x

კლოპი მცველებსა და ვიცე-კაპიტანზე

ავტორი: johnson, 5-11-2018, 21:39, კატეგორია - სიახლეები, 415, 5


მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" დაცვის ხაზი ძალიან საიმედოდ გამოიყურება. პრემიერ ლიგის საწყისს 11 ტურში "ლივერპულმა" მხოლოდ 5 გოლი გაუშვა. ეს ყველაფერი კი ყველაზე მეტად ვან დეიკისა და გომესის სტაბილურად კარგი თამაშის დამსახურებაა.

ჯოსთვის და ვირჯილისთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ დეიან ლოვრენს და ჟოელ მატიპს. მათ თავის გამოჩენისთვის ძალიან ცოტა დრო ეძლევათ, თუმცა ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს.

მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის განცხადებით, დეიანიც და ჟოელიც თავიანთ შანსს მალე მიიღებენ : "ყველაფერი კარგად არის. დეიანს ძალიან დატვირთული წელი ჰქონდა. ჩვენთან ჩატარებული ძალიან კარგი სეზონის შემდეგ, ის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა, საიდანაც ტრავმირებული დაბრუნდა. მას პრე-სეზონი სრულად გაუცდა და ფორმაში შესასვლელად ვარჯიში სჭირდებოდა. ის წინ მიიწევს, ის უკვე ვნახეთ საქმეში და მომავალშიც არაერთხელ ვნახავთ.

უფრო რთულადაა საქმე მატიპის შემთხვევაში. ის ძალიან კარგ ფორმაშია. შარშანდელი წელი ჟოელისთვის რთული გამოდგა. ის ზაფხულში დაგვიბრუნდა და პრე-სეზონზე ჩვენთან ერთად იყო. ასეთი სიტუაციაა - ისინი შანსს მიიღებენ. ამ ყველაფერზე მათ საკმაოდ კარგი რეაქცია ჰქონდათ, სხვაგვარად ვერც წარმოვიდგენდი."

ზემოთხსენებული მოთამაშეებისგან განსხვავებით, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ უჩივის "წითლების" ვიცე-კაპიტანი, ჯეიმს მილნერი. კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, კლოპმა ინგლისელ ნახევარმცველზეც ისაუბრა :

"მილი ღვინოს ჰგავს - ძალიან კარგ, წითელ ღვინოს. ის ნამდვილი ლიდერია. როგორც წესი, გასახდელში ერთადერთი ვინც ლაპარაკობს, მე ვარ, მაგრამ ზოგჯერ, სანამ მე ლაპარაკს დავიწყებდე, ბიჭებსაც სურთ რაღაცის თქმა. მილნერი იყო პირველი, ვინც დაინახა თუ რა პრობლემა გვქონდა "არსენალთან" მატჩში, პირველ ტაიმში... ის არ იყო ბედნიერი, ის აღელვებული იყო."

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

მილნერი უმაგრესია.. ეგეთი მაგარი უფასო ტრანსფერი ბოლოს როდის განხორციელდა საფეხბურთო სამყაროში არმახსოვს.. ლოვრენი და მატიპი რომ გყავს სკამზე უდიდესი ძალაა

LUIS SUARES 001
VIP Member

Lovrenic da joelic xval albat miigeben dros da deiki gomesi daisvenenen

lashafss
VIP Member

მილნერი რას მივაწერო არვიცი ასეთი ძალა გუნდში :X ასეთი მებრძოლი , თითქოს თავიდან დაიბადა :X

gio_chyoi
რედაქტორი

ხოდა გააკეთე ბიჭო მილნერისნაირი კიდე ერთი ტრანსფერი, ვინმე მასეთი გამოცდილი მოიყვანე, საჭიროა ეგეთი 1-2 ფეხბურთელი გუნდში. როისი მაგალითად

Capitan
ტოპ კომენტატორი

ეხლა ეპლში კარგი კალენდარი გვაქ და ლიგაზე რთული მიეცემა შანსი ლოვრენსაც და მატიპსაც იმედია მომსტებული აქვთ...

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze