x

"ლივერპული" - "ჩელსი" [პრევიუ]

ავტორი: Javaxa, 25-09-2018, 13:06, კატეგორია - სიახლეები, 1 399, 12


რა უნდა ქნას იურგენ კლოპმა? ეს კითხვა მას შემდეგ ისმის, როდესაც ბედისწერამ კარაბაოს თასის 1/32 ფინალში "ლივერპული" და "ჩელსი" ერთმანეთს შეახვედრა. გულშემატკივართა ნაწილი ფიქრობს, რომ კლოპმა აღნიშნულ ჯილდოს ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს და მიუხედავად იმისა, რომ კლუბები სამ დღეში ერთმანეთს პრემიერ ლიგის ეგიდით კვლავ ხვდებიან, მაინც უძლიერესი შემადგენლობით უნდა ითამაშოს, უმრავლესობა კი როტაციის მომხრეა.

საქმე იმაშია, რომ "ლივერპულმა" უკანასკნელი ტიტული 2012 წელს კენი დალგლიშის დროს მოიპოვა, ინგლისის ჩემპიონობაც მეფე კენის სახელზეა, სწორედ მან მოიგო 1990 წელს ქვეყნის #1 გუნდის სტატუსი. ჩვენ იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნებით, რომელიც თვლის, რომ იურგენ კლოპმა როტაციას უნდა მიმართოს, რადგან: 1) მეორე შემადგენლობა უფრო ძლიერია თუ ამჟამინდელი პირველი ეს ჯერ კვლავ საკითხავია; 2) გუნდს აუცილებლად უნდა შეეჩვიოს ახალწვეული ფაბინიო ტავარესი.

ამ დროისთვის "წითლები" თავაწეულნი განაგრძობენ მოგებათა სერიებს, სეზონის სტარტიდან დღემდე კლლუბმა 7 თამაში ითამაშა და შვიდივეში გამარჯვება იზეიმა. 126 წლიანი ისტორიის მანძილზე ამ დონის კლუბს მსგავსი შემთხვევა პირველად აქვს. საკმაოდ გადატვირთულია მომდევნო ოთხი თამაში, რაც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას ვირჯილ ვან დაიკის ართამაში იქნება. ფეხბურთელს წელის არეში ტკივილები აწუხებს და კლოპსაც რისკისთვის არ სცხელა, მითუმეტეს მის განკარგულებაში ბრწყინვალედ ათამაშებული ჯო გომესი და ჟოელ მატიპი არიან, რომელთაც შეიძლება დეიან ლოვრენიც შეუერთდეს. იქვეა  ახალგაზრდა ნეთ ფილიპსიც.

აღნიშნული ტურნირი ერთგვარი ბონუსია ისეთი მოთამაშეებისთვის, როგორებიც არიან დივოკ ორიჯი, ადამ ლალანა [ამ ორის თამაში ხვალ კითხვის ნიშნითაა], ჯერდან შაჩირი, სიმონ მინიოლე, ალბერტო მორენო, ნეთ კლაინი, ფაბინიო, დომ სოლანკე და ა. შ. ინგლისელების გერმანელმა სპეციალისტმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს აღნიშნული რესურსი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს დასჭირდეს.

ვფიქრობთ, რომ გვარიანი როტაცია აუცილებლად იქნება და ჩვენებურ სავარაუდო შემადგენლობასაც გთავაზობთ:


ჩანს, რომ "ჩელსის" იტალიელი სპეციალისტი მაურიციო სარი თავმდაბალი კაცია, მაგრამ მასაც ინგლისში სახელის მოხვეჭა სურს. არც თავად მაურისიო იქნება წინააღმდეგი, თუ მისი გუნდი რომელიმე ტიტულს ხელს გამოკრავს. ვფიქრობთ, რომ იტალიელი სპეციალისტი როტაციას აუცილებლად მიმართავს, თუმცა ძირითადი შემადგენლობიდანაც იქნებიან ცნობილი სახეები. ჩვენი ვარაუდი კი შემდეგნაირად გამოიყურება:


ექსპერტების პროგნოზი: 2-1
დასაწყისი: 22:45
პირდაპირი ტრანსლაცია: სეტანტა ჯორჯია

კომენტარები


RobbyFauler
სტუმარი

აუ ეს უნდა მოვიგოთ, თორე საშინელი სერიაგვაქვს ენფილდზე 6 წელია ვე რვუგებთ

johnson
ადმინისტრატორი

კრისტიანსენი და ბარკლი იქნებიან ალბათ ჩელსის ძირითადში. ჩვენთან არ მგონია სტარიჯი და სოლანკე ერთად დააყენოს, ცენტრშიც სულ ახლებს არ ათამაშებს კლოპი ალბათ

Kloppout
VIP Member

__________მინოლე___________
კლაინი მატიპი გომესი მორენო
___მილნერი ფაბინიო კეიტა___
შაქირი___სტარიჯი___ფირმინო

livermori
მომხმარებელი

რამდენი ხანია ენფილდზე არ მოგვიგია ამ ჩემისებისთვის ამ თასის და პრემიერ ლიგის მოგება ავიღე დიდ ფულში ეგრევე არ დამიბრიდონ ბილეთი

gio_chyoi
რედაქტორი

ცენტრში ერთი მაინც ძველი კადრი იქნება, ალბათ ჰენდერსონი. და შაჩირი ფლანგზე დადგება და წინ ალბათ ფირმინო-სტარიჯი. ჩელსი არ იქნება ძლიერი გუნდით და უნდა მოვუგოთ წესით

Gerrard1
მომხმარებელი

Solanke ar damanaxon da vinc unda is iyos

chipe888
მომხმარებელი

კიდე ვიმეორებ:მოიგონ და თუ უნდა ბებიამისი ათამაშოს კლოპმა.თუ ვერ მოუგო,ვერ მოუგო რა,თუ გამოვარდით ვაგინებ პირობას ვდებ

heerenveen
მომხმარებელი

ვირჯილინიომ უნდა დაისვენოს და მატიპი გომესის წყვილი დაცვის ცენტრში, მარჯვნივ და მარცხნივ რობერტსონი და კლაინი. დროა სასტავში ფაბინიო ვიხილოთ სოლანკე და ორიჯი თუ ძირითადში იქნება ე. ი. ვერ მოვიგებთ და ეგ არის, ორივე გასაშვებია ზამთარში

ვირჯილინიომ უნდა დაისვენოს და მატიპი გომესის წყვილი დაცვის ცენტრში, მარჯვნივ და მარცხნივ რობერტსონი და კლაინი. დროა სასტავში ფაბინიო ვიხილოთ სოლანკე და ორიჯი თუ ძირითადში იქნება ე. ი. ვერ მოვიგებთ და ეგ არის, ორივე გასაშვებია ზამთარში

Kloppout
VIP Member

chipe888,
შენ მაგ პირობას ყოველთვის ასრულებ ჩიპე!!! :დ

Ynwa Scousers
VIP Member

მეორე შემადგენლობაც რა სიგიჟეა :D

mamuka1985
მომხმარებელი

firmino unda daesvenebia.magram es lanana xo uvargisia.eg rpm yofiliyo daasvenebda

LUIS SUARES 001
VIP Member

კიდევ ერთხელ გავმეორდები ამ თასს თავი არ უნდა მივაკლათ

ნახევარ დაცვა და თავდასხმა საღო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze