x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 4-10-2018, 10:47, კატეგორია - სიახლეები, 1 283, 12


უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო. მატჩი იტალიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

"ლივერპულის" არადამახასიათებელი თამაშის გამო წაგებული შეხვედრა...
არ ვარ დარწმუნებული, რომ ზუსტად ეს იყო წაგების მიზეზი. მატჩის საწყისი წუთები ზუსტად ისეთი იყო, როგორიც გვსურდა, თუმცა კიდე დაცვაში ზონებს სწრაფად ვერ ვკეტავდით. დიახ, ზოგჯერ ასეც ხდება, თუმცა არა ისე ხშირად, როგორც დღეს. სივრცეების დასახურად დიდი ენერგია დავხარჯეთ და ბევრი შრომა დაგვჭირდა, თუმცა ბურთითაც კი უფრო მშვიდად უნდა გვეთამაშა. ეს შეგვეძლო კიდეც, რადგან მეტოქისგან არ იგრძნობოდა ასეთი განსაკუთრებული წნეხი. ჩვენ უკეთ უნდა მოგვემზადებინა შეტევები.

პირველი ნახევარი ნორმალური გამოვიდა, მეორე ტაიმში კი საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. ცუდია როცა გიწევს აღიარება, რომ შენი გუნდის საუკეთესო მოთამაშე დღეს მეკარე იყო, თუმცა ეს ასეა. ბოლო წუთებზე ჩვენ მორიგი ტაქტიკური შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. ამ სეზონში ბევრ გოლს არ ვუშვებთ, თუმცა ასეთ სტილში, ასეთი შეცდომის გამო უკვე მეორე გავუშვით. ახლა შედეგს ვეღარ შევცვლი, ყველაფერი ისე უნდა მივიღო, როგორიც არის. ცხადია, ეს ჩემი შეცდომა იყო და 1 ღამე კიდევ მჭირდება, რომ ეს შეხვედრა თავიდან ვნახო.

კარლო ანჩელოტი...
ის განსაკუთრებული მწვრთნელია. ჩვენ დღეს დავმარცხდით და ასეთ დროს რთულია ყველაფრის ახსნა სანამ მატჩს კიდევ ერთხელ არ ნახავ. დარწმუნებული ვარ, მიზეზებს ნათლად დავინახავ და პრობლემებს გადავჭრით. დღეს კი საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ და როგორც წესი, როცა ასე ხდება, ჩვენ ვმარცხდებით კიდეც.

დატვირთული პერიოდის ბოლო მეტოქე - "მან. სიტი"...
დიახ, წინ რთული მატჩი გველის. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ამ შეხვედრისთვის მზად ვიქნებით. ძალების აღსაღდგენად სამი დღე გვაქვს. ცხადია, მათთან თამაში სეზონის ნებისმიერ მონაკვეთში რთულია. ახლა ვნახავთ რა მდგომარეობაში არიან ჩვენი მოთამაშეები და შემდეგ დავიწყებთ მზადებას. ამავდროულად, კვირას ჩვენს საკუთარ კედლებში ვთამაშობთ. დღეს თავადაც ნახეთ როგორ გამოიყენა "ნაპოლიმ" სტადიონზე არსებული ატმოსფერო და ჩვენ მათი დაწყნარება ვერ შევძელით. კვირას კი სრულიად სხვა სიტუაცია იქნება !

არის თუ არა გაოცებული "ლივერპულის" პერფორმანსით...
არა. გვსურს თუ არა ასეთი მატჩები კიდევ იყოს ? ცხადია არა. მინახავს თუ არა მსგავსი შეხვედრები ადრე ? რა თქმა უნდა, მინახავს. ახლა ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ. ბიჭებს სურდათ გამარჯვება, თუმცა ამისთვის საჭიროა სწორ დროს სწორად იმოქმედო. დღეს დავმარცხდით და ამას ვერ შევცვლით.

"ლივერპულმა" კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა...
არ მახსოვს ასეთი რამ ბოლოს როდის მოხდა. არ მინდა "ნაპოლის" გარჯა დავუკარგო, ამ ყველაფერში ჩვენც შევიტანეთ გარკვეული წვლილი. დიახ, გაცილებით უკეთ თამაში შეგვეძლო. დღეს ჩვენმა მეტოქემ ნამდვილად კარგი მატჩი ჩაატარა, ჩვენგან განსხვავებით.. ამიტომაც დაიმსახურა სამი ქულა.

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

Kargia rom xvdebi *ცენზურა*uri taqtikit atamashe sastavi

mamimi
მომხმარებელი

სალაჰი უნდა მოვიდეს აზრზე თორემ გამართლდება ჩემი ვარაუდი,რომ ერთსეზონიანი *ცენზურა*ობაა რომელიც შარშან იყო ფორმის პიკში! კლოპმა უკვე მესამე თამაშია ტაქტიკურად წააგო!!!

liverpool777
მომხმარებელი

კლოპ წადი შენი ჯიუტი დედაც. სტარიჯი უნდა შეგეშვა. და არნოლდის მაგივრად ფაბიანო. მოკლედ პაპა კარლომ მაგარი ჩაგიტარა რაა.

chipe888
მომხმარებელი

ეს რო ლივერპულში მოვიდა როგორ მჯეროდა,რომ ტიტულები იქნებოდა და კარგი გუნდი გვეყოლებოდა. ყველა ტურნირზე ვიბრძოლებდით და არ დავიწყებდით მიზეზების ძებნას წაგებული თამაშის მერე,რადგან გუნდი უნდა იბრძოდეს და თუ წააგებ ბრძოლაში წააგებ და კრიტიკაც ნაკლები იქნება. ამდენი ხანი გავიდა და კლოპს ისევ შეცდომები აქვს,რომელთა უმეტესობას იმეორებს. ასე საქმე არ გამოვა. რაღაც ახალია საჭირო და თუ ეს კლოპმა ვერ მოიფიქრა,მოიფიქრებს სხვა და ის გახდება ლივერპულის მესაჭე. არავინ იძახის კლოპის ახლავე გაგდებას,უბრალოდ ეს ის არის რაც თავში მომდის ეხლა. ისეთი ცუდი თამაში იყო,რომ ვერც თავი გაიმართლა და აღიარა ცვლილებების სიცუდე და თავისივე ტაქტიკის კრახი. კარში ვერ დავარტყით,ეს სიგნალი ჯერ კიდევ ჩელსისთან ორივე თამაშში გამოჩნდა. ფენიქსიც ამახვილებდა ამაზე ყურადღებას,მაგრამ ყველა გეწინააღმდეგებოდა. არ იგრძნობოდა,რომ ლივერპულის რომელიმე ფეხბურთელს თამაში სურდა ან რაიმე შედეგის დასადებათ იყვნენ მზად. ამას ჯობდა საკუთარ კარში გაეტანათ და ისე წაგვეგო. წაგება ტრაგედია არა,მაგრამ ბოლო 3 თამაშის მიმდინარეობა ნამდვილად საგანგაშოა. ასეთი თამაშით წაგება ლივერპულს ჰოდსონების და სპირინგების დროსაც არ ქონდა. მაშინ რისი ტრაკიც ქონდათ ისე უტევდნენ და აგებდნენ,მაგრამ ენა არავის უბრუნდებოდა რო არ იბრძოლეს და კარში ვერ დაარტყეს. ეს შემადგენლობა თუ ისტორიაში საუკეთესოა,მაშინ აღარ ქონია ლივერპულს წარსული რითაც ასე ვამაყობთ. შემტევები,ის შემტევები რომელიც ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ,ახლა ყურებ ჩამოყრილები და უფანტაზიოთ დაიარებოდნენ. გასაგებია,რომ არ არის სალაჰი ფორმაში და მაინცდამაინც ფსიქოლიოგიური ტრანვა უნდა ავკიდოთ,რომ ყველა პასი მასზე არ წავიდეს ხო შეიძლება. სატავიდანაც რო არ დაიწყოს ხო შეიძლება და რატომ არ აკეთებს ამას ეს კლოპი. მე პასუხი არ მაქვს და არ მგონია ვინმეს ქონდეს. გასაგებია ანჩელოტი და გასაგებია ნაპოლის სან პაულო,მაგრამ თუ იმის ამბიცია არ გვაქვს,რომ ასეთ მომენტებში ვივარგოთ,მაშინ რაზე გვაქვს ამბიცია. ჩატშიც დავწერე,რომ ეს ლივერპულის თამაში რო არ ყოფილიყო არც ვუყურებდი. რაღაც პონტში მეცოდება კიდეც ეს კლოპი. ყველაზე მატად მას არ უნდა მსგავსი მომენტები. შრომობს,წვალობს,მაგრამ მენტალიტეტი როცა არ გაქვს,ძნელია რამის ქმნა. სიტისთან მოგება საჩემპიონო კი არა პრესტიჟის ამბავია უკვე და ფეხის დაცდენა კატასტროფა იქნება

Steve.G.8
მომხმარებელი

აუ ერთი წააგო და უკვე რა რეაქცია აქვს ხალხს...
საერთოდ არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, "მეათე" თამაშს თამაშობდნენ 1 კვირაში და არ გამკვირვებია წაგება, მითუმეტეს კვირას სიტისთან გვაქვს სათამაშო.
არავის ეგონოს რომ წელს ლიგაზე ლივერპული ისევ ისე იფრენს როგორც შარშან, წელს საერთოდ სხვა პრიორიტეტი გვაქვს და აგერ ნახავთ კვირას როგორც ვითამაშებთ...

Ynwa Scousers
VIP Member

როცა იგებს ღმერთია და წააგო თუ არა დაიწყეს ახალი ხალხის ძებნა :D

liverpool777
მომხმარებელი

Steve.G.8,
წაგებაზე არაა ლაპარაკი დე ეგეც ვიცი რომ ამით არაფერ დამთავრებულა. უბრალოდ ხარისხზეა ლაპარაკი, 90 წუთში კარში ერთხელაც რომ ვერ დაარტყავ ეგაა პრობლემა. თორემ თამაშია ან მოიგებ ან წააგებ.

bulleye
მომხმარებელი

აქ მართლა როჯერსი უნდა დააბრუნო და მე11 ადგილზე დაამთავროს გუნდმა პრემიერლიგა რომ დააფასოს ხალხმა კლოპი. რაის ფინალზე იქნებოდა ლიგის ლაპარაკი ან ვინ გადმოვიდოდა ჩასვრილ ლივერპულში ? კოუტინიო გაიქცეოდა ისედაც და მიყვებოდა 1-2 კიდე და დავრჩებოდით ევროპის ლიგაზე მეოცნებედ. ლივერპულის გულშემატკივარი რომ გქვია ცოტა სხვანაირად უნდა უყურებდე პროცესებს და არა 2-3 ცუდი თამაში და კლოპ აუღო რომ იძახის აგ ზოგ ზოგიერთი.. სამარცხვინოა ეს ყველაფერი უკვე

Liverpool23
სტუმარი

Ara undoda tamashi da dailida city s unda chaudos amasho ori azri ar arsebobs ra xarsxi roca ar ginda tamashi rogor itamashes ra papa karlo unamuso viyo liverpooli napols 10 tamashidan 8 s mougebs da arc erts ar waagebs ro moindomon. Prosta meore kamanda imitom ar daayene ra mainc nichia undoda da gautyda tan egre fanebs gautydebodat ligas rogor ikidebso

gerrarda_8
მომხმარებელი

ციტატა: liverpool777
კლოპ წადი შენი ჯიუტი დედაც. სტარიჯი უნდა შეგეშვა. და არნოლდის მაგივრად ფაბიანო. მოკლედ პაპა კარლომ მაგარი ჩაგიტარა რაა.

fabiano romelia?

lashafss
VIP Member

ებიჭო რაგჭირთ თქვენ რანაირი ლივერის გულშემატკივრებიხართ ვერ გცნობთ ან ბავშვები ხართ და ჯერ არიცით როგორ უნდა უქომაგოთ ლივერპულს :X წააგეს დაღლილობას ვატყობდი რამოდენიმე ფეხბურთელს, ვეინალდუმი მილნერს მაგალითად, ასევე არნოლდს ... არმიკვირს და დარწმუნებულივარ რომ ზუსტად კარგ დროს წავაგეთ , არგამოვრიცხავ ეს იყოს ყველაზე იღბლიანი წაგება და ამით დაიწყოს გუნდმა დიდი სერია. ცივი შხაპი იყო დროული და არცისე ცუდ დროს რომ გუნდი მოვიდეს ისევ აზრზე... სალაჰი უკომენტაროდ, მესმის ცოტა ფსიქოლოგიური მომენტია ფეხბურთელია და ადამიანი, იგრუზება, შეილება ისე აკრიფოს რომ გაგაოცოთ , დააცადეთ უბრალოდ ბიჭებს ფორმაში შევიდნენ... ყველაფერი იქნება, წელს დიდი სეზონი იქნება ლივერისთვის ეს იგრძნობა აშკარად. კლოპის დამსახურება ამაში უდიდესია

ოუენ_10
მომხმარებელი

რატომ ჰგონია ყველას რომ დაიქცა გუნდი ამ წაგებით ? ნაპოლი ლივერი ამხანაგურიც არ იყო სულ უმნიშვნელო 5:0 რო მოუგო მაშინ ნჩელოტი არიყო ათიდან ათს რო ფიქრობთ მოუგებს ნაპოლი? წინ სიტია ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ამ სეზონში... ცოტა იფიქრეთ ჯიგრულად...

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze