x

მატჩის წინა პრესკონფერენცია

ავტორი: johnson, 5-10-2018, 18:28, კატეგორია - სიახლეები, 1 151, 7


პრემიერ ლიგის მერვე ტურში "ლივერპულის" მეტოქე "მანჩესტერ სიტი" იქნება. მატჩი "ენფილდზე" კვირას, თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება.

დღეს იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრაგამოექომაგა მოჰამედ სალაჰს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

მილნერი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ...
"ის ნამდვილი ათლეტია. მან მოლოდინი სრულად გაამართლა. ალბათ, რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მილი კარიერას დაასრულებს, გაიხსენებს იმ სეზონს, როცა მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, რადგან მაშინ მან ფეხბურთზე ბევრი რამ ისწავლა და თამაში სრულიად სხვა კუთხიდან დაინახა. ზუსტად ვიცოდი, რომ ის შეძლებდა ამ როლის შესრულებას. მან ყველა შანსი გამოიყენა."

"სიტის" დამარცხების საიდუმლო...
"ჩვენ "ქალაქელები" ბოლო სამი დაპირისპირებიდან სამივეში დავამარცხეთ, თუმცა ამ მატჩების შემდეგ, არ შევდიოდი გასახდელში და არ ვფიქრობდი : "ჩვენ გავიმარჯვეთ, ვიცი როგორ უნდა მოვუგო ამ გუნდს". არ არსებობს კონკრეტული გზა თუ როგორ შეიძლება "სიტის" დამარცხება. უბრალოდ მზად უნდა იყო და ფანტასტიური გუნდი უნდა გყავდეს - მადლობა ღმერთს, მე ეს პრობლემა არ მაქვს. მზად უნდა იყო შეცდომების დაშვებისთვის."

 
"ნაპოლისთან" მარცხი...
"ამ გუნდის მე განსაკუთრებულად მწამს. ცხადია, არ მსურდა ბოლო მატჩში დამარცხება, თუმცა ჩემი აზრით, ხასიათის მხრივ, მომავალი შეხვედრისთვის მზადებაზე ეს დადებითად აისახება. ჩვენ უნდა ვიცით როგორი გრძნობაა ეს და არ გვსურს ის კიდევ ერთხელ შევიგრძნოთ. ასე რომ, გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ."

სიამოვნების მიღება...
"უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის გართობაა, რადგან ეს მხოლოდ ფეხბურთია და მეტი არაფერი. ჩვენი სამუშაო არ არის ადამიანების გადარჩენა, რაიმეს დარგვა ან შექმნა. ჩვენ არ ვართ ქირურგები. ამიტომ, თუ ხალხს სიამოვნებას ვერ მივანიჭებთ, ვერ გავართობთ, მაშინ რატომ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი ? სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი."

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

3 ქულა გვინდა სიტისთან, რომ დავუმტკიცოთ ბევრს რაც შეუძლია რეალურად გუნდს.. ეს ბოლო მატჩები ცივი შხაპივით უნდა იყოს და მოგებების სერია უნდა განახლდეს

chipe888
მომხმარებელი

ხალხის გართობა თუ ესე გინდა ცირკში წადი და იჟონგლიორე. ხალხის გასართობად უკეთეს ადგილს ვერ ნახავ. სავარაუდოდ მოყვარულებს პროფესიონალები არ დაგვეთანხმებიან,მარა რას ვიზავთ. მთავარია გავერთოთ და კლოპმა მილიონები იშოვოს,ტიტულების დედა არ მოვტYან

PRINCE
ტოპ კომენტატორი

გვარდიოლას შავი ჭირია კლოპი. იმედია ტრადიციას არ დაარღვევს და კიდევ ერთხელ დადებს ბეჭებზე. ნაპოლისთან ჩატარებული საშინელი თამაშის შემდეგ, სიტისთან დამაჯერებელი გამარჯვება კარგი რეაბილიტაცია იქნება გუნდისთვის.

leo leo
მომხმარებელი

მოვუგებტ კიდეც 3 0

heerenveen
მომხმარებელი

ქულების დაკარგვა არ შეიძლება, სიტი და ჩელსი ჩვენი კონკურენტები ელპისთვის ბრძოლაში ასე რომ სამი ქულა უნდა დაიდოს სხვა შედეგი არაა მისაღები. სასტავი როგორი იქნება ძალიან მაინტერესებს სალაჰი ძალიან ცუდი იყო ნაპოლისთან,სკამზე არ დასვას კლოპომ ეგვიპტელი, მგონია სიახლე იქნება, არ გამიკვირდება სტარო სასტავში ვიხილო[i][/i]

LUIS SUARES 001
VIP Member

Uechveli sami qula sxva gza ar arsebobs

juja
მომხმარებელი

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ იგრას იმედია მოვიგებტთ არადა მაგარ საზიზღარ ფორმაში ვართ ლიჟბი მოვიგოთ გინდა 1-0 იყოს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze