x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 27-09-2018, 08:39, კატეგორია - სიახლეები, 953, 11


გუშინ "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე ლონდონის "ჩელსი" მიიღო. მერსისაიდელები 1:2 დამარცხდნენ და ინგლისის ლიგის თასს გამოეთიშნენ.

გოლები სტარიჯმა, ემერსონმა და აზარმა გაიტანეს. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკოფენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

არის თუ არა იმედგაცრუებული გამოუყენებელი მომენტების გამო...
რა თქმა უნდა. ეს ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იყო. ჩვენს მეტოქეს თამაშის სპეფიციკური სტილი ჰქონდა და შესაჩვევად დრო დაგვჭირდა. დასაწყისში ძალიან დიდ სივრცეებს ვტოვებდით. პირველი ნახევარი კარგი იყო, მეორე ტაიმში კი უკეთ გამოვიყურებოდით, გავიტანეთ გოლი და შეგვეძლო უფრო ადრეც გაგვეხსნა ანგარიში. უფრო მშვიდად ვთამაშობდით, რადგან როცა "ჩელსის" ეთამაშები და ბურთი გაქვს, დომინანტი უნდა იყო.

დღეს 5 ფეხბურთელი პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში(მიმდინარე სეზონში). მიხარია, რომ ისინი დაბრუნდნენ. 1:0-ზეც კი, შეგვეძლო გოლის გატანა, ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა, ასევე, შეგიძლიათ ჰკითხოთ შაჩირის თუ რატომ არ დაარტყა საჯარიმოში სრულიად მარტო ყოფნისას. შემდეგ კი მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა - ეს უიღბლობა იყო და რეალურად, ჯარიმაც და გოლიც საეჭვო იყო. არ ვთვლი, რომ ჩვენი რეაქცია ცუდი იყო, თუმცა შემდეგ ედენ აზარი შემოვიდა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ჩვენ კი დრო აღარ გვეყო.

ვნახავთ თუ არა იმავე მოთამაშეებს შაბათს...
მოდი ასე ვიტყვი : იმედია, მათ არ მოუწევთ თამაში. დღეს ძალიან ინტენსიური მატჩი გამოვიდა, ზოგიერთი მათგანი არც იყო 100%-ით მწყობრში და ამიტომ, უნდა დავიცადოთ. კარგი იქნება, თუ კვლავ შევძლებთ შემადგენლობის შეცვლას, რადგან მხოლოდ 3 დღე გვაქვს. დღეს მათ საქმე კარგად შეასრულეს.

რა უთხრა შაჩირის მატჩის ბოლოს...
ჯარიმაზე ვესაუბრე. გვსურდა მომო ფლანგზე ყოფილიყო და გადაცემაც მისკენ გავაკეთეთ, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ სალაჰს მეკარის პირისპირ დავტოვებდით. მხოლოდ ბოლო ჯარიმაზე ვისაუბრეთ, მეტი არაფერი მომხდარა.

უკეთ უნდა დაეცვა თუ არა თავი "ლივერპულს" მეორე გოლზე...
ახლა, აქ, ამის თქმა ძალიან ადვილია, რადგან ჩვენს წინააღმდეგ ედენ აზარი იყო. მიუხედავად ამისა, ცხადია, უკეთ უნდა გვემოქმედა. მომენტი კიდევ უნდა ვნახო. 1 კვირის წინ დაახლოებით ასეთივე გოლი გავიტანეთ და მსგავსს სიტუაციაში თავის დაცვა ადვილი არაა. ხვალ ყველაფერი უკეთ მეცოდინება.

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

შემადგენლობა უნდა გადაეხალისებინა ორი აზრი არაა და ცვლილებებიც ნორმალური იყო.პრინციპში მორენოს თუ არ ჩავთვლით და ყველამ გაამართლა.სტარიჯმა კი გაიტანა მაგრამ მეტი მოეთხოვება ამდენი მომენტის განიავების გამო დავისაჯეთ კიდეც.

მსაჯობა ცალკე თემაა ვიდეო რეფერიც კი დაბრმავდა როგორც ჩანს. ცუდია რო გამოვვარდით ტურნირიდან იუნაიტედიც გამოეთიშა უკვე ამ თასს და ჩელსის გაგდებით ძალიან დიდ საქმეს გავაკეთებდით... გამოვარდნას თ არ ჩავთვლით თამაშში საგანგაშო არაფერი ყოფილა, არ გაგვიმართლა ნამდვილად და დარწმუნებული ვარ, შაბათს სამაგიეროს გადავუხდით ჩელსის

OUTLAW
მომხმარებელი

უბრალოდ საწყენია თამაშით ვაჯობეთ და უკეთ გამოვიყურებოდით და რომ გავარდით ეს არის საწყენი თან მეორე სასტავს ექნებოდა შანსი რომ გავსულიყავით , თან განწყობა.. რომ ჩავალთ სტენფორდზე განწყობა კაი ქინებოდა რომ მოგვეგო...

Kloppout
VIP Member

johnson,
ინგლისში აზრი არ აქ ვიდეორეფერის და სიახლეებს Yლე ნაროდი Yლე ნაროდად დარჩება მსაჯებს უნდათ და ასე წყვეტენ მორჩა საჯარიმოში ხელბურთი მოსულა ოღონდ ლივერპულის საჯარიმოში არა ოფსაიდის ხაზიც 1 მეტრით ქვევით იწევს როცა ლივერპულის კარზეა საუბარი
რას წარმოვიდგენდი ესპანეთში ისე თუ დახეწავდნენ ვიდეო რეფერის რომ 1 შეცდომას არ დაუშვებდნენ 5-6 ტურში და ასე მსაჯობაშიც თუ პირში მისცემდა ესპანეთი ინგლისს, ფეხბურთის თამაშის გარდა მსაჯობაშიც ჩაუდეს

chipe888
მომხმარებელი

johnson,
ფაბრეგასს,როცა ხელზე მოხვდა ამ სიტუაციაში არ დაიდებოდა პენალტი,რადგან მკერდში მოხვდებოდა მაინც,კეიტას არ შეხებიან და მსაჯობაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს,რადგან ვიდეო რეფერი არის,რომლის მოთხოვნაც შეეძლოთ,მაგრამ არ მოითხოვეს. ვიდეო რეფერის შემოღების მთავარი მიზეზი საკამათო ეპიზოდები არის და ამიტომ უნდა მოეთხოვათ.თუ მოითხოვეს და დაიკიდეს,ეგ სხვა თემაა და უნდა გასაჩივრდეს ეგ ფაქტი. შედეგი არ შეიცვლება,მაგრამ მსაჯი დაისჯება. არ გასაჩივრებენ,რადგან რეალურად არაფერი ყოფილა. გოლის როცა გაგვიტანეს,მაშინ სახიფათოთ ითამაშა კეიტამ და დასანიშნი იყო,შესაძლოა ყვითელი არა მარა ჯარიმა იყო. ამით გულის მოფხანვა,რომ მსაჯმა გაგვწირა და სტარიჯმა ბევრი გამაზა არაფერში გვჭირდება. გადახალისება საჭირო იყო,მაგრამ საკვანძო ადგილებზე არ უნდა ყოფილიყვნენ უთამაშებელი ხალხი. ლოვრენს რა უნდა სასტავში? ფაბინიოს თუ აყენებ სასტავში მაშინ კეიტა არ უნდა ყოფილიყო. მთელი დაცვა შეცვალა და 1 კაცი იყო ამ დაცვაში ვისაც თამაში ჩატარებული ქონდა. ასეთი გადახალისება არ შეიძლება. გომესი მაინც უნდა ყოფილიყო სასტავში და ფილიპსი უნდა ყოფილიყო,მაშინ ლოვრენის ადგილას. მორენოს გუნდში რა უნდა ხომ არ იცი? წასაგებად გამოვიდნენ,რადგან ეს გუნდი ჩელსის ზეწოლას ვერ გაუძლებდა და ვერც გაუძლო. როცა იგებ,მერე შემოყრიდა ჩელსი ხალხს და უნდა ყოფილიყო გეგმა,რომ ეს ზეწოლა გადაგვეტანა,მაგრამ ნახევარი გუნდი მოატყუა აზარმა. აი რას ვითხოვ,როცა ვითხოვ ალეწვას ხოლმე და უნდა ალეწილიყო აზარი,მაგრამ გატაარეს. ისეთი ტემპი ქონდა აკრეფილი,რომ უეჭველი სახიფათო მომენტი შეიქმნებოდა,მაგრამ ფეხის გამომკვრელი არ იყო გუნდში.საპირისპიროდ რო ყოფილიყო აილეწებოდა,რადგან ყვითელი არაფერია იმასთან,რაც მოყვა მაგას. ეს არის წაკუზულიდ მენტალიტეტი და კლოპის სამართლიანი თამაში

Kloppout
VIP Member

მოთხოვნა რა შუაშია გაამეორა კაცმა ამგას უცდიდა გოლის დროს მოთხოვნა არა განცხადების დაწერა ;Dდდდდდ

LUIS SUARES 001
VIP Member

Bijebo mtavari ligis matchia stemfordze.bazari araa dasanania wavaget magram ras vizamt. Shabats sul svanaeri liveri gava moedanze chven rom gviyvars egeti da dedis wioki eqneba chelsis

Stevie8
მომხმარებელი

მსაჯს შეცდომა არ დაუშვია არცერთ საპენლე მომენტში და მართლა რეალის და ბარსას ფანებს არდავემსგავსოთ. წავაგეთ იმიტო რო გვაჯობეს, გვქონდა მომენტები რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

me msajis shecdoma versad ver davinaxe,icit ubralod ra ari?exla samive titulistvis vibrdzolebdito ragac sasacilo gamova,klopma gamoiyvana meore sastavi,tu gamovidoda gamovidoda da ase am sastavit gasgrdzelebda am tas magram ar famovida da ar *ცენზურა* am tass?moixsna tramvebis safrtxe,gadagliloba da a.sh,sharshan tasidan specialurad gamovvardit da amitom ligis finalshi gavedit,xalxi tasebze ertmanets glejdnen da klopma tavisi gundi espanetshi waiyvana savarjishod,ase rom am wagebasac aqvs dadebiti mxare

chipe888
მომხმარებელი

jerar-toria-liverpool,
დადებითი მხარე როგორ არ აქვს და უნდა მოეგოთქო,იმიტომ კი არ ვიძახი რო ეს თასი არის ყველაფერი და ა.შ. უბრალოდ ჩელსისთან გამოვარდნა არის საწყენი და თან ენფილდზე. კარგად მახსოვს უმოტივაციო გუნდმა თავი გაიგიჟა და ეპლი ხელიდან გამგვაცალეს და ჩვენ რატო არ უნდა გამოვაცალოთ რაიმე ტიტულის მოგების შანსი ხელიდან ეს არ მესმის. სულ ერთი და იგივე მესმის,რომ თასებიდან იმიტომ გამოვარდით,რომ ეპლზე ვჩალიჩობთ ან ლიგაზე და ეს ტიტულებიც არ გვაქვს და ვერც იმაზე ვჩალიჩობთ. ამბობენ,რომ დადებსო ეპლს წელსო და ვნახოთ რას იზავენ თუ არადა კლოპის გაპანღურებას მაინც ხო ვნახავ.

bulleye
მომხმარებელი

მაგრად არ მევასება ჩელსი, იმედია სტემფორდ ბრიჯზე მოვუწყობთ საშინელებას..

gio_chyoi
რედაქტორი

შაბათს თუ მოვიგეთ მართლა საერთოდ არ ვიდარდებ ამ წაგებაზე. ნუ ყოველ შემთხვევაში იოლად გადავიტან :)

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze