x

კლოპი სალაჰს გამოექომაგა

ავტორი: johnson, 5-10-2018, 18:03, კატეგორია - სიახლეები, 1 200, 11


ბოლო რამდენიმე შეხვედრაში მოჰამედ სალაჰის თამაში ნამდვილად ტოვებდა უკეთესის სურვილს. შარშანდელისგან განსხვავებით, წლევანდელი სეზონის სტარტი ეგვიპტელისთვის არც თუ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. პრემიერ ლიგის საწყისს 7 ტურში მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 ასისტია, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ხდება კრიტიკის ობიექტი.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კომენტარი ამ საკითხზეც გააკეთა :

"ცხადია, მოლოდინები შეიცვალა. გასულ წელს მან სრულიად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მაგრამ თუ გატანილ გოლებს არ ჩავთვლით, ის წელსაც ისე თამაშობს, როგორც შარშან.

არავინ ელოდა, რომ 5,6,7 მატჩში მომო 10 გოლს გაიტანდა. მაგრამ მან ეს შეძლო და გულშემატკივარი გააოცა. ნებისმიერ თავდამსხმელს შეუძლია დაწეროს წიგნი ასეთ მომენტებზე - როცა გოლს იტან, თუმცა ზუსტად არ იცი როგორ მოხდა ყველაფერი.

ერთადერთი, რაც წელს შეიცვალა, ეს თქვენი მოთხოვნილებებია. ვიცი როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. თუ თამაშს ვიგებ, მაშინ ჩათვლიან, რომ ეს საქმე მესმის, მაგრამ თუ ზედიზედ 3 შეხვედრაში დავმარცხდები, იტყვიან, რომ მე ფეხბურთის არაფერი გამეგება. სიმართლე კი ამ ორ მოსაზრებას შორისაა.

არ ვთვლი, რომ სალაჰმა უნა დაისვენოს, რადგან მას სამუშაო ბევრი აქვს. ახლა ის სრულიან ნორმალურ სიტუაციაშია, სანერვიულო არაფერია."
- ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

კლოპ, სალაჰ, საუკეთესოები ხართ უნდა მიაწვეთ ბოლომდე რომ გააჩუმოთ ბოროტი ხმები

mamuka1985
მომხმარებელი

Aba kritikosebo ivarget exladddd

ციტატა: bulleye
კლოპ, სალაჰ, საუკეთესოები ხართ უნდა მიაწვეთ ბოლომდე რომ გააჩუმოთ ბოროტი ხმები

Da ucodinari pes profesionali kritikosebidddd

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ისემც შენი დედაც კლოპ, რაც ეგ ისევ ისე თამაშობს. პასს ვეღარ აკეთებს ეგჩემისა და პრემიერლიგის ნებისმიერი მცველი ბავშვივით ართმევს ბურთს.

GoGson
VIP Member

სალაჰმა რაც წინა სეზონში ქნა , ლივერპულში კი არა მსოფლიოშიც ვერ დაიკვეხნის ბევრი ასეთი სადებიუტო სეზონით. რათქმაუნდა ყველას გვქონდა მოლოდინი რომ ასე უნდა გაეგრძელებინა და ეხლა სეზონის სტარტზევე დუბლებს და ჰეტრიკებს თხოვდა ქვეცნობიერში სასტავი. სალაჰმა თვითონვე აიწია თამასა და ჩვენ პროფესორ გულშემატკივრებსაც რა უნდათ მეტი, შეარქვეს ერთსეზონიანი...

მაგაზე უფრო მეშლება ნერვები რო ხალხს სალაპარაკო მიცა (სქაუზერებსაც და არასქაუზერებსაც) თორე მაგის ბომბარდირობა და თამაშში რო 7 გოლი არ აქვს იმდენად არ მაწუხებს. და თვითონ თამაშის ხარისხი რასაც ეხლა აჩვენებს ის უფრო მაღიზიანებს კიდე. ჩემი აზრით მცირედი წვლილი ამაში ტრავმასაც მიუძღვის, პახოდუ ფსიქოლოგიურად დაითრგუნა ალბათ და წნეხში მოექცა. დარწმუნებული ვარ რამოდენიმე თამაშში შევა ფორმაში და კაი პალასაზე წავა.. და გააჩუმებს ამ ვითომ პროფესორებს.

პ.ს პროფესორებში იმათ არ ვგულისხმობ ვინ აკრიტიკებს მომოს თამაშის ხარისხს უბრალოდ, აი იმათ ვგულისხმობ ვინც იძახით რო სკამი უნდა ხეხოს ან უნდა გაგვეყიდა ზაფხულში :დდდ

Ynwa Scousers
VIP Member

მომო იტყვის თავის სიტყვას

johnson
ადმინისტრატორი

თამასა რო აწია ვთანხმდებით ყველა, შარშან რო წლევანდელივით დაეწყო კრიტიკა არ მოჰყვებოდა - დააბრალებდნენ ადაპტაციას და შეთამაშებას, მაგრამ შარშანდელის მერე უკვე ბევრს ითხოვს ყველა.. დაცვაში კი ისევ ისე ეხმარება სალაჰი გუნდს, მაგრამ ხშირად აგვიანებს უკვე პასს და მცველებმაც თითქოს დაუმუღამეს მაგის მოძრაობებს. სიახლე სჭირდება მასაც და კლოპსაც.

ისე კი იმის ნახევარი რომ გააკეთოს წელს, რაც შარშან შეძლო,ვიტყვი რომ წარმატებული სეზონი ჰქონდა

maga
მომხმარებელი

ამ სეზონში არც ველოდი სალაჰისგან მეტს

chipe888
მომხმარებელი

ყველაფერი თუ ნორმალურად არის ბესარიონ ბაზარი არაა დაველოდებით და თან ქართული ფეხბრთის პროფესიონალებსაც ეიმედებათ ამ კაცის და მშვიდად ვარ

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ამაზე ვინც წერს რომ ერთსეზონიანი იგროკია, ფეხბურთთან გავლაში არაა საერთოდ.

2015/2016 სეზონი. რომა : 14 გოლი, 6 ასისტი.
2016/2017 სეზონი. რომა : 17 გოლი, 12 ასისტი.

დამისახელეთ შემტევი მესი-რონალდუს გარდა ვინც ამ სტატისტიკას ეგრევე ხელს არ მოაწერდა. სალაჰს ორი ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა ლივერპულში მოსვლამდე და ვინც პრემიერლიგის იქით ვერ/არ იყურება, ეგ მისი პრობლემაა. ნატკენი მხრით გამოდის სათამაშოდ, კორპუსით თამაშს და ძალისმიერ ძიძგილაობას ერიდება(რაც მისი კოზირია). მომო იმ ტიპის შემტევებს არ მიეკუთვნება, ვინც გამოვა მოედანზე და სიარულით, ერთი შეხებით გადაწყვეტს მატჩის ბედს. ამან რომ სტატისტიკა აკრიფოს მთელი თავისი ენერგია, ფიზიკა და რესურსი უნდა ჩადოს თითოეულ შეხვედრაში. ასე რომ საგანგაშო არაფერია, მოვა ცოტა ხანში ისევ ფერზე და გააგრძელებს პრემიერლიგის მცველების და მეკარეების გაუპატიურებას.

LUIS SUARES 001
VIP Member

Tavidan aseti statistika qonda dasawyisshi sharshan da mere akriba da yvelam vicit rac gaaketa.moumatebs

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze