომაც, მოუთმენლად ველი მოედანზე გასვლას.

"პსჟ" ძალიან, ძალიან კარგი, ტოპ მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენთვის ეს რთული ტესტი იქნება. "ენფილდის" ატმოსფერო ჩვენ დაგვეხმარება. ეს იქნება განსაკუთრებული ევროპული ღამე "ენფილდზე"."
- განაცხადა ჰენდერსონმა.

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

Kargi tamashi gveqneba

gio_chyoi
რედაქტორი

ვერატი არ იქნება მოტა აღარ ყავთ და დანარჩენი ამათი ნახევარმცველები ჩვენზე დაბალი დონის არიან, რაბიო ვინმეს თუ ტოპ კლასი გგონიათ მაგას ნახავთ ხვალ, დიარა 120 წლისაა და მეტი ცენტრი არც ყავთ, მარკინიოსი დააყენა ერთი-ორჯერ ეგ საერთოდ ცენტრალური მცველია, ასე რომ თუ თავმოყვარეობა გვაქვს მაგათ ცენტრ უნდა ვაჯობოთ და ეგ უნდა იყოს გადამწყვეტი რა. დაცვაც საკმაოდ სუსტი ყავთ, ტიაგო სილვას წლები ჩავლილია და ალვეში არც იქნება და დანარჩენი საშუალო დონეა

chipe888
მომხმარებელი

უნდა მოვუგოთ და სულ მკიდია სასტავში ვინ იქნება. ჰენდო კი ისე ბაზრობს უეჭველად სასტავში იქნება და ბევრს უნდა დაუმტკიცოს,რომ მაგარია. მიდი კაპიტანო შენ იმედზე ვარ და არ მამჭრა თავი,თორემ რევერსის კრიტიკა დაგატყდება თავს და არა მარტო რევერსის:)

giginio
VIP Member

კონტრშეტევებზე უ და ავარღვიოთ. სტარიჯი ძირითადში. ძალიან მწყინს რო ზოგიერთს ლიგაზე ჩარჩენა ურჩევნია და ეპლის მიწოლაა ლიგააა პრიორიტეტი და უფრო დიდი ტიტული ვიდრე შიდა ჩემპიონატი მესმის რო ეპლი გვენატრება მარა ლიგის დაკიდება არ გამოვა

lashafss
VIP Member

ჩემი აზრით პირიქით , უნდა შევუტიოთ და ჩვენი თამაში მოვახვიოთ , ამით მაგრად დაიბნევიან

heerenveen
მომხმარებელი

არ ველი ამისგან რომ ციდან ვარსკვლავს მოწყვეტს მაგრამ აშკარა ფავირიტი რომ ვართ ამაში ეჭვი არ მეპარება, უფრო მეტიც პსჟ არ მგონია ლიგის ფავორიტი, ეს გუნდი წელს ლიგაზე შორს ვერ წავა, სამი ქულა ჩვენი დღეს

Kloppout
VIP Member

giginio,
ტრავმების სტატიაზე მარტივად დავწერე რატო მიმაჩნია ეპლი პრიორიტეტად და რამის დამატებას არ ვაპირებ
სანამ ლივერპული ეპლს არ მოიგებს გრანდის სტატუსი ფურცელზე თუ ექნება მარტო

bulleye
მომხმარებელი

არ დაიწყოს ამან რა.. ფაბინიოს აქვს გამოცდილება პსჟსთან

Capitan
ტოპ კომენტატორი

klopma icis rogor etamashos msgavs gundebs da mitumetes tuxels)))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze