x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 4-11-2018, 12:06, კატეგორია - სიახლეები, 1 104, 10


პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ლონდონის "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გოლები მილნერმა და ლაკაზეტმა გაიტანეს.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

თამაშის შეფასება...
"არსენალი" ძალიან კარგ ფორმაშია. დღეს მათთვის პირველი ნახევარი უფრო მარტივი გამოვიდა, რადგან არ ვიყავი კმაყოფილი ჩვენი სათამაშო სისტემით, არ ვმოქმედებდით შეთანხმებულად... საკმაოდ გახსნილი მატჩი გამოვიდა. ჩვენი სტანდარტული მდგომარეობები განსაკუთრებით მომეწონა და მათი გამოყენებაც შეგვეძლო. ვირჯილ ვან დეიკმა თქვა, რომ დღეს ჰეტ-ტრიკის შესრულებაც კი შეეძლო, მაგრამ, ერთიც ვერ გაიტანა.

მეორე ტაიმში სისტემა შევცვალეთ და ამან გარკვეულწილად გაამართლა. ჩვენ მშვნიერი გოლი გავიტანეთ, გვქონდა სუპერ კონტრშეტევები და ნამდვილად კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. შემდეგ კი, მეტოქემ მისთვის დამახასიათებელი ცვლილებები განახორციელა და პრაქტიკულად ყველა თავდამსხმელი ჩართო თამაშში. ვან პერსის და დენის ბერკამპსაც ველოდი... რა თქმა უნდა, "არსენალთან" ქულის მოპოვება ყოველთვის კარგი და მისაღები შედეგია.

მანეს არჩათვლილი გოლი...
ვფიქრობ, მსაჯი შეცდა. ვარ თუ არა აღშფოთებული ? არამგონია. უბრალოდ ვთვლი, რომ გოლი უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ ეს რიგითი საფეხბურთო სიტუაციაა. ეს ადრეც არაერთხელ ვთქვი... როცა მე ფეხბურთს ვთამაშობდი, მაშინ თამაშგარის წესიც სხვანაირი იყო, ახლა კი მსაჯი არ აღმართავს ალამს, თუკი მოთამაშე ბურთს არ ეხება. მშვენიერი შეტევა იყო, სწორედ ისეთი, როგორსაც ვარჯიშის დროს ამუშავებ - ერთ მოთამაშეს თამაშგარეში ტოვებ, მეორე კი ცენტრალურ მცველებს შორის დგას და მოძრაობას იწყებს. გულახდილად რომ ვთქვათ, დღეს მსაჯზე მეტი შეცდომა ჩვენ დავუშვით.

რთული მატჩი და რთული სეზონი...
გაოცებული სულაც არ ვარ. არ ვთვლი, რომ შარშან აქ უფრო უკეთესი მატჩი ჩავატარეთ, უბრალოდ, მაშინ ორივე გუნდმა უფრო მეტი გაიტანა. დღეს კი გულშემატკივარმა არანაკლებ სანახაობრივი დაპირისპირება იხილა. თამაშის დაწყებამდეც ვიცოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა. პირველ ნახევარში უკეთ რომ გვემოქმედა, "არსენალს" საქმე უფრო გაურთულდებოდა. მიუხედავად ყველაფერისა, შევქმენით ბევრი მომენტი, გავიტანეთ გოლი და ვიტყოდი, რომ ამ შეხვედრაში გოლის გატანის საუკეთესო შანსი სწორედ ჩვენ გვქონდა. თუ "არსენალის" დამარცხება გსურს, მაშინ ასეთი მომენტები უნდა გამოიყენო. 

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

კი იურგენ კი, დაინახა ემერიმ რო ახალი მოთამაშეები სჭირდებოდა, გაიყვანა ობამა და მხითარიანი, და შემოიყვანა რემზი-აივობი.. უელბეკი ორიჯიზე კაი თავდამსხმელი არაა შეიძლება მაგრამ ენდო და მიხვდა, რომ საჭირო იყო. ანალოგიურად შეგეძლო შენ, ადრე შეგეყვანა შაქირი, გაგეყვანა გაყვითლებული ფაბინიო და თუნდაც ლალანა დაგემატებინა ცენტრში მეტი პრესინგისთვის. გოლის მერე გააზრებულად ვერაფერს ვაკეთებდით. იმაზე არაფერს ვიტყვი, ტორეირამ რო ცენტრში ყველას აჯობა.

არნოლდზე სანამ ვინმე რამეს დაწერდეთ - მესი და რონალდუ აგდებენ თამაშებს, ტრენტი კი არა. ხდება ხოლმე, მაგრამ მწვრთნელი როცა ხარ და ხედავ ამ ყველაფერს, ხო შეიძლება რაღაც შეცვალო. კი ბატონო არ იყო პრაგმატული თამაში, გვქონდა ბევრი მომენტი და რომ მოგვეგო, ვერავინ იტყოდა, რომ არ ვიმსახურებდით... ხოდა შემდეგში ასე აღარ მოიქცე იურგენ ;)

LUIS SUARES 001
VIP Member

კლოპ ხანდახან მაგრა ატრაკებ სადაც შესატევია იქ არ უტევ და სადაც დასაცავია მაშინ მოგნდება ხოლმე თავი
ს~გაგიჟება ..ეს დედა მო*ცენზურა*ული გააკეთე ცვლილება დროზე რომ ხედავ ფაბინიო ვერაფერს აკეთებს ცენტრში და შემოიყვანე ლალანა ირბენს მაინც ტიპი მომენტებს შექმნის...გოლი რომ ჩაეთვალათ თამაშს ალბათ 100ნპროცენტით თუ არა მაინც მოვგებდით აგრამ მსაჯები რის მსაჯებ არიან ჩვენზე რომ არ აუდგეთ და დედები რ მოი*ცენზურა*ან...

shoti
მომხმარებელი

უკვე ერთეული ფეხბურთელების ცუდ ფორმაზე მეტად დაკარგული ქულები კლოპის და მისი არჩეული ტაკტიკის ბრალი უფროა, მითუმეტეს მაშინ როცა შარშანდელთან შედარებით სკამი შეივსო და ეხლა მაინც ვერ დავაბრალებთ იმას რომ თუნდაც სამი კაცის შეცვლა პრობლემას წარმოადგენს, თუმცა კლოპისთვის მართლა პრობლემა ეს შეცვლები ამისთვის უკეთესი იქნებოდა რო ვაფშე აიკრზალოს ცვლილება :D
გუშინდელ თამაშს რაც შეეხება ჩაგდებული პირველი თაიმის შემდეგ რომ ხედავ არ ამართლებს არჩეული საშვალებას თავისუფლად შეეზლო გუნდის გადაწყობა თუმცა თავისას აწვება როგორ ყოველთვის და სულაც არარი ეგ კარგი. არსენალს დაცინა ბერკამბს ველოდიო და თVითონ ვინც ყავს იმათაც არიყენებს ნორმალურად. აქ ზოგისთვის პრობლემა არარი დაკარგული ორი ქულა თუმცა ამ ტურის შემდეგ სავარაუდოდ 3 ჩამოვიწევთ და მერე ვიყოთ სხვების იმედზე ვინ ვისთან დაკარგავს ქულებს. კიდე ხო როცა არნოლდს მიდის ხოლმე თამაში რამდენჯერ ამდგარა და შეუცვლია მატიპით და აუერევია ხოლმე დაცვაა გუშინ უნდა გაეკეთებინა ეგრე და კაროჩე რა ჩვენზე მეტი იცის ფაქტია თუმცა თუ არ გამოიყენე რა აზრიაქვს ცოდნას.

mamimi
მომხმარებელი

წადი შე *ცენზურა*ო შენი დედას *ცენზურა*... თქვა სიბრძნე. ზამენის გაკეთება ისწავლე იბიომათ ზამენის

gio_chyoi
რედაქტორი

არ ვიცი რა რა გახდა ერთხელ ისეთი სატრანსფერო ფანჯარა გვქონდეს რომ საბოლოოდ შეივსოს გუნდი, ხო შეიძლება ერთი მაგარი 10 და ზაჰა იყიდოს,. რო ხედავს რომ ვერ თამაშობს ეს მანე ამოაპანღურებს და დააყენებს ზაჰას, ეს 10 ნომერიც გვაკლია ხო ხედავს, რახან ყიდულობდა ფეკირს ანუ ჰქონდა გადაწყვეტილი ხო ვინმეს ყიდვა. ლალანამ რა უნდა გიშველოს გადამწყვეტ მომენტში არ ვიცი

bulleye
მომხმარებელი

მგონია, რომ კეიტას დაბრუნებით რადიკალურად შეიცვლება სიტუაცია, სამეულის მომმარაგებელი იქნება..

lashafss
VIP Member

gio_chyoi,
ვინ ვინ და მანეს გუშინ არ ჩაუგდია თამაში დაცვაშიც ბევრი სარგებელი მოუტანა გუნდს ძალიან და რობოტი ხოარაა რაღაუნდა ექნა მეტი ... მე ფირმინოსგან არველოდი ასეთ უსახურ თამაშს :X

lasha77
VIP Member

გუნდმა არ წააგო ძალიან კარგ ფორმაში მყოფ არსენალთან გასვლაზე და ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია . შემდეგი ტურის თამაშები საკმაოდ ადვილია .

S.J
მომხმარებელი

ბევრი რომ არ გავატრაკოთ, წელსაც ოთხეულის გუნდი ვართ 14

juja
მომხმარებელი

ვან პერსის და დენის ბერკამპს ველოდიო საღოლ იურგენ მაგრად გამაცინე მაგარი დარტყმული გვყავხარ...
მე ვერ ჩავწვდი ამის ხის თავიანობას ზამენებთან დაკავშირებით, შარშან ვიძახდით სკამი არ გვყავსო წელს ასეთუისე შევავსეთ შემადგენლობა, მარა რათ გინდა ეს ხისთავა ხან საერთოდ არ აკეთებს ზამენას, ხან ორ ზამენას აკეთებს, თანაც მე-80-85 წუთებზე შემოჰყავს ხალხი როცა რეალურად ვეღარაფერს ვეღარ შეცვლიან თამაშში თუ სტარიჯივით არ გაუვარდათ ყარაულის თოფივით. მაშინ რა აზრი აქვს ტრანსფერებს თუ ზამენებს არ გააკეთებს ჰყავდეს ის 11 ფეხბურთელი და ითამაშოს ისე, სეზონის დასკვნით ეტაპზე რო გადაეწვება გუნდი როგორც შარშან

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze