რობერტსონი : ეს სულ სხვა კლასია
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "პსჟ" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 3:2 დაამარცხეს.
მასპინძელთაგან გოლები დანიელ სტარიჯმა, ჯეიმს მილნერმა და რობერტო ფირმინომ გაიტანეს. მოგვიანებით განვლილ მატჩზე კომენტარი "წითლების" შოტლანდიელმა მცველმა, ენდი რობერტსონმა გააკეთა :
"ფანები და ფეხბურთელები, ყველა ვისაც ამ კლუბთან აქვს კავშირი, მაისიდან მოყოლებული ელოდებოდა ჩემპიონთა ლიგის დაწყებას. დღეს კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ საქმე ცოტა გავირთულეთ.
არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე მატჩის მიწურულს გატანილი გოლი - ბობი შემოვიდა და გაიტანა. ვფიქრობ, ბრწყინვალედ ვითამაშეთ. ვიცით, რომ ჩვენს უკან ფანები არიან და ასეთ ატმოსფეროში თამაში ყოველთვის რთულია. თავადაც გესმოდათ მათი, ეს სულ სხვა კლასია. სწორედ მათ გამო ვცდილობდით და გამოგვივიდა კიდეც." - განაცხადა რობერტსონმა.
შეგახსენებთ, რომ ფირმინომ გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.