x

ფეხბურთელთა შეფასებები

ავტორი: johnson, 29-09-2018, 23:07, კატეგორია - სიახლეები, 1 803, 21


პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურში "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

გოლები ედენ აზარმა და დანიელ სტარიჯმა გაიტანეს. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Liverpool Echo-სა და ThisIsAnfield-ის ვერსიებით :

      Liverpool Echo
       ThisIsAnfield
ალისონ ბეკერი - 8
ალისონ ბეკერი - 7
ალექსანდრ-არნოლდი - 7
ალექსანდრ-არნოლდი - 5
ვირჯილ ვან დეიკი - 7
ვირჯილ ვან დეიკი - 9
ჯო გომესი - 8
ჯო გომესი - 8
ენდი რობერტსონი - 6
ენდი რობერტსონი - 6
ჯორდან ჰენდერსონი - 6
ჯორდან ჰენდერსონი - 6
ჯეიმს მილნერი - 6
ჯეიმს მილნერი - 6
ჟორჟინიო ვეინალდუმი - 8
ჟორჟინიო ვეინალდუმი - 6,5
სადიო მანე - 6
სადიო მანე - 6
მოჰამედ სალაჰი - 6
მოჰამედ სალაჰი - 5
რობერტო ფირმინო - 7
რობერტო ფირმინო - 6,5

შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები

    Liverpool Echo
      ThisIsAnfield
ჯერდან შაჩირი - 6ჯერდან შაჩირი - 6
ნაბი კეიტა - N/Aნაბი კეიტა - N/A
დანიელ სტარიჯი - 10დანიელ სტარიჯი -9 

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

Kidev kargi karebshi kariusi ar idga,sago alisons da sago starijs klasnia tipi klasni..

_z_l
მომხმარებელი

კლოპმა რამე უნდა მოიფიქროს, შემტევი სამეული ან უნდა აათამაშოს და ან ვინმე უნდა შეცვალოს. ნაცევარდაცვაში გვაჯობა ჩელსიმ:( ამ დროს, სკამზე კეიტა და ფაბინიო ისხდნენ. ჯიუტად შარშანდელ შემადგენლობას აწვება და მართალია შედეგი საუცხოოა, მაგრამ ფაქტია, რომ შარშანდელივით ვერ დაფრინავენ

gio_chyoi
რედაქტორი

მოკლე არ დაიწყოთ რაღაცები რა. 6-დან 6 მოგება გვქონდა და ძაან გაგვიტკბა. სადღაც უნდა გაგვეტეხა, სიტის თუ მოვუგეთ მე პირადად კმაყოფილი ვიქნები, ასეთუ რთული პერიოდი გვაქვს და ჯერ-ჯერობით კარგად ვაგორებთ წინ.
რაღაც ხარვეზები იყო თამაშში მარა ჩვენც გვქონდა მომენტები, მარტო 2-ჯერ კარის ხაზიდან გამოიტანეს, ასე რომ ფრე სამართლიანი შედეგია

LUIS SUARES 001
VIP Member

Dgevandeli kvercxi gverchivnos xvalindel qatams.fre idealuria

gio_chyoi
რედაქტორი

გომესი-დეიკი ძალიან მაგარ დუეტად ჩამოყალიბდა რა. ალისონი კიდე ტოპ კლასია

_z_l
მომხმარებელი

ფრე კი სამართლიანია, მაგრამ როცა ამდენი ხარვეზია შეტევაში, რამე მოსაფიქრებელია. თან ეს ხარვეზები წინა თამაშებშიც იყო. ნახევარდაცვაც ვერ იყო დღეს კარგი

johnson
ადმინისტრატორი

დაცვა კარგია მაგრამ ცენტრი სუსტი იყო საერთოდ ხიფათს ვერ ვქმნიდით ცენტრიდან,,, სულ ფლანგზე ვტენიდით ბურთს და თან მარცხნივ მარტო რობერტსონი იდგა. შეტევაზე რა უნდა ვთქვა სალაჰმა საოცარი მომენტები გამაზა და მანე საერთოდ სეირნობდა..

პ.ს. ალისონს უნდა აეღო ჩემი აზრით აზარის დარტყმული

Ynwa Scousers
VIP Member

სამართლიანი ფრე იყო მაგრამ ეს ჰენდერსონი რა ჯანდაბად გვინდა ხო არ იცით ვინმემ?

Nika1717
მომხმარებელი

ციტატა: johnson
დაცვა კარგია მაგრამ ცენტრი სუსტი იყო საერთოდ ხიფათს ვერ ვქმნიდით ცენტრიდან,,, სულ ფლანგზე ვტენიდით ბურთს და თან მარცხნივ მარტო რობერტსონი იდგა. შეტევაზე რა უნდა ვთქვა სალაჰმა საოცარი მომენტები გამაზა და მანე საერთოდ სეირნობდა..

პ.ს. ალისონს უნდა აეღო ჩემი აზრით აზარის დარტყმული

ალისონმა რაც აიღო ეგეც ბევრი იყო ისეთი ბურთები გამოაძრო

johnson
ადმინისტრატორი

Nika1717,
1 აიღო გოლამდე მეტი ? და რა მნიშვნელობა აქვს მკვდარ ბურთს აიღებ და ასაღებს გაუშვებ თუ პირიქით ?

heerenveen
მომხმარებელი

საუკეთესო გომესი იყო ხოლო ჰენდერსონი და არნოლდს შორის უფრო ცუდი რომელი იყო მიჭირს თქმა.

gio_chyoi
რედაქტორი

johnson,
სამაგიეროდ მერე აიღო ერთი მაგარი და გადაგვარჩინა, მოკლედ ძალიან მაგარი მეკარე გვყავს რა

chipe888
მომხმარებელი

სიმართლე რო ითქვას ცუდად არ გვითამაშია,უბრალოდ სარიმ კლოპის ტაქტიკას აუღო ალღო ძალიან ადვილად. მომენტები ჩვენც გვქონდა უნდა გაგვეტანა კიდეც,მაგრამ მომენტების გამოუყეებლობა დაგვჩემდა ამ ბოლო დროს. ამას ეშველება,მთავარია მომენტები იქმნება. ჩელსი არ გავს საათივით აწყობილ გუნდს მარა დღეს ესე ჩანდა. აზარი კი ჩელსის მესია და მისივე კისერზეა რო ვერ მოიგო ჩელსიმ. მეორე გოლი დამღუპველი იქნებოდა ჩვენთვის და ალისონმა გადაარჩინა გუნდი.არც დაცვაზე და არც ნახევარდაცვაზე არ მაქვს პრეტენზია. ძნელია,როცა ნახევარმცველი თავ-ტრაკს იტYნავს და აქვს ზევით ბურთი და შემტევი კი Yლე*ცენზურა*აობს რაღაცას,მერე კარგავს ბურთს და ის ჩემისა ლუისი კი მაგარ პას აკეთებს თან გრძელს. ნახევარმცველი მეტოქის საჯარიმოდან გამორბის და ცდილობს ართმევას და განაპირა მცველებს აზღვევს. ვისაც ფეხბურთი უთამაშია ის მიხვდება რასაც ვგულისხმობ. ამას დაამატე ჩელსის ნახევარმცველების შეთამაშებულობა,ასე ეგონება ვინმეს რო ბავშობიდან ერთად თამაშობენო. შემტევმა სამეულმა დღეს ჩააგდეს თამაში და უკვე დიდი ხანია ბევრს მაზავენ. ამიტომ არ მიყვარს კლოპი,რომ არ იცის დასჯა ფეხბურთელის. როცა ბევრს მაზავ და ტილაობ,უნდა დაისაჯო კიდეც. გადავიდეს უნდა 4-4-2 სისტემაზე და სამეული უნდა გადასვას სკამზე. მაგრად კიდიათ ტიპებს უკვე,მაინც ადგილი გარანტირებული აქვთ. ერთი ეპიზოდი იყო როცა სალაჰმა მანეს უპასა,თავისუფალში იყო მინერი თუ რობერტა და მანემ პასი არ მისცა,იტილავა. დროა გამოაფხიზლოს ეს სამეული უფრო ორს ეხება მანეს და სალაჰს. ნაპოლისთან შაქრო და სტარიჯი უნდა იყვნენ ფირმინოსთან ერთად და ვისურვებდი სიტისთანაც. მაგარი იგროკები არიან მანეც და სალაჰიც,მარა თავში ავარდნა აYლევებთ. ან რა აუვარდათ თავში არ მესმის. სულ რო წავაგოთ ეს უნდა ქნას ან წიხლი უნდა ურტყას თავ-პირში. სტარიჯმა დაამტკიცა რო ტრანვები კლასს ვერ კლავს და კარგია სტარიჯის ასეთ ხოდზე ხილვა

shoti
მომხმარებელი

სულ იმას ვწერ ხოლმე ცვლილებებს აგვიანებს დროზე არ აკეთებსთქო და აი სულ ამტკიცებს ამას რა, ყველაფერი აქვს ამ კაცს რო იყოს საუკეთესო ორი რამის გარდა, ცვლილებები და ეს უაზროდ ფეხბურთელების ამოჩვენიება და განუწყვეტლივ შანსის მიცემა.. წინა წლებში თუ ის ქონდა გასასამრთლებლად რო სრულფასოვანი შემცვლელი არყავდა ეხლა ხო მაგით ვეგარ გაიმარტლებს თავსს ვინმეს არ წაუვა თამაში შეცვალეე აგრნობიე რო არა სხვაზე მნიშVნელოვანი გუნდში და მეორე თამაშში უკეთესად გამოვა.
თამაშს რაც შეეხება წასაგები ნამდვილად არ გვქონდა და მოსაგებადაც ბევრი არაფერი გაუკეთებიათ შედეგიც რეალობას ასახავს აქედან გამომდინარე. რაც მთავარია ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.

Stevie8
მომხმარებელი

შემქმნელი ნახევარმცველი მაგრად გვაკლია და ესეთ თამაშებში ჩანს ეს, გვჭირდება აუცილებლად ვინმე რო კოუტინიო შეცვალოს ნახევარდაცვაში. შემტევი სამეული არ არის ფორმაში მაგრამ ეგ გამოსწორებადია და ჩელსისთან გასვლაზე ფრეც არანაირად არაა ცუდი შედეგი უბრალოდ ნახევარდაცვაში ფანტაზისტას გარეშე მაინც დავიჩაგრებით ლიგაზე გრანდებთან

cotne_suarez
მომხმარებელი

virgila da wijnaldumi iyvnen sauketesoebi. nu staridges golma ho gaaswora.naxevardacvas burti unda mihqondes tavdasxmastan, vigacam agnishna egreve flangebs atenidneno da martalia, mase iyo. ase creativi unda centrshi keita gvinda da hendersonma daisvenos imitom rom magis win pasi ar minaxavs win an asisti. ki chamshlelad kaia an kide milneri dasvas skmaze mara eg karg pasebs arigebs win. ase rom tavsatexia centrshi

GoGson
VIP Member

ალისონი - კარგი იყო, ნამდვილად დამაჯერებელია ეგ ბიჭი, მაგრამ ველოდები 70 მილიონის სეივებს )))))))) აი ჰაზარდისთVის რო აეღო ეგ იქნებოდა 70 მილიონიანი სეივი მაგალითად

ვანდეიკი - დღეს არ იყო მაგის საუკეთესო თამაში მაგრამ ტიპი უბრალოდ საუკეესოა მაინც, სტაბილურობის ეტალონია, ჩვენს გუნდში ყოველშემთხვევაში.

გომესი - ერთ მომენტში ისეთი შეცდომა დაუშვა როგორსაც უშვებს ხოლმე, მოძრაობაზე ჩარჩა, მაგრამ მთლიანობაში ვანდეიკთან წყვილში ჩვენს გუნდში კიარა მსოფლიოში ძაან ცოტა მცველი თუ მომაფიქრდება რო უკეთ ჩაჯდეს, იმიტომ რომ ავსებს ჩვენს ვირჯილს თავისი სისწრაფით.

არნოლდი - სულ ვაქებ ამ ბიჭს, მაგრამ ხანდახან ტვინში ამასხამს ხოლმე ამის გაუაზრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. სისწრაფე გასაგებია რო არ აქვს და არც იქნება ამაზე სწრაფი არასდროს მაგრამ იდეაში პასი და დარტყმა ხო მაინც აქვს . აღარ ეპატიება უკვე ნელ ნელა ესეთი უაზრო გადაცემები ვითომ ერთI შეხებით, როცა შეუძლია და დრო აქვს დაამუშავოს ბურთI და გაამწვავოს უფრო იგრა. პირველი და მეორე თამაშI არ არის ამის ძირითადში და უნდა დაკაცდეს ცოტა.

რობერტსონი - ერთI ჩაგდება რობოსაც ვაპატიოთ, სუსტი იყო ძაან ორივე მხარეს, შეტევაშიც და დაცვაშიც.

ჰენდო - სრულიად 0 იყო დღეს. 10 თამაშიდან 2-3 ს ჩაატარებს მაღალ დონეზე და რამის ლოცვას იწყებს სასტავი ჰენდოზე. იყოს ზამენაზე, ფაქტია რომ ვერ ასრულებს იმ ფუნქციებს რასაც კაპიტანი და გრანდის დონის ცენტრი უნდა აკეთებდეს. ემოცია, ყვირილი და ჟილკა კარგია, მაგრამ რატომღაც უფრო მეტი მინდა როგორც ლივერპულის ფანს.

მილნერი - დღეს არაფერი განსაკუთრებული, ვაპატიოთ ბებერს 1 თამაშის ისე დონეზე ჩაგდება, რა დონეზეც ჰენდოზე ვიძახით ხოლმე რო მაგარი თამაში ჩაატარაო :დდ

ვეინალდუმი - ამ სეზონში საუკეთესოა მილნერთან და დეიკთან ერთად. უბრალოდ ხანდახან სწრაფად რო მიიღოს გადაწყვეტილებები ცუდი არ იქნება, ძაან ხშირად ანელებს ტემპს როცა არ არის დასაგდები და წინაც გაიხედოს, მარტო არნოლდს და რობერტსონს რო ხედავს.

ფირმინო - ძაან აქვს მომატებული პირველ 3 თამაშზთან შედარებით, მაგრამ თავისი ოპტიმალური ფორმისგან შორსაა. ცენტრი რო არ გვივარგა (სასაცილოდ ჟღერს ეს ფრაზა , კეიტას და ფაბინიოს ყიდვის მერე მაგრამ დროებით ასეა) ძაან ბევრი შრომა უწევს და 4 პოზიციის ფუნქციების შესრულება და ჩელსისნაირ გუნდებთან გვიჭირს მაგ დროს შეტევის ორგანიზება.

მანე და სალაჰი - დღეს ერთმანეთზე უარესები იყვნენ, მცირე გამონათებები ქონდათ ამ სეზონში მაგრამ გულახდიები ვიყოთ და ვთქვათ რომ აჩრდილები არიან წინა მანეს და სალაჰის, იმედია ერთხელ და სამუდამოდ მოეღება ამათ უფორმობას ბოლო. და სალაჰი იმედია თვითონაც არ ირწმუნებს რო ერთსეზონიანი ბიჭია და გაიხსენებს რო 40 გოლი გაიტანა წინა სეზონში, და მიხვდება რო შეუძლია დარტყმა)

სტარიჯი - სულ ვაკრიტიკებ ხოლმე, როცა გოლს იტანს მაშIნაც მაგრამ დღეს თავს შევიკავებ, ვერ ვიტყვი რომ ყველა თამაშში სტარიჯისს იმედი მექნება (მირჩევნია ტრიო მოიხოდოს და თვავის ფორმას დაუბრუნდეს ვიდრე სტაროს იემდზე ვიყო) მაგრამ იმ თავისი კლასის ნარჩენებიდან ცოტას ასე თუ მოგვახმარს ხოლმე ზოგ თამაშში ხმას არ ამოვიღებ

კეიტა - დღეს ვერაფერი მოასწრო მაგრამ უდიდესი პოტენციალი დევს მასში და დიდი იმედი მაქვს რომ შედგება ამის ვარსკვლავობა, სრულყოფილი ნახევარმცველია ახლო პერსპექტივაში.

შაქრო - დღეს ამანაც ვერაფერი მოასწრო, იმ ერთ საშინელ მომენტს თუ არ ჩავთვლით რო გამაზა. ცოტა ქართველ ტექნიკურ ფეხბურთელის პროტოტიპს მაგონებს, ცოტათი ეგისტიცაა მგონი. მაგრამ ვაცადოთ, სულ 2 წუთი ითამაშა ჯერ , კიდევ კრგი ვიყიდეთ, მართლა (არადა თავიდან არ ვემხრობოდი ამის ტრანსფერს)



რაც შეეხება ზოგადად გუნდს, ორი სიტყვით ვიტყვი, როდის დავმშვიდდებით საბოლოოდ ? როდის და კლოპი რო დროულ ცვლილებებს დაამუღამებს, ფაბინიო და კეიტა რო ჩაჯდებიან ჩვენს სქემაში, მანე სალაჰი და ფირმინო რო შეთამაშდებიან ძველებურად, ცენტრის და შეტევის სრულყოფილი დამაკავშირებელი რომ მოიძებნება (ან ჩვენს გუნდში ან სატრანსფერო ბაზარზე) , სტარიჯი რო ტრავმიანი აღარ იქნება და სტაბილური "მეთორმეტე კაცი" გვეყოლება გუნდში და/ან გუნდში რო შეივსება ერთი ორი შედარებით სუსტი პოზიცია, ისე რომ არავის დატრავმის არ შეგვეშინდება ( ეხლა მაგალითად რობერტსონზე,ფირმინოზე,ვანდეიკზე და ალისონზე ვარ მასე ).

არ ინერვიულოთ, ჯერ სანერვიულო არაფერია კიარადა შედეგებს თუ შევხედავთ საუცხოოდ ვართ. კამარაასიდჰასდჯადადაუის თუ რაღაცის თასს თუარ ჩავთვლით წაუგებელი სერია გვაქვს, აქედან მხოლოდ 1 ფრე, პლიუს ჩემპ ლიგის ფავორიტის დამარცხება (შედეგითაც და თამაშითაც) . მოკლედ წელსაა მგონი ის "შემდეგი წელი"

giginio
VIP Member

საწუწუნო არაფერიაა მართლა და მართლა ჩელსის გასვლაზე მოუგო ადვილი ხოარაა ძაან გაგ ჯტკბა მოგებებიი. ეხლა რაც შეეხება ფე ბურთელებს გოლს ალისონი კიარა ც რა ალისონი ვერ აიღებდა პოზიცია სწორი ქონდა სხვანაირად რო ყოფილიყო ახლო კუთხეში გაგვიტანდა. ვაღიაროთ რო პრემიერლიგჯს და არა მარტო პრემიერლიგის საუკეთესო მცველი და მეკარე გვყავს . ვა დეიკი დაცვაც იყო ცენტრიც და ყველაფერიც და სამკლაური რო აიღო როგორ არიგებდა მას მერე ხალხსს. მანე მოსეირნე ვ რიტია სალაჰი მოჩვენება . სტარიჯი რო კლასია ეგ ფაქტია და კლოპი რო *ცენზურა*ობს ეგეც . 100 მილიონი სკამზე ზის და ჰენდერსონის ცოდვებს გ ყურებინებს და რა გახსა ეს ცვლილება 60 წუთზე რო გააკეთოს ხოლ.ეე.

bulleye
მომხმარებელი

ვეინალდუმის ყოველთვის მჯეროდა, შეუცვლელია სასტარტო 11-ეულში!

matiane qartlisai
მომხმარებელი

მე ვფიქრობ ჰენდერსონს მხოლოდ კაპიტნობის ხათრით ათამაშებენ 13 13

Capitan
ტოპ კომენტატორი

imedia staro mteli sezoni gveyoleba))) shaqiric dzalian magari danamatia... allisoni ro ara am qulas ver avigebdit centri susti iyo....

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze