x

კლოპის მატჩის წინა პრესკონფერენცია

ავტორი: johnson, 2-10-2018, 20:19, კატეგორია - სიახლეები, 1 476, 6


ხვალ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ მატჩს გამართავს. მერსისაიდელთა მეტოქე "ნაპოლი" იქნება.

დღეს იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა გუნდის საკადრო პრობლემზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

7 მატჩი 23 დღის განმავლობაში...
თამაშის ხარისხის კუთხით, ყველაფერი ნამდვილად კარგად არის, თითქმის იმავეს თქმა შეიძლება შედეგზეც. ცხადია, "ჩელსისთან" ორივე შეხვედრა რთული უნდა ყოფილიყო, თუმცა მეორე მატჩში ნათლად გამოჩნდა თუ როგორ არ გაგვიმართლა პირველ შეხვედაში. პერფორმანსი უფრო და უფრო უკეთესი ხდება. წინ კიდევ 2 რთული მატჩი გველის, შემდეგ კი სანაკრებო შესვენებაა და ბიჭებს საქმე კვლავ ექნებათ - თუ არ ვცდები, ჰოლანდიის მეტოქე გერმანია და ბელგია იქნება... ეს კი "სიტის" და "ჩელსის" წინააღმდეგ თამაშს ჰგავს. ასეთია ცხოვრება.

რას ელის კლოპის "ნაპოლისგან"...
კარგ ფორმაში მყოფი კარგი გუნდია. მათ ცუდად არც "იუვენტუსთან" უთამაშიათ და ახლა ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებენ. შაბათს ჩვენ მაურიციო სარის ამჟამინდელ გუნდს ვეთამაშეთ, ახლა კი მის ყოფილ გუნდს დავუპირისპირდებით - ეს საინტერესო იქნება. ცხადია, ახლა "ნაპოლი" სხვა გუნდია - მათ შეცვალეს სტილი, დაკარგეს ჟორჟინიო, თუმცა, წინ კვლავ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.

მისი ბოლო ვიზიტი "სტადიო სან პაოლო"-ზე - მოგონებები და ატმოსფერო...
გულახდილად რომ ვთქვა, ეს არ იყო ჩემი საუკეთესო მატჩი. აქ ატმოსფერო ძალიან კარგია, ისე კი მაშინ სათადარიგოთა სკამიდან თამაშს მხოლოდ 1 ტაიმი ვუყურე. დიახ, იმ დღეს წითელი ბარათი მიჩვენეს. მანამდე კი ატმოსფერო ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.


პრე-სეზონზე დამარცხებული "ნაპოლი" და იმ მატჩის გავლენა...
5:0-ის მიუხედავად, მეტოქე კარგად გამოიყურებოდა, ჩვენ კი 1-2 ეპიზოდში ძალიან გაგვიმართლა. ცხადია, "ნაპოლის" ყველა ფეხბურთელს იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ახლა იმ მატჩზე არც კი ვფიქრობთ. ვნახეთ სხვა მატჩები, გავაკეთოთ ანალიზი და გამოვიტანეთ დასკვნები, თუმცა პრე-სეზონზე არ გვიფიქრია.

შესაძლო როტაცია...
ჩვენ მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ. ყოველთვის ასეა. დიახ, შესაძლოა იყოს 1, 2 ან მეტი ცვლილებაც კი, თუმცა ეს მხოლოდ ხვალინდელ დაპირისპირებას ეხება. არ შეგვიძლია ვთქვათ : "კარგი, ეს ჩემპ. ლიგაა და მოდი "ნაპოლისთან" 6 ცვლილება განვახორციელოთ" და ასევე მოვიქცეთ "მან. სიტისთან" მატჩში. ახლა მხოლოდ "ნაპოლისთან" დაპირისპირებაზე ვფიქრობთ, შემდეგ კი ვნახოთ ვინ დაგვეხმარება კვირას გასამართ შეხვედრაში.

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

აუ რა უქნა მსაჯს :D :D სწორად აზრვონებს კლოპო რა.. მთავარია კარგი შედეგი დადოს და გაგვახაროს

gio_chyoi
რედაქტორი

პატივს ვცემ მაგრამ დიდი არაფერი გუნდი არაა ეს ნაპოლი. უნდა მოვუგოთ წესით და რიგით და ეგაა, გასულები ვიქნებით პლეიოფში

chipe888
მომხმარებელი

ეს ისე ბაზრობს,რომ სასტავს დააყენებს და კი მოვუგებთ ნაპოლის

Ynwa Scousers
VIP Member

ეს ანჩელოტის გუნდია და პრობლემებს აუცილებლად შეგვიქმნიან

mamuka1985
მომხმარებელი

Rogor arafeli gundibaraa xalxno?italiasshi 2 ze gadis da ashkarad chempionobaze icevs.meorec iuve yovelmeore cels finalsshia.milanma ramdenjer moigo intermac da romam gasulcrls ra xarisxi achvena.rogor araa dzlieri gundi xalxooo ras ambibt?dzaan rtuli marchia.italiis ertert favorits vetamashebit da ise cerendddd gegoneba den bisxs vzvdebodetddd mtavaria arcageba da bolomde daxarjva

LUIS SUARES 001
VIP Member

Warmatebebi bichebs,mtavaria aravin dagvetramvos

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze