x

განათხოვრებულთა მონაგარი

ავტორი: johnson, 9-10-2018, 10:30, კატეგორია - სიახლეები, 637, 6


გასულ უიქენდზე "ლივერპულის" განათხოვრებულმა მოთამაშეებმა მორიგი მატჩები ჩაატარეს :

* შოტლანდიის ჩემპიონატის მერვე ტურში "ჰიბერნიანმა" საკუთარ მოედანზე "ჰამილტონი" მიიღო და მეტოქე 6:0 გაანადგურა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ადამ ბოგდანმა.

* კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში შეი ოჯო. ინგლისელი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა, თუმცა თავის გამოჩენა ვერაფრით შეძლო. "ნიმისა" და "რეიმსის" შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

* აღსანიშნავია, რომ "აინტრახტის" ძირითად შემადგენლობაში კვლავ მოხვდა ალან როდრიგეს დე სოუზა, რომელმაც მოედანზე 1 ტაიმი დაჰყო. მისმა გუნდმა კი გასვლაზე დაამარცხა "ჰოფენჰაიმი" - 1:2.

* დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა "ქონიასპორისა" და "ბეშიქთაშის" დაპირისპირება. აღსაშნავია, რომ 28-ე წუთიდან მოყოლებული სტუმრები 10 კაცით თამაშობდნენ. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ლორის კარიუსმა შეუცვლელად ითამაშა.

* "გენტი" საკუთარ მოედანზე 1:5 დამარცხდა "გენკთან". მასპინძელთა ძირითად შემაგენლობაში იყო ტაივო აივონი, რომელიც 66-ე წუთზე შეცვალეს.

* ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე "ქრიუ ალექსანდრა" გასვლაზე "ლინკოლნს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.  სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ქორეი უილანმა.

* მორიგი მატჩები გაიმართა ჩემპიონშიპში - "ქპრ"-სა და "დერბის" დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ჰარი უილსონი თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო.

* "დონკასტერმა" საკუთარ მოედანზე "ფლიტვუდი" მიიღო და 0:4 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჰერბი კეინმა.

* "შეფილდ იუნაიტედის" განაცხადში კვლავ ვერ ხვდება ბენ ვუდბარნი, მარკო გრუიჩი კი ტრავმის გამო ვერ ეხმარება ბერლინის "ჰერტას".

* სტივენ ჯერარდის გაწვრთნილმა "რეინჯერსმა" 3:1 დაამარცხა ჩემპიონატის ლიდერი "ჰართსი". აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი რაიან კენტმა გაიტანა. მატჩის შემდეგ, მის მიმართა ჯერარდმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა და კენტი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც კი დაასახელა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ოვიე ეჯარიამაც. ის 66-ე წუთზე შეცვალეს.


კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

გრუიჩის ამბავი ძალიან მეწყინა. ალიანს როგორც ვხედავ სისტემატიურად ათამაშებენ. დანარჩენების რა გითხრათ, ამ ლამპარდმა ვერ ისწავლა ჭკუა რომ ძირითადში დააყენოს ეს უილსონი? კენტი კარგია მარა რა ვიცი მაინც არ მაქვს აწი მაგის იმედი, ეჯარია კი მომწონს მარა დიდად არც მაგის მეიმედება

GoGson
VIP Member

ვუდბარნი შეფილდში რო განაცხადში ვერ ხვდება არ კაიფობთ ???? რისთვისაა განათხოვრება თუ იმ საბანძეთშიც არ უნდა იყოს დაჟე განაცხადში. როგორ დავიჯერო რო შეფილდს ზამენაზეც კი ბენზე კარგი შემტევები ყავს?.. სამწუხაროა

bulleye
მომხმარებელი

ვუდბარნის ტალანტი მოკვდა ?

LUIS SUARES 001
VIP Member

Kenti dzaan magaria,vudbarnis ganatxovrebit kidev veraferi moviget verc chven da verc vudbarnma

temotemura
მომხმარებელი

ვუდბარნის ტალანტობა დამთავრდა

liverpool111
მომხმარებელი

ეგ კენტი მშვენიერ ადგილზე არის და მგონია რომ ზაფხულსში რეინჯერშში გადავა მის დონეს ნამდვილად აკმაყოფილებს
ყველაზე მეტად ჰარი უილსონის მეიმედება და იმედია ვუდბარნიც გამოფხიზლდება
კიდევ ალენს ვინმე ნახავს ლივერპულის ფობმაში? რა ვეგად დააკმაყოფილა პრემიერლიგის მოთხოვნები

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze