x

კლოპის მატჩის წინა პრესკონფერენცია

ავტორი: johnson, 28-09-2018, 17:01, კატეგორია - სიახლეები, 867, 10


ხვალ, თბილისის დროით 20:30 წუთზე, "ლივერპული" პრემიერ ლიგაში მორიგ მატჩს გამართავს. მერსისაიდელთა მეტოქე ლონდონის "ჩელსი" იქნება.

დღეს კი იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

ბოლო მატჩი...
ცხადია, წაგება კარგი არასდროსაა, თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ ძლიერ გუნდს ეთამაშები. როცა შენს შანსებს ვერ იყენებ, მეტოქეს აძლევ შესაძლებლობას გამოიყენოს მომენტები. სწორედ ეს მოხდა ოთხშაბათს. ხვალ ჩვენ ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ, მაგრამ ასეთი მატჩების წინ ვერასდროს იქნები დარწმუნებული საბოლოო შედეგში.

"ჩელსის" 5 ქულით ჩამოტოვების შანსი...
ასეთ რამეზე არ ვფიქრობ, რადგან "ჩელსისთან" ქულის აღებაც კი რთულია. ამავდროულად, წინ კიდევ 31 ტურია და ეს უპირატესობა არაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, ჩვენი ბოლო შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. ბიჭებისთვის ეს დიდი გამოწვევა გამოდგა. ვიცი ხალხი ფიქრობს : "5 მოთამაშე პირველად მოხვდა ძირითადში და ისინი მზად უნდა ყოფილიყვნენ შანსის გამოსაყენებლად, რადგან მეტჯერ ამის შესაძლებლობა არ ექნებათ". ეს სიმართლე არაა. მე კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით, ჩვენ უფრო რეალური მომენტები გვქონდა, დიახ, შედეგი ყველაზე მთავარია, თუმცა პერფორმანსიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ბოლო მატჩში ბევრი რამ ვისწავლეთ და მოკლე დროში გადავედით ახალ ფორმაციაზე. ახლა კი უკეთ თამაში გვმართებს, რადგან ხვალ აზარს 20 წუთზე მეტი ექნება, ხვალ "ჩელსი" ჟორჟინიოს, კანტეს და სხვა ბიჭებს დაგვიპირისპირებს. ასე რომ, წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის.

დაეხმარება თუ არა ოთხშაბათს გამართული მატჩი გუნდს ხვალისთვის მომზადებაში...
"ჩელსი" "ლივერპულის" წინააღმდეგ - კარგად ჟღერს. ორივე გუნდისთვის საკმაოდ რთული შეხვედრა იქნება და ეს ორივე მხარემ იცის. დიახ, შაბათისთვის საუკეთესო მზადება ოთხშაბათს გამართული მატჩი იყო, რადგან მეტოქეზე ყველაზე დიდ ინფორმაციას სწორედ ამ გზით იღებ. რა თქმა უნდა, ხვალ "ჩელსის" განსხვავებული შემადგენლობა ეყოლება, თუმცა ჩვენ მაინც ვეცდებით ოთხშაბათს მიღებული ინფორმაცია გამოვიყენოთ.

არის თუ არა მარცხი დამატებითი მოტივაცია...
რა თქმა უნდა, მაგრამ ისე არ გაიგოთ თითქოს ხუთშაბათს დილით პირდაპირ რევანშზე დავიწყე საუბარი. ცხადია, ჩვენ ეს გვსურს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სავარჯიშო სესია გვექნება. რევანშის აღება ამ სპორტში ერთვარი მოვალეობაა, საბედნიეროდ, ჩვენ წელიწადში ორჯერ მაინც ვხვდებით ერთმანეთს.

8 დღეში 3 მატჩი - "ჩელსი", "ნაპოლი" და "სიტი"...
სანაკრებო შესვენებიდან მოყოლებული ვიცოდით ამის შესახებ. უკვე ვეთამაშეთ "ტოტენჰემს", "პსჟ"-ს, "საუთჰემპტონს" და "ჩელსის" - ნახევარი გზა უკვე გავლილია და როგორც შედეგი, ისე პერფორმანსი ძალიან კარგი იყო. ძალიან საინტერესო თვეა, ბიჭები მზად არიან.

ედენ აზარის განეიტრალება....
ზუსტად ვიცი რამდენად კარგი მოთამაშეა ის. აზარი განსაკუთრებული ფეხბურთელია და სიამოვნებას იღებს როცა 1,2 ან 3 მეტოქის წინააღმდეგ თამაშობს. პატივს ვცემ მას, თუმცა ყველას შეჩერებაა შესაძლებელი. დიახ. ეს რთულია, თუმცა შეუძლებელი არაა. ჩვენც გვყავს ასეთი მოთამაშეები. თუ სადიო მანეს ბურთს ცუდ პოზიციაზე მიაწვდი, მაშინ ის საფრთხეს ვერ შექმნის. ასე რომ, ჩვენ ვეცდებით ზონები დავკეტოთ და მას გავუმკლავდეთ.

კომენტარები


liverpool111
მომხმარებელი

ყველა აზარზე ლაპარაკობს და მანე ფირმინიო სალაჰი არ ეყოლება ლივერპულს თუ რა ხდება. საქმე იმათ დაცვას რომ ექნება ეგრე უნდა

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: liverpool111
ყველა აზარზე ლაპარაკობს და მანე ფირმინიო სალაჰი არ ეყოლება ლივერპულს თუ რა ხდება. საქმე იმათ დაცვას რომ ექნება ეგრე უნდა

გაუვარდა ტიპს და გადაიჯვეს

chipe888
მომხმარებელი

ამიტომ იყო საჭირო მოგება ოთხშაბათს და არა იმიტომ რო კარაბაო თასი რამეს ნიშავს. პრესკომფერენციაზე წნეხში მოაქციეს კლოპი და ის გადაიტანს ამას,მაგრამ რას იზავენ ფეხბურთელები ეს გაურკვეველია. კითხვას კითხვაზე აზარზე მიდის და ბრჭყინვალე სამეული ყველას დაავიწყდა,აღარავის ახსოვს 6 მოგებული თამაში ზედიზედ,პსჟსთან მოგება,ყველა მაინც ამ ნა*ცენზურა*არ ჩელსიზე საუბრობს და იმ განდონ აზარზე. ეს არის ფეხბურთი და თან ინგლისში. ხვალ ბევრი რამე იქნება სასწორზე. ჩვენ ჩელსიზე ძლიერი გუნდი გვყავს და ეს უნდა დავამტკიცოდ. როდის ყოფილა რო ლივერპულის გულშემატკივარს არ ენერვიულოს,ეს ჩვენი ბედი და იღბალია. ხვალინდელი თამაში მოუგე ჩელსის და ჩემ თავად ვინც შენ გაშვებაზე ილაპარაკოს ის იყოს მოურინიო

livermori
მომხმარებელი

ოოო რაღაცა ყველაზე დიდი მოლოდინი მაქ ამ მატჩის დაჯე პსგზე და სიტიზე დიდი მოლოდნიც მაქ გასაჩუმებელია ნახევარი მსოფლიო ამ მატჩით

Gerrard1
მომხმარებელი

Klopze uketesi vin unda moiyvanon imedia didxans darcheba klopo . Klopshi mxolod is ar momwons rom *ცენზურა* morenoebs endoba kide da yidvas tavs aridebs

chipe888
მომხმარებელი

ლივერპულის პრესტიჟი უფრო მეტია,ვიდრე მე და კლოპი ან ნებისმიერი ჩვენგანი. ამიტომ ყველამ ჩვენი საბრძოლო განწყობა გაუგზავნოთ ბიჭებს:) იქნებ ბედმა მიაღწევინო და დედა უტიროთ არისტოკრატებს თუ რა Yლეობასაც ეძახიან. მაგარი დაგრუზული თამაში იქნება და ჩვენ უნდა მოვიგოთ. ხვალ თუ ვერ მოვიგეთ შენკლი საფლავში ამობრუნდება,ამიტომ უნდა ადგნენ მწარედ უნდა მოუგონ,რომ აზარის ხსენება გააქრონ დედამიწის ზურგიდან

bulleye
მომხმარებელი

ჩელსი წელს ყველაზე კარგად გამოიყურება ჩემი აზრით პრემიერ ლიგის გუნდებიდან, მართლაც მაგარი შემადგენლობა ყავს მაგრამ არა უძლეველი.. ამ მატჩის მოგება ყველაზე მეტად გამიხარდება, ნაპოლიზე და სიტიზე მეტად.. აუცილებლად უნდა მოვიგოთ !

gio_chyoi
რედაქტორი

კლოპ იცოდე ეს უნდა მოიგო როგორმე რა და ნაპოლთან რას იზავ აღარ მაინტერესებს დიდად

LUIS SUARES 001
VIP Member

მოსაგები თამაშია და თავი არ უნდა დავზოგოთ ჩავთვალოთ რომ ჩელსის ფინალს ვეთამაშებით

V-V DIJK
მომხმარებელი

სიტისთან მოგება უფრო საჭიროდ მიმაჩნია. ჩელსისთან ფრეც კარგი იქნება. ჩემიაზრით ესენი თავისითაც ბევრ ქულებს დაკარგავენ აზარი ყველა თამაშში ვერ იფრენს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze