x

ბელამი: „რემზი არსენალთან არ გაახანგრძლივებს“

ავტორი: gio_chyoi, 9-10-2018, 19:59, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 103, 10


„ლივერპულის“ ყოფილი თავდასხმელი კრეიგ ბელამი აცხადებს, რომ უნაი ემერი უკვე საქმის კურსშია იმის თაობაზე, რომ აარონ რემზი კლუბთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და 100%-ით წავა, თანაც უფასოდ.

უელსელ ნახევარმცველს კონტაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 იანვრიდან არაინგლისურ კლუბებს მისი უფასოდ გაფორმება უკვე შეეძლებათ.

რაც შეეხებათ ინგლისურ კლუბებს, მათ ამის უფლება მხოლოდ კონტრაქტის საბოლოოდ ამოწურვის შემდგომ ექნებათ.

რემზი „ლივერპულს“ წარსულში არაერთხელ დაუკავშირეს.

Sky Sports-თან ინტერვიუში ბელამიმ განაცხადა: „ ვფიქრობ, მათ (არსენალი) ის უკვე დაკარგეს, ვფიქრობ იგი უკვე წასულია. მოვა იანვარი, ან ზაფხული და იგი სხვაგან ითამაშებს. 4-5 წლის წინ მისი შეძენა ყველას სურდა, „მანჩესტერ სიტის“, „ბარსელონას“. ვფიქრობ, რომ დროა იგი სხვა გუნდში წავიდეს.

მან უკვე გაითავისა, რომ ზოგი ფეხბურთელი „არსენალში“ საკმარისზე მეტ ხანს დარჩა და თავისი შესაძლებლობები საკმარისად ვერ წარმოაჩინა. იგი საოცარი ფეხბურთელია, რომელსაც უბრალოდ ტრავმები აწუხებდა. უნაი ემერი მისთვის კარგი მწვრთნელი იქებოდა, თუმცა მას ცვლილებები სჭირდება. მას უკეთესი შანსი ექნება ტოპ კლუბებში გადასვლის, თუ უფასო აგენტი გახდება.“


აარონ რემზი ახლა ძალიან კარგი ფორმაშია და „არსენალის“ 9 მატჩიან მოგებათა სერიაში დიდი წვლილი მიუძვის.

მისი შეძენა უფასო აგენტის სახით ჩვენი გუნდისთვის არ უნდა იყოს ურიგო, იმის გათვალისწინებით, რომ ადამ ლალანამ და ჯეიმს მილნერმა 30-ს გადააბიჯეს და მათ შემცვლელი ესაჭიროებათ.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

რავიცი რა ვთვა ამაზე არ ვოცნებობდი არასდროს რა თქმა უნდა მაგრამ, ჯერესერთი სულ არაფერს ამის მოსვლა ჯობია და მერე კიდე უფასოდ ძალიან კარგი შენაძენი იქნებოდა. თან პრემიერ ლიგაში ადაპტაციაც არ დასჭრიდება. ისედაც, ზოგადად, კარგი ნახევარმცველია. ეს მილნერი მართლა ხო წავა ეხლა თუ არა შემდეგ წელს, ლალანა ალბათ ზაფხულშიც წავა უკვე და ერთი კარგი 10 და ერთი ცენტრი არ გვაწყენდა

bulleye
მომხმარებელი

მილნერი წავა მალე და ლალანა გინდ ყოფილა გინდ არა.. რემზი ისეთ ასაკაშია კარიერის პიკში შედის და მაგარ ფორმაშია, მოკლედ გაასწორებდა ლივერში

Firminio1310
მომხმარებელი

ჩემი აზრით დიდად ვერ გააძლიერებს ლივერპულს იანვრისთვის იმედია ჩემბო დაბრუნდებაა და მაგარი ბიჭია სულ არ მინდა შენი რემსი მთავარია მალე ჩადგეს ფორმაში

LUIS SUARES 001
VIP Member

Ufasod remzi magari shenadzeni iqneba tan klopis xelshi magra atamashdeba

gio_chyoi
რედაქტორი

Firminio1310,
ვერ დაბრუნდება ჩემბერლენი იანვარში. ყოველ შემთხვევაში სეზონის წინ როგორც იძახდნენ ამ სეზონს მთლიანად გამოტოვებს

GoGson
VIP Member

ცოტა ტრავმიანი ბიჭია მაგრამ ჩვენს გუნდში თავის პოზიციაზე ყველას ჯობია. ნუ კეიტა რო არ ჩავთვალოთ ჯერჯერობით. (ფაბინიოს არ ვთვლი იგივე პოზიციად). თან უნივერსალია დაცვაშიც კარგია შეტევაშიც, 8 და 10 ნომერზე თამაშობს, ფლანგზეც. ამას რო ტრავმები არ ქონოდა მართლა ომი ექნებოდათ გრანდებს ეხლა ამაზე. ეს და 10იანი რო მოვიდეს, ან მარტო ეს , ან მარტო 10იანი აი ეგ გვინდა ზუსტად რა.

აქვე შევეხები მეორე თავისუფალ აგენტს რაბიოს. კი იცით ეგ როგორ მევასებოდა მაგრამ ეხლა ვთვლი რო სიტყვაზე არჩევანის წინაშე რო დავდგეთ, ჩვენი გუნდის საჭიროებიდან გამომდინარე , ან ეს ან რაბიო, ულაპარაკოდ რამაზას ავირჩევდი, ძალიან ძალიან ბევრი უპირატესობის გამო.

temotemura
მომხმარებელი

უფასოდ თუ მოვიდა პრობლემა არ მაქ :დ

heerenveen
მომხმარებელი

არ ვაფანატებ რემზიზე მაგრამ აშკარაა გაძლიერება გვჭირდება კლოპომ რომ მითხრას ერთ სურვილს შეგისრულებო ვეტყოდი ჰენდერსონი გაუშვი მეთქი, ნერვები მეშლება, უკან პასი ან საპირისპირო ფლანგზე ბურთის გადატანა ეგ არის ჩვენი კაპიტანი.

Nika1717
მომხმარებელი

რემზი ძაან მაგარი ბიჭია არსენალის თამასებს ტუ უყურებთ ხოლმე ეგ როცა თამაშობს მერე ცოცხლდება არსენალი შარშაბ და შანშანწინ ვაბშე ხერხემალი იყო კაი შემტევიცაა დაა 8 ნომერზეც მაგარია რას უწუნებთ ამაზე უკეთესი ვინ გინდათ აბა თან იფასოდ მითუმეტეს.ჩემბერლენი გამოაცოცხლა კლოპმა დაა ამას ისედაც არ აკლია გამოცოცხლება და ისეც მოუმატებს კიდე

lasha77
VIP Member

ამ ფეხბურთელის დაწუნება მაგრად ტეხავს . ეს აქ ისე ათამაშდება რომ უპრობლემოდ დაახევს ჩვენ ნებისმიერ ნახევარმცველს ძირითადის ადგილს . ასე რომ მივესალმები აარონის აქ მოსვლას თუ მართლა შედგება ეგ ტრანსფერი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze