x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 7-10-2018, 23:31, კატეგორია - სიახლეები, 1 326, 12


პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" გაიმართა. ბევრისთვის მოულოდნელად, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

თამაში და შედეგი...
" "სიტის" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით ასეთ დატვირთულ პერიოდში. ბედნიერი ვარ ბიჭების მიერ შესრულებული სამუშაოთი. მატჩის საწყისი წუთები ფანტასტიური იყო, მაგრამ თუ ასეთი გუნდის დამარცხება გსურს, მაშინ მსგავსი მომენტები უნდა გამოიყენო კიდეც. ამავდროულად, შეუძლებელია 95 წუთი თავს ისე იცავდე, რომ მეტოქეს გოლის გატანის შანსი არ ჰქონდეს. ვფიქრობ, დღეს დაცვამ ბრწყინვალედ ითამაშა, თუ პენალტს და კიდევ 1-2 ეპიზოდს არ ჩავთვლით, როცა ალისონის სეივები დაგვჭირდა.

ასეთ დონეზე "სიტისთან" წინა შეხვედრებშიც კი არ გვითამაშია. მაშინაც კი, როცა ეს გუნდი დავამარცხეთ, ჩვენ საჯარიმოში ვიყავით და არ ვიცოდით ბურთი როგორ ამოგვეტანა. ცხადია, მომენტები მაშინაც გვქონდა, თუმცა სრულად ასეთ დონეზე ჯერ მატჩი არ ჩაგვიტარებია. ასეთ შეხვედრებში, არ უნდა დაკარგო ბურთი ცუდ დროს, თუ არ გსურს დიდი პრობლემები შეგექმნას. დღეს ორივე გუნდმა კარგად იმუშავა. ცხადია, პენალტის ეპიზოდში ჩვენ გაგვიმართლა."


დაცვის თამაში...
"ეს ნამდვილად რთულია. როცა "სიტის" წინააღმდეგ თამაშობ, ასეთ მაღალ ტემპში, საჭიროა სივრცეები მაქსიმალურად შეავსო, რადგან თუ ასე არ მოიქცევი, მეტოქე ხაზებს შორის იმოძრავებს და პრობლემებს შექმნის. საკმარისია 1 შანსი მისცე მათ ბურთის გათამაშების და ისინი მაშინვე მეკარის პირისპირ აღმოჩნდებიან. ამ გუნდის შეტევის შეჩერება ძალიან რთულია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით.

იტალიიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავში მე ვუყურე "ნაპოლისთან" მატჩის ჩანაწერს და ჩვენ რაღაცები დავაზუსტეთ - დღეს გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით. დაცვაში თუ დღესაც ისე ვითამაშებდით, როგორც ეს ოთხშაბათს გავაკეთეთ, მაშინ 7:0-ს წავაგებდით. ჩვენ საკმაოდ დატვირთული და მნიშვნელოვანი პერიოდი მოვიტოვეთ უკან და მე ბედნიერი ვარ მიღწეული შედეგებით."


პენალტის ეპიზოდი...
"დიახ, მე ეს მომენტი დავინახე. ახლა, როცა მაჰრეზმა პენალტი ვერ გამოიყენა, ადვილია იმის თქმა, რომ 11 მეტრიანი უნდა დანიშნულიყო. ვფიქრობ, იმ ეპიზოდში ყველაფერი ისედაც ნათელი იყო. ვირჯილი მცირედით შეეხო კიდეც ბურთს, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და დიახ, პენალტი უნდა დანიშნულიყო. ჩვენ გაგვიმართლა, თუმცა ვიტყოდი, რომ ამას ვიმსახურებდით. ასეთ დროს, თამაშის შემობრუნება ძალიან რთული იქნებოდა, თანაც ჩვენი მეტოქე "მან. სიტი" იყო."

ცხრილის სათავეში "ჩელსისთან" და "სიტისთან" ერთად...
"და "არსენალი" 2 ქულით ჩაგვრჩება... ემერის გუნდმა ზედიზედ 6 მატჩი მოიგო. სეზონის სტარტზე თუ ვინმე მეტყოდა, რომ 8 ტურის შემდეგ 20 ქულა გვექნებოდა, ჩვეულებრივი განრიგის პირობებში, მე თანახმა ვიქნებოდი, მაგრამ ასეთ დატვირთულ პერიოდს თუ გავითვალისწინებთ, მაშინვე ვეტყოდი : "ვყიდულობ, დავიწყოთ პირდაპირ მეცხრე ტურიდან"."

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

ატრაკებ და გიხარია იურგენ 1 მომდევნო 2 კვირა ჩაუჯექი და იფიქრე რა და როგორ უნდა შეცვალო იმიტომ რომ მერეც არანაკლებ დატვირთული პერიოდი იწყება და სულ ასე არ გაგვიმართლებს

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ბიძინას ინტერვიუები გამახსენდა ისეთები იბაზრა.

chipe888
მომხმარებელი

წითელი ნიუტონა,
ისე ბიძინას ილიას ადარებენ და ამაზეც ხო არ მოგისმენია რამე?

livermori
მომხმარებელი

ვაბშე უპრესინგოდ თამაშობს გუნდი ახალი სეზონი მთავარი კოზირი არააქვთ იმედია გამოსწორდება არ მინდა ვიფიქრო რო ბუვაჩი დააკლდა მაგ საკითხს და მართლა მაგის მოგონილი იყო გეგენპრესინგი თუ რაღაც უბედურება

RedLp
მომხმარებელი

კაით ეხლა ბევრი გუნდი იცით ასეთი კალენდარი რო ასეთი შედეგით ჩაემთავრებინა?! ხარისხი არც მე მომწონს მაგრამ შედეგი ძალიან მაგარია, გაგვიმართლა თუ გამოგვიმართლა შედეგი დადებულია. ყველა ერთხმად ვიძახდით რთული კალენდარი გვაქვს ყოველ სამ დღეში თამაში წინ და უკან ფრენები და არ ვიცით რა მოხდებაო სიტისთან ფრე ჩელსისთან ფრე პესეჟეს მიდუღება ტოტენჰემის და სოტონის დამარცხება ცუდია?? ნაპოლისთან აზრი არ აქვს ჩვენ წაგებას ჯგუფიდან ასეც გავალთ და ისეც, და ჩათში კი დავწერე კარაბაოს თასზე და ახლაც დავწერ ეგ თასი მაიმუნობაა და მეტი არაფერი ერთადერთი გულისდასაწყვეტი და გასაბრაზებელი იყო ენფილდზე ჩელსის ქამბექი თორე მაგ თასის დედაც ვატირე, აი რაც შეეხება ფა ქაფს დგ მოსაგებია აუცილებლად ეპლთან ერთად და ლიგა კიდე ლიგაა და ლივერპული ლივერპული მანდ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არაფერია გამორიცხული გუნდი არ მეგულება რო ვერ დავამარცხოთ ვერ ხედავთ რა დღეში არიან გრანდები?? თუნდაც სიტი ავიღოთ ფარჩაკი გუნდია ლიგაზე, რა არა?? მაგრამ დავანებოთ ყველას თავი და ჩვენ გუნდს მივხედოთ მოკლედ ერთადერთი რაც არ მომწონს თამაშის ხარისხია და შეტევაში საგრძნობლად გვაქვს მოკლებული და გამოსასწორებელია დანარჩენი შედეგი მისაღებია და კარგიაYNWA

LUIS SUARES 001
VIP Member

2 kvira unda gamoiyenon gamofxizlebistvis da ase ar unda gaaniavon momentebi.erti fexis dacdena da deda gvaqvs natirebi

gio_chyoi
რედაქტორი

ცხადია რაღაც არის შესაცვლელი გუნდში და იმედია ესეც გადააწყობს ცოტა რაღაცებს და თან ფეხბურთელებიც მოვლენ ჯანზე, ფეხბურთელები რა შემტევ ტრიოზეა საუბარი თორემ სხვებს ეხლაც არაუჭირთ. უნდა მივაბათ მოგებების სერია და ან პერიოდში აუცილებელად დაკარგავენ სხვები ქულებს, თან შემდეგ ტურში ჩელსი-იუანაიტედია

tadooo
მომხმარებელი

კარგი შედსრბაა.ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ბიძინა გვღუპავს, კლოპი გვაშენებსწითელი ნიუტონა,

წითელი ნიუტონა,
არგი შედსრბაა.ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ბიძინა გვღუპავს, კლოპი გვაშენებს

PRINCE
ტოპ კომენტატორი

მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ისაა, რომ ნახევარდაცვასა და შემტევ ტრიოს შორის შემაკავშირებელი რგოლი გაწყვეტილია. ჩემბერლენი ჯანზე რომ იყოს, სულ სხვა ლივერპულს ვიხილავდით, ორი აზრი არაა მაგაში. გუნდში უნდა იყოს ფეხბურთელი, ვინც ცენტრში მიიღებს ბურთს და სწრაფად აიტანს მეტოქის საჯარიმომდე. მილნერი-ჰენდერსონი ბურთის ტარებაში მოიკოჭლებენ. მაგათ რაც იციან, მაღალი ბურთის გადაკიდება მცველების ზურგს უკან, სალაჰის და მანეს სისწრაფის იმედად. ვეინალდუმს იდეაში შეუძლია ეგ ფუნქცია შეითავსოს( ყოველშემთხვევაში ყოფილ გუნდებში შეეძლო), მაგრამ როგორც ჩანს, მკაცრად აქვს მითითება მიცემული, რომ 6 ნომრის პოზიციაზე იდგეს და შეტევებში ჩართვას მოერიდოს. ლივერპული შეტევაში როცა გადადის, სამი ნახევამცველიდან ყველაზე უკან ყოველთვის ვეინალდუმი რჩება. მანე-ფირმინო-სალაჰის ცუდ ფორმაზე ვსაუბრობთ და ისიც ვთქვათ დღევანდელ თამაშში ან თუნდაც ნაპოლისთან, რამდენჯერ მიუვიდათ კარგი პასი თამაშის გასამწვავებლად? ბევრი ეგეთი ეპიზოდი არ მახსენდება. ნახევარდაცვიდან დახმარებას საერთოდ ვერ იღებენ.

გამოსავალს რაში ვხედავ:
1) ნაბი კეიტამ უნდა მოუმატოს. დროა უკვე დაიწყოს იმ თამაშის ჩვენება, რა მოლოდინითაც მოვიყვანეთ. უნდა გააცნობიეროს, რომ მთავარი ფანტაზისტა ახლა ისაა ნახევარდაცვაში. მოკლედ უნდა ითამაშოს ისე როგორც ლაიპციგში, ჩაერთოს შეტევებში, გააკეთოს საგოლე გადაცემები, არ მოერიდოს შორეულ დარტყმებს, გახდეს მეტად აგრესიული. ახლა რასაც თამაშობს ეგ არაა ნაბი კეიტას დონე, ეგაა ვორდ-პრაუსის დონე.
2) შემტევი ტრიოს უკან უნდა დადგეს შაქირი. გასაგებია რომ მოედნის ცენტრში დაცვითი პოტენციალი მოაკლდება გუნდს, იმიტომ რომ ლივერპულის დაცვით სისტემას არაა მიჩვეული შაქრო, რაც კლოპმაც აღნიშნა. თუმცა შეტევის კუთხით ბევრად გამოსწორდება სიტუაცია. ჰადერსფილდის, ბრაიტონის, საუთჰემპტონის დონის გუნდებთან შეიძლება ასე თამაში, მაგრამ გრანდების წინააღმდეგ მაინც სარისკოა.

კლოპზე რა შიძლება ითქვას, როცა ხედავ რომ შენი სქემა არ მუშაობს კონკრეტულ შეხვედრაში და მოწინააღმდეგე გუნდი საკუთარი თამაშის სცენარს გახვევს თავზე, რაღაც ტაქტიკური სიურპრიზი შენც უნდა გქონდეს არსენალში, რომ მოულოდნელობის ეფექტით მაინც გახვიდე ფონს. როცა ერთ ნორმალურ მომენტს ვერ ქმნი მთელი თამაში და ცვლილებების გაკეთებას 80-82 წუთიდან იწყებ, რას ელოდები? განა რამდენჯერ გადაგარჩენს ის სტარიჯი ცენტრიდან გასროლილი ბურთით?

chipe888
მომხმარებელი

შეგნებულად არ დავწერე აქამდე კომენტარი,რადგან მინდოდა ჯერ სხვებისათვის მომოესმინა. ყველა ვთანხდებით,რომ ის რაც ახასიათებდა ლივერპულს ამ სეზონში არ გვინახავს. ადრე თუ თამაშებს იგებდა და ყველას გვეგონა,რომ ეს ტრენერის დავალება იყო,ახლა გამოჩნდა რო ეს პრობლემა. წინა თამაშებში მეტოქეები არ გვყავდა ისეთები,რომ ეს უფრო გამოჩენილიყო. თამაშის ხარისხი არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას,რომ ეს გუნდი საჩემპიონო ფეხბურთს თამაშობს. გაგვიმართლაო ამბობენ და თუ არ გაგიმართლა ვერაფერს ვერ მოიგებ. ახლა არანაირად არ არის ცუდი სიტუაცია,რადგან მიუხედავად ცუდი თამაშისა,არაფით არ ჩამოვრჩებით ლიდერებს და ეს მთავარია ეხლა. შესაცვლელი რო არის რაღაც ამას კლოპიც ხვდება,მაგრამ შემქმნელის არ ყოფნა გუნდში ახევინებს უკან. ის ლუკას პაკეტაა თუ ვიღაც მოიყვანოს და მერე ეგეც წაგვეხმარება და იმედია ჩემბო მომჯობინდება ან ლალანა შევა ფორმაში. მავანი მეტყვის,რომ ლალანა რა სახსენებელი იყო და პასუხი ასეთი იქნება,რომ ეს პრემიერლიგაა და აქ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოცდილება ნაღდად აქვს ლალანას.

ეხლა კი პასუხი იმათ,ვისაც ფერნანდინიო უფრო მაგარი ჰგონია,ვიდრე ჰენდერსონი. შედარება მთხოვეს გუშინ და ვერანაირად ვერ შევადარებ,რადგან ამ გვარდიოლასთან ვინ რას თამაშობს და რა პოზიციაზეა ვერ გაიგებ. ნამდვილად არ ვუყურებ სიტის თამაშებს ხშირად და მაგრამ ერთი ფაქტია,რომ გვარდიოლას ტაქტიკას იდეალურად ერგება. საპირისპიროდ ვიტყვი,რომ ბრაზილიის ნაკრებში ფერნანდინიო ყველაზე ცუდი იყო ამ მსოფლიოზე. რაც შეეხება ჰენდერსონს და მის ეგრევე მიღებულ გადაწყვეტილებას გრძელი პასის გაკეტებაზე,რომ ეს ლივერპულის ტაქტიკა და რო არა სისწრაფე,მაშინ გამოუსადეგარია ეგ სალაჰი და სხვა ცხენები გუნდში. ბურთი რო დაიჭიროს ფეხბურთელმა მას პარტნიორები სჭირდება ახლოს და როგორც კი ბურთს ვიღებთ ეგრევე ყველა წინ გარბის და ჰენდერსონს რჩება ან უკან მცველებზე პასის გაკეთება ან გრძელი პასი. ხალხი იძახის,რომ 10 წამი მაინც გაიჩეროს ბურთი ფეხზეო,მაგრამ ეგრე არ ხდება,როცა სიტის ეთამაშები და როცა პრესინგში გამყოფებს ეს გუნდი მთელ თამაშში და როგორც უკვე ვთქვი პარტნიოებმა უნდა შესთავაზონ საკუთარი თავი ამ დროს. ამ დროს ტემპი დავარდება და ეს კი ლივერპულს არ აწყობს. ასერომ იმის ძახილი,რომ ფერნანდინიო სჯობია ჰენდოს გადაჭარბებულია და სრული აზრობაა,რადგან ყველა ფეხბურთელი პროფესიონალია და ყველას აქვს თავისი სტილი და ყველა გუნდს ყავს თავის ტაქტიკას მორგებული ფეხბურთელები. ეგრე მესიც ჯობია სალაჰს,მარა რა ვქნა ეხლა მოვთხოვო სალაჰს მესი რატო არ ხარო. თუ ფანი ხარ,მაშინ ჟურნალისტობას არ უნდა აწვებოდე,რადგან ფანი ყოველთვის მიკერძოებულია და ჟურნალისტი ობიექტური უნდა იყოს. და ადამიანის იმაში გამოჭერა,რომ თურმე მან რაღაც არ იცის ან რაღაც სწორად ვერ თქვა,მაგარი უაზრობა მგონია. არ არსებობს ადამიანი,რომელმაც ყველაფერი იცის და ის,რომ სტატიებს თარგმნი და მერე წერ არ ნიშნავს რომ ექსპერტი ხარ და არ გაძლევს იმის უფლებას,რომ ადამიანს სიტყვაზე გამოეკიდო. მერე თუ გადაამეტა დაბლოკო. ხშირად არ მოსწონთ ჩემი ნათქვამი,მაგრამ ამაზე საეთოდ არ ვნერვიულობ,რადგან მე ჩემს აზრს გამოვთქვავ და იმას ვწერ რაც სწორი მგონია. არაა აუცილებელი ყველა დაეთანხმოს ამ აზრს,მაგრამ აზრობა,როცა ცდილობთ ყველა ერთად აზრზე გადაიყვანო და ყველამ ერთნაირად დაიწყოს ფიქრი. უკვე ტვინი გაიბურღა ყოველდღიურად ერთი და იგივეს დანახვით,წაკითხვით. არც არასდროს მომიხვევია ჩემი აზრი სხვებისთვის და არც თქვენ უნდა მომახვიოთ საკუთარი აზრები თავს. სიტყვის თქმა და ეგრევე გამოკიდება სიტყვაზე უკევე ტრადიციათ იქცა ამ საიტზე და არაა სწორი ესეთი ქმედება.თუ ამისათვის ვართ ამ საიტზე,მაშინ მე ბოდიში მომითხოვია და დაგემშვიდობებით,რადგან არ მსურს უაზრო საუბრებში შევიდე ადამიანებთან და თუ ეს ესე არაა,მაშინ ყველას თავისი აზრის საშუალება მივცეთ და აღარ იყოს სიტვებზე გამოკიდება.

S.J
მომხმარებელი

ეეხ კლოპი, კლოპიი, ნელ-ნელა ყლოპი რომ ხდები მაგრად მიტყდება 14

giginio
VIP Member

yvela is gundi visac gamtamashebeli ar yavs da jarimis damrtymeli afre tu gvian chaobshi chaefloba . ai swpred mand vart axla . 2013 -2014 wels iyo tamashebi sadac ar migvdioda jerardis chawodebulze shkrtels moutania qula liverpulistvis mere iyo xolme kous gasrolebi da jarimebi amjamad kutxuris chamwodebeli aravin araa 99% arazusti chawodeba xdebaa.ertaderti kaci romelic jarimas da kutxurs metnaklrbad kargad asrulebs shaqiria da isic skams xexavs

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze