x

ზიეჩის აგენტი: „ევერტონი“ ჩვენი დონის არაა

ავტორი: gio_chyoi, 8-10-2018, 21:56, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 921, 9


რენე ვან დერ გეიპმა, რომელიც ჰაკიმ ზიეჩის აგენტია, თავისი კომენტარით ყველა „ლივერპულის“ გულშემატკივარს ღიმილი მოჰგვარა, როდესაც განაცხადა, რომ მისი კლიენტი „ევერტონისთვის“ ზედმეტად კარგია.

მოროკოელი ნახევარმცველი ამჟამად თავის საფეხბურთო კარიერას ერედივიზიონში ატარებს და ამ მომენტისთვის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

მის წარმომადგენელს „ევერტონთან“ დაკავშირებულმა ჭორებმა ღიმილი მოჰგვარა და განაცხადა, რომ მისი კლიენტი უფრო მეტად „ლივერპულის“ დონის კლუბში ისურვებდა თამაშს.

„იმედი მაქვს, რომ იქნება უფრო ძლიერი გუნდი ვიდრე „რომაა“ - მაგალითად „არსენალი“ ან „ლივერპული“ - განაცხადა ვან დე გეიპმა  Voetbalთან ინტერვიუში. 

როდესაც მას „ევერტონში“ პოტენციურ ტრანსფერზე ჰკითხეს, მან უპასუხა: „ეს მისთვის სიგიჟე იქნებოდა, იგი ევერტონში არ უნდა წავიდეს“.

ჰაკიმ ზიეჩი ამპლუით 10-იანია, რომელსაც ფლანგზე თამაშიც შეუძლია, მის ცაციას მთელს ჰოლანდიაში აქვს სახელი გავარდნილი და მას ასაკიც (იგი 25 წლისაა) ნამდვილად უწყობს ხელს, რომ კლოპის გუნდში მოიკიდოს ფეხი. ადრე იგი არაერთხელ დაუკავშირებიათ „ლივერპულისთვის“, საბოლოო ჯამში რა იქნება კი ამას დრო გვაჩვენებს.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ფეკირის ტრანსფერი თუ არ გამოვიდა საბოლოოდ მაშინ ამის ტრანსფერს მივესალმები. ძალიან კარგი ფეხბურთელია და რაც მთავარია სტაბილურად თამაშობს რამდენი ხანია უკვე. ჯარიმებს და სტანდარტულებს მაგრად ასრულებს, კრეატიულია ძალიან და ტექნიკური და 10-ზე დადგებოდა

GoGson
VIP Member

ზიეჩი ერთერთო საუკეთესო კიარა საუკეთესო შემტევია ჰოლანდიაში.

ხო რაც შეეხება ჩვენთან გადმოსვლას. 10 იანის გარდა არავინ და არაფერი არ გვჭირდება , სულ რო მსოფლიო დონის ნახევარმცველი იყოს 10იანი თუ არ არის სტილით არ გვინდა. ფეკირი მგონია მაინც ყველაზე წარმატებული ნაბიჯი ამ რეალობაში , მაგრამ ფეკირი თუ არ გამოვიდა ზიეჩსა და პაკეტას შორის გადავწყვეტ. გულის სიღრმეში პაკეტა უფრო მინდა , რაც ჭორები გავიგე ჩავუჯექი ერთი დღე და გული მიგრძნობს მინიმუმ კოუტინიოს დონის იქნება ეგ ბიჭი, ზიეჩიც არაა ცუდი ვარიანტი მაგრამ ნაინც პაკეტა რა. მიზეზი არვიცი :დ

chipe888
მომხმარებელი

ზიეჩი მაგარია. რამოდენიმე თამაშს ვუყურე აიაქსის და მაგრად მომეწონა. წესით ივარგებს ათიანზე,მაგრამ ის პაკეტა თუ ვიღაც უფრო გამოსადეგია. აბა ფეკირის ამბავმა ჩაგვიარა ქორივით და რატო დაიბრაკა რეალურად ვერ გავიგეთ/

gio_chyoi
რედაქტორი

ყოველ შემთხვევაში ზამთარში კლოპმა ერთI ადგილის თამაშI არ დაიწყოს და მინიმუმ ერთი ფეხბურთელი მაინც მოიყვანოს

temotemura
მომხმარებელი

რატომღაც პაკეტა მირჩევნია ამას, რატო არ ვიცი :დ ორივე ძაან მაგარია და ორივე საჭიროა გუნდში. ორივე ერთად არა რომელიმე:დ

PRINCE
ტოპ კომენტატორი

მართლა მაგარი ფეხბურთელია, ტყუილად არ აპიარებს აგენტი. გასულ სეზონშიც ვადევნებდი თვალს აიაქსის თამაშების ვრცელ მიმოხილვებს, ძირითადად ამის გამო. ელეგანტური სტილი აქვს, მოედნის კარგი ხედვა და დაყენებული შორეული დარტყმა. წინა კვირას ბაიერნის ნაქები ფეხბურთელები ათრია ფარჩაკებივით ალიანს არენაზე. ლალანასგან სარგებელს მაინც ვეღარ ნახულობს კლუბი და კარგი იქნება ზიეჩით თუ ჩაანაცვლებენ.

giginio
VIP Member

ziechi 10 ianze nishnavs pasebis ganawileba tavdasxnis daxmareba da standartulebi mogvardeba mivesalmebi da tu indat gamousadegari weinaldumi dautmon tan holandieliaa

juja
მომხმარებელი

უდავოდ გაგვაძლიერებს ჰაკიმა თუ დავითრიეთ მაგარი იქნება

LUIS SUARES 001
VIP Member

Kakras nominaluri 10 iani gvchirdeba

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze