x

"ლივერპული" 0:0 "მან. სიტი" (მატჩის განხილვა)

ავტორი: johnson, 10-10-2018, 14:59, კატეგორია - სიახლეები, 1 566, 13


პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" გაიმართა. ბევრისთვის მოულოდნელად, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ერთად გავიხსენოთ როგორ წარიმართა ყველაფერი მერსისაიდში და როგორ გაუცრუვდათ იმედი ორივე გუნდის გულშემაკივრებს :

1) მოგვატყუეს ! მოლოდინი არ გამართლდა ! - დიახ, მოლოდინი, რომელიც წინა სამატჩო პრესკონფენციების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა :

"უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის გართობაა, რადგან ეს მხოლოდ ფეხბურთია და მეტი არაფერი. ჩვენი სამუშაო არ არის ადამიანების გადარჩენა, რაიმეს დარგვა ან შექმნა. ჩვენ არ ვართ ქირურგები. ამიტომ, თუ ხალხს სიამოვნებას ვერ მივანიჭებთ, ვერ გავართობთ, მაშინ რატომ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი ?" - ამბობდა პარასკევს იურგენ კლოპი.

ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს სანახაობრივ ფეხბურთს ჰპირდებოდა პეპ გუარდიოლაც : "ვითამაშებ თუ არა დაცვიდან ? არა. პირველ რიგში, ეს მოსაწყებია. გარდა ამისა, ჩემი გუნდი არ არის შეჩვეული დაცვით ფეხბურთს. ვეცდები ფეხბურთელები დავარწმუნო ითამაშონ ჩვეულ სტილში, "ენფილდზეც" კი.

2) პირველი ნახევარი ძალიან ცუდი საყურებელი იყო. შესვენებამდე გუნდებმა მხოლოდ 3-ჯერ დაარტყეს კარისკენ, თუმცა ზუსტი არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა. მიმდინარე სეზონში, ასეთი მოსაწყენი ტაიმი კიდევ ორჯერ ვიხილეთ : "ნიუკასლი" : "არსენალი"-სა და "ჰადერსფილდი" : "კარდიფი"-ს მატჩებში.

კვირას კი მოედანზე ინგლისის ორი საუკეთესო გუნდი იყო და ცხადია, ასეთ არასანახაობრივ თამაშს არავინ ელოდა. დიახ, მეორე ტაიმი შედარებით უკეთესი იყო, თუმცა ყველა ამჩნევდა, რომ გუნდები ცდილობდნენ შეცდომების რიცხვი მინიმუმამდე შეემცირებინათ და რაც მთავარია, გოლი არ გაეშვათ.

3) შოუ არ შედგა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეხვედრა საინტერესო არ იყო. დაძაბულობაც მუდმივად იგრძნობოდა. ალბათ, გაგიჭირდებათ ისეთი მწვრთნელის გახსენება, რომლის წინააღმდეგაც პეპ გუარდიოლა ფრთხილი ფეხბურთის თამაშს გადაწყვეტდა.

"ორივე გუნდმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოავლინა. დღეს მთავარი იყო სახიფათო ზონებში ბურთი არ დაგვეკარგა" - ამბობდა კლოპი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

ნამდვილად ასე იყო. ორივე გუნდი ერიდებოდა მოედნის ცენტრიდან თამაშის გამწვავებას. მეტიც, "ლივერპულის" შეტევების 16%, ხოლო "სიტის" შეტევების მხოლოდ 14% ვითარდებოდა ცენტრიდან. ეს კი ძალიან ცუდი მაჩვენებელია არათუ ტოპ კლუბის, არამედ საშუალო დონის გუნდისთვისაც კი. მაგალითისთვის, სტატისტიკა აჩვენებს, რომ პრემიერ ლიგის კლუბებიდან, შეტევაში გადასვლისას ფლანგებს ყველაზე მეტად "ნიუკასლი" იყენებს. ამასთანავე, რაფაელ ბენიტესის შეგირდების ცენტრიდან განვითარებული შეტევების მაჩვენებელი საშუალოდ 19%-ია. დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდია...


4) დამნაშავე გუარდიოლაა ! 
გუნდის სათამაშო სისტემაზე, ფორმაციასა და ტაქტიკაზე პასუხისმგებლები მწვრთნელები არიან. ასე რომ, პირველ რიგში სწორედ ისინი უნდა დავადანაშაულოთ კვირას სანახაობის ჩაშლაში. ამასთანავე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კლოპმა "სიტის" მისთვის დამახასიათებელი გეგმა დაუპირისპირდა, გუარდიოლამ კი გარკვეულწილად უღალატა თავის პრინციპებს, ტაქტიკა შეცვალა და მთავარი აქცენტი დაცვაზე გააკეთა - კვირას მან არჩევანი 4-2-3-1-ზე გააკეთა.

მარტი პერარნაუ(ადამიანი, რომელმაც გუარდილას მიერ "ბაიერნში" გაწეულ სამუშაოზე 2 წიგნი დაწერა) ამბობს, რომ ესპანელი ზემოთხსენებულ სისტემას არ წყალობს და მას მხოლოდ "განსაკუთრებულ შემთხვევებში" ირჩევს - მაშინ, როცა ხვდება, რომ 1 ფეხბურთელით ვერ შეძლებს საყრდენი ზონის კონტროლს. ამ სისტემაზე გადაწყობა კი ნიშნავს, რომ გუნდს მეტოქის ნახევარზე ერთით ნაკლები მოთამაშე ეყოლება და პოზიციური ფეხბურთის კონცეფციაც სუსტდება.

ამგვარად, "სიტისთვის" ბურთის კონტროლი ნაკლებად ნაყოფიერი გახდა, პეპს პრესინგზეც მოუხდა უარის თქმა - დიახ, ესპანელმა კვირას ნამდვილად უღალატა თავის პრინციპებს და ალბათ არავინ იტყვის, რომ ამ ყველაფერთან კლოპი კავშირში საერთოდაც არაა. მატჩის შემდეგ პეპი ამბობდა : "თუ "ენფილზე" გახსნილ ფეხბურთს ითამაშებ, მაშინ მოგების შანსი საერთოდ არ გექნება. ასეთი ფეხბურთით, "ლივერპული" მსოფლიოში საუკეთესოა. გვესმოდა, თუ რაოდენ რთული იქნებოდა ამ სტადიონზე თამაში და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მომენტი შევქმენით, შევძელით შეხვედრის მიმდინარეობის გაკონტროლება. როგორც მინიმუმ, ეს უკეთესია, ვიდრე წინა სეზონში დაფიქსირებული შედეგი."

და თუ კიდევ არ გჯერათ ჩემი, მაშინ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ გუარდიოლას მატჩის წინა კომენტარი და კონტრასტსაც დაინახავთ.


მაგრამ მაინც, უფრო რომ დარწმუნდეთ ჩემს თეორიაში, უფრო დეტალურად მივყვეთ მატჩის განხილვას :

* უშედეგო ბურთის კონტროლი - "სიტი" ფლობდა ბურთს, თუმცა ვერ ქმნიდა მომენტებს. ალბათ გახსოვთ, როგორ აკრიტიკებდა თავად გუარდიოლა "ტიკი-ტაკას" : "მე ვერ ვიტან "ტიკი-ტაკას". ბურთის ფლობა მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც გეხმარება შეტევის ორგანიზებაში, თუმცა შეუძლებელია დაცვიდან პოზიციური შეტევის განხორციელება, თუ მინიმუმ 15 პასს არ გააკეთებ."

კვირას კი ესპანელმა უარი თქვა ჩვეულ სტილზე. ქვემოთ ნაჩვენებ ფოტოზე კარგად ჩანს მანჩესტერელთა განლაგება და რთული შესამჩნევი არ უნდა იყოს ბერნარდუ სილვა, რომელიც ფერნანდინიოს მეწყვილედ მოგვევლინა. მენდი და მაჰრეზი კი უფრო მეტად დამზღვევის როლს ასრულებენ.


* პრესინგზე უარის თქმა - როგორც წესი, გუარდიოლას შეგირდები მეტოქის შევიწროვებას თავისივე საჯარიმოსთან იწყებენ და აქტიური პრესინგით ცდილობენ ბურთის დაბრუნებას. კვირას კი ეს ყველაფერი ეპიზოდურად ხდებოდა. თავის დაცვისას "სიტი" 4-4-2(4-4-1-1) სისტემაზე გადადიოდა და ზონების დაკეტვით იყო დაკავებული.


5) ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გულშემატკივარმა "ათიანის" პოზიციაზე კვლავ იხილა დავიდ სილვა. სწორედ ის იყო სტუმართაგან ყველაზე პროდუქტიული. ესპანელი მთავარი ორგანიზატორი გახლდათ "სიტის" შეტევების და არც უბურთოდ გამოიყურებოდა ცუდად.

ამის მიუხედავად, მანჩესტერულ კლუბს არც სილვას ნიჭმა, გარჯამ და გამოცდილებამ უშველა - მოედნის ცენტრში "ლივერპულიც" ბრწყინვალედ კეტავდა ზონებს, რაც სტუმრებს აიძულებდა ბურთი ფლანგზე გადაეტანათ.


6) გადაადგილებები შემოგვთავაზა იურგენ კლოპმაც - ბევრისთვის მოულოდნელად, მან ჯო გომესს დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩააბარა, მის ადგილას ვან დეიკს კი დეიან ლოვრენი შეუწყვილა. სავარაუდოდ, გერმანელი სპეციალისტი ამ ფლანგზე მოვლენათა სხვაგვარად განვითარებას ელოდა - ალბათ, მან ჩათვალა, რომ ძირითადში იქნებოდა ლეროი სანე, "ცრუ ფულბექის" როლს კი ზინჩენკო მოირგებდა(დელფი ტრავმირებულია). ამ შემთხვევაში, გომესის ფუნქცია სანეს შეჩერება და სალაჰთან მეტოქის მცველის პირისპირ დატოვება იქნებოდა, თუმცა როგორც გითხარით, პეპმა სხვაგვარი ტაქტიკით გადაწყვიტა თამაში.

ძირითადში დაბრუნდა მენდი, სანე კი თადარიგში იყო. ამგვარად, ჯოს ამოცანა შეიცვალა და უნდა აღინიშნოს, რომ ის ამგვარ ცვლილებასთან კარგად და დროულად ადაპტირდა. მეტიც, ის არ მოერიდა შეტევაში ჩართვას - "ლივერპულმა" მეტოქის კარისკენ სულ 7-ჯერ დაარტყა - 5 შემთხვევაში საქმეში სწორედ გომესი იყო ჩართული.

7) კიდევ ერთი მოულოდნელობა - რიად მაჰრეზი სასტარტო 11-ეულში მოხვდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა გუარდიოლამ არ ისურვა რაჰიმ სტერლინგის მისთვის დამახასიათებელ პოზიციაზე გამოყენება. მეტიც, წინა მატჩში, "ენფილდზე", მარჯვნიდან ილქაი გიუნდოღანი ირჯებოდა. მაშინ, ესპანელი თავის გადაწყვეტილებას შემდეგნაირად ხსნიდა : "ეს ტაქტიკური გადაადგილება იყო. მსურდა, უოკერი უფრო აქტიურად ჩართულიყო შეტევაში. ზოგჯერ ეს გეგმა მუშაობს, ზოგჯერ კი არა".

კვირას სტერლინგი მარცხენა ფლანგიდან უტევდა. თეორიულად, მაჰრეზის მოვალეობა ფლანგის უოკერისთვის განთავისუფლება უნდა ყოფილიყო - ამ ტაქტიკამ პირველ ტურში, "არსენალთან" გაამართლა კიდეც. იმ მატჩში, უოკერი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ბურთის გათამაშებაში, შემდეგ კი თავისი სისწრაფის წყალობით, დროულად გადადიოდა შეტევაში, ჰენრიხ მხითარიანი კი სისწრაფეში იჩაგრებოდა. "ლივერპულთან" ამ ფანდმა არ გაამართლა - კაილი ძალიან საჭირო იყო თავისივე საჯარიმოსთან, რადგან მანე უბურთოდ ბევრს მოძრაობდა, გუარდიოლას კი გარისკვა არ სურდა.

მიუხედავად ყველაფრისა, მაჰრეზი კვირას გმირი გახდა - ოღონდ "ლივერპულის" გულშემატკივრებისთვის. როგორც იცით, მან 11 მეტრიანი ვერ გამოიყენა. ცნობისთვის, პენალტების რეალიზაციის მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, ალჟირელს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს იმ მოთამაშეთა შორის, რომლებიც 12-ჯერ მაინც მივიდნენ 11 მეტრიან ნიშნულთან - 58%.

 გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი მატჩის შემდეგ - გუარდიოლა ამტკიცებდა, რომ მან თავად აირჩია მაჰრეზი პენალტების შემსრულებლად მას შემდეგ, რაც ვარჯიშზე მოიხიბლა ალჟირელის მიერ რეალიზებული 11 მეტრიანებით, თავად მაჰრეზმა კი განაცხადა, რომ პენალტის შესრულება თავისი ინიციატივა იყო. კამერებმაც ხომ დააფიქსირეს, როგორ გამოართვა მან ბურთი გაბი ჟესუსს.


8) "იდეა მთელს მსოფლიოს ეკუთვნის, მე მოვიპარე იმდენი, რამდენიც შევძელი." - განაცხადა ერთხელ პეპ გუარდიოლამ. ბევრის აზრით, კვირას ესპანელმა ის ტაქტიკა აირჩია, რომელიც რამდენიმე დღით ადრე, "ნაპოლიმ" დაუპირისპირა "ლივერპულს".

"ჩვენ შევისწავლეთ მეტოქის ხასიათი და მოვერგეთ მას. ვფიქრობ, ვიპოვნეთ იდეალური ბალანსი და შევაჩერეთ მათი კონტრშეტევები. თავს 4-4-2 სქემით ვიცავდით, ყოველთვის ასე ვიქცევით. ბურთის გათამაშება კი სხვაგვარად გადავწყვიტეთ. მე მაქსიმოვიჩს მცველების დახმარება დავავალე. ასე შევამცირე მათზე შემტევი ტრიოს ზეწოლა. მარიო რუი კი მეორე ფლანგიდან უქმნიდა მათ პრობლემებს. პირველ რიგში, მეტოქეს არ მივეცით საშუალება შეტევის დასაწყისშივე წაერთმია ჩვენთვის ბურთი." - ამბობდა ოთხშაბათს კარლო ანჩელოტი.

ახლა კი "სიტის" მიერ ნაჩვენები თამაში გავაანალიზოთ - თავს გუნდი 4-4-2 სქემით იცავს, ბურთის გათამაშებისას უოკერი(მაქსიმოვიჩი) ეხმარება ცენტრალურ მცველებს, საპირისპირო ფლანგზე კი მენდია(მარიო რუი), რომელიც უფრო ზემოთ მოქმედებს და მეტოქეს პრობლემებს უქმნის(ეს მესამე ფოტოზეც კარგად ჩანს).

"ნაპოლიმ" შეძლო "ლივერპულის" საზღვრებში მოქცევა, "სიტიმ" ეს "ენფილდზე" მოახერხა - ცხადია, გუნდების კლასში სხვაობა ძალიან დიდია.

9) ზემოთხსენებული ორი შეხვედრა ერთმანეთს სცენარითა და მიმდინარეობითაც ჰგავდა. პირველ ტაიმებში, "ნაპოლიც" და "სიტიც" ცდილობდა "ლივერპული" პრესინგით შეეტყუებინა. ამავდროულად, გუნდები ერიდებოდნენ გარისკვას და რეალურ ზეწოლას.

მეორე ტაიმში კი მერსისაიდელთა ნახევარდაცვას დაღლა დაეტყო. როგორც ყოველთვის, მათ ამჯერადაც დიდი მანძილი დაფარეს, თუმცა ახლა დატვირთულმა გრაფიკმა მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მეორე ტაიმში, "ნაპოლიც" და "სიტიც" ფლანგებს აქტიურად იყენებდნენ, "ლივერპულის" ნახევარმცველები კი მათ დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა ვეღარ ასწრებდნენ.


10) მერსისაიდელთა პრესინგის მთავარი ობიექტი ფერნანდინიო იყო. წინა მატჩებში, ამ გეგმამ გაამართლა კიდეც. კვირას კი ბრაზილიელი პრაქტიკულად უშეცდომო იყო და დაკისრებულ მოვალეობებს თავს მშვენივრად ართმევდა. ამას ორი მიზეზი აქვს :

* გვერდით მას მუდამ ჰყავდა ბერნარდუ სილვა, რომელსაც არ უჭირს პრესინგთან გამკლავება.

* კვირას "სიტის" თამაში არ იყო აგებული ფერნანდინიოზე. ამ შეხვედრაში მან მხოლოდ 52 პასი გააკეთა. "ენფილდზე" წინა ორი ვიზიტისას კი ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდი იყო(80 და 93).

11) მასპინძელთაგან ყველაზე სახიფათო მოთამაშე მოჰამედ სალაჰი იყო. ბოლო 8 შეხვედრაში, ეგვიპტელმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, თუმცა შანსები ნამდვილად ჰქონდა. შარშანდელი სეზონის შემდეგ, მომოს ასეთი თამაში არავის აკმაყოფილებს. კლოპს და გუარდიოლას კი სჯერათ, რომ ეს ყველაფერი დროებითია.

"სალაჰი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მომავალში ის კიდევ ბევრ გოლს გაიტანს. ის ყოველ მატჩში გრძნობს გოლის სუნს, თუმცა გატანას ვერ ახერხეს... ზოგჯერ ასეც ხდება." - ამბობს გუარდიოლა.

12) ჯეიმს მილნერის ტრავმა "ლივერპულისთვის" დიდი დარტყმაა - ბევრისთვის მოულოდნელად, 32 წლის ნახევარმცველი ამ სეზონშიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. როგორც იცით, "სიტისთან" მატჩში მან მყესები დაიზიანა, რის გამოც მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა.

დიდი ალბათობით, ინგლისელი მოედანს ნოემბერში დაუბრუნდება. საინტერესოა ვის ვიხილავთ მის ნაცვლად სასტარტო 11-ეულში.

13) "ძალიან კარგად ვითამაშეთ. თუ მხოლოდ შედეგს შევაფასებთ, ის ცუდი არაა, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ამავდროულად, მწვრთნელმა გუნდის მოქმედებაც უნდა შეაფასოს. დღეს ძალიან სტაბილურად და საიმედოდ ვითამაშეთ." - განაცხადა გუარდიოლამ "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ.

დიახ, ინგლისის მოქმედი ჩემპიონები ძალიან ფრთხილად თამაშობდნენ, თუმცა მაინც ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან(პენალტის ეპიზოდიც რომ არ ჩავთვალოთ).

როგორც უკვე გითხარით, კვირას გუარდიოლამ თავის პრინციპებს უღალატა. ეს იშვიათი შემთხვევაა, თუმცა არა უნიკალური. ცნობისთვის, 2013 წელს, პეპმა ხავი მარტინესი თავდამსხმელის უკან ათამაშა, რათა "ბორუსიას" პრესინგს გრძელი გადაცემებით გამკლავებოდა - გამოიცანით ვინ წვრთნიდა მაშინ "ბორუსიას"  1

ასეა თუ ისე, მაშინაც კი, როცა გუარდიოლას გუნდი კლოპის გუნდს ამარცხებს, ამტკიცებენ, რომ იურგენი პეპისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა. 

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

Jonson sago dzmao magari statiaa..rac ar unda vilaparakot faqti ertia ragac es bolo tamashebi datormuzebulebi vart da im tamashs ar vtamashobt da im jilkit ar vtamashobt rom vtamashobdit.sanakrebo pauzas imedia kargad gamoiyenebs sastavi da movlen azrze

gio_chyoi
რედაქტორი

კაია გუგა რამხელა სტატია დაგიწერია, ვფიქრობ რომ ფრე არცერთი მწვრთნელისთვის არ იყო მიუღებელი და გარკვეულწილად ორივე ამ შედეგზე თამაშობდა, გაგვიმართლა რომ პენალტი არ გავიდა. ბევრმა რთულმა თამაშმა უკვე ჩაიარა და ეხლა იმედია დავიწყებთ ისევ ქულების მოგროვებას. კონკურენტები ერთმანეთს ეთამაშებიან და უნდა გამოვიყენოთ

chipe888
მომხმარებელი

გასაგებია,რომ უხერხული მეტოქეა,მაგრამ ამით რისი თქმა გსურდა ვერ გავიგე. მთელმა მსოფლიომ ილაპარაკა ამ თემაზე შარშან და გვარდიოლაც დებილს არ ჰგავს. შეცვალა ტაქტიკა და ქულა წაიღო იქედან,საიდანაც ჩემი ფეხები მიქონდა ხოლმე. თუ ამ უხერხულ მეტოქეობას ჩაუღრმავდებით თამაში წაგების ტოლფასი შედეგით დამთავრდა,რადგან პენალტიც საფეხბურთო ეპიზოდია და გადავრჩით წაგებას,მაგრამ როგორც უკვე გითხარით წაგების ტოლფასი იყო ეს. არადა აქამდე კარგ შედეგად მიმაჩნდა ფრე სიტისთან,მაგრამ ეხლა არ ვარ კმაყოფილი შედეგით და რაღა დავმალო არც თამაშის ხარისხით. გვარდიოლას პლიუსზე უფროა გამახვილებული ყურადღება,ვიდრე კლოპის:) გვარდიოლა მიხვდა,რომ არაფერი გამოუვიდოდა კლოპის ტაქტიკაზე და შეცვალა ტაქტიკა. ხის თავობა კი არ დაიწყო,შეცვალა და გამარჯვებასთან ახლოს იყო. ხო ეს იმისთვის რო არ გაგვიკვირდეს რატო იგებს ეს კაცი ტიტულებს

johnson
ადმინისტრატორი

chipe888,
ცალსახად არაფრის თქმას არ ვცდილობ, უბრალოდ აღწერილია თამაშის მიმდინარეობა და შეფასებაა გაკეთებული. ორივე მწვრთნელს ჰქონდა პლიუსები და მინუსები.

ევროპაში 10 კლუბიც კი არაა ისეთი რომელიც გუარდიოლას სიტის მოუგებს მაშინ, როცა სიტიც მოგებაზე თამაშობს. და მით უმეტეს უფრო ცოტა შანსია მოუგო ამ გუნდს მაშინ, როცა ასე მაგრად იცავს თავს და ცდილობს სივრცე არ მოგცეს. გასაგებია რო 3 ქულა უნდოდა ყველას, გასაგებია რო კლოპსაც შეეძლო რაღაცეების უკეთ გაკეთება, მაგრამ მილნერის ტრავმამ აურია თავიდან რაღაცეეები, გუარდიოლამაც სხვა სასტავი დაახვედრა, სალაჰსაც არ წაუვიდა თამაში ... კი ბატონო შეცვლები ისევ კლოპის მინუსია, მაგრამ არ ვქმნი ისეთ ტრაგედიას ამ 1 ქულით როგორც შენ. არც ეგეთი საგანგაშო არაა. ნაპოლისთან წაგებაზე შეიძლება დააფარო კლოპს მარა სიტისთან ფრის მერე ასე არ უნდა ლანძღო.

პ.ს. გუარდიოლამ ყველაფერი გააკეთა რო არ წაეგო თამაში, კლოპმაც ენფილდზე არ გარისკა თან არც ყავს გუნდი ფორმაში და ეგ თვითონ ჩვენზე კარგად იცის. კვირას რეალი, ბარსელნა და ბაიერნი ვერ მოუგებდნენ ამ სიტის და ლივერპულმა თუ ფრე გააგორა მგონი არაა საჭირო ლანძღა-გინება

chipe888
მომხმარებელი

johnson,
მე გავლანძღე კლოპი ამ თამაშის მერე? ტრაგედია არც მე შემიქმნია,სანამ ეს სტატია არ წავიკითხე. რავი ერთერთი ხარ ვინც ამ საიტს ყურადღებას აქცევ და უნდა იცოდე რატო ვლანძღავ კლოპს. შედეგები აქ არაფერ შუაშია არაა და იცი შენ ეს ყველაფერი. რა რა და ამ თამაშის მერე მაინც არ შემიგინია კლოპის მისამართით. ხოდა ის რო რეალმა,ბარსამ და ბაიერნმა ვერ მოიგეს,გული უნდა დავიმშვიდო მაგით თუ რა ვქნა. რატო უნდა მაინტერესებდს სხვა გუნდის და სხვა ჩემპიონატის შედეგები და მერე ამით განვსაზღვრო ლივერპული ამბები. მე გულით და სულით ვქომაგობ ლივერპულს და როგორც ყველას ამ საიტზე მწყინს წაგება,მაგრამ წაგების გამო მე კლოპს არ ვაკრიტიკებ და არც გავაკრიტიკებ. როცა ორი ლიდერი თამაშობს და ფრე გაგორდება,ეს მისაღებია ორივესთვის,მაგრამ როცა სტატიაა იმაზე,თუ როგორ უჭირს გვარდიოლას კლოპთან მერე უფრო მიტყდება ფრე. ის რო მილნერის შეცვლამ აურია სიტუაცია,ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე,რომ კლოპს ცუდად აქვს საქმე. გუნდი,როცა საჩემპიონოდ არის მზად,არ უნდა ურევდეს ერთი ფეხბურთელი გზაკვალს. თუ ვთანხდებით,იმაზე რომ ყარაულის თოფივით გაუვარდება კლოპს და მოიგებს,მაშინ ბაზარი არაა. სეზონის წინ ამბობდნენ,რომ ასეთი დაბალანსებული გუნდი არ გვყოლიაო და ახლა ერთი ფეხბრთელი ურევს გეგმებს კლოპს.

_z_l
მომხმარებელი

კარგი სტატიაა და კარგად უშრომია ავტორს. დიდი მადლობა ამისთვის. ამ ანალიზმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ფრე ლოგიკური და წინასწარ დაგეგმილი შედეგი იყო. მთლიანობაში, მაინც ნორმალური შედეგი დაიდო ამ რთული კალენდრის დროს. მაგრამ, მე პირადად და ალბათ თქვენც, თამაშის ხარისხი მაინც არ მომწონს, განსაკუთრებით სამეულის :(

juja
მომხმარებელი

საინტერესო სტატიაა მადლობა ავტორს.
ამ მომენტში და ამ ფორმაში ბოლოს რა ხარისხითაც ვთამაშობთ ფრე სიტისთან არ მგონია ცუდი შედეგი, ბაზარი არაა ყველას 3 ქულა გვინდა მაგრამ მაინც მგონია რო თამაში რო გახსნილიყო 3 ქულით დამშვენებული სიტი წავიდოდა სახლში, იმიტომ კი არა რო სიტი ჯობია ლივერპულს იმიტომ რომ ამ მომენტში ჩვენზე უკეთეს ფორმაშია როგორც გუნდურად ისე ინდივიდუალურად და ეს ამ მატჩშიც გამოჩნდა...
კი უშვებს შეცდომებს კლოპო როგორ არა ფეხბურთელების ამოჩემება უყვარს, თუნდაც ზამენების დროულად გაკეთება ვერ ისწავლა ამ ჩემისამ, მაგრამ ჩემი აზრით ამ თამაშში ერთი ქულა მოვიპოვეთ ვიდრე სამი დავკარგეთ და ესაც კლოპის პლიუსად მიმაჩნია, 8 თამაშში 20 ქულა მშვენიერი შედეგია სხვა აზრია რო თამაშის ხარისხი საშინელია(ეს ბოლო თამაშებია) მაგრამ განგაშის ზარის შემოკვრა და ვაიმე რა გვეშველებას ძახილი ჯერ ადრეა. ყველა გუნდს აქვს ჩავარდნა და ეს პატარა კრიზისიც იმედია მალე გაივლის თან ეს რთული გადატვირთული კალენდარი უკან მოვიტოვეთ. აი ჰადესფილდებთან და კარდიფებთანაც თუ ვერ ვივარგეთ მაშინ არ ვყოფილვართ ეპლის ღირსები...
სალაჰმა მინდა შეყაროს ამ გუნდებთან გოლები რო ცოტა მოიხოდოს

lashafss
VIP Member

johnson, გეთანხმები მეც, ამაში ტრაგედია არაფერია, უბრალოდ გვსურს უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ მაგრამ ხანდახან პრაგმატიზმიც საჭიროა როცა ჩემპიონობაზე ფიქრობ და ასეთი კარგი სტარტი გვაქვს ...

GoGson
VIP Member

ყოჩაღ გუგს, ძააან მაგარი სტატიააა. გუარდიოლას ამ სტატისტიკის გარდაც, ისედაც ბევრჯერ გამოუთქვამს ლივერპულისადმი და კერძოდ კლოპისადმი პატივისცემა. გუარდიოლასაც და სარისაც. დასაფასებელია და სასიამოვნოა.

რაც შეეხება ჩვენს თამაშებს, მე ამ სეზონში წინა წლის ლივერპული მხოლოდ პესეჟესთან ვნახე, ისიც ნაწილობრივ და სიმართლე გითხრათ ნელ ნელა არ მომწონს ეს ფაქტი, ყოველი თამაშის წინ ვიძახი რო აი ეხლა აფეთქდებიან, აი ეხლა. მოდით გულახდილები ვიყოთ, კი, კარგია რო პრაგმატულობა დავამუღამეთ და აუცილებელიც იყო, მაგრამ პრაგმატულ ფეხბურთზე კიარ უნდა "გადავსულიყავით", არამედ პრაგმატული ფეხბურთი უნდა შეგვეთავსებინა ჩვენი "მძიმე როკისთვის" . სულ ასეც არ შეიძლება, უბრალოდ ტიტულებს ნამდვილად ვერ მოვიგებთ ამ ფეხბურთით მე ასე მგონია, ჩელსი ან ჟოზე რო ვიყოთ შეიძლება მაგრამ ჩვენ არამგონია დიდხანს გავქაჩოთ სალაჰის, მანეს და ფირმინოს "ამოგდებით".

მოკლედ შედეგები აბსოლიტურად მისაღებია (რთული გრაფიკის გათვალისწინებითაც და გაუთვალისწინებლობითაც) მაგრამ დროა უკვე თამაში დავიწყოთ, მგონი ყველა დამეთანხმებით

giginio
VIP Member

yvelaze cud formashi myopi liverpuli zenitshi myop sitis titqmis sul ugebda sakutar kedlebshi . acla yvelaze uketesi liverpuli ar tu ise karg formashi myof sitistan lamis agebs esaa sagangashoo liverpuli sul igive taqtikit tamashobs da daumugames da ase tu gagrdzelda katastrofamde mivalt . rogorc mourinios dacvit fexburts daumugames da acla yvelaze sashinel mevrtnelad iqca egre mouva klopsac axla xo mainca resursi rotaciaa napoltan imito waageso ro sitis gaglijaveno da chajmulebi darbodnen . sheeshvas am hendersonebs daayenos normaluri sastavii an es shoridan dartymebi akrdzalulia tu ra xdebaa

coco
მომხმარებელი

არაუშას სიტსთან ფრე არაა ცუდი, კლოპს ვინც არ ცემთ პატივს როჯერსის ლივერპულს უნდა გაყურებინოთ კაცმა

Ynwa Scousers
VIP Member

დიდებული სტატიაა რაც შეეხება თამაშს ადრეც დავწერე რომ გვარდიოლა ფრეზე იყო გამოსული და ყველასთვის ძნელია პეპთან ჭიდაობა

G.p
VIP Member

ბევრს არ დავწერ ტაქტიკებზე მაგრამ ერტი ფაქტია რო ყველა თამაში რაც ვერ მოვიგეთ ამ სეზონში პირადად სამეულის დამსახურებაა ეგ.3 ვეს ჩასვრილიაქ თან ისე რო ელემენტარულად კარისკენაც ვერ ურტყავენ არადა ერთი 5 მომენტი მახსოვს ისეთI სადაც იმენა უეჭველი გოლი უნდა გაეტანა სალაჰგს მანეს ან ფიმინოს მარა კარისკენაც ვერ გააგორეს ბურთI.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze