ახალი წევრი სამწვრთნელო შტაბში
"ლივერპულმა" მეკარეების მწვრთნელი დაიმატა. კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, იურგენ კლოპის სამწვრთნელო შტაბს ჯეკ რობინსონი შეუერთდა.
უკანასკნელი 2,5 წლის განმავლობაში რობინსონი ინგლისის 15 და 17 წლამდე ნაკრებებში მუშაობდა, მანამდე კი 7 წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიისა და პირველი გუნდის კიპერებს ავარჯიშებდა.
"ის ძალიან ახალგაზრდა და გამოცდილია. მეკარეების მწვრთნელზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, განსაკუთრებით კი ჯონ ახტენბერგთან ერთად. ამავდროულად, ადრე მელვუდში 5 მეკარე ვარჯიშობდა, ახლა კი სხვა სიტუაციაა - კარიუსი გავანათხოვრეთ, უორდი წავიდა, კელეჰერს კი ტრავმა აქვს.
ახტენბერგმა ჩათვალა, რომ მას ასისტენტი ნამდვილად დაეხმარებოდა. ჩვენ კი ასეთი ფანტასტიური ადამიანი ვიპოვნეთ - ახალგაზრდა და გამოცდილი. მას ყველა საკმაოდ კარგად აფასებს. ეს კარგი სიახლეა ჩვენი მეკარეებისთვის." - ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" პირველ გუნდთან ერთად კელეჰერი, გრაბარა, ალისონი და მინიოლე ვარჯიშობენ.