x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 23-09-2018, 23:58, კატეგორია - სიახლეები, 1 198, 7


პრემიერ ლიგის მეექვსე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "საუთჰემპტონი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს.

გოლები მოჰამედ სალაჰმა და ჟოელ მატიპმა გაიტანეს, ერთიც "წმინდანთა" მცველმა საკუთარ გაიტანა. მატჩის შემდეგ "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

თამაში
კარგი მატჩი გამოვიდა. მე იდეა მქონდა, რომელმაც 100 პროცენტით ვერ იმუშავა. ჩვენ სისტემა შევცვალეთ და შაჩირი მისთვის კომფორტულ პოზიციაზე ვათამაშეთ. გვსურდა მეტოქისთვის თავის დაცვა გაგვერთულებინა. ვიცოდით, რომ "საუთჰემპტონს" ცენტრში ორი მაღალი მოთამაშე ჰყავდა, ამიტომაც სალაჰმაც ცენტრში გადაინაცვლა. შეტევის მხრივ, ეს ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო, თუმცა, ასე თავის დაცვას მიჩვეულნი არ ვიყავით. მატჩის წინა დღეს ძალიან უცნაური სავარჯიშო სესია გვქონდა, რადგან საშინელი ამინდი იყო და პრაქტიკულად ვერ ვიმუშავეთ გარეთ. დაახლოებით 30 წუთი დავუთმეთ სტანდარტულებს, რადგან ასეთ მეტოქესთან ეს მნიშვნელოვანია. ეს დაგვეხმარა კიდეც, რადგან სამივე გოლი ასეთ სიტუაცია მოჰყვა.

შაჩირის სტარტი და ცვლილება შესვენებაზე
შესვენებისას ჯერდანს ვუთხარი, რომ ასეთ დროს მოთამაშეს არ ვცვლი, თუკი მას ტრავმა არ აქვს, თუმცა, იმ მომენტში მსურდა თამაში გვეკონტროლებინა და ძველ სათამაშო სისტემაზე გადავსულიყავით. ეს დაგვეხმარა კიდეც, რადგან "საუთჰემპტონს" ბევრი მომენტი არც შეუქმნია. ეს ყველაფერი შაჩირის ავუხსენი და პრობლემა არ გვქონია. ასე თამაშს გუნდი შეჩვეული არ არის, ჯერდანს კი არ გასჭირვებია, მან ყველაფერი გააკეთა.

სამბურთიანმა უპირატესობამ კლოპს საშუალება მისცა გუნდი გადაეწყო
ეს სიმართლეა, თუმცა მე 2:0-ზეც ასე მოვიქცეოდი. ვხედავდი, რომ პრობლემები გვქონდა. ამ კვირაში თქვენ ხედავდით როგორი კარგი იყო ვეინალდუმი, ჰენდერსონი კი ზედიზედ მეორედ მოხვდა ძირითადში, მილნერისთვისაც რთული კვირა იყო. თქვენ მესაუბრებოდით ამ დატვირთულ პერიოდზე და არავინ ახსენებდით "საუთჰემპტონთან" მატჩს. დღეს ბიჭებმა ბევრი იშრომეს და დამსახურებულადაც აიღეს 3 ქულა.

ზედიზედ მეშვიდე მოგება სეზონის სტარტზე
დიახ, მე გაოცებული ვარ. ერთხელ ზედიზედ 7 მატჩი წავაგე და ეს ნამდვილად განსხვავებული გრძნობა იყო. დიახ, ეს მოულოდნელი იყო, თუმცა ყველა შემთხვევაში ჩვენი თამაში მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. ყველა მეტოქე განსხვავებული იყო და სხვადასხვანაირად თამაშობდა. წინ კვლავ დატვირთული კვირა გველის. 

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

ჯიგარი ხარ კლოპ, მიაწექი ბოლომდე და გაგვახარე სქაუზერები ტიტულით !

chipe888
მომხმარებელი

ბესარიონ შე სამგლე:)

juja
მომხმარებელი

ჯერჯერობით მშვენივრად მიდის ყველაფერი, აბა ჩელსისთან რას მოიფიქრებ კლოპო? ბოლო სამი თამაშია ვერ ვუგებთ ტრაკგასიებულ არისტოკრატებს, გამარჯვების დროა!!!

gio_chyoi
რედაქტორი

ყველაფერი კარგად გააკეთა კლოპომ, მარა იმედია ეხლა თასზე მაინც გვაჩვენებს ფაბინიოს თამაშს, ეგ და კეიტა წესით ძირითადში იქნებიან და შაჩირიც ისევ

RUSH
რედაქტორი

chipe888,
= ))))))))))000

temotemura
მომხმარებელი

რეალისტურად რო შევხედოთ მოვლენებს... შემდეგი სამი თამაშიდან 1 რო მოვიგოთ და ორი ფრე გავაგოროთ არ იქნება ცუდი.

Kloppout
VIP Member

temotemura,
ხო მაგრამ ის 1 მოგება ეპლზე უნდა მოდიოდეს აუცილებლად :დ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze