x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 19-09-2018, 02:42, კატეგორია - სიახლეები, 2 247, 12


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "პსჟ" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 3:2 დაამარცხეს.

მასპინძელთაგან გოლები დანიელ სტარიჯმა, ჯეიმს მილნერმა და რობერტო ფირმინომ გაიტანეს. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

თამაში
ეს ნამდვილად კარგი იყო. რთულია "პსჟ"-სთან თავის დაცვა, თუმცა ჩვენ ეს შევძელით. საქმეში 11-ივე მოთამაშე იყო ჩართული. ეს იყო კარგი პერფორმანსი განსაკუთრებულად ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. ცხადია, ატმოსფერო უბრალოდ ფანტასტიური იყო.

სტარიჯის და ფირმინოს გავლენა...
მათ დიდებულად ითამაშეს. ნახევარმცველებმა დღეს განსაკუთრებულად იმუშავეს, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა მათ ვინგერები და 9 ნომერიც ეხმარება. მატჩის დაწყებამდე დანიელს ვუთხარი, რომ ახლა ის არის საუკეთესო ფორმაში, ჩემი აქ მოსვლის შემდეგ, მას ეს უნდა გამოეყენებინა და ასეც მოხდა. სუპერ თამაში, სუპერ გოლი ! შემდეგ კი გვქონდა შესაძლებლობა თამაშში ბობი ჩაგვერთო. ჯერ კიდევ გუშინ, მას შანსი არ ჰქონდა, თუმცა დილით თქვა : "მე კარგად ვარ, კვლავ შემიძლია თვალის გახელა".

მეტოქის თამაში
მე ველოდი რომ "პსჟ" სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიდა. როცა მათი სასტარტო 11-ეული ვნახე, ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი - შემტევი 4-ეული ხომ უბრალოდ შთამბეჭდავი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ საქმეს თავი გავართვით და გაოცებული სულაც არ ვარ. გულადხილად რომ გითხართ, არ მახსენდება მეტოქის მიერ შექმნილი სერიოზული მომენტები.

რატომ მოხვდა ფირმინო სათადარიგოთა სკამზე...
როგორც უკვე გითხარით, გუშინ მას თამაში არ შეეძლო. დღეს დილით კი სავარჯიშო სესიაზე ის კარგად გამოიყურებოდა. როდესაც ბობი შენს განკარგულებაშია, ყოველთვის ფიქრობ : "მოდი, შემოვიყვან მას". მნიშვნელოვანია სტარიჯის მიერ გაწეული სამუშაოც.

ასეთ სტილში მოგება გუნდს განვითარებაში ეხმარება ...
როგორც მატჩამდე ვთქვი, კლუბის განვითარებაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა ვიგებთ, რომ "ლივერპულის" მეტოქე "პსჟ"-ა და ჩვენ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. 1,2,3 წლის წინ ყველა იტყოდა, რომ ჩვენ მოგება არ შეგვეძლო. ამავდროულად, ეს ახლაც დაუჯერებლად რთულია. შეუძლებელია ეს უბრალოდ დაგეგმო და შეასრულო.

თავადაც ნახეთ ბიჭების შრომა - რომელიმეს რომ 1 იარდით ნაკლები დაეფარა, ყველაფერი დასრულდებოდა. ახლა უფრო შეთამაშებულნი და თავდაჯერებულნი ვართ. ცხადი იყო, რომ ჰენდერსონი პირველივე წუთიდან საქმეში იქნებოდა. მან ბრწყინვალედ ითამაშა. ის მზადაა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. დღეს არ გვისწავლია ბევრი ისეთი რამ, რაც ადრე არ ვიცოდით.

"ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ მხოლოდ 3 დღე გავიდა. ნიშნავს თუ არა ეს გამარჯვება იმას, რომ გუნდი ახალ დონეზე ავიდა...
ვისურვებდი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა გიპასუხოთ. ცხადია, ეს გვეხმარება, ყოველი გამარჯვება გვეხმარება. თუ 95%-ით დავიხარჯებით, 5:0-ს წავაგებთ, თუ ბოლომდე ვიბრძოლებთ, შეგვიძლია მოვიგოთ კიდეც.

დღეს იყო მომენტები, როცა ბურთს ვაკონტროლებდით და მეტოქე ამას უნდა შეგუებოდა. მეორე ნახევარში გვსურდა ფლანგების გამოყენება, რადგან მათ ცენტრში სივრცეები დაკეტეს. იყო მომენტები, როცა ჯო და ვირჯილი მოთმინებას კარგავდნენ და ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყავით, შედეგად კი მეტოქის კონტრშეტევას ვიღებდით. გასულ წელს გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ კიდევ რაღაც შეგვეძლო. ვგულისხმობ მატჩების მოგებას და დღეს სწორედ ეს გავაკეთეთ. 

კომენტარები


Capitan
ტოპ კომენტატორი

პირველ რიგში გილოცავთ !!! ძალიან მაგარ ხოდზეა ცენტრი და დაცვა სწორედ ამის დამსახურება 6 თამაში 6 გამარჯვება ეს სხვა ლეველია))) ძალიან მაგარი სკამი გვყავს პარუზელებზე ბევრად მაგარიც კი)))) შაქრო ძალიან კარგად შემოვიდა სტარიჯი შესანიშნავ ფორმაშია ცოტა შენელებულია მაგრამ ზე კლასი როა ყველან ვიცით... მილნერი ჰენდერაონი 2 დაუღალავი ცხენი დღეს რო ჰენდერსონი იყო რავიცი ნეტა სულ ესე თამაშობდეს... მილნერზე არვიცი რა ვთქვა ცენტრში დაცვაში ფლანგებზე ყველგან იყო და ყველაფერს იდალურად აკეთებდა ბრავო!!! ანფილდზე არაფერს ვამბობ შეუდარებლები არიან ინგლისელები ასევე ბრავო კლოპს ტუხელს ისევ ისე ჩაუდო)))) პს მადლობა ადმინისტრაციას <3 #YNWA

Ynwa Scousers
VIP Member

ჩემთვის პირადად უკვე სულ ერთია ვინ დაიწყებს სასტარტოს, მაინც დარწმუნებული ვარ რომ მეტოქეს შეჭამენ :D ამას რას მოვესწარი

kobaxidze quch
მომხმარებელი

auu, ra magari gundi gvkavs, bravo

bulleye
მომხმარებელი

უმაგრესი კაცია კლოპი!!!

OUTLAW
მომხმარებელი

მე იშვიათად ვწერ ხოლმე აქ ..მაგარმ დიდი გულშემატკივარი ვარ ლივეს... მახსოვს შარშან და შარშან წინ კლოპის გაშვება რომ უნოდათ ხალხს... კი თავის ჯიუტობით ატრაკებდა მაგრამ ყოველთვის მჯეროდა რომ ის გენია იყო და მასხე მაგარი მწვრთნელი ძალიან ცოტა იყო... გუშინ კი საოცრება იყო ის გვიმტკიცებს რომ უმაგრესია და თან გუნდი შეკრა და ბოლო 4ი თამაში რომ ველოდებოდით ლაღ სასიამოვნო თამაშ აჰა გუშინ საცრებები ქნეს ბიჯებმა..თან ვისთან პსჟ... რომელსაც მსოპლიოში ყველაზე ძვირადღირებული თავდასხმა ყავს და ჩვენმა ბიჯებმა გააქვავეს... საღოლ კლოპ შენ გენია ხარ უკვე ისწავლა ამ კაცმა როგორ ითამაშოს ყოველი თამაში რომ ძალები დაზოგოს და თუ გვინდა თასი მაშინ არუნდა მოვთხოვოთ ყოველ თამაში ჰრენებუი გუნდს... ისინიც ადამაინები არაიან და ყოველ თამაშ იდიალურად ვერ ჩაატარებენ რახან ჩვენ გვასიამოვნონ...

ნა*ცენზურა*არი ნეიმარი... ოთხეულში ვერ შევაო ლივეო @ გადაგახია თუარა ბურთითავზე შე სირო...მაგის ჯიბრეც მინოდა მოგვეგო რომ დაენახა რა ძალაა ლივე და რა ფანებთან მოვიდა@... ფეხი ვერ გაანძრევინეს ბიჩებმა და ნეტა ეხლა რას იტყვის... საფრანგეთში რომ ვიყოთ პსჯ კიარა ლივე აიღებდა თას შე სირო @@@ კლოპი იმითაც არის გენია რომ ლივეში უფრო დაიხვეწა..თუნდაც გუშინ მეც ვფიქრობდი რომ ჰენდოს მაგივრად კეიტა უდნა ყოპილიყო...მაგრამ შევცდი ...კეიტა კაია მაგარმ გუშინ არც ჰენდომ გააკეთა იგივეს ვერ გააკეთებდა ჰენდო...ამიტომ ვენდოთ კლოპს..კი შეუცდომელი არავინ არის და ზოგჯერ ცდება მაგრამ მას უყვარს კლივე და ჩვენ გვიყვარს ლივე და ვისაც ლივეუყვარს ის )*

LUIS SUARES 001
VIP Member

კლოპ ლივერპულის დიდების დარბაზი გარანტირებული გაქვს

liverpoolkizo
სტუმარი

მეამაყება ლივერპულის გულშემატკივრობა <3 წელს გვაქვს საუკეთესო საშუალება, რომ ნანატრი პრემიერ ლიგა მოვიგოთ და ლიგაზეც დიდ წარმატებას მივაღწიოთ <3

_z_l
მომხმარებელი

ნახევარდაცვა არის საოცრება, გაუვალია ეს 3 კაცი. ნებისმიერი სხვა კლუბის ნახევარდაცვას დაუდგებიან. წინა სეზონთან შედარებით, სამივეს მომატებული აქვს. შემტევებიც მოუმატებენ, ამას დავამატოთ სკამზე სტარიჯი და შაჩირი მე მგონი ის გუნდი მივიღეთ, რასაც ამდენი ხანი ვნატრობდით. 1961 წლის მერე არ ჰქონიათ ასეთი სტარტი, 6 თამაში და ექვსივე მოგება. ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

Gerrard1
მომხმარებელი

ყველამ კარგად იტამაშა თან ფირმო დას ვენებულია და კარგია სოტონტან უეჩველი მოგება გვინდა არანაირი ჩავარდნა თან კარგ ხასიათზე არიან და უნდა განაგრძონ მოგებები

Joker
მომხმარებელი

13 წელია გულშემატკივარი ვარ და ესე გაგიჟებული ლივერპული კარგა ხანია არ მინახავს, გილოცავთ ყველას ბრავო მაგარი გუნდი გვყავს.

gio_chyoi
რედაქტორი

კლოპ ტაქტიკურად კი აჯობე ტუხელს მარა ცვლილებები დააგვიანე, სალაჰი გასაყვანი იყო მაქამდე, შაჩირი უფრო მეტს გააკეთებდა რო შემოსულიყო ცოტა ადრე

lashafss
VIP Member

გარდა იმისა რომ ცოტა გვიან გააკეთა ცვლილებები და ამას მივეჩვიეთ უკვე , გუნდმა თითქმის იდეალური თამაში შემოგვთავაზა, საამაყო იყო რაც ბიჭებმა გააკეთეს, უბრალოდ ვერვხვდები ვინ გამოვყო .... ერთადერთი ვიტყოდი რომ ჰენდერსონი იყო საოცარიი :X

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze