x

კლოპის პრესკონფერენცია ბელგრადში

ავტორი: akaki, 6-11-2018, 01:09, კატეგორია - სიახლეები, 555, 3


იურგენ კლოპმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

შაჩირის დატოვებაზე

ჩვენ აქ ვართ, როგორც გუნდი, რომელსაც სურს წარადგინოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდი მსოფლიოში. ჩვენ აქ ვართ ფეხბურთის სათამაშოდ და გვინდა რომ ამაზე ვიყოთ ფოკუსირებული. გადავწყვიტეთ, შაჩირი არ წამოგვეყვანა. ის ითამაშებს უამრავ თამაშს სეზონში, მაგრამ არა ხვალ. სულ ეს არის.

კლოპმა გაოცება გამოხატა იმ ფაქტზე, რომ შაჩირის არყოფნაზე ბევრი შეკითხვა დაუსვეს.

"მე მეგონა სხვანაირად იქნებოდა. საინტერესოა, რომ ყველაზე მეტად ამ თემით ინგლისურენოვანი ჟურნალისტები ინტერესდებიან. შეიძლება ეს დიდი ამბავი იყოს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა შევქმნათ ამბავი ფეხბურთის გარეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ ასე."

"ჩვენ სერბეთში ვართ და ამას 100% პატივს ვცემთ. ეს არ არის სამწუხარო ამბავი, ეს მსოფლიოა და მსოფლიო ასეთია. პოლიტიკა ყოველთვის ერევა ცხოვრებაში, მეც ამ ცხოვრების ნაწილი ვარ. ჩვენ აქ პოლიტიკისთვის არ ვართ, ჩვენ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით."

უეფას მთარგმნელმა კლოპის ეს ნათქვამი რამდენიმე სიტყვით გადათარგმნა, რაზეც კლოპმა უსაყვედურა. მთარგმნელი კი გაწითლდა.

"მაპატიეთ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ სერბებმა ყველაფერი გაიგეს. თქვენი პასუხი ჩემს პასუხზე ბევრად მოკლე იყო, მინდა დავრწმუნდე რომს ერბმა ჟურნალისტებმაც გაიგეს ყველაფერი, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუ შემოკლება გინდათ, შემიძლია პატარა ჰედლაინები გავაკეთო. ნამდვილად კარგი იქნება, თუ ყველაფერს გადათარგმნით"

სერბეთთან კავშირზე

"'სლობოდან დან' ნიშნავს უქმე დღეს, ასე ხომ ? კარიერის მანძილზე რამდენიმე სერბ და ხორვატ ფეხბურთელებთან მითამაშა. მათთან ვმეგობრობდი და სერბულად დაფიცებაც მასწავლეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამის მოსმენა ახლა არ გინდათ.

მარაკანას ატმოსფერო და ყველაზე რთული ატმოსფეროს მქონე გუნდი

"ჩვენ ვართ ლივერპულიდან და ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია ატმოსფერო. ერთადერთი, რაც ვიცი ამ ატმოსფეროს გასანეიტრალებლად კარგი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ჩვენ არ გვყავს დიდად გამოცდილი გუნდი, მაგრამ გასულ ორ წელიწადში ორი ფინალი ვითამაშეთ, ჩავატარეთ უამრავი მატჩი და ამ მოგზაურობისას ბევრ ატმოსფეროს წავაწყდით. დარწმუნებული ვარ, ხვალაც კარგი ატმოსფერო იქნება და როგორც თქვენ აღწერთ ამის უნდა შეგვეშინდეს, მაგრამ ატმოსფერო არის მიზეზი თურატომაც ვარ ლივერპულის მწვრთნელი."

"ჩვენ ყოველთვის გვაქვს დიდი ატმოსფერო და ნამდვილად მომწონს ხალხი, რომელიც თავის გუნდს უჭერს მხარს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამისთვის მზად ვართ. ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა, არაფერი მეტი და არაფერი ნაკლები"

კლოპს ჰკითხეს რომელი იყო ყველაზე შემაშინებელი ატმოსფეროს მქონე გუნდი მის მოგზაურობაში.

"ვფიქრობ სევილია. მე მათ სტადიონზე ასევე ვიყავი მაინცში და დორტმუნდში ყოფნისას და ეს არ იყო კარგი. დიახ, ვიტყოდი სევილია."

მატჩის მნიშვნელობაზე ჯგუფში

ეს მატჩი არ არის ჩვენთვის მხოლდო 3 ქულის მოპოვების შესაძლებლობა, ეს არის უბრალოდ მატჩი, რომელშიც უნდა ვითამაშოთ. მე მოვამზადე გუნდი, დანარჩენს კი ბიჭები შეასრულებენ."

"ჩვენ არ ვფიქრობთ შემდეგ მატჩზებზე და არ ვფიქრობთ იმაზე თუ რა მოხდება თუ ორივე დარჩენილი მატჩი წავაგეთ. ჩვენ გავდივართ პარიზში, რაც ადვილი არ იქნება და არც ნაპოლის მიღება იქნება ადვილი, მაგრამ ორივე მატჩში ისევე გავალთ მოსაგებად, როგორც ამ შეხვედრაში. არ მინდა ბიჭები ხვალ მხოლოდ მოგების წნეხით დავტვირთო."

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით ხვალ 22:00სთ-ზე დაიწყება.

ბუვაჩის რჩევების გათვალისწინებაზე სერბულ ფეხბურთზე

გრძელი შეკითხვაა, მაგრამ მოკლე პასუხი მაქვს. ამაზე არ გვისაუბრია.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ხვალ ნაპოლმა არამგონია წააგოს პესეჟესთან და ასე რომ პირველი ადგილით გასვლის რეალური შანსი გვაქვს და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ

LUIS SUARES 001
VIP Member

Dges zvezdas uproblemod unda movugot

liverpool777
მომხმარებელი

მაგრამ ატმოსფერო არის მიზეზი თურატომაც ვარ ლივერპულის მწვრთნელი." აი ეს მესმიიიის. 1 11

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze