x

სტარიჯი : ეს ერთი ოჯახია

ავტორი: johnson, 4-10-2018, 15:14, კატეგორია - სიახლეები, 1 556, 10


"ყველაფერი ისე იქნება, როგორც მწვრთნელი გადაწყვეტს. ის ბოსია. სასტარტოში მოხვდები თუ მხოლოდ 5 წუთს მიიღებ - შენ უბრალოდ ყველაფერი უნდა გააკეთო მოედანზე ყოფნისას." - ამბობს დანიელ სტარიჯი.

მართლაც, "ჩელსისთან" მატჩში ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მისი სახელის გამოცხადებიდან 152 წამის შემდეგ ინგლისელმა თავის ყოფილ გუნდს სეზონის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაუტანა. 29 წლის თავდამსხმელმა მერსისაიდულ გრანდს საჭირო ქულა მოუტანა და ზედიზედ მეორე მარცხისგან იხსნა. ეს იყო სტარიჯის 50-ე გოლი პრემიერ ლიგაში("ლივერპულის" მაისურით).

"აქ გატარებული თითოეული წამით ვიღებ სიამოვნებას, მიუხედავად კარგი და ცუდი პერიოდებისა, წარმატებისა თუ წარუმატებლობისა. "ლივერპულში" ყოფნა დიდებულია და არ მსურს აქ უტიტულოდ კიდევ დიდი დრო ვიყო. არასდროს შემიძლია წარსული გავიხსენო და ვთქვა : "ნეტავ მაშინ ტიტული მოგვეგო...". ახლა ახალი სეზონი დაიწყო და ჩვენ წარმატების კარგი შანსი გვაქვს.

ეს ემოციებით სავსე წელია, რადგან გვაქვს შანსი მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი... არ მსურს დიდი მოლოდინის შექმნა, თუმცა მე მჯერა წარმატების, ისევე როგორც ამ კლუბის სხვა წევრებსა და ფანებს."

"ლივერპულის" დღევანდელ შემადგენლობაში სტარიჯზე "სტაჟიანი" მერსისაიდელი მხოლოდ გუნდის კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონია.

"სიგიჟეა(იცინის). არასდროს მიფიქრია, რომ ამ კლუბში ამდენი წლის განმავლობაში ვიქნებოდი. არასდროს იცი ფეხბურთში რა მოხდებ. "ენფილდი" ყოველთვის იყო და არის ჩემის ახლი."

მოგეხსენებათ, განვლილი სეზონის მეორე ნახევარი ბირმინგემში დაბადებულმა თავდამსხმელმა "ვესტ ბრომვიჩში" გაატარა.

"ვგრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. ჩემი კარიერის განმავლობაში, არასდროს ვყოფილვარ ოჯახთან ასე ახლოს. 10 წლის შემდეგ, მე ჩემს ქალაქში დავბრუნდი. მე იქ სიამოვნებას ვიღებდი და არაფერს ვნანობ." - ამბობს სტარიჯი.

"ვესტ ბრომვიჩში" ყოფნისას დანიელმა გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც "ლივერპული" მადრიდის "რეალთან" დამარცხდა. სტარიჯი კი არც ამ მატჩის გამოტოვებას ნანობს.

"ეს უკვე წარსულია, ჩავლილი ამბავია. წარსულით არ უნდა ვიცხოვროთ. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი თუ ჩემი თანაგუნდელები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს მოიგებდნენ. ამავდროულად, არასდროს მინატრია კიევში ყოფნა, რადგან მაშინ ბირმინგემში ვიყავი და ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ფეხბურთში არაფერს ვნანობ. ახლა ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ ჩემს შანსს ველი. ვვარჯიშობ ღიმილით და არაფერზე ვღელავ. ყოველთვის მსურდა პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი, ამიტომ, რაზე უნდა ვიფიქრო ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების გარდა ?"


2018/19 წლების სეზონს ინგლისელი მშვენიერ განწყობაზე შეხვდა. პრე-სეზონზე მან ყველა ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქტივში 6 გატანილი გოლიც ჩაიწერა. სეზონის პირველ შეხვედრაში კი "ვესტ ჰემის" კარი პირველივე შეხებით აიღო.

"პსჟ"-სთან კი ის უკვე ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, რადგან ფირმინოს თვალზე ჰქონდა პრობლემები. სტარიჯმა საფრანგეთის ჩემპიონის კარის ბადეც შეარხია და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

გასულ კვირას კი დანიელმა "ჩელსის" ორივე შეხვედრაში გაუტანა. მას უკვე 4 გოლი დაუგროვდა - მეტი, ვიდრე მთლიანად წინა სეზონში. ის ნელ-ნელა ეგუება თავის ახალ როლს.

"ახლა არ ვთამაშობ ძველებურად, აღარ ვასრულებ მხოლოდ "ცხრიანის" ფუნქციებს. უფრო მეტად "ათიანი" გავხდი, ეს კი უფრო სიღრმეში თამაშსა და მეტ მუშაობას გულისხმობს. ჩვენ გვყავს ვინგერები, რომლებსაც მცველების უკან ჩარბენა და მეორე თავდამსხმელის როლის მორგება შეუძლიათ. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ამ პოზიციაზეც შემეძლო თამაში."

მერსისაიდელთა შემტევი საკმაოდ ფრთხილია პროგნოზებზე საუბრისას, თანაც სეზონის სტარტზე. ის ერიდება ხმამაღალი განცხადებების კეთებას. მით უფრო, რომ კლუბის ოფიციალურმა საიტმა მასთან ეს ინტერვიუ ლიგის თასზე დამარცხებიდან რამდენიმე საათში ჩაწერა.

"რაღაც ზღვარი უნდა გადავლახოთ - როგორც კი ერთ ტიტულს მოვიგებთ, შემდეგ გაჩნდება იმედი, რომ დომინოს პრინციპის მსგავსად, სხვა ტიტულებსაც მოვიპოვებთ. მსურს "ლივერპულთან" ერთად რაღაც მოვიგო. ამის შანსი კი უკვე რამდენჯერმე გვქონდა, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

არ არის საჭირო წნეხის ქვეშ მოქცევა. ვითამაშოთ ღიმილით, ვიშრომოთ ბევრი და მეტოქეს ჩვენი სტილი მოვახვიოთ თავს - ვფიქრობ, ასე ჩვენ შევძლებთ ნებისმიერის დამარცხებას.


2016 წელს ლიგის თასისა და ევროპის ლიგის ფინალებში მივიღეთ მონაწილეობა, გასულ სეზონში ჩემპ. ლიგის ფინალში დავმარცხდით. ახლა კი დროა შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ. ამ დიდებულ გუნდს ასეთივე დიდებული მწვრთნელი ჰყავს... ისევე როგორც მთელი პერსონალი და ფანები. კიდევ რა შეიძლება ფეხბურთელმა ისურვოს ?

პრემიერ ლიგის მოსაგებად მთავარი სტაბილურობაა. თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია, თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია. განსაკუთრებით საშობაო პერიოდში, იანვარში, თებერვალში - ამ პერიოდში ბევრი მატჩის ჩატარება გვიწევს და ამინდიც მუდამ იცვლება. დიახ, იქნება შეხვედრები, როცა საკუთარ თავს ბოლომდე ვერ წარმოვაჩენთ, თუმცა ასეთ დროს შედეგია მთავარი. დიახ, ზოგჯერ "ბინძური მოგებაც" საჭიროა.

წარუმატელობა გაქცევს გამარჯვებულად, რადგან მარცხისგან ბევრ რამეს სწავლობ და მენტალურად ძლიერდები. შენ ყოველდღიურად უმატებ. წაგების შემდეგ იცი თუ გჭირდება ახალ დონეზე გადასასვლელად."



როგორც იცით, "ლივერპულმა" დანიელ სტარიჯი 2013 წლის 2 იანვარს გაიფორმა. მას შემდეგ მან "წითლების" რიგებში 140 მატჩი ჩაატარა და 67 გოლი გაიტანა.

მერსისაიდში გადასვლის პირველივე დღიდან, ინგლისელმა თავდამსხმელმა გულშემატკივართა დიდი სიყვარული მოიპოვა და მიუხედავად უკვე რამდენიმე წარუმატებელი სეზონისა, ის ფანებს შორის კვლავაც ძალიან პოპულარულია.

"ფეხბურთელები ბედნიერები ვართ, რადგან შეგვიძლია ავისრულოთ სურვილები და ვაკეთოთ ის, რაც გვსურს. ამავდროულად, ვსარგებლობთ გარკვეული პრივილეგიებით, რადგან ხალხი ჩვენ პატივს გვცემს. არ ვთვლი, რომ ჩვენ ამას აუცილებლად ვიმსახურებთ და ეს მათი მოვალეობაა, რადგან იქ სადაც მე გავიზარდე, ასეთი პრივილეგიეი არ არსებობდა.

მესმის, რომ ზოგიერთ ბავშვს არ შეუძლია თამაშზე დასწრება, ბილეთების ყიდვა... ასეთივე ბავშვი ვიყავი მეც... მეც მსურდა პროფესიონალ ფეხბურთელებთან შეხვედრა, მათთან სურათების გადაღება და ავტოგრაფების მიღება. ამ ყველაფერმა ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ. მაისურებისა და ავტოგრაფების დარიგება, ქველმოქმედება - ეს არის უმცირესი რამ, რითაც შეგვიძლია ადამიანების ცხოვრება უკეთესი გავხადოთ.

ვგრძნობ, რომ შემიძლია მცირედით მაინც დავეხმარო ხალხს. ყოველთვის ვცდილობ ახლოს ვიყო ფანებთან და მათთან კარგი ურთიერთობა მქონდეს. ყოველთვის ძალიან ვაფასებდი მათ სიყვარულს. ამ კლუს პატივს ვცემ, ეს ერთი ოჯახია. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის."

კომენტარები


mers
VIP Member

დანი შენ დიდი საქმე გაქვს გაკეთებული ლივერპულისთვის, და კიდევ გააკეთებ, მე გაფასებ და პატივს გცემ ასე რომ წარმატებები და ბევრი გოლები 9

chipe888
მომხმარებელი

აი რატომ უნდა იყოს სტარიჯი ლივერპულში. ჯერ გამცდილება რად ღირს და მან იცის კარგად თუ რა მოხდა რეალრად იმ ავად სახსენებელ სეზონში. ეს და ჰენდერსონი აირიან ის ადამიანები,რომლებიც ეპიცენტრში იყვნენ მაშინდელი უიღბლობის. კარგია სალაჰი,კარგია მანე,მაგრამ სგავსი გამოცდილებით ფეხბურთელები გვჭირდება. ამიტომაც არის მილნერის ყოფნა გუნდში კარგი. ინგლისის ბალეშიკობას მაბრალებენ უკვე და არაა ეს სიმართლე. ამ ხალხის ყოფნა გუნდს სჭირდება. თორე ისე ბრაზილიის გლშემატკივარი ვიყავი და ახლაც ვარ ფირმინოს ხათრით. ხო ეს რატო მოვაყოლე,ამბობენ რო ფაბინიო არ მომწონს,არადა პირიქით ზედმეტად კრიტიკული ვარ იმიტომ,რო მეტი უნდა შეძლოს და მაგარი გახდეს

_z_l
მომხმარებელი

ამ კაცს ყოველთვის ვაფასებდი და ვთვლი, რომ არა ტრავმიანონა, თანამედროვე გეხბუტთის ერთ-ერთი საუკეთესო თაბდამსხმელი იქნებოდა. რეალურად, ერთ-ერთი დაუფასებელი და უიღბლო ფეხბურთელია

bulleye
მომხმარებელი

მაგრად მიყვარს დანი !!!

LUIS SUARES 001
VIP Member

Dani klasni xar klasni klasni

Joker
მომხმარებელი

ბევრი ამბობდა რო უნდა წასულიყო გუნდიდან უკვე დრო იყო, ახლა დაიწყო გოლების გატანა და სხვაგვარად ლაპარაკობთ, არასდროს მინდოდა წასულიყო მიუხედავად იმისა რო სულ ტრამვა აწუხებდა მუდამ მინდოდა დარჩენილიყო და იმედი მაქ რო დარჩება მანამ სანამ თვითონ არ მობეზრდება, ვაფასებ და მუდამ დავაფასებ უმაგრესი და ძალიან კლასნი მოთამაშეა.

liverpool777
მომხმარებელი

იმენა კლასნია რაა. მთავარია ტრამვა არ მიიღოს. 9

lashafss
VIP Member

რაცარუნდა მოხდეს მინდა რომ კარიერა იმენა აქ დაასრულოს ამ ფეხბურთელმა და გაცილება აქ მოუწყონ :X

Nadiradze
მომხმარებელი

ეს არის ლივერპულის ლეგენდა კაცი იცოდეთ!

S.J
მომხმარებელი

დანი არ ვიცი, მაგრამ სტივი მალე გვჭირდება გუნდის სათავეში, კლოპი ოთხეულის და წაგებული ფინალების ტრენერია 4

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze