"ლივერპული" - "სიტი" [პრევიუ]
კვირას, ჩვენი დროით 19:30 წუთზე, პრემიერ ლიგის VIII ტურში "ლივერპული" საკუთარ "ენფილდ როუდზე" "მანჩსტერ სიტის" უმასპინძლებს.
გუნდების ახალი ამბები
მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლისთან" მატჩში ნაბი კეიტამ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, სახვალიოდ მზადაა.
დაბრუნებასთან ახლოსაა ადამ ლალანაც, თუმცა ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენის თამაშის თარიღი კვლავ უცნობია.
"მანჩესტერ სიტის" დუეტი ბენჟამინ მენდი და კევინ დე ბრუინი სრული დატვირთვით ვარჯიშს დაუბრუნდნენ და შესაძლოა "წითლებთან" ვიხილოთ.
ილქაი გიუნდოგანი და ფაბიან დელფი "ქალაქელებს" ჯერ ისევ აკლიათ.
პრევიუ
ეჭვი არავის ეპარება, რომ კვირის დაპირისპირება, რომელიც ინგლისის ქალაქ ლივერპულში შედგება ტურის ყველაზე გამორჩეული მატჩია. ერთმანეთს გათამაშების ორი გამოკვეთილი ლიდერი და ფავორიტი ეთამაშება - საუბარია "ლივერპულსა" და "სიტიზე", რომლებიც ცხრილიშიც პირველ-მეორეზე არიან.
ცოტა არ იყოს, ბოლო რამდენიმე თამაშის გამო მერსისაიდელი ქომაგი კლუბის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპზე ნაწყენია, თუმცა ისინი უმალ აპატიებენ ამ ფაქტს, თუ "წითლებმა" "ქალაქელები" კვირას დაამარცხეს, თუ არადა მაშინვე გაჩნდება ეჭვები გერმანელ სპეციალისტზე და შეიძლება ფანებმა მისი გაშვების საკითხი დღის წესრიგშიც კი დააყენონ.
იმაზე საუბრით თავს აღარ მოგაწყენთ თუ რომელი უნდა იყოს მთავარი ტურნირი წელს მერსისაიდელებისათვის, ამიტომ კლოპმა თავისი ბიჭები ბოლო ეტპამდე უნდა მოამზადოს. წინ "სიტია", გუნდი, რომელიც 38-ვე შეხვედრაში ფავორიტია. კლოპმა და მისმა ბიჭებმა ამ თამაშში ბოლომდე უნდა იბრძოლონ, რადგან შეიძლება ამ მატჩის შედეგმა მომავალში ბევრი რამ გადწყვიტოს.
ფაქტები
- "ლივერპული" "ენფილდზე" "სიტისთან" გამართულ ბოლო 17 შეხვედრაში [ყველა ტურნირზე] დაუმარცხებელია, აქვს 15 მოგება და 2 ფრე.
- უკანასკნელად "წითელები" ამ მოედანზე "ქალაქელებთან" 2003 წლის მაისში, 1-2 დამარცხდნენ.
- "სიტიმ" შესაძლოა ერთ კალენდარულ წელში "ლივერპულთან" მეოთხედ წააგოს, რაც ისტორიაში მხოლოდ მესამე შედეგი იქნება.
- ბოლო 2 პრემიერ ლიგურ შეხვერაში ორ გუნდს შორის 12 ბურთი გავიდა.
"ლივერპული"
- "ლივერპული" 24 მატჩია საკთარ კედლებში არ დამარცხებულა, რაც პრემიერ ლიგის გუნდებში ყველაზე კარგი მაჩვენებელია. უკანასკნელად "წითლებმა" "ენფილდზე" 2017 წლის აპრილში, "კრისტალ პალასთან" წააგეს: 2-1.
- 2014 წლის აპრილის შემდეგ "წითლებმა" შესაძლოა ლივერპულში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგონ.
- ტოპ 6-ეულის წინააღმდეგ "წითლები" ბოლო 13 მატჩია სახლში არ მარცხდებიან.
- 751 წუთია უკვე, რაც "წითლებს" საკუთარ მოედანზე გოლი არ გაუშვიათ. უკანასკნელად ეს "ვესტ ჰემმა" თებერვალში შეძლო, თუმცა 4-1 დამარცხდა.
- მოჰამედ სალაჰმა ძირითადში 16-ჯერ დაწყებული "ენფილდური" მატჩიდან თავი 14-ჯერ გამოჩინა.
- ბოლო 3 თამაშში სალაჰმა "სიტის" 5 გოლი გაუტანა.

"მანჩესტერ სიტი"
- 25 თამაშიდან "სიტის" ერთადერთი მარცხი "ენფილდზე" მოდის: იანვარში 4-3.
- მიმდინარე სეზონში გუნდმა პირველ ტაიმში 11 გოლი გაიტანა, რაც ოპონენტ "ლივერპულზე" ერთით ემტია.
- პეპ გვარდიოლას იურგენ კლოპთან 7 მატჩი აქვს წაგებული, უფრო მეტი, ვიდრე სხვა რომელიმე მენეჯერის წინააღმდეგ.
- გვარდიოლა საფრთხის წინაშეა, რადგან მან შეიძლება კარიერაში პირველად ერთი გუნდის წინააღმდეგ ზედიზედ სამჯერ წააგოს.
- წინა სეზონის შემდეგ რაჰიმ სტერლინგის ანგარიშზე 35 გოლია, რაც სალაჰისა [46] და კეინის [36] შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ექსპერტების პროგნოზი: 3-2