x

"ჩელსი" - "ლივერპული" [პრევიუ]

ავტორი: Javaxa, 28-09-2018, 17:33, კატეგორია - სიახლეები, 1 251, 9


ხვალ პრემიერ ლიგის მეშვიდე ტური გაიხსნება, სადაც ერთმანეთს "ჩელსი" და "ლივერპული" გაეჯიბრებიან. აღნიშნული დაპირისპირება ტურის კი არა შეიძება წლის მთავარ მატჩადაც ჩაითვალოს, რადგან ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილოსნები ხვდებიან და შესაძლოა, რომ ამ თამაშმა სამომავლოდაც გადაწყვიტოს ბევრი რამე. "ჩელსი" "ლივერპულის" უახლოესი მდევარია და "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ჩემპიონობაზეც აცხადებს პრეტენზიას.

რაც შეეხება წინა დაპირისპირებას, აღნიშულიდან სამომავლო გეგმებზე ვინც აქცენტი გააკეთა ყველა ცდება, რადგან კარაბაო თასი არ არის ის თასი, რასაც იურგენ კლოპმა და მისმა დამოძღვრილმა გუნდმა თავი უნდა შეაკლას. კი, კარგია მეტი ტიტული, სასიხარულოა შენი გუნდის თასით ხელში ხილვა, მაგრამ, როდესაც პრემიერ ლიგის მოგება შენთვის უკვე შეუძლებლის სახეს იღებს, სხვა საკითხია.

რა თქმა უნდა არიან სქაუზერები, რომლებიც მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს გუშინწინდელი თამაშის მოგებას ჯიუტად სთხოვდნენ, მაგრამ გუნდს ამ მომენტში მთავარი ყურადღება არა ჩემპიონთა ლიგაზე, არა კარაბაო თასზე, არა ფა თასზე, არამედ პრემიერ ლიგაზე უნდა ჰქონდეს გადატანილი. ამ დროისთვის კლოპი პრემიერ ლიგაში ანგარიშზე გათვლილ თამაშს თამაშობს და ამას შედეგიც მოაქვს. "წითლებს" ცხრილში პირველი ადგილი უკავიათ და ქულათა მაქსიმუმი აქვთ აღებული, ხოლო ვისაც ლამაზი ფეხბურთი, უამრავი საგოლე მომენტი, სწრაფი პრესინგი მოენატრა შეუძლია "ჩელსისთან" თამაშს ხელმეორედ გადაავლოს თვალი, ოღონდ ანგარიშის ტკბობით ამაყნი "ლურჯები" იქნებიან.

ასე რომ, ძვირფასო "სქაუზერებო" ჯერ არაფერი დამთავრებულა და პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება. გვერწმუნეთ თქვენი გუნდის ხილვა პრემიერ ლიგის ჩემპიონის რანგში უფრო გაგახარებთ, ვიდრე კარაბაოსი. ვისაც ჰგონია, რომ გუნდმა ყველა ფრონტზე უნდა იბრძოლოს, მაშინ ვეტყვით, რომ ამისათვის ჯერ საჭიროა საკუთარ ქვეყანაში დაამტკიცო პირველობა.

რაც შეეხება უშუალო თამაშს, მერსისაიდელები ამ შეხვედრას უდიდესი დანაკლისით ხვდებიან. ვირჯილ ვან დაიკს "საუთჰემპტონთან" მატჩის შემდეგ არ უვარჯიშია, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჰოლანდიელი გიგანტი ხვალ "სტემფორდზე" ვერ ითამაშებს. ჯერ ყველაფერი დაკვირვების ქვეშაა და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, 27 წლის ცენტრალური მცველი ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას აუცილებად მიიღებს. ავადმყოფობას ირჩენს ტრენტ-ალექსანდრ არნოლდიც, რომელიც ითამშებს. გუნდს დაუბრუნდებიან აგრეთვე: ალისონი, გომესი, რობერტსონი, ვეინალდუმი, სალაჰი და ფირმინო.

პრობლებია "ჩელსის" ბანაკშიც, ჯერ-ჯერობით მათაც არ იციან შეძლებს თუ არა თამაშს ოლივიე ჟირუ და პედრო. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა გავიდეს მოდანზე, "წითლები" უბრალოდ ვალდებულნი არიან ხვალინდელი შეხვედრიდან მინიმუმ ქულა წამოიღონ.


ფაქტები

  1.  21-ე საუკუნეში, ყველაზე მეტჯერ ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდა - ხვალ "ჩელსის" და "ლივერპულის" 58-ე ჯახს ვიხილავთ.
  2. ბოლო 15 დაპირისპირებიდან მერსისაიდელებმა მხოლოდ ორი მოიგეს - 7 ფრე და 6 მარცხი. ცნობისთვის, ორივე შემთხვევაში "წითლებმა" სტუმრად იმარჯვეს.
  3. "ლივერპული" უკვე 14 მატჩია "ჩელსისთან" კარს მშრალად ვერ ინახავს.

"ჩელსი"

  1.  ლონდონელებს შანსი აქვთ ზედიზედ 4 საშინაო მატჩი მოიგონ სეზონის სტარტზე - ასეთი რამ მათ ბოლოს 4 წლის წინ შეძლეს.
  2. შარშან, ტოპ 6-ეულის გუნდებთან "არისტოკრატებმა" მხოლოდ 12 ქულა მოიპოვეს.
  3. "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართულ ბოლო 6 მატჩში ოლივიე ჟირუმ 5 გოლი გაიტანა.
  4. წელს "ჩელსის" უდავო ლიდერი ედენ აზარია - მიმდინარე სეზონში მან 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.



"ლივერპული"

  1. კლოპის შეგირდებს აქვთ შანსი ისტორიაში მეორედ, ზედიზედ 7 მატჩი მოიგონ პრემიერ ლიგის სტარტზე. პირველად ასეთი რამ მერსისაიდელებმა 1990 წელს შეძლეს.
  2. ამავდროულად, "წითლებს" მიჯრით მეოთხე გასვლითი შეხვედრის მოგების შანსი აქვთ.
  3. მიმდინარე სეზონში, "ლივერპულს" მატჩის პირველ ნახევარში გოლი არ გაუშვია.
  4. ტოპ 6-ეულის გუნდებთან ბოლო 8 გასვლითი მატჩიდან "წითლებმა" მხოლოდ 1 მოიგეს - 3 ფრე და 4 მარცხი.
  5.  "ჩელსიში" ჩატარებულ 19 შეხვედრაში მომო სალაჰმა 2 გოლი გაიტანა. "არისტოკრატთა" კარი კი ეგვიპტელმა 4-ჯერ აიღო("ბაზელში" და "ლივერპულში" ყოფნისას).



სტადიონი: სტემფორდ ბრიჯი
დასაწყისი: შაბათი, 20:30 წუთი
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი
ექსპერტების პროგნოზი: 1-1


კომენტარები


RobbyFauler
სტუმარი

ჩელსის პედრო და რუდიგერი ეგ ორი ასნოვნი არ ეყოლებ ა ჩვენც ალბათ ვანდეიკი

LUIS SUARES 001
VIP Member

Vnaxot xval sabolood ra kamanda gava satamashot,deikis ar yofna seriozulad dagvetyoba

liverpool111
მომხმარებელი

მემგონია ჰენდერსონი დაიწყებს და ვანდეიკი იმედია იქნება

temotemura
მომხმარებელი

პედრო და რუდიგერი ტრამვირებულები არიან და ვერ ითამაშებენ დიდი ალბათობით. ჩვენთამ კი მილნერის საცვლად ალბათ ჰენდერსონი იქნება და ვან დეიკზე ვნახოთ როგორ წავა საქმე. რაც შეეხება ჩელსის სათამაშო ფორმას ჯერ ძლიერ გუნდს არ შეხვედრია ჩელსი(ჩვენი მეორე შემადგენლობა არ ჩავთვალოთ ჩელსისაც მეორე შემადგენლობა ყავდა.) ვისაც შეხვდნენ ერთი არსენალი იყო რომელიც ამჟამინდელი ექვსწულიდან ჩემი აზრით ყველაზე სუსტია და მანდაც ძლივს მოიგეს აშკარად ფრის თამაში იყო რო არა არსენალის უზომო უიღბლობა. სხვა თამაშებშიც არ გაუჭირდათო ვერ ვიტყვით აგერ ვესტ ჰემთან კინაღამ წააგეს, ნიუკასლმაც ქულა გამოგლიჯა კინაღამ, ხვალ კი ჩემი აზრით ჩვენ ვართ ფავორიტები მიუხესავად ყველაფრისა...ჩელსის ცენტრს ჯერ ჩვენი დონის ცენტრთან არ უთამაშია პლიუს ჩვენების პრესინგ თან გაძელბა არაა მარტივი საქმე რაც საქმეს გაურთულებს მათ. ჩვენი ერთადერთი პრობლემა აზარია რომელსაც არ ტრენტი მიხედავს იმედია. სადაც კავანი,ნეი, მბაპეს ფეხი არ გავანძრევუნეთ იქ ერთ კაცს რამეს მოუხერხებენ.

chipe888
მომხმარებელი

ხომ ვიცი ხვალ ჩემი ყვირილის ხმა მთელ უბანს შეაწუხებს და რაც მეტი იქნება ასეთი დაყვირება მით უკეთესი

bulleye
მომხმარებელი

ვან დეიკმა უნდა მოახერხოს თამაში რა.. ყველაზე მეტად მაგაზე დამწყდება გუნდი, მთელი დაცვა ხელში უჭირავს ვირჯილს

gulivera
მომხმარებელი

ხვალ უნდა გვასიამოვნონ ბიჭებმა ამ გავარდნა გუნდის რღვევით სხვა გუნდს ვიხილავთ თან რეკორდია ვინ თუ არა ლივერპულმა უნდა მოხსნას ასევე რწმენას შემატებს გუნდს მოგება მიდით არ ამოუასუნთქოთ უნდა ინანონ ცენზურას არ დავარღვევ

gio_chyoi
რედაქტორი

არ ვიცი როგორმე უნდა მოიგო კლოპ ხვალ რაა, ან მინიმუმ ფრე მაინც და მერე სიტისთან მოგება რო ამ ორი ტურის მერე ისევ პირველ ადგილზე ვიყოთ რა

Gerrard1
მომხმარებელი

Virjili uechveli sachiroa tore tavit dagvchagraven lovrenis imedze chveni mteri iyos barklis tavi daartymevies da giroudi ufro magaria tavit

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze