x

კლოპის "ლივერპულური" კარიერა ციფრებში

ავტორი: johnson, 9-10-2018, 12:22, კატეგორია - სიახლეები, 1 243, 7


2015 წლის 8 ოქტომბერს "ლივერპულში" ახალი ეპოქა დაიწყო - მერსისაიდული გრანდი იურგენ კლოპმა ჩაიბარა. მას შემდეგ 3 წელი გავიდა, გუნდმა ევროპის ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის ლიგის თასის ფინალებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ტიტულის მოგება ჯერ კიდევ ვერ შეძლო.

ზემოთხსენებულ თარიღთან დაკავშირებით, კლუბის ოფიციალური საიტი განვლილი 3 წლის სტატისტიკას :

* ყველა ტურნირზე გუნდმა სულ 333 გოლი გაიტანა.

* პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 114 მატჩში "წითლებმა" 219 ქულა მოიპოვეს - საშუალოდ 1,92 მატჩში.

* სულ, ყველა ტურნირზე "ლივერპულმა" კლოპის ხელმძღვანელობით 166 მატჩი ჩაატარა.

* გერმანელის გუნდში მოსვლის შემდეგ, ყველაზე მეტ, 148 შეხვედრაში მონაწილეობა რობერტო ფირმინომ მიიღო.

* ყველაზე სწრაფი გოლი "ლივერპულმა" 2016 წლის აპრილში "ნიუკასლს" გაუტანა - დანიელ სტარიჯმა თავი მატჩის დაწყებიდან 76 წამში გამოიჩინა.

* კლოპის დანიშვნის შემდეგ, მერსისაიდელებმა ყველა ტურნირზე ჯამში 63-ჯერ შეძლეს კარის მშრალად შენახვა.

* უკანასკნელ 3 წლის მონაცემებით, "ლივერპულის" საუკეთესო ბომბარდირი 53 გატანილი გოლით რობერტო ფირმინოა.

* საშუალოდ, "წითლებს" ყოველ 45 წუთში გააქვთ გოლი - 333 გოლი 14 940 წუთში.


* კლოპის გაწვრთნილი "ლივერპული" სულ 45 სხვადასხვა კლუბს დაუპირისპირდა - 40 მათგანი დაამარცხა კიდეც.

* ბოლო 3 წელში, მერსისაიდელთა 34-მა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა.

* კლოპის მოსვლის შემდეგ, "ლივერპულის" პირველ გუნდში 29 მოთამაშეს ჰქონდა დებიუტი.

* ყველაზე ახალგაზრდა გუნდი კლოპმა "პლიმუთ არგაილს" დაუპირისპირა - სათასო მატჩში მერსისაიდელთა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა საშაუალო ასაკი 21 წელი და 296 დღე იყო.

* გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია გუნდს 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის იანვრამდე ჰქონდა - იმ პერიოდში "წითლებს" ზედიზედ 18 მატჩი არ წაუგიათ.

* უკანასკნელ 3 წელში, "ლივერპულმა" 14-ჯერ შეძლო ისეთი შეხვედრის მოგება, რომელშიც მარცხდებოდა.

* კლოპის დანიშვნის შემდეგ, "ლივერპულს" 13 სხვადასხვა კაპიტანი ჰყავდა - ჯორდან ჰენდერსონი, ჯეიმს მილნერი, კოლო ტურე, ლუკას ლეივა, კრისტიან ბენტეკე, ჯო ალენი, ჯონ ფლანაგანი, ხოსე ენრიკე, ემრე ჯანი, მარტინ შკრტელი, ფილიპე კოუტინიო, დეიან ლოვრენი და სიმონ მინიოლე.

* პრემიერ ლიგის 10 კლუბს ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია გერმანელის გაწვრთნილი "ლივერპული".

* იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც კლოპის პირველ შეხვედრაში სასტარტო 11-ეულში მოხვდნენ("ტოტენჰემთან"), კლუბში მხოლოდ 6 შემორჩა - დივოკ ორიჯი, ადამ ლალანა, სიმონ მინიოლე, ჯეიმს მილნერი, ალბერტო მორენო და ნათან კლაინი.

როგორ შეაფასებდით კლოპის მიერ შესრულებულ სამუშაოს განვლილი 3 წლის განმავლობაში ?

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ძალიან კარგად რომელი აფასებთ კლოპის შედეგს ძალიან მაინტერესებს კაცს ტიტული არ მოუგია. მე კარგად მივეცი ხმა, რო მოიგებს დიდ ტიტულს მერე იქნება ძალიან კარგი

_z_l
მომხმარებელი

მადლობა ავტორს. საინტერესო ციფრებია. ერთსაც დავამატებდი, რამდენი თამაში წააგეს ისეთი, თავიდან რომ იგებდნენ, ან რამდენი ფრე ითამაშეს 2 ან 3 ბურთიანი უპირატესობის მიუხედავად. ჩემი ხმაც არის კარგად, ჯერჯერობით

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

gio_chyoi,
ისე მამენტ კაცმა გუნდი გუნდს დაამგვანა და მეტს ხო ვეღარ მოსთხოვ, რის ტიტული. კარიუსს ვერ იშორებდა, მაგის და მორენოს მაფია უშლიდა ხელს, თორემ მოიგებდა რაღა თქმა უნდა. :დ

chipe888
მომხმარებელი

წითელი ნიუტონა,
დონ მორენიო დახვდა გუნდში და დონ ლორისინიო თვითონ მოიყვანა. თავისი ხის თავი უშლის ხელს ტიტულების მოგებაში,თორემ პრიბალტიკას მაინც დადებდა:დ

TheTruth.34
მომხმარებელი

ვანდაიკი არის მე 14კაპიტანი გუნდში კიდე :)))

LUIS SUARES 001
VIP Member

Tituli gvaklia tituli sxva araferi

tabo94
მომხმარებელი

უფრო მეტის მოლოდინი მქონდა. არც მრისხანე გუნდი დადგა ლივერპულისგან და არც რაიმე ტიტული მოუგია თუნდაც შიდა სათასო გათამაშება რომელიმე. რეიტინგშიც დიდად არ წაწეულა წინ. რა თქმა უნდა წინსვლა იგრძნობა და სახეზეა. 4 ეულში უპრობლემოდ შევდიცართ მაგამ ოთხეულისთვის ეს კაცი არ მოუყვანიათ. უფრო დიდი მიზნებისთვის მოიყვანეს. რაც მთავარია გუნდს ფულის ხარჯვა დააწყებინა ფეხბურთელებში, აათამაშა და გააცოცხლა ლივერპული. მაგრამ "გასაკეთებელი კიდევ ბევრია" . სანამ რამე ტიტულს არ დადებენ კლოპის მუშაობას კარგად ვერ შეაფასებენ. შედეგებია საჭირო. და ნანატრი ტიტულები.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze