x

კლოპი: გასულ სეზონზე, "პესეჟესა" და ტუხელზე

ავტორი: გიორგი ყუშიტაშვილი, 18-09-2018, 04:14, კატეგორია - სიახლეები, 1 276, 7


კიევის დასანანად წაგებული ფინალიდან 115 დღის შემდეგ იურგენ კლოპი და მისი "ლიერპული" დღეს ახალ ევროპულ კამპანიას იწყებენ საფრანგეთის ჩემპიონ "პარიზ სენ-ჟერმენთან".

მართალია წაგებული ფინალი "წითლების" მოგონებებში შავ ლაქად დარჩა და კიევური მატჩის გახსენება კვლავ მწარე გემოს უტოვებს თითოეულ სკაუზერს, მაგრამ ამ მარცხს გუნდის წინსვლა და განვითარება წამითაც არ შეუფერხებია.

წარმატებული სატრანსფერო ფანჯრისა და პრემიერ ლიგის საწყის ხუთ ტურში მოპოვებული ხუთი დამაჯერებელი გამარჯვების მერე იურგენ კლოპი კვლავ ამაყად ზის მსოფლიო მედიის წარმომადგენლების პირისპირ და ძველებურად დამაჯერებელ პასუხებს აძლევს ჟურნალისტთა კითხვებზე.

ფინალის წაგება გერმანელი მწვრთნელისთვისაც მტკივნეული იყო, თუმცა კლოპს მიაჩნია, რომ გასული სეზონის წარმატებებს უკვალოდ არ ჩაუვლია.

"ჩემი აზრით, წინა სეზონში ნაჩვენებმა თამაშმა დიდი პატივისცემა მოგვიტანა."-თქვა კლოპმა.

"მჯერა, ყველას, ვინც ფინალი ნახა, ესმის რომ სხვა გარემოებებში ჩვენ იმ თამაშის იმავე გუნდთან მოგება შეგვეძლო. "რეალი" მთელი ძალებით იყო ფინალში გამოსული, ფაქტობრივად უდანაკარგოდ.

"ჩვენ პრემიერ ლიგაშიც ბევრი გვქონდა საზრუნავი. ბოლო წუთამდე "ჩელსი" გიჟივით მოგვდევდა სატურნირო ცხრილში.

"მაგრამ ხალხმა ჩვენი თამაში მაინც ნახა. ნახა როგორ ვითამაშეთ "სიტისთან", "რომასთან", "პორტოსთან". ნახეს, რომ არაერთი თამაშის ჩატარება შეგვიძლია მაღალ დონეზე. ამან ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენ მიმართ პატივისცემის გრძნობა გაუჩინა.

"მართალია ჩემთვის ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, წაგება წაგებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია კლუბის სახელისა და მისი ფეხბურთელებისთვის."



მერსისაიდულ გუნდს წინ საკმაოდ რთული და დატვირთული სამი კვირა ელის. იურგენ კლოპს ისიც ჰკითხეს გასულ სეზონს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა გავლენას თუ ახდენდა გუნდის პრემიერ ლიგურ მიღწევებზე.

"არა, არანაირი გავლენა არ ჰქონია."-უპასუხა კლოპმა შეკითხვას. "სეზონის ბოლოს გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამო არ ყოფილა. როცა ლიგაზე თამაშობ, თავიდანვე უნდა გესმოდეს, რომ სექტემბრიდან მაისამდე თამაშები არ მოგაკლდება და ამისთვის მზად უნდა იყო.

"საქმე ძირითადად ტრავმბებმა გაგვირთულა, მაგრამ ეს ტრავმებიც ძირითადად იანვარ-თებერვალში გვაწუხებდა, მაშინ როცა ჩემპიონთა ლიგაზე არ გვიწევვდა თამაში. მართალია ამის გამო სეზონის დასკვნითი ნაწილის ჩატარება სულ 12 ძირითადი ფეხბურთელით თუ მოგვიწია, მაგრამ მაინც ძალიან კარგი და სასიამოვნო გზა გავიარეთ, რომელიც ამად ღირდა."


იურგენ კლოპმა დღევანდელ თამაშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვება მარტივი არ იქნება, თუმცა მისი გუნდი მოედანზე მხოლოდ სამი ქულის ასაღებად გადის.

"პირველი თამაშის მოგება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ არაფერიც არ მოგვიგია - ჯერ უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ, რაც მარტივი არ იქნება."-თქვა კლოპმა.

"პესეჟე ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია და ეს ყველასთვის ნათელია. ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაა შექმნილი. იმ ფეხბურთელებით, რომლებსაც თავი მოუყარეს და ასეთი დონის მწვრთნელით, შეუძლიათ სადამდეც მოისურვებენ იქამდე გავიდნენ და ეს ვიცით.

"მაგრამ ისიც ვიცით, რომ ხვალინდელი თამაში მოსაგები გვაქვს და ახალ მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. როგორ შევუქმნათ პრობლემები ასეთი ვარსკვლავებით დახუნძლულ გუნდს.

"ჩემპიონთა ლიგა სწორედ ამიტომ მიყვარს. შეიძლება სასწაულებრივად დიდი ძალის გუნდი გყავდეს, მაგრამ მეტოქეც არაფრით ჩამოგივარდება და უკვე იმაზე იწყებ ფიქრს, რა უყო ამ სუპერ გუნდს, როგორ ათამაშო? საბოლოო ჯამში გამარჯვება არც ერთ გუნდს გარანტირებული არ აქვს.

"ამიტომ ძალიან ბევრი ფიქრი და ბევრი რამის წინასწარ გათვლაა საჭირო. თუ პრობლემებს არ შევუქმნით, თუ არ მივაწვებით, ბურთს თუ არ დავიჭერთ, თუ ბოლომდე ყურადღებით არ ვიქნებით დაცვაში, მაშინ შანსი არ გავქვს. მაგრამ ჩემმა ბიჭებმა ეს კარგად იციან."



პარიზულ გუნდს სათავეში გერმანელი თომას ტუხელი უდგას. იურგენ კლოპის მსგავსად ტუხელიც "პე-სე-ჟემდე" ჯერ "მაინცში" მუშაობდა, მერე კი დორტმუნდის "ბორუსიაში".

სწორედ ტუხელის გაწვრთნილი დორტმუნდი დაამარცხა იურგენ კლოპმა თავისი "ლივერპულით" ევროპა-ლიგის იმ მეოთხედ-ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს.

ორ მწვრთნელს ერთმანეთში 12 მატჩი აქვს ნათამაშები და წინ იურგენ კლოპია 8 გამარჯვებით. გერმანელს ამ ფარდობაზეც ჰკითხეს.

"ამგვარი თანაფარდობებით რამის გარკვევა ყოველთვის რთული და არაზუსტია ხოლმე."-თქვა კლოპმა. "როცა მასთან მიწევდა თამაში "დორტმუნდში" ვიყავი და ძალიან ძლიერი გუნდი მყავდა, თუმცა ტუხელი არანაკლებ სამუშაოს სწევდა "მაინცში". ამიტომ ციფრებით რამეზე მსჯელობა, არც ისე ჭკვიანურია.

"ტუხელი დიდებული მწვრთნელია, დიდებული მწვრთნელი და ვფიქრობ, რომ "პე-სე-ჟემ" სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მისი აყვანა გადაწყვიტა. ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს თამაშს."

კომენტარები


chipe888
მომხმარებელი

გერმანიაში ბევრი კარგი მწვრთნელია და ტუხელი ერთერთი მათგანია.რაც მთავარია კლოპის არ იყოს არც ტუხელი არის ავტობუსა ტრენერი და ამიტომაც სანახაობრივი თამაში გველოდება საღამოს. მოსაგები,რომ გვაქვს ეს ფაქტია და ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. ლივერპული ხარ და ენფილდზე თამაშობ,პსჟ კი არაა მსოფლიო გუნდთან მოსაგებად უნდა გახვიდე და ყველაფერი უნდა გააკეთო ამისათვის. შესაძლოა წააგო კიდეც,მაგრამ სქაუზერები ნახავენ მებრძოლ გუნდს. ჩვენი უპირატესობა გვაქვს,რადგან 12 გავდივართ მოედანზე. პსჟ რამდენი ფეხბურთელი ყავს,რომელსაც ენფილდზე უთამაშია და თან მეტოქის რანგში. დღეს ენფილდი გუგუნს დაიწყებს და ნახავენ პსჟ პიჟონები თუ რა არის ლივერპულის წარმატების მთავარი მიზეზი. რაც არ უნდა მაგარი ფეხბურთელი იყო,ძნელია გაუძლო 54000 სქაუზერის ღრიალს და თან მაშინ,როცა ყველა შენ დასახრჩობად არის მისული სტადიონზე. ვერაფერს შესთავაზებს პსჟ სქაუზერებს ისეთს,რაც ნანახი არ აქვთ ენფილდის ბინადრებს. ლივერპულს იმდენი უბურთავია ლიგაზე და იმდენი მაგარი მაგარი გუნდი გაუმწარებია,რომ პსჟ მათ რიგებში მოკრძალებულ ბოლო ადგილს იკავებს. ამ გუნდების უმეტესობამ წაგებულმა და აცრემლებულმა დატოვა ენფილდი. ამიტომ ფავორიტი ლივერპულია და ამას საწყის წუთებში მივხდებით. შესაძლოა ისეც მოხდეს,რომ წავაგოთ,მაგრამ ეს არაფერს ცვლის. არც კლოპი და არც ენფილდი არ მოითმენს ყურებ ჩამოყრილ ფეხბურთელს მინდორზე და ასეც უნდა იყოს. იქნება რთული მომენტები,რომელსაც ერთად გადავიტანთ და გაუბაბანებთ. ალისონი,დეიკი,სალაჰი თავის მაღალ კლასს შემოგვთავაზებენ,მილნერი,რობერტა და მანე ისევ შესაშურ მებრძოლ სულს შემოგვთავაზებენ კეიტა,ჰენდო ამ კლასს და შრომისმოყვარეობას დააბალანსებენ,რაც ლივერპულს ძლიერ გუნდად აქცევს. ამ თამაშში ბობის მოვისაკლისებთ,რისთვისაც მოკითხვა ტრიპიერის თუ ტრიპერის დედას და მთელ ტოტენჰემს,მაგათი ქათამი დედა მოვტYან. სტარიჯი შეავსებს ალბათ,მაგრამ როგორც ვთქვი,თუ უნდა ბებიამისი ათამაშოს კლოპმა,მთავარია მოიგონ.

ერთი ფულის მანქანა უკვე დავამარცხეთ ამ ტურნირზე და მეორეც ზედ უნდა გადავატYნათ,თავის ნეიმარებით,ლოტინებით და მიYლებული დიმარიებით. წარამტებები ლივერპულს და YNWA!

giginio
VIP Member

erti is mainteresebs magali donis mwvrtnels rit afasebt. tuxelis magali done sad naxet. dortmundis meotxe adgilze gayvana tu donea mashin dgesve daviwyeb fiqrs samwvtnelo karieraze

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

baierns marto klopis dortmundi uwevda winaagmdegobas,tuxelus dortmundi ki achrdilia klopis dortmundiis

LUIS SUARES 001
VIP Member

Klopi da tuxeli sauketeso mwvrtnelebi ,magari tamashi iqneba

gio_chyoi
რედაქტორი

პირველი ორი თამაში თუ მოვიგეთ ჩათვალეთ გასულები ვართ ჯგუფიდან, ასე რომ როგორმე უნდა მოიგონ და მერე უფრო დაისვენებენ, ნაკლები ზეწოლა ექნებათ

Capitan
ტოპ კომენტატორი

tuxels chaudebs klopi ubralod shemadgenloba yavt dzalian dzlieri))) bampe cavani neymari dimaria )))) virjilam unda iyochagos dges.... mtlianad dacvam! kontr shetevaze kide dzalian magari shansebi gveqneba

Kingjames23
სტუმარი

პსჟ ლივე რომელ არხზე გავა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze