x

უგოლო ფრე "ენფილდზე"

ავტორი: johnson, 7-10-2018, 21:42, კატეგორია - სიახლეები, 992, 12


პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" გაიმართა. ბევრისთვის მოულოდნელად, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

"ლივერპული" : ალისონი - გომესი - ვან დეიკი - ლოვრენი - რობერტსონი - მილნერი(29' კეიტა) - ჰენდერსონი - ვეინალდუმი - მანე - სალაჰი - ფირმინო(72' სტარიჯი).

"მან. სიტი" : ედერსონი - უოკერი - სტოუნსი - ლაპორტე - მენდი - ფერნანდინიო - სილვა - მაჰრეზი - სტერლინგი(76' სანე) - სილვა - აგუერო(66' ჟესუსი).

როგორც ხედავთ, იურგენ კლოპმა დღეს მასპინძელთა დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჯო გომესი მოგვევლინა, რომელმაც ცენტრში ადგილი ლოვრენს დაუთმო.

შეხვედრა დაძაბული, თუმცა ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. მეტიც, პირველ ნახევარში გუნდებს კარში ზუსტადაც კი არ დაურტყამთ. გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი სტუმრებს ჰქონდათ - 86-ე წუთზე ვან დეიკმა საჯარიმოში სანეს წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესები, რის გამოც მარტინ ატკინსონმა პენალტი დანიშნა. 11 მეტრიან ნიშნულთან რიად მაჰრეზი მივიდა, თუმცა ალჟირელმა ბურთი კარს ააცილა. აღსანიშნავია, რომ "წითლების" კარში პენალტის დანიშვნა მთავარ მსაჯს სხვა ეპიზოდებშიც შეეძლო.


სტატისტიკა
"ლივერპული"
"მანჩესტერ სიტი"
49%ბურთის ფლობა51%
7დარტყმა6
2ზუსტი დარტყმა2
2კუთხური6
2თამაშგარე5
10ჯარიმა10
1ყვითელი ბარათი3
83,5%პასების სიზუსტე83,5%

 

კომენტარები


DIMAX777
მომხმარებელი

არც უნდა მოგვეგო და არც უნდა წაგვეგო ისეთი თამაში იყო პენალტი რავი ალბათ მაინც იყო თუმცა გაგვიმართლა კიდეც რავი შემტევი ტრიო ვერ კომბინირებენ აგერ უკვე მერამდენე თამაშია

_z_l
მომხმარებელი

ენფილდზე რომ ლოვრენი იქნება საუკეთესო :( გაგვიმართლა, რომ 2 ქულა ავიღეთ ბოლო 2 თამაშში. რთული კალენდარი გადავლილია, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა :( რაც ყველაზე ცუდია, ის თამაში არ არის, რისთვისაც ეს კლუბი გვიყვარს

kloppo
მომხმარებელი

მოწინააღმდეგე გუნდების მწვრთნელებმა კი არა მეც კი დავამუღამე ლივერპულის ყველა შეტევა , სუუუუულ ერთი და იგივეს აგორებენ . წაიღებს რობო ფლანგზე მისცემს ჰენდერსონს ის არნოლდს არნოლი ვანდაიკს ,მერე მილნერი ბოლოს ისევ რობერტსონი და ჩაწოდება საჯარიმოში .... ვის უწოდებ შე შობელძაღლო 1.75ები არიან შემტევები და 1.90იანი მცველები უდგათ ხოლმე წინ და გადის ასე თამაში, თუ ესეთი ტაქტიკა უნდოდა რაღას ყიდდა ამ ბენტეკეს შანსიც არ მიუცია თუ არადახო ხედავს როვრ თამაშობენ ასე. ცვლილებებსაც არ აკეთებს ბოლო 5წუთი შემოყავს სტარიჯი , ღმერთი კიარააა ყოველ შემოსვლაზე შეაგდოს რა უბედურებააა პლან ბე არააქ კაცს

johnson
ადმინისტრატორი

გომესი მაინც ცენტრში მირჩევნია რა და თუ არნოლდი ვერ ქაჩავს სულ დააყენოს რა კლაინი.

შაქირი რატო არ შემოიყვანა ვერ მივხვდი.. მაგრად გაგვიმართლა ქულა რო ავიღეთ. დაჯდეს ეხლა კლოპი და იფიქრეს 2 კვირა რისი შეცვლა შეიძლება, თორე ასე დიდხანს ვერ გაქაჩავს გუნდი

gio_chyoi
რედაქტორი

ნუ კატასტროფა არაა ეს ფრე. თან კარგია რომ 0-0 მორჩა და 9 თამაშია ბურთი არ გაგვიშვია ენფილდზე პრემიერ ლიგაში. ალისონსაც კიდე ერთი მშრალი კარი ჩაეთვალა.
სულზე მოგვისწრო ამ სანაკრებო პაუზამ, იმედია გამოცოცხლდება გუნდი

kloppo
მომხმარებელი

თან გაიძახის სანახაობრივი ფეხბურთიო და ესაო და ისაო და წელს ერთი თამაშისგან არ მიმიღია სიამოვნება

chipe888
მომხმარებელი

დასაწყისი მომეწონა,მაგრამ მერე აურიეს პირველი არხის კომენტატორივით. მეკარე და დაცვა კარგად იდგა,მაგრამ რაღაც შეცდომები იყო. ფაბინიო აცრილია თუ რა ხდება,რატო არ ათამაშებს?! კეიტა ისევ ბუნდესლიგაშია და სალაჰი შვებულებაში. რა უნდა დაწერო ამ დროს არ ვიცი. ტრაგედია არ არის ეს ფრე,მარა თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ბადებს. დღეს ბასილაშვილმა ისე გამახარა,რომ ნაღდად არ გავიფუჭებ ხასიათს კლოპის სიდებილეებზე

_z_l
მომხმარებელი

კლოპი რომ არჩევნებშ კენჭს იყრიდეს, მე ხმას არ მივცემდი ;) ზედიზედ ამდენი უღიმღამო თამაში ცუდის მანიშნებელია

shoti
მომხმარებელი

პირველი 20 წუთი კარგი იყო თუმცა კარში ვერ გავიტანეთ, დანარჩენი თამაში ის არიყო რაც ამ გუნდს შეუძლია. კეიტა საერთოდ არ ჩანდა მანე სალაჰზე ვარესად იყო დღეს. დაცვა კარგი იყო თუმცა დეიკს შეეძლო არ აეკიდებია პენალი. ცუდი ისარის რომ მესამე შეცვლა არ გამოიყენა მაშინ როცა არის ამის საშვალება დამითუმეტეს აუცილებელიც კი იყო მანე, სალაჰიდან ერთ ერთის გაყვანა. რაღაც წელს კლოპი სხვანაირ ტაკტიკას აწვება შედეგის მხრივ თითქოს გამოდის აი თამაშის მხრივ ასე ნამდვილად არარის. ეს მძიმე თამაშებიც მორჩა და აწი იმედია უკეთ ათამაშდებიან.

LUIS SUARES 001
VIP Member

ასე აღარ შეიძლება ბურთს კარისკენ წესიერად ვერ ვურტყამთ..დედებს *ცენზურა* მე ამათი როგორ ხასიათს მი*ცენზურა*ავენ

bulleye
მომხმარებელი

პრობლემები იყო მაგრამ გაგვიმართლა. 1 ქულა არ არის ურიგო ამ სიტისთან

cacu
მომხმარებელი

ისეთი რთული კალენდარი იყო რომ ძალა გამოცლილები ჩანდნენ ბოლო 2 თამაში, მაგრამ ამ კალენდრის მიუხედავად ძაან მაგარი შედეგი დადო ლივერპულმა და ეს ეპლის დაუფლებისკენ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. წელს პრემიერ ლიგას მოვიგებთ YNWA!!!

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze