x

ლოვრენი : ამ გუნდის მჯერა

ავტორი: johnson, 8-10-2018, 00:21, კატეგორია - სიახლეები, 784, 10


პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" გაიმართა. ბევრისთვის მოულოდნელად, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მოგვიანებით განვლილი შეხვედრა მერსისაიდელთა ხორვატმა მცველმა, დეიან ლოვრენმა შეაფასა : " "სიტიმ" იცოდა, რომ რთული მატჩი ელოდა. ჩვენ "ქალაქელებს" ბოლო სამი შეხვედრა მოვუგეთ. დღევანდელ მატჩს კი გატანილი გოლი აკლდა, თუმცა არც მომენტები იყო ბევრი. ბოლოს მათ პენალტიც მოიპოვეს და თუ მთლიან შეხვედრას გადავხედავთ, ვიტყოდი, რომ ქულითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ.

როგორც წესი, ამ გუნდების დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდის. დღეს ორივე გუნდი საკმაოდ შეთანხმებულად თამაშობდა და დაცვაში კარგად გამოიყურებოდა. გოლი კი ნამდვილად დაგვაკლდა.

უკვე 4 შეხვედრაა გოლის გატანა გვიჭირს.. ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ, მე მჯერა ამ გუნდის. ალბათ, ახლა კარგი დროა სანაკრებო შესვენებისთვის. იმედია, უკან ყველა ტრავმის გარეშე დაბრუნდება. წინ რთული სეზონია, ჩვენ კი ბოლომდე უნდა ვიყოთ ჩაბმული ამ რბოლაში."
- ციტირებს ლოვრენის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

კომენტარები


RedLp
მომხმარებელი

ოთხი შეხვედრაა გოლის გატანა გვიჭირსო, კაია რო ხვდებით მაქეთ მერსისპირას ხოდა ჰადერსფილდით დაიწყეთ გუნდების დაბომბვა და აღარ გაჩერდეთ. დღეს კარგი იყო მომეწონა, კარგათ იბრძოლა მონდომება არასდროს აკლია

gio_chyoi
რედაქტორი

ყველაფერი თქვა რაც სათქმელი იყო :D აქ მაინც მოარტყა მიზანში :)) მართლა სულზე მოგისწროთ სანაკრებო შესვენებამ და იმედია გამოცოცხლდებიან ჩვენი შემტევები თორე დანარჩენები არ გამოიყურებიან ცუდად, შეტევა რო ეხლა შარშანდელ ფორმაში იყოს ძალიან მაგრად ვითამაშებდით

LUIS SUARES 001
VIP Member

Male unda chavdget formashi da movemzadot axali turistvis

johnson
ადმინისტრატორი

პირველ ტაიმში აგუეროზე ცუდად ითამაშა პენალტი იყო აშკარად ბურთს არ შეხებია საერთოდ ეს. მეორე ტაიმში ჟესუს კი მოარტა სახეში მაგრამ ნუ ეგეთებზე არ ნიშნავენ უმეტესად პენალტს. ასე თუ ისე, ცუდად არ უთამაშია, მაგრამ დაცვის ცენტრში მაინც გომესი-ვან დეიკი მირჩევნია

lashafss
VIP Member

დღევანდელი დაცვა აშკარად ჯობდა იმას როცა არნოლდია ფლანგზე , გომესი უმაგრესი მცველია და თან უნივერსალი. გაამართლა ფლანგზეც დღეს, თან ლოვრენს აზღვევდა კარგად

PRINCE
ტოპ კომენტატორი

კარგი შეხვედრა ჩაატარა ნამდვილად. აგუეროს საკამათო ეპიზოდი 90% გომესის დებილურად მოგერიებული ბურთის ბრალი იყო და 10% ამისი. კარიდან 5-6 მეტრში აგუეროს სულ სუფთად განეიტრალება ლოვრენმა კი არა შეიძლება კანავარომ ვერ შეძლოს. როგორც მოახერხა ისე დაიცვა კარი.

GoGson
VIP Member

სულ მუდმივად როგორ გვაკლდება რაღაც რააა....

ჯერ წინა სეზონი იყო, პირველ ნახევარში მეკარე და დაცვა არ გვყავდა და შემტევები ბრწყინავდნენ კოუტინიოს თანხლებით, მერე კოუტინიო წავიდა, სამაგიეროდ ვანდეიკი დავიმატეთ, მანე სალაჰმა და ბობიმ ასმაგად მოუმატეს, მაგრამ მეკარე არ გვყავდა და დაცვის ნაწილი შეცდომებს უშვებდა, რობოც ბრწყინავდა. ეხლა წინა სუსტი რგოლი, მეკარე და გომესი, ყველაზე კარგები არიან ამ სეზონში, რათქმაუნდა ვანდეიკის მეთაურობით და რობერტსონი და შემტევი ტრიო ვერ თამაშობენ. ცენტრში გავაძლიერეთ მაქსიმალურად მსოფლიო კლასის 2 ფეხბურთელით ფაბინიოთი და კეიტათი და ჯერჯერობით ბოლომდე არ შემდგარან გუნდში :დდ კაროჩე თითქოს რა ახლოს ვართ სრულყოფილებასთან და რა ცოტა გვაკლდება რა .

ეს იდეაში იმისთვის უნდა მომეყოლებინა რო რა მაგარია ვანდეიკი რო გვყავსთქო :დ კი ბატონო, პენალტის ეპიზოდში შეცდა, ნუ შეცდა რა ისე ითამაშა როგორც უნდა ეთამაშა თეორიულად უბრალოდ წამის მეასედი დააკლდა ბურთამდე. ამის მიუღედავად დღევანდელ შეხვედრაშიც საუკეთესო იყო (ჩემი აზრით გომესთან და ლოვრენთან ერთად). რობო აღარ მომწონს რამოდენიმე თამაშია დაცვაში მარა ნიჩიო, მცირედი ეპიზოდური ჩავარდნებია მეტი არაფერი. ხო და რაც შეეხება ტრიოს (კონკრეტულად მოდი არავის არ გამოვყოფ) , ნელ ნელა მეც პანიკაში ჩავვარდები აქ მყოფთა ნაწილივით, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს ჯერ, რო ერთხელ და სამუდამოთ შეთამაშდებიან ეს დედააფეთქებული, შეთამაშდებიან კიარა ინდივიდუალურად აღიდგენენ ფორმას. ნოემბერში ველოდები ამ სასიამოვნო სიახლეს, სხვა განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ გუნდში. შემტევი სამეულის ფორმა როგორც კი გამოსწორდება (და ფაბინიო და კეიტაც საბოლოოდ გაწითლდებიან რეალურად) აი მაშინ კი ვიხილავთ ძველ ლივერპულს. ძველ ლივერპულს კიარადა ალბათ საუკეთესო ლივერპულს რაზეც მიმიწვდება მახსოვრობა

chipe888
მომხმარებელი

მომწონს ფეხბურთელები,რომლებიც რობოტებივით არ არიან და თავის აზრს აფიქსირებენ. რეალობა თქვა და ნამდვილად გვიჭირს გოლის გატანა,მაგრამ ეს გამოსორებადია 2 გზით: სამეული ფორმაში შევლით ან ცვლილებებით შემადგენლობაში. კიდე ერთხელ ვიმეორებ,რომ არ მგონია სწორი ისეთი ფეხბურთელის სასტავში დაყენება,რომელიც ფორმაში არაა. ფაბინიოს არ ათამაშებს და არავინ იცის რეალურად ფორმაში არის თუ არა. რადგან სასტავში არ თამაშOბს,არ ნიშნავს რო ფორმაში არაა. ეგრე სტარიჯიც ფორმაშია,მაგრამ მაინც არ ათამაშებს. აქ თქვეს რო ყველამ დაამუღამა კლოპის სტილიო და ეგრეა ზუსტად. სულ ერთი და იგივეს თამაშობს და ერთი სასტავით თითქმის. პრობლემა არაა როცა ყველაფერი კარგად მიდის,მაგრამ პრობლემაა ისაა,რომ არ გამოდის რაღაც და მაინც იგივე სასტავით თამაშობს. ეს პანიკა არაა,ეს რეალობა და გუნდში ნორმალურ სიტუაციას არღვევს ეს ფაქტი. ვიღაცის ცუდი თამაში არაფერს წარმოადგენს და არც ვიღაცის კარგი თამაში. შემადგენლობა არ იცვლება წაგების შემდეგ და ესეც ცუდია. ამდენი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და ასეთი აზრო გადაწყვეტილებები არ მინახავს. 4 თამაშში 2 გოლი გავიტანეთ და ესეც სტარიჯმა. რა მიზეზით არჩევს შემტევებს ამას ვერ ვხდები და ან რატო ცდილობს ქულების დაკარგვის ხარჯზე შეიყვანოს ფორმაში. ეს სწორი გადაწყვეტილება როგორაა.

რა გააკეთა სალაჰმა ისეთი გუშინ,რომელსაც შაჩირი ან სტარიჯი ვერ გაკეთებდა?

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

მე სხვანაირად ვუყურებ და შევაფასებდი,კი ყველანი მეტს ველოდებით და გვინდა მეტი,ხარისხიც,გოლებიც და თითოეული ფეხბურთელის კონდიციებიც მაგრამ არ დაგვავიწყდეს სად ვთამაშობთ,ეს პრემიერ ლიგაა და არა პრიმერა დივიზიონი და ბუნდეს ლიგა,აქ ყველა თამაში რთულია,აქაურმა ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება ესპანეთში და გერმანიის ჩემპიონატში ლიდერებს ბურთი თავზე დაახიოს,რთული ჩემპიონატია და ამას დამატებული ერთი თვის განრიგი,გადახედეთ რა თამაშების ჩატარება მოგვიწია ჩემპიონატშიც და ლიგაზე,მაინც პირველ ადგილზე ვართ ჩელსისტან და სიტისთან ერთად,მე წუხელ მარტო ლივერპულმა გამისხა ბილეთზე და დიდ თანხას ვიგებდი მაგრამ ყოველთვის ეგრე არ ხდება როგორც გვინდა,ნახეთ რეალი,ბაიერნი,ბარსელონა,ამათმა ფანებმა საერთოდ რა უნდა ქნან,მოთმინებაა საჩირო და რწმენა

Carroll_9
მომხმარებელი

1) ჩემი აზრით გომესის გადაწევა ფლანგზე ძაან დიდი სისულელეა კლოპის მხრიდან. ჯერ ერთი გომესი ამ ზეზონში ჩემი აზრით საუკეთესოა, ვანდაიკზე უკეთესი შეხვედრებიც ჩაატარა და ამ პირობებში ცოტა ტეხავს, რაღა უნდა ქნას რომ საბოლოოდ დადგეს ცენტრში. სირობაა უკვე რა. და მეორე კიდე არნოლდი შეტევაში ძაან დაგვაკლდა.


2) საგანაგაშოა რო 2 ნახევარმცველი რომელებიც მეგონა რომ ძირითადის კაცები იქნებოდნენ ჯერ ვერაფერს აჩვენებან. კეიტას ერთი სასწაულად ჩატარებული თამაშის გარდა არაფერი მოუცია, და ფაბინიო ვაფშე როდის ითამაშებს კაცმა არ ციის. რეალურად ჰენდერსო მილნერი ვიინალდუმი ძაან სწორხხაზოვანი და სუსტი ნახევარდაცვაა. ერთადერთი ვიინალდუმის იმედი მაქვს ხოლმე მოედანზე რომ ვინმეს გაცდება ან ბურთს დაიჭერს. შემტევები იმიტო ვერაფერს შვებიან რომ ნახევარდაცვა არაფერს ქმნის. ჩელსისთანაც და სიტისთანც იქაც სასწაულად გვიგორებდნენ ცენტრს და ამიტო ეხსნებოდა აზარს ამდენი სივრცე და გუშინაც რეალურად ორივე სილვა აგორებდა ძირითადად და აგერო სტერლინგი და სანეც დაცვის ხაზს აწუხებდა. ჩვენთან კიდე მანე თუარჩამნოვიდა ან ფირმინიო ბურთს ვერ ვუჭერთ ვაგიორავებთ უკან მცველებთან. მოკლედ ეს მისახედია სასწრაფოდ


3) სალაჰზე შარშან მთელი სეზონი ვიძახდი რომ დარტყმა არ იცის და თავმოჭრილი ქათამია, მერე ისიც დავწერე რომ გამაჩუმა ამდენი გოლის გატანით მაგრამ, რეალურად კარგად ჩანს ეხლა, დარტყმა კიარა პასიც არ იცის, ძაან ცუდ პასებს აკეთებს ზოგადად და დარტყტმაზე კიდე ან ასპროცენტიანს მაზავს ან ცარცხენა ფეხით საიდანაც მოიხერხებს ყველა წერტილიდან ურტყავს თან მიჩოჩებული ბურთი გამოდის და ზედემტია უკვე. ესეც მისახედია

4) ალისონი ბრავო

რეალურად თუ შევხედავთ ნაპოლისთან შეხვედრის გარდა ყველაფერი ლოგიკურად და კარგად დაჯდა. უფრო მეტიც ჩელსისთან სალაჰს რომ გატანა ცოდნოდა მოვიგებდით.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze