x

"ლივერპული" : "ჩელსი" - სათასო დაპირისპირებათა ისტორია

ავტორი: johnson, 25-09-2018, 23:05, კატეგორია - სიახლეები, 1 416, 19


24 საათზე ნაკლები რჩება "ლივერპულისა" და "ჩელსის" მატჩის დაწყებამდე. ტურნირის დაწყებამდე ბევრი ამ ორ კლუბს ფინალში გასვლას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა წილისყრამ ისინი ერთმანეთს ასე ადრეულ სტადიაზე შეახვედრა.

ინგლისის ლიგის თასზე ეს გუნდები ერთმანეთს სულ 7-ჯერ შეხვდნენ :

1977 წლის აგვისტო, მეორე რაუნდი - "ლივერპული" 2:0 "ჩელსი"
იმ მატჩში პირველი გოლი კენი დალგლიშმა გაიტანა, ჯიმი ქეისმა კი საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმში დააფიქსირა. საბოლოოდ მერსისაიდელებმა ტურნირის ფინალამდე მიაღწიეს, თუმცა გადათამაშებაში "ნოტინგემ ფორესტთან" დამარცხდნენ. გეტყვით იმასაც, რომ იმავე სეზონში, "ჩელსიმ" შური ასოციაციის თასზე იძია და "წითლები" 4:2 დაამარცხა.


2000 წლის ნოემბერი, მესამე რაუნდი - "ლივერპული" 2:1 "ჩელსი"
ანგარიში დენი მერფიმ გახსნა. წონასწორობა ძოლამ აღადგინა. დამატებით დროში კი მერსისაიდელებმა ფაულერის გოლით მოიგეს. ფინალში კი "ლივერპულმა" პენალტების სერიაში სძლია "ბირმინგემს".


2005 წლის თებერვალი, ფინალი - "ჩელსი" 3:2 "ლივერპული"
რიისეს გოლის წყალობით ბენიტესის შეგირდები ახლოს იყვნენ მორიგ ტიტულთან, თუმცა სტივენ ჯერარდმა საკუთარ კარში გაიტანა და შეხვედრაც დამატებით დროში გადავიდა. ექსტრა ტაიმში წინ უკვე ლონდონელები გავიდნენ - თავი დროგბამ და კეჟმანმა გამოიჩინეს. ანტონიო ნუნიესმა სცადა მატჩის გადარჩენა, თუმცა "წითლებს" ამისთვის საკმარისი დრო აღარ ჰქონდათ. იმავე სეზონში, მერსისაიდელებმა "არისტოკრატები" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან გამოაგდეს.


2007 წლის დეკემბერი, მეხუთე რაუნდი - "ჩელსი" 2:0 "ლივერპული"
ბენიტესმა ამ მატჩში შემადგენლობა გადაახალისა - სტუმართა კარს ჩარლზ იტანჯე იცავდა, დაცვაში ჯეკ ჰობსი ირჯებოდა, შეტევაში კი თავის გამოჩენას ვორონინი ცდილობდა. ლონდონელებმა მეტოქე საკმაოდ მარტივად, ლამპარდისა და შევჩენკოს გოლებით დაამარცხეს. საბოლოოდ "ჩელსი" ტურნირის ფინალში "ტოტენჰემთან" დამარცხდა. იმავე წელს, "არისტოკრატებმა" ჩემპ. ლიგის ფინალიც დათმეს.

2011 წლის ნოემბერი, მეხუთე რაუნდი - "ჩელსი" 0:2 "ლივერპული"
ამ მატჩამდე 9 დღით ადრე გუნდები ერთმანეთს პრემიერ ლიგაშიც დაუპირისპირდნენ - მერსისაიდელებმა გასვლაზე 1:2 გაიმარჯვეს. თასზე კი კარი მშრალად შეინახეს და მეტოქეს მაქსი როდრიგესისა მარტინ კელის გოლებით სძლიეს. სამწუხაროდ, იმ მატჩში ლუკას ლეივამ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. როგორც იცით, ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვეში კენი დალგლიშის გუნდმა პენალტებში "კარდიფს" სძლია და ლიგის თასს ისტორიაში მერვედ დაეუფლა.


2015 წლის იანვარი, 1/2 ფინალი - "ლივერპული" 1:1 "ჩელსი"; "ჩელსი" 1:0 "ლივერპული"
პირველი მატჩი "ენფილდზე" გაიმართა. ანგარიში ედენ აზარმა 11 მეტრიანი ნიშნულიდან გახსნა. მერსისაიდელებმა კი რაჰიმ სტერლინგის გოლით გაათანაბრეს. საპასუხო მატჩში ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა - ლონდონური კლუბი ფინალში ბრანისლავ ივანოვიჩის გოლით გავიდა. "უემბლიზე" კი "არისტოკრატებმა" 2:0 დაამარცხეს "ტოტენჰემი".

 

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ლუკასი რო დაიმტვრა ეგ თამაში როგორ მახსოვს :) მაშინ რა კარგ ფორმაში იყო და მაგის მერე დაეწყო ჩავარდნა. ისე როგორც მახსოვს მაგ დროსაც ზედიზედ გვქონდა ჩელსისთან თამაში, ეს მოვუგეთ და პრემიერ ლიგაში ფრე ვითამაშეთ მგონი

Gerrard1
მომხმარებელი

Bolo videoze ra *ცენზურა* dacva gvyavda

mueti10
მომხმარებელი

manchesters gaedo

chipe888
მომხმარებელი

ეს მხოლოდ ისტორიაა და დღეს სხვა ვითარებაა. უნდა მოიგონ და უფრო უნდა დაიგრუზონ მანჩესტერის ფანები. ჩვენმა ჰარის შიგ ფერგიუსონში ტენა მანჩესტერს. დღეს თუ ვერ მოიგეს ხო ვაგინებ კლოპს და მაშინ,თუ ჰარის შანსი არ მიეცემა. დავიჯერო მარკოვიჩს და ორიჯს ვერ სჯობია? პირველ გუნდში არ მიეცა შანსი ჰარის და მიეცა ვუდბარნს,რომელიც ხეხავს სკამს იმ ჩემპიონატში,სადაც ჰარი გამოდის. ბესარიონ შენი დედა მოვტYან თუ ჰარი არ დააბრუნო. Yლეზე მკიდია მაგის ტიტულები,როცა ლივერპულის მოყვარული ხალხი იჩაგრებიან. უორდის ამბავიც კი არ დამვიწყებია ჯერ და ახლა ჰარის ამბავიც ემატება. რატო უფორმებ ხელშეკრულებას და უშვებ ჩემპიონშიპში,როცა არ აპირებ მის გუნდში დატოვებას. ამაზე მე ჩემი პასუხი მაქვს: უშვებენ იმირომ,რომ თავი გამოიჩინონ,რადგან სარფიანად გაყიდონ მერე. მერე ამ ფულით მოყავთ მარკოვიჩი და ლივერპული ტიტულის გარეშე რჩება. ტრენტს მაგრა გაუმართლა,რადგან კლაინმა ტრანვა მიიღო და მაგიტომ მიეცა შანსი და კლოპსაც სხვა არაფერი დარჩენოდა დააწინაურა. ვერ იტანს ეგ კაცი იმ ფეხბურთელებს,რომლებსაც ფანობა უფრო დიდ პატივს სცემს ვიდრე მას. დარწმუნებული ვარ ჯერარდსაც გაუშვებდა გუნდიდან რო მოსწრებოდა იგივე მიზეზით,რაც უკვე ვახსენე. ველოდები იმ წუთს,როცა კლოპი ახვევს ლივერპულიდან და ჯერარდი მოვა,ეს რაც მალე მოხდება მით უკეთესი იქნება ლივერპულისთვის. შესაძლოა ლივერპულმა წელს ყველაფერი მოიგოს,მაგრამ მე მაინც იგივე აზრი მექნება. ულიეს ნაირი კაცი სჭირდება ლივერპულს,სწორედ მან მისცა შანსი აკადემიელებს და რომლებმაც თავისი ქნეს. იგივე ჯერარდს რო არ ქონოდა ულიეს მხარდაჭერა შესაძლოა სხვაგან ეთამაშა. ეხლა დამიწყებთ,რომ შელვები და სპირინგები რა სათამაშებლები იყვნენ,მაგრამ დადგება დრო როცა დალეწვას დაგვიწყებენ და პასუხის გამცემი არ ეყოლებათ,როგორს ეს მანჩესტერთან მოხდა შარშან. მაგ თამაშში ყველანაირად მოგვიგეს და ბრუსლის ილეთები გამოიყენეს და ლივერპულის ფეხბურთელები კი პასუხის ნაცვლად ტრაკები მიუშვირეს. ამიტომაც წაკუზა კლოპი ზიდანმა. დაგვიმტვრიეს სალაჰი და გამოYლევებული კარიუსი უფრო გამოაYლევეს,მარა არავინ არაფერს ითხოვდა. მერე გამოვიდა კლოპი და რამოსს ბინძურად მოთამაშე უწოდა. სანამ დრო გაქვს პასუხი უნდა გასცე,თორემ მოხდება ის რაც მოხდა. რამოსი ბინძური ფეხბურთელია,მაგრამ კაპიტანია,რომელმაც ნახა როგორ უჭირდა თავის გუნდს და სულ Yლეზე კიდია რას იტყოდნენ მასზე,როცა მის გუნდზე აღფრთოვანებით საუბრობენ. თავად უსამართლო ტრენერი ითხოვს სამართლიან თამაშს,მაგრამ ეგ არ არსებობს. ვინმემ დასაჯა რამოსი? არა. ხელი შეეშალა სიმბოლურში მოხვედრაზე? არა. რა არის სწორი სხვა არის და რა ფასდება ამ სამყაროში ეგ განსხვავდება. კლოპი არც კი წარადგინეს ტრენერთა სამეულში,როცა იქ დალიჩი მოხვდა,რომელსაც არაფერი გაუკეთებია და წვალებით მივიდა ფინალამდე. წაკუზული მენტალიტეტის მქონეა ეგ კლოპი და ამიტომაც ვერ იგებს ფინალებს. ფინალამდე უფრო ადვილია,ვიდრე მისი მოგება,რადგან ფინალში იგებს ის,ვინც ყველაფერს აკეთებს მოსაგებად და არცერთ ფინალში ყველაფერი არ გაუკეთებია კლოპს მოსაგებად. 2005 წლის ფინალი იმიტომ შემოაბრუნეს რო ყველაფერი გააკეთა გუნდმა და მისმა კაპიტანმა,რომელიც მცველიც იყო,ნახევარმცველი და თავდასხმელი,ხოლო რო დასჭირვებოდა გუნდს კარშიც ჩადგებოდა. ის მილანი უკეთესი გუნდი იყო,ვიდრე ლივერპული,მაგრამ მოიგო იმან ვინც ყველაფერი გააკეთა მოსაგებად. ჯერარდი აკადემიელი იყო და არავინ იცის,შესაძლოა ჰარიმაც ივარგოს,ამისათვის შანსის მიცემაა საჭირო. ჰარის ვახსენებ,თორემ ყველა აკადემიელს ვგულისხმობ. არ შეიძლება კენტის დავიწყებაც

სანამ ეს მოხდება,მანამ დავტკბეთ თითოოროლა გამონათებებით და წაგებული ფინალებით. რა იცი რა ხდება და გაგვივარდეს:) სხვანაირად კლოპი ფინალს ვერ მოიგებს. ეპლის მოგების უფრო დიდი შანსი გვაქვს,ვიდრე კარაბაო ან ფა თასის. ამას მარტივი მიზეზი აქვს და ეს მიზეზი 38 თამაშია ფინალის გარეშე.

S.J
მომხმარებელი

chipe888,
თუ არ ვცდები კიდევ რანიერის აქვს ბევრი ფინალი წაგებული

LUIS SUARES 001
VIP Member

Iulsoni ra magari kaci gvyavs.dges chelsistan magari tamashi gveqneba

chipe888
მომხმარებელი

S.J,
არ ვიცი ეგ ამბავი და თუ სიმართლეა,კლოპსაც გაუვარდება ყარაულის თოფივით:) ყველაზე მეტად ის მაგიჟებს,რომ არიან ხალხი,რომლებსაც კლოპის ეს ქცევა მოსწონს. მავანმა შესაძლოა მითხრას,რომ 7 დან 7 მოგება აქვს გუნდს და რატომ აგინებ კლოპსო,მაგრამ არ განვეკუთნები იმ ფანებს,რომლებიც მოგებაზე ადიდებენ,ხოლო წაგებაზე აგინებენ. მეც გამიხარდა კლოპის მოსვლა კლუბში და არ მიფიქრია,რომ დორტმუნდში კრიზისი და Yლეობები ლივერპულშიც გადმოყვებოდა,მაგრამ არ გამოვიდა. კლოპმა აქამდე,რაც გააკეთა კარგია,მაგრამ ეს საკმარისი არაა. ეს კაცი არააა შენკლი და პეისლი. შესაძლოა,რომ ამ გუნდმა ყველაზე კარგად დაიწყო,მაგრამ მე არ მომწონს ეს გუნდი,რადგან იქ არ არიან ძლიერი მენტალობის მქონე იგროკები. მე არ მახსოვს არც შენკლის და არც პეისლის,არც დაგლიშის ეპოქა,მარტივი იზეზის გამო,მე არ ვიყავი დაბადებული და არ ვიცი რა და როგორ იყო,მაგრამ კარგად მახსოვს ჯერარდის ეპოქა და გასაკვირი არაა,რომ არ მომწონს ეს გუნდი. სპირინგები და შელვები,კონჩესკები კი იყვნენ,მაგრამ მათთან ერთად ჯერადი,აგერი,კარაგერი და შკრტელი თამაშობდნენ და მიყვარდა ის გუნდი. არასოდეს დამავიწყდება ტორესის პირველი ვიზიტი ენფილდზე და მისი გაოგნებული სახე,როცა აგერმა ალეწა და დაანახა,რომ ყველაფრისთვის მზად იყო და არ გაანავარდებდა ენფილდზე კოპიტების წინ. რა ხდება ეხლა, ჩამოდის სტერლინგი და ეფაფხურებიან რამე არ ატკინონ. ეს რა Yლეობაა?! ის ხალხი გულშემატკივრებისთვის თამაშობდნენ და არა ფულისთვის. დღეს ვუყურებ ლივერპულის თამაშს და არ მაქვს განცდა,რომ ვინმე არის სტადიონზე,ვინც ბრუსლის ილეთზე,ღალატზე იმოქმედებს. დეიკს,ფირმინოოს,მილნერს და ჰენდოს რაღაც აქვთ,მაგრამ დეიკი ვერასოდეს გახდება აგერი,ფირმინო ფაულერი,ჰენდო ჯერარდი და მილნერი მისი თამაშის მიუხედავად ახლოს ვერ მიუშვებ კარასთან. ადრე კაცები თამაშობდნენ ლივერპულში და ეხლა დედიკოს ბიჭები. ვუყურებ ეხლა ტრენტის თამაშს და სულ სხვა განცდით თამაშობს და ნებისმიერ ფასად ცდილობს შეცდომის გამოსწორებას. ჩვენ ხომ აქ ლივერპულის გულშემატკივრები ვართ და ფინალში რამოსის საქციელზე რა რეაქცია გვექნებოდა ან რა გქონდა. წარმოიდგენეთ სტადიონზე ფეხბურთელის რანგში რო ყოფილიყავით რას გაუკეთებდით რამოსს? უპასუხეთ ამ კითხვას და მიხვდებით რას ვგულისხმობ. გამარტყი და მეორე ლოყა მიუშვიროთ ეგ რა პონტია. ფეხბურთელი,რომელიც იზრდება ლივერპულის წიაღში,ის არასოდეს დაუშვებს მსგავს საქციელს და ის ყველაფერზე იმოქმედებს,რაც გუნდს დააზარელებს. ამიტომ არის საჭირო ბევრი აკადემიელი გუნდში საჭირო,მიუხიდევად უელსელია ის თუ ინგლისელი. ვერავინ ვერ დამაჯერებს,რომ აკადემიაში არ არიან ბიჭები,რომლებიც კეიტას აჯობებენ ან ფაბინიოს ან თუნდაც მატიპს. ჩვენც არ გვყავდეს ცენტრში ალონსო და დაცვაში ნესტა მალდინის დუეტი. ანდაც უორდის არ თამაში,როცა მინოლე და კარიუსი გყავს გაუგებარია. ახლა რომ ყოფილიყო მესმის,მარა შარშანდელ სეზონში დაჩაგრეს ეს ბიჭი,რომელსაც წასვლა უნდოდა და არ გაუშვეს. ყველაგან მოვტYან პირადი შეხედულებით ვინმეს წინ წამოწევა და კლოპის დედაც მოვტYან შიგ ბერლინში ან მაინცში

Carroll_9
მომხმარებელი

chipe888,
ბოდიში მაგრამ ასეთი სისულელე კაი ხანია არ წამიკითხავს. ჯერ ერთი ბოლო 15-20 წელია სტერლინგს თუ არ ჩავთვლით აკადემიას წესიერი იგროკი არ ყოლია.

ჩვენ თუ შანსს არ ვაძლევთ სხვაგან რო მიდიან იქაც ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ. ნახევარმცველები რომ ავიღიოთ ჯერადის შემდეგ:

მელორი, საშუალო დონის პრემიერლიგის იგროკიც კი არ დადგა.
სპირინგი: ჩემპიონშიპის დონეც ვერ ითამაშა
შელვი: საშუალო ჩემპიონშიპის ნახევარმცველია. ნიუკასლიც ტრაკშია თორე პრემიელიგაში მაგას არავინ ათამაშებს
კოადი: კაპიტანი იყო აკადემიის, ინგლისის ახალგაზრდულის და რა გამოვიდა? ჩემპიონშიპშიც ვერ ითამაშა ნახევარმცველა და დღეს ვულვზის მცველია
როსისტერი: ახლაი ჯერადი და ტიპი რეინჯერსის ზამენაა
პედრო ჩირიველა: ახალი ხავი იყო ვითიომ ვალენსიიდან რომ წავოვიყვანეთ და საშუალოდონის ერედივიზიონის ნახევარმცველი ვერ დადგა.

მცველები აღე კარაგერის შემდეგ, დერბი, ვისდომი ვინ ითამშა სადმე მაღალ დონეზე?

აიბი აიღე რამდენი ათამაშა კლოპმა და აღმოჩნდა რომ ბორნმუთის დონისაც არაა. უორდის აიღე, შმეიხელის ზამენაა არაფერი განსაკუთრებული.

მილიონ იგროკს ჩამოგითვლი აკადემიიიდან რომელიც ვითომ რამეს აკეტებდა აკადემიაში წავიდა და ჩემპიონშიპის დონეც ვერ ითამაშეს, ადამ მორგანით დაწყებული ორმლიც სასწაული ტავდამსხმელი უნდა ყოფილიყო, ინსით დამთავრებული რომელსაც ჩემპიონშიპის საუკეთესო იგროკობაზე ქონდა პრეტენზია და რეალურად მარკოვიჩის დონისაა.

ფაულერს და ოუენს რო ადარებ ხალხს ეგენი 17-18 წლის ასაკში პერმიერლიგის საუკეთესო თავდამსხმელებს შორის იყვნენ და დღეს 20-22 წლის იგროკები აკადემიის იგროკებად ითვლებიან. რა შანსის მიცემაზეა საუბარი. სტერლინგი ვინც იყო მაღალი დონის მიიღო შანსი კიდეც თავის დროზე და თამაშობს კიდეც მაღალ დონეზე. რეალობა ისაა რომ საშუალოზე დაბალი დონის აკადემიიის იგროკები გვყავს.


რა გგონია ტრენტმა რატო მიიღო შანსი და არა სხვაბმა ტრენტამდე. ტრენტამდე 2 მარჯვენა მცველი გვყავდა აკადემიაშია, ფლანგანი, რანდალი. რანდალი რატო არ დგას და რატო არ თამაშობს. აკადემიიის დონეა დაბალი. ვისაც თამაში შეუძლია ის კიდეც იღებს შანსს.


მერე კიდე თუ გგონია რომ კეიტას დონის აკადემიაში კიარა ზოგადად გუნდშI რომელიმე ნახევარმცველი გყავს ძაან ცდები. ერთადერთი ნახევარმცველია რომელმაც ბურთის ამოტანა და კაცის მოტყუება იცის.


ფინალი კიდე თუ ძაან გაინტერესებს იმიტო წავაგეთ რომ სალაჰის გასვლის მერე მარსელომ აიშვა და ხან შეტევაშI იყო და ხან ნახევარდაცვაში.

ფირმინიო კიდე ერთერთი ყველაზე მებრძოლი და მენტალურად ძლიერი იგროკია რაც კი ოდესმე გვყოლია. კლოპს რაც შეეხება კიდე ძაან გაგვიმართლა რომ ეგ გვყავს და არა სხვა ვინმე. შეადარე რა გუნდი გვყავდა კლოპის მოსვლის მომენტში და რა გუნდი გვყავს ეხლა. ხოარ ღადაობთ რა ლუზერის მენტალიტეტი, რა აკადემიის ხალხზე შანსის არ მიცემა. ტიპმა ჩემპიონშიპიდან წამოიყვანა ენდი და დღეს პრემიერლიგის საუკეთესო მარცხენა მცველია. არნოოლდი? გომესი? რაებს იძახით ვაფშე. სასწაული გუნდი გვყავს, ტრენერიან იგროკებიანად.

რაც შეეხება რამოსს, უბრალო *ცენზურა*ვარია და მეტი არაფერი, რაც შეეხება რეალს რომელსაც ნახევარდაცვაში კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო ყავს ჰენდერსონი მილნერით და ჯკარში კარიუსით ვერ მოუგებ ვერსოდეს თუგინდა 100 ჟილკიანი სკაუზერი გყავდეს მოედანზე.

ცოტა რეალურად შეხედეთ. მართლა ულიეს დონის ტრენერი უნდა გყვავდეს და აკადემიიდან კალვერტ ლევინების და ბენ დეივისების იმედზე ევრტონის დონის გუნდი ვიყოთ იმის ღირსები ვართ ზსეტი კომენტარების შემდეგ. აი აბრკლი და ბენ დეივის მაგარი ჟილკიანები არიან კი ააყვავავეს ევერტონი. :))

chipe888
მომხმარებელი

Carroll_9,
კარგად წაიკითხე რაც დავწერე და მერე შემედავე. გუნდში სულ,რომ ლობჟანიძეები გყავდეს ასე ვერაფერს მიაღწევ,მაგრამ 1 ან 2 ვარსკვლავს თუ დაუმატებ რაღაცას მაინც იზავ. სადმე წაიკითხე,რომ სპირინგზე ვამბობდი,რომ უნდა დარჩენილიყოთქო? შანსის მიუცემლად იგროკის გაშვებაზე მაქვს პრეტენზია. არც მე და არც შენ არ შეგიძლია იმის თქმა,რომ უილსონი ვერ მიაღწევს ოუენის დონეს. თუ არ ათამაშე ვერ გაიგებ რა დადგება. მაღალ დონეზე უნდა აყომარო,რომ რაღაც გამოვიდეს. ფოთის კოლხეთში რო ეთამაშა არც ჯერარდი მიაღწევდა იმ დონეს,რაც ქონდა? და თუ მართლა 1 კარგი იგროკების გაზრდა არ შეუძლიათ,მაშინ გავაუქმოთ აკადემია და პერსონალი დავითხოვოთ,ფულს ტყუილად ყრიან. გადახედე ბოლო წლებში ორი გუნდის წარმატებას რეალი და ბარსა. რა წლები და რა ტიტულები დადეს. შენი აზრით საიდან და როგორ? მარტო მესიმ და რონალდომ ხო არ გგონია,რომ ეგ ტიტულები დადეს. უნდა გყავდეს გუნდში ისეთი იგროკები,რომლებიც სულს და გულს ჩადებენ თამაშში და არაა აუცილებელი,რომ მთელი გუნდი აკადემიიდან აიყვანო. ხავის დეკუ ახეხინებდა სკამს,სანამ გვარდიოლა არ მივიდა ბარსაში. ბუსკეციც რომ არა გვარდიოლა ტურეს ჩრდილში იქნებოდა. თუნდაც ავიღოთ სალაჰი,რომაში როცა სად ქონდა ეგეთი აღიარება და თუნდაც ფირმინო. გუნდი ბევ რამეს ნიშინავს და ამის ახსნა არ უნდა მჭირდებოდეს. ფეხბურთელს,როცა გაანათხოვრებ ისეთ გუნდში,რომელიც დასარჩენად იბრძვის და დაცვიდან თამაშობს,ის ვერ დაბრუნდება და ვარსკვლავებს ვერ მოგიწყვეტს. გაანათხოვრე ეხლა სალაჰი 2 წელი აყომარე ჩაYლევებულ გუნდში და მერე ათამაშე,თუ მოგიწყვეტს ვარსკვლავებს მერე გამოჩნდება. რობერტსონი აიღე სად იყო და სად არის ეხლა.ამაში მართლა მაგარია კლოპი,მარა პირადი ინტერესების გამო ხალხის დაჩაგვრა არ მომწონს. ორიჯის და მარკოვიჩს ხომ სჯობია უილსონი? რატომ არიან ისინი გუნდში ამდენი ხანი და არ გაუშვეს? შმეიხელს ეგრე ნუ უყურებ და ცუდი მეკარე არაა. უბრალოდ სასტავში თამაშობს და უორდს შანსი უნდა. ეგრე მორენომ ახეხინა სკამი რობერტონს შარშან,მარა ახლა იტყვი რო მორენო ჯობია? ეგრე მესის ჟული ახეხინებდა სკამს,მარა ახლა ჟული კი არა ბარეორი დაეჯიბროს. აქ სისულელე არაფერია და უბრალოდ წაკითხულის გააზრებასთან გვაქვს პრობლემა

mesxi_8
მომხმარებელი

Carroll_9,
ამ საიტზე უმრავლესობის სათქმელი თქვი აშკარად, ძალიან ტეხავს კლოპის გინება, გადახედეთ რა გუნდით ითამაშა პირველი თამაში ტოტესთან, ეხლა ჩვენი მეორე გუნდიც კი უკეთესია იმ გუნდზე რაც ჩაიბარა

Wulooo
მომხმარებელი

Carroll_9 getanxmebi 100% da erts davamateb pexburti imito miyvars ro lamaz sanaxaoebebi da ars sportis sxva saxeoba rogorsac ramosi tamashobs. tu lelo da jilka da omis yureba minda am dros ragbs uyureb aucileblad da dzalian did siamovnebas vgebulob :)

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ისე სტერლინგს მაგრად გაუმართლა იმაში, რომ როჯერსს ვარიანტების არქონის გამო უწევდა მაგის დაყენება, თორემ დღეს რო გვყოლოდა აკადემიაში, ისე მოისროდნენ სადმე ჩემპიონშიპში, როგორც არაფერი და მეტი არაა ჩემი მტერი ეგ განვითარებულიყო სიტის დონემდე.
ვილსონს რო სტარიჯის და სუარესის დონის იგროკები დაუყენო გვერდით, ბევრად აჯობებს სტერლინგს.

აკადემიას რაც შეეხება, ბენიტესის პოლიტიკით მოე*ცენზურა*ა ყველაფერს დედა, ესპანეთის იქით ვერაფერს ხედავდა ეგჩემისა თუ ვინმე არ გაახედებდა.

Kloppout
VIP Member

chipe888,
ორიჯი და მარკოვიჩი ვერ გაიყიდა ვერა რთულია ამის გაგება? და უილსონის დატოვება და გუნდში ყოფნა რო უნდათ სათამაშოდ მაგიტო გაუშვეს დერბიში რომელიც ამოსვლაზე ჩალიჩობს და არსად არ იბრძვის დასარჩენად იდეალური გუნდია მისთვის და რამის ტრა კი თუ აქ ითამაშოს და დააბრუნებენ სხვათაშორის წასვლამდე 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს ეგეც ალბათ რაღაცას ნიშნავს არა?
იგივეა გრუიჩზე ნომრალურზე უკეთესი გუნდია ჰერტა და ტრავმა მიიღო ახლა, აქამდე ყველა ძირითადში ჩაატარა
ეს ვისი იმედიც ქონდათ რაც შეეხება ბენ ვუდბარნს მეორე გუნდში ყავდა რატო არ უშვებენო გაუშვეს და რატო გაუშვესო
დალშე ვის რისი ტრა კი აქ და ვინ რა ტალანტია და ვის არ ქონია თავის გამოჩენის შანსი რეალზე და ბარსელონაზე რო საუბრობ კიდე ბარსელონა იყო მოვლენა ამდენი აღზრდილით რო რამეს მიაღწია და მეორე მასეთი დაჟე თეორიულადაც წარმოუდგენელია ბოლო 15 წელში, რეალი რომელი აღზრდილითაა წარმოდგენილი ვინაა რეალის აღზრდილი ბოლო წლებში ლიგების მოგებაში რო წვლილი დაიდეს ძალიან საინტერესოა

მართლა ჰოჯსონის ნაირი მწვრთნელი და მისი დროის ლივერპულის ნაირი გუნდი უნდა გვყავდეს ახლა მერე გაახელდით თვალს და დაინახავდით რა ნეხვში იჯდა გუნდი ბოლო 10 წელში 11 მაღალი კლასის ფეხბურთელი და დალშე ნაგავი რო იყო სულ აი სულ რაც მახსოვს მაგიტო ვერ მივდიოდით პრემიერლიგის მოგებამდე 30 წელია
ძლივს გუნდი გუნდს დაემსგავსა და სკამი სკამს

Luis_Garcia
მომხმარებელი

ბარსას აღზრდილი რომელია? ხავი, ინიესტა პიკე(რომელიც მანჩესტერში დაკაცდა) ბუსკეტსი და მესი - ეს რაც მე მახსოვს ბოლო წლებში. სხვა კრკიჩმა გაიბრწყინა, მონტოიამ თუ დეფოლეუმ შანსის მიუხედავად?

chipe888
მომხმარებელი

reversi,
სულ ეგრე ამბობ,რომ უნდა დააბრუნონ ჰოჯსონი და მეტის ღირსები ვართ,ვისაც კლოპი არ მოგვწონ და ა.შ. 5 წლიანი რო გაუფორმა და გაუშვა ეგ ტეხავს ნაღდად. მაგ 5 წელს ამოარტყმევინებენ იჯარებში და მერე გაუშვებენ. აგერ ნახავ ბრიუსტერსაც გააფუჭებენ იჯარებით. ჩემზე კარგად იცი,რომ დერბის არ აქვს იმის ტრაკი,რომ გადმოვიდეს ამ რესურსით.
mesxi_8,
უმრავლესობა ყოველთვის სიმართლეს არ ნიშნავს. ჩემი გინება კლოპისთვის ლოცვასავითააა:)

Wulooo,
ფეხბურთშიც არის ვარდნები,რომლებსაც სუსტი გულის ხალხი ვერ უყურებს. სილამაზე და ხელოვნება თუ მინდა ბალეტზე მივდივარ ხოლმე:)

Kloppout
VIP Member

chipe888,
1)აგერ ნახავ, ზუსტად მასე იზამენ, სულ დაპირებებია რომელიმე აქამდე ნიჭიერი ყოფილა და გაუფუჭებია? ფაქტი რო გექნება ამ საკიტხს მერე დავუბრუნდეთ :)
2)დერბის ამოსვლის დედაც :დ შენ იძახდი განწირულ გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდებში უშვებენო აგერ მანჩესტერი გამოაგდო თასზე და ჯერ ლიდერებშია დერბი ჩემპიონშიფის და განწირულის რა ეტყობა?
3)უმრავლესობა ყოველთვის არაა მართალი მარა სულ უმცირესობაში ვინცაა მისი მართლად ყოფნის შანსი მინიმალურია
4)ვარდნები გინდა? უფრო ყურადღებით უყურე თამაშებს დეიკის რობერტსონის ლოვრენის ჰენდერსონის მილნერის შესრულებით და დაინახავ... ფაბინიოც არ გამომრჩეს პრესეზონზე აქაური კრიტიკოსებისთვის რო გეკითხა ვარდნის მეტი არაფერი იცისო :დ მიეცემა მალე დრო და დატკბები :დ

chipe888
მომხმარებელი

reversi,
კაი დაველოდოთ დერბის მონაგარს და ფაბინიოს ვარდნებს:) ჯერ არც პრემიერლიგაში და არც ჩემპიონშიპში არაა არაფერი ნათქვამი და ვერ იტყვი ვინ გახდება ჩემპიონი და ვინ გადმოვა პრემიერლიგაში

Kloppout
VIP Member

გადმოსვლა მკიდიათქო პროსტა განწირული გუნდია დერბიო იძახი და რა აქ განწირული საინტერესოა

Emre chan 23
მომხმარებელი

დინეს განცხადება ნახეთ?? ვან დეიკზე რომ ამბობს და კიდე ჯო გომესზე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze