x

სალაჰს მხარი მოქმედმა და ყოფილმა "ლივერპულელებმა" დაუჭირეს

ავტორი: johnson, 25-09-2018, 22:44, კატეგორია - სიახლეები, 1 598, 5


გუშინ ლონდონში ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა გახდა ცნობილი - ეს ჯილდო ლუკა მოდრიჩს გადაეცა და ვიტყოდი, რომ სრულიად დამსახურებულადაც. როგორც იცით, საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაში მონაწილეობას ფიფას წევრი ქვეყნების ეროვნული გუნდების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები იღებდნენ. ისინი კანდიდატებს 5, 3 და 1 ქულას ანიჭებდნენ.

როგორც ცნობილია, მოდრიჩმა ხმების 29,05% მიიღო, მეორე ადგილი კრიშტიანუ რონალდუმ(19,08%) დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი მოჰამედ სალაჰი გავიდა(11,23%). ხუთეულში მოხვდნენ კილიან მბაპე და ლიონელ მესიც.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუკეთესოდ სალაჰი 14-მა კაპიტანმა და 6-მა მწვრთნელმა დაასახელა, მათ შორის არიან ვირჯილ ვან დეიკი და რაგნარ კლავანი. მათ გარდა მომოს 5 ქულა ეგვიპტის, კონგოს, ჩრდ. ირლანდიის, გიბრალტარის, ირანის, მონღოლეთის, მავრიტანიის, შვედეთის, პალესტინის, ბაჰრეინის, სირიის, სინგაპურის და ბერმუდის ეროვნული გუნდების კაპიტნებმა დაუჭირეს.

რაც შეეხებათ მთავარ მწვრთნელებს - მერსისაიდელთა შემტევი ეგვიპტის, ისლანდიის, კონგოს, შოტლანდიის, ინდოეთის და ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელებმა გამოარჩიეს.

აქვე გეტყვით, რომ მარტინ შკრტელმა სალაჰს 1 ქულა მიანიჭა. სლოვაკმა მცველმა 5 და 3 ქულა მოდრიჩსა და მბაპეს დაუწერა. მიუხედავად ყველაფრისა, სალაჰი სიმბოლურ 11-ეულში ვერ მოხვდა 

კომენტარები


skylark1
მომხმარებელი

11-ში რომ ვერ მოხვდა ეგ ნამდვილად გასაოცარია, სხვა მხრივ ყველაფერი ისე მოხდა როგორც ველოდი... შკრტელმინატორმა რატომ გვიმტყუნა ნეტა? :)
მოკლედ მოს შესანიშნავი გასული სეზონი ჰქონდა და ეს წახალისება ნამდვილად დაიმსახურა...
YNWA.

gio_chyoi
რედაქტორი

მომავალ წელს მინდა რო ვან დეიკი იყოს ამ ჯილდოზე წარდგენილი

chipe888
მომხმარებელი

skylark1,
იმიტომ,რომ ჩვენც ვუმტყუნეთ,ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. ობიექტურად შეაფასა ვითარება და ამ ობიექტურობაში სალაჰის ადგილი არაა. ჩვენ კი გვინდა მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენთან ყომარობდეს მარა ეგრე არაა. წელსაც თუ გამოაცხობს კარგ შედეგს და ტიტულებიც დაიდება,მერე ვნახოთ. მთლიანად ეს დაჯილდოება არაა ობიექტური იყო და საოცრებებით სავსე. მოდრიჩი არის ეხლა საუკეთესო მარტო ლიგის მოგებით და თავის დროზე ინიესტა ვერ გახდა საუკეთესო,როცა მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა და გამარჯვების შეაგდო. მარტო მე მგონია,რომ ფიფას მაფია აკონტროლებს? ამდენი Yლეობა როგორ შეიძლება. მეკარეებში ალისონი რო ვერ მოხვდა ეგეც დიდი საოცრებაა. დეხეამ მაგრა იმეკარევა კი ბატონო,მაგრამ სევილიამ მაინც ხია დედის გლანდებში. კასპერ შმეიხელი სამეულში რა ჩემი Yლე უნდოდა,როცა დეხეაც კი ვერ მოხვდა სამეულში,მაგრამ სიმბოლურში კი მოახვედრეს. ამდენი ხანია არ მომწონდა მესი და რონალდუს ძახილი,რადგან იყო სეზონები,რომლებში უკეთესად სხვებმა ითამაშეს,ვიდრე წელს მოდრიჩმა. ლიგა მოდრიჩმა კი არა ვასკესმასკესებმა,რონალდუმ და ბეილიმ მოიგო. ხომ გაეცათ პასუხი იმათ,ვისაც ჩაწყობების და მაფიის არ არსებობის არ ეჯერათ,ხომ ნახეთ ფიფას ნამდვილი სახე.რონალდუ დაისაჯა იმისათვის,რომ ის აღარ თამაშობს რეალში და მოდრიჩს კი უჯიგრეს,რადგან ის დარჩა რეალში. ახლა მელაპარაკეთ ზედიზედ მოგებულ ლიგაზე და ამგვარ Yლეობაზე.გრიზმანის არ შეყვანა სამეულში კიდევ ერთი Yლეობა და ესეც რეალის სასიკეთოთ. პერესს არ მოსწონს ისინი,ვინც რეალის ფორმით არ ასპარეზობენ. ევროპა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი,მსოფლიო ჩემპიონი გუნდის ლიდერი და სუპერთასის მფლობელი,არის კიდევ სხვა რამე საჭირო 11 ფეხბურთელში მოსახვედრად?

LUIS SUARES 001
VIP Member

Shkrtelma obieqturad sheafasa iasna

Logan
მომხმარებელი

შკრტელი არასდროს ყოფილა ტოპ მცველი, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა კლუბის ისტორიაში. შეფასება კიდევ ობიექტურია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze