x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 30-09-2018, 00:06, კატეგორია - სიახლეები, 1 883, 13


პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურში "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

გოლები ედენ აზარმა და დანიელ სტარიჯმა გაიტანეს. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

დამსახურებული ქულა...
დიახ, ჩვენ ქულას ვიმსახურებდით და შესაძლოა უფრო მეტსაც. ამ შედეგს ორივე გუნდი იმსახურებდა, თუმცა ჩვენ უფრო მეტი მომენტი გვქონდა. "ჩელსი" სუპერ გუნდია და აქ თამაში ყოველთვის რთულია.

სტარიჯის გოლი...
3 დღის წინ მას ასეთივე შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი ძელს გაარტყა. ის ფანტასტიური ფეხბურთელია. ჩემი აქ მოსვლის დღიდან, დანიელი ახლა საუკეთესო ფორმაშია. ის ბევრს შრომობს და ბიჭები ბედნიერები არიან მისი წარმატებით.

გამოუყენებლი შანსები...
ვარ თუ არა იმედგაცრუებული ? არ ვარ დარწმუნებული. ფეხბურთი ასეთია, კარგი გუნდი ყოველთვის ქმნის მომენტებს. ამავდროულად, ბევრ ვსაუბრობდი "ჩელსიზე". ამ გუნდმა დღეს კარგად ითამაშა, ჩვენ კი შევძელით თავის დაცვა. ვფიქრობ, დღეს 6-7 რეალური შანსი გვქონდა. ამ შეხვედრაში ჩემი გუნდის კარგი თამაში დავინახე. თუ სხვა დროსაც ასე ვითამაშებთ, მაშინ მოვიგებთ კიდეც.

იყო თუ არა სალაჰის შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება...
ცვლილება მაშინ, როცა არავინ დაშავებული, ტაქტიკური მიზნით ხდება. ეს არ იყო მისი საუკეთესო მატჩი. ამასთანავე, როგორც უკვე ვთქვი, ზოგჯერ ახერხებ მომენტების რეალიზებას, ზოგჯერ კი ვერა. ასეც ხდება ხოლმე. მინდა მან ასეთი შანსები გამოიყენოს. ამიტომ, ასეთ მომენტებზე უნდა იმუშავოს.

ძლიერი სათადარიგოთა სკამი...
ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებიც განაცხადშიც კი ვერ ხვდებიან. ცხადია, ეს მათთვის კარგი არ არის, თუმცა ჩვენ ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ. მომეწონა დღევანდელი მატჩი - 1:0-ზე 1 გუნდი აკონტროლებს თამაშს, მეორე კი არ ცდილობს შეტევას. ეს ორივე გუნდისთვის დიდი გამოწვევა იყო. ახლა კი მოდი სახლში წავიდეთ, ძალები აღვიდგინოთ და ნეაპოლში გავფრინდეთ. 

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ტაქტიკურად ვერ ითამაშა კლოპმა კარგად მარა მივეჩვიოთ რა. სიტის შარშან რამდენჯერ გაუმართლა აბა დათვალეთ, მარტო სტერლინგმა გაიტანა ორჯერ თუ სამჯერ გადაცილებული იყო უკვე დროს. სულ ვერ მოიგებ, ასეთი რთლი კალენდარი გვქონდა და ჯერ-ჯერობით კარგად მივდივართ. ეხლა ნაპოლის და სიტის მოვუგოთ და იდეალური იქნება

LUIS SUARES 001
VIP Member

Napolistan isev rotacoas mimartavs da sitistan is kamanda iqneba rac dges.vetanxmebi klops bevri momenti gavaniavet da magas unda mivxedot yvelaze metad.salahi kide araa formashi da ase ar gamova araferi

Stevie8
მომხმარებელი

შემქმნელი ნახევარმცველი მაგრად გვაკლია და ესეთ თამაშებში ჩანს ეს, გვჭირდება აუცილებლად ვინმე რო კოუტინიო შეცვალოს ნახევარდაცვაში. შემტევი სამეული არ არის ფორმაში მაგრამ ეგ გამოსწორებადია და ჩელსისთან გასვლაზე ფრეც არანაირად არაა ცუდი შედეგი უბრალოდ ნახევარდაცვაში ფანტაზისტას გარეშე მაინც დავიჩაგრებით ლიგაზე გრანდებთან

chipe888
მომხმარებელი

არ არის ტრაგედია ფრე. კი გვიდოდა ჰანდიკაპი,მარა რეალურად რთუ კალენდარი გვააქვს. ერთი რთუ თამაშს თამაშობ და მეორე გიწევს. დაფიქრებას და გაანალიზებას ვერ ასწრებ ისეთი თამაშები გვაქვს. ვერ გავამტყუნებ კლოპს რო არ ცვლის ტაქტიკას,რადგან ამან შესაძლოა უფრო ცუდი შედეგი მოგვცეს. წაგების შემთხვევაშიც ვიქნებოდით ტიტულის ბრძოლაში და ახლა არის შანსი თან დიდი. მომავალი 2 თამაში გადავაგოროთ და მერე შესვენებაც გვიწევს და ამოისუნთქავენ ცოტას. სულ მოგება გვინდა,სხვანაირად რაის ფანები ვიქნებით,მარა ყველაფერს ვერ მოიგებ. რაც იყო ეს ორი თამაში იყო და აღარ ღირს ნერვიულობად. ჩვენ ისევ თამაშში ვართ და ესაა მნიშვნელოვანი ეხლა.

liverpool777
მომხმარებელი

სარი საღოლ. კინაღამ კლოპოს ზედიზედ მეორე სარი გაუკეთა.

რკინის მილნერი
მომხმარებელი

კლოპი გადაარჩინა დღეს სტარიჯმა! რომ არა ფრე, თასი უაზროდ შეწირული გამოდიოდა, ვერავინ ვერ გაიგებდა დაცვის ხაზის(+მეკარის)დასვენებას და მაინც ორ მარცხს! სალახი ფორმაში არაა. ფაქტია წინა სეზონში ორი ნაბიჯის გარეშე შეასრულებდა დარტყმას და გოლსაც შეაგდებდა ცარიელ კუთხეში(მცველს არ მოუცდიდა). ფირმინოს უნდა აეცილებინა ლუისისთვის(რამენაირად). შაქირი ხომ საერთოდ. ჰენდო ღირსი არარი ძირითადის, კეიტა და ფაბინიოს ჯობს უფრო დიდი დრო მისცეს! არ მგონია ნეაპოლში ადვილი გასვლა. ახსოვთ 5-0 მწარედ.))
დიდი გადახალისებები გუნდს ტონუსიდან აგდებს, არ ეტყობოდათ დასვენებულ ფეხბურთელებს დასვენების რამე. აი, ვინც თასზე ითამაშე ისინი უფრო კარგად გამოიყურებოდნენ(სტარიჯმა 2 ჯერ დახატა, ფაქტია).
მანე ვერ ვითარდება, არის ის რაც არის(სამწუხაროა). ფრე ნეაპოლში კარგი შედეგი იქნება. სიტის უნდა მოვუგოთ!
პ.ს. ალისონმა და სტარიჯმა გაკეეთეს დღეს შედეგი(ალისონმა ორი მკვდარი ბურთი გამოაძრო)პ.ს.პ ალისონი რომ დაეყენებინა თასზე, არ წავაგებდით!(სისულელეა, მეკარეების როტაცია):)

heerenveen
მომხმარებელი

ჰენდერსონი უფრო ადრე იყო გასაყვანი და მის ნაცვლად კეიტა მანეს მაგივრად სტარიჯი

_z_l
მომხმარებელი

მაინც მგონია, რომ სარიმ ტაქტიკურად აჯობა. ცოტას ესეც ჯიიტობს ჩვეულად ნახევარდაცვის სამეულის დაყენებით. კეიტას უფრო მეტი სათამაშო დრო უმდა ჰქონოდა ან ფაბინიოს რისთვის ინახავს ამდენი ხანი?

bulleye
მომხმარებელი

ნაპოლისთან 3 ქულა გვინდა , ხოლო ამ თამაშში 1 ქულაც კი მაგარი შედეგია

G.p
VIP Member

როგორც ნეიტრალურმა გულშემატკივარმა ისე შეაფასეთ ყველაფერი. ტოტენჰემს მოვუგეთ მერე პსჟ ს მერე სოტონს მერე ჩელსისთან ფრე.ეხლა ნაპოლია ,მერე სიტი წარმოიდგინეთ ურთულესი კალენდარია და გუნდმა ფაქტიურად ქულა არ დაკარგა და რა გავქ საწუწუნო .იემდია არ წავაგებთ კიდე.

ოუენ_10
მომხმარებელი

უაზროდ ჯიუტობს ორი უნიკალური ნახევარ მცველი ყავს და არ იყენებს სულ რო ვერ ითამაშონ 3 ან 4 თამაში ისე უნდა ააწყოს მაინც და არ შვება ჰენდერსონს რა უნდა საერთოდ ლივერპულში უბრალოდ დაააკვირდით...

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

liverpool777,
სარი კი არა ეგ აზარის ინდივიდუალიზმია)) ეგ ფეხბურთელი ისეთია რო თუ მაგარ ფორმაშია როგორც წლევანდელი სეზონის სტარტზეა მაგას მწრთვნელი არ ჭირდება. უბრალოდ ბურთს იჭერს სასწაულად და ადგილიდან ისე სწრაფად მოწყდება ხოლმე რო უჯარიმოდ მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება. კეიტას რო პატკატი გაეკეთებინა და თამაშის წესები დაერღვია ლივერპული თასიდან არ გამოვარდებოდა მარა გასცდა თუ არა კეიტას მერე მისი შეჩერებაც შეუძლებელი გახდა და მინოლესაც გათხარა ეგრევე:/

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: Stevie8
შემქმნელი ნახევარმცველი მაგრად გვაკლია და ესეთ თამაშებში ჩანს ეს, გვჭირდება აუცილებლად ვინმე რო კოუტინიო შეცვალოს ნახევარდაცვაში. შემტევი სამეული არ არის ფორმაში მაგრამ ეგ გამოსწორებადია და ჩელსისთან გასვლაზე ფრეც არანაირად არაა ცუდი შედეგი უბრალოდ ნახევარდაცვაში ფანტაზისტას გარეშე მაინც დავიჩაგრებით ლიგაზე გრანდებთან

ყველაზე კარგი ალბათმაინც შაქირის ათიანზე დაყენება იქნებოდა და უკან ჰწნდერსონი ვეინალდუმი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze