x

მილნერი : ძალიან იმედგაცრუებულები ვართ

ავტორი: johnson, 4-11-2018, 00:44, კატეგორია - სიახლეები, 907, 11


პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ლონდონის "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 

მერსისაიდელთაგან ეს ერთადერთი გოლი "წითლების" ვიცე-კაპიტანმა, ჯეიმს მილნერმა გაიტანა. მოგვიანებით მან განვლილი შეხვედრა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში შეაფასა :

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. მეორე ტაიმში 1:0-ს ვიგებდით და კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძლო. კარგია, რომ ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ უფრო დაუნდობლები უნდა ვიყოთ. შესაძლოა, არ უნდა მოვაქციოთ საკუთარი თავი წნეხის ქვეშ, რომ გოლის გაშვება 3 ქულას დაგვაკარგვინებს.

დღევანდელი მატჩი განსხვავდება "ჩელსისთან" ნაჩვენები თამაშისგან. ცხადია, გვაქვს მინუსები და პლიუსები, არის კიდევ ბევრი რამ, რაც უნდა ვისწავლოთ. ამავდროულად, თქვენ თავადაც ხედავთ, რომ წინ მივდივართ როგორც გუნდი"
- განაცხადა მილნერმა.

ცნობისთვის, დღეს მილნერმა პრემიერ ლიგაში თავისი 50-ე გოლი გაიტანა.

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

მართალია ეს კაცი დაუნდობლობა გვაკლია და შეეცი თუ გინდა.არ უნდა ყოფილიყო ფრე მაგრამ რას ვიზამთ

gio_chyoi
რედაქტორი

ეხლა აღარ გვაქვს ბოქსინგებამდე ასეთი რთული თამაშები და უნდა მივაბათ 5-6 თამაში მაინც ზედიზედ მოგება თორე გაგვექცევიან ჩელსი და სიტი

juja
მომხმარებელი

ალბათ ყველას ეგეთი შეგრძნება გვაქვს თითქმის მოპოვებული 3 ქულა ამოგაცალეს ჯიბიდან, დედას შევთხარე ამ არსენალის ჩვენთან გაიხევიან შუაზე წავლენ მერე და ჩვენს კონკურენტებს სათითაოდ აძლევენ ტრ აკს
ვან დეკი კიდე რა უიღბლოა მერამდენე ეპიზოდია ყველაფერს კარგად აკეთებს და მაინც არ შედის გოლი

Capitan
ტოპ კომენტატორი

10 აკლია გუნდს...

RUSH
რედაქტორი

მილნერი ნაღვლობს და აქ ხალხმა რა მოხდა არსენალთან ვითამაშეთ ფრეო ;))))))) მოკლედ მაგრად იკაიფებ... და ეს ადამიანი არა მარტო დაკარგულ ორ ქულაზე საუბრობს, არამედ მხედველობაში აქვს ის სამარცხვინო თამაშის სტილი, რომლითაც წელს კლოპი გრანდებს ეთამაშება. მილნერმა კი მოიგო თავის დროზე პრემიერ-ლიგა და არამგონია ცუდი სიბერეც ელოდებოდეს, მაგრამ ლივერპულს რა ეშველება, აი ეგ არის საკითხავი... ზუსტად ვენგერი თამაშობდა დღევანდელ კლოპობანას, გავიდოდა გრანდებთან ჩაი*ვავდა და მერე ვესტ ბრომვიჩებს მიწასთან ასწორებდა. წინა წლები იყო და ეს ვესტ ბრომვიჩები წერაობდნენ კლოპის ოჯახში, გრანდებთან კიდე შედეგი იდებოდა. დასკვნა ასეთია ოთხეულის სტაბილურ გუნდად ვიქეცით, გუნდად რომელიც სავარაუდოდ კიდევ 28 წელი იოცნებებს. შენ კიდევ ჰერ რაღაც ახალი გაქ მოსაფიქრებელი, ცოტა ცენტრიზმი არ გაწყენდა, თორე ხან რადიკალი კონსერვატორობა, ხანაც ლიბერალობა შენივე ბიოგრაფიას მიაქანებს უფსკრულისკენ. ჩემი შეფასება ასეთია: ან 2018/19 წლების სეზონში პრემიერ-ლიგა დაიდება ან არადა კლოპი გაა*ვავს სახლში.

_z_l
მომხმარებელი

ვიფიქროთ იმაზე, რომ წაუგებლად მიდის გუნდი. შეუძლებელია ეს არ დააფასო. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მარტო ჩვენ არ ვართ ასე. შედეგი მაინც კარგი მგონია და სეზონის დაწყებამდე ნებისმიერი ჩვენგანი დათანხმდებოდა ამას. რაც მაწუხებს, არის ის, რომ გუნდს ძველებური აგრესია არ აქვს. განსაკუთრებით სამეულს. კლოპი თავდასხმაში ექსპერიმენტებს ერიდება. არადა, მოვიდა ნახევარი სეზონის ბოლო და სამეული ჩვეულად ვერ ათამაშდა. სატრანსფერო ფანჯრამდე წესით კარგად უნდა მივიდეთ და მერე დაიმატებს ალბათ 10-იანს

hattrick
მომხმარებელი

ძალიან დიდ შეუთანხმებლობას და ცუდ ურთიერთ დამოკიდებულობას ვხედავ მანე-სალაჰს შორის... არ მგონია მეჩვენებოდეს, რომ ერთმანეთთან ბოღმით არიან განწყობილი, გოლს არ ულოცავენ ერთმანეთს, პასებსაც (თუ ძაან ,,ვინუჟდენი" არ იყო) არ აძლევენ და უამრავი ასეთ ვხედავ ამ ორს შორის, შესაბამისად მოშლილია ეგრედ წოდებული შემტევი ტრიო..... ადრე სამ გადაცემაში დაცვიდან მეკარესთან გადიოდნენ პირისპირ, ახლა ღორობენ და ეგოისტურად იქცევიან.

giginio
VIP Member

იმედგაცრუებული იქნება 10 ნახევარცველიდან წნევიანი კაცი ყველაზე კარგად და მარტო თამაშობს

gio_chyoi
რედაქტორი

უილსონმა გუშინაც გაიტანა გოლი და მე პირადად მაგის დაბრუნაბაზეც ვიფიქრებდი იანვარში. ეს მანე ზოგჯერ ლენჩდება ხოლმე და არ აწყენდა ზოგჯერ სკამზე დაჯდომა. ან ეს ზაჰა რატო არ მოსწონს ვერ გავიგე ძალიან მაგარი ფეხბურთელია, დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი მაგას, რამდენი სეზონია უკვე მაღალ დონეზე თამაშობს

James Pearce
VIP Member

მანეს რას ერჩით გუშინ ყველაზე კარგი იყო შემტევებიდან :/

lasha77
VIP Member

მარტო ჩვენ კი არაა. სხვა გრანდებიც კარგავენ ქულებს ერთმანეთთან . ზედა სამეულის ყველა გუნდი ერთმანეთთან ფრთხილ ტაქტიკას არჩევს და ეს ბუნებრივუცაა. ბოლოს როდის იყო პრემიერ ლიგა ასე დაძაბული ? ერთი ფეხის დაცდება და ყველაფერი დამთავრებულია . კლოპი სწორად იქცევა ამ შემთხვევაში რომ არ ცდილობს ზედმეტად გუნდის გადატვირთვას. ამ თამაშში თუ მეტი გოლი ვერ გავიტანეთ უიღბლობის ბრალი უფროა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze