x

ფაბინიო: კლოპის გზებს ვსწავლობ

ავტორი: Javaxa, 9-10-2018, 12:46, კატეგორია - სიახლეები, 961, 8


"ლივერპულის" ახლადშეძენილმა ფეხბურთელმა ფაბინიო ტავარესმა სამომავლო გეგმებზე მცირე ინფორმაცია მოგვაწოდა. ფეხბურთელი გრძნობს, რომ მისი ადაპტაცია კლოპის მეთოდებთან ჯერ კიდევ გრძელდება. ბრაზილიელი საყრდენი თვლის, რომ მიუხედავად უზარმაზარი პროგრესისა მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი:

- "პროცესი, რომ ინგლისური ფეხბურთი ავითვისო ძალიან კარგად მიმდინარეობს. ჯერ კიდევ პრე-სეზონიდან ვხვდებოდი, რომ იურგენ კლოპის მეთოდებთან ადაპტაცია დამჭირდებოდა და ვფიქრობ, რომ იმ გზაზე მივდივარ, რომელზეც მენეჯერი მესაუბრება. გუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით კი ფირმინოსთან, რომელიც ასევე ბევრ საქმეში გვერდით მიდგას. და რა თქმა უნდა ალისონთანაც.

ჩემთვის თამაში მნიშვნელოვანია, რადგან მოედანზე ადაპტაცია და ბევრი მატჩის ჩატარება გაცილებით უკეთესია. ეს ახალი გამოცდილებაა, რადგან იურგენ კლოპს მუშაობის უამრავი მეთოდები და სხვადასხვა გზები აქვს. ვცდილობ, რომ თითოეული ეს გზა კარგად ავითვისო. მწვრთნელისგან ძალიან ბევრი გავიგე, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.  ის არის მწვრთნელი, რომელიც საკუთარი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ითხოვს და ეს არა მხოლოდ მატჩებში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხდება
." - განაცხადა "ლივერპულის" სამიანმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ფაბინიო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად იმყოფება, სადაც მერსისაიდელთაგან რობერტო ფირმინო და ალისონ ბეკერიც არიან. ისინი ამხანაგურად ჯერ საუდის არაბეთს, შემდეგ კი არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს გაეჯიბრებიან.


შეგახსენებთ, რომ "წითლებმა" ფაბინიოს სანაცვლოდ  £43.7 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, თუმცა ბრაზილიელმა ამ დროისთვის მხოლოდ სამ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები


temotemura
მომხმარებელი

მილნერის ტრამვამ წესით სათამაშო დრო უნდა მისცეს. თან სამივე შედარებით მარტივია და ფეხს მოიკიდებს გუნდში.

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

კლოპმა რა უნდა გასწავლოს, აგერ ფანებს კითხე და გეტყვიან როგორ უნდა 6-იანზე თამაში.

GoGson
VIP Member

ეხლა მაინც ნამდვილად უნდა მიიღოს შანსი , ადვილი თამაშები გვაქვს შედარებით. მოედნის გარეთ ვერ მიიღებს ისეთ გამოცდილებას რასაც მოედანზე. კეიტასაც ანალოგიურად უნდა მიეცეს სრულყოფილად თამაშის ჩატარება, ერთად უნდა შეთამაშდნენ

gio_chyoi
რედაქტორი

აგერ მილნერის არყოფნაში მიეცემა შანსი და დროა უკვე ჩაჯდეს გუნდში

bulleye
მომხმარებელი

ახლა მიეცემა შანსი და იმედია ნელ-ნელა აითვისებს პრემიერლიგას და კლოპის ტაქტიკას. შეუცვლელი მგონია ეს მომავალში ნახევარდაცვაში

coco
მომხმარებელი

ფაბინიო ძაან მაგარია

LUIS SUARES 001
VIP Member

Amas xo *ცენზურა* klopma rodis unda misces satamasho dro

lashafss
VIP Member

ახლა იწყება ფაბინიო ვეინალდუმი კეიტას ტრიოს ჩამოყალიბება მილნერის ტრამვის შემდეგ :X უძლიერესი ცენტრი გვეყოლება და ეს სასწაული დაცვა და თავდასხმა ერთმანეთს კიდე უკეთესად დაუკავშირდება

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze