x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 7-11-2018, 10:43, კატეგორია - სიახლეები, 1 190, 8


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში "ლივერპული" გასვლაზე "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდა. სერბულმა კლუბმა "წითლები" 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გავიდა.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

რა შეცდომები დაუშვა გუნდმა...
მეტოქეს რევანშის აღება სურდა და დღეს შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაც განახორციელეს, მათთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაიმატეს. პირველი რეალური შანსი ჩვენ გვქონდა, თუმცა სტარიჯმა ის ვერ გამოიყენა. ასეთ მატჩებში თითოეული გოლი ცვლის თამაშის მიმართულებას. ჩვენ "ზვეზდას" ძალიან ბევრი სტანდარტული მდგომარეობის გამოყენების შანსი მივეცით და მათაც გაიტანეს. მეორე გოლის დროს კი ბურთი უბრალოდ მეტოქეს მივეცით და ეს დაუშვებელია ასეთ მატჩებში, ასეთ სიტუაციაში, მსგავსს ატმოსფეროში...

მეორე ტაიმში ვცდილობდით რაღაცის შეცვლას, გვქონდა მომენტებიც, თუმცა მეტოქე თავს კარგად იცავდა. ასეთ დროს, 1 გოლიც კი ბევრ რამეს ცვლის, თუმცა ეს ვერ შევძელით. მეორე ნახევარში ვდომინირებდით და "ზვეზდას" კონტრშეტევების განხორციელების შანსს არ ვაძლევდით, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა. ვულოცავ ჩვენს მეტოქეს, "ზვეზდამ" დამსახურებულად გაიმარჯვა. მათ სამი ქულა აიღეს, ჩვენ კი არაფერი.

იმოქმედა თუ არა ატმოსფერო თამაშზე...
არ ვიცი, ეს უბრალოდ საფეხბურთო ატმოსფერო იყო, რომლისაც არ გვეშინია. ვერ ვხვდებოდით რას მღეროდნენ სერბები, უბრალოდ ხმაური იყო. ეს პრობლემა სულაც არ ყოფილა. მაგრამ, მეორე გოლის შემდეგ მთლიანად გუნდში სხვა ატმოსფერო სუფევდა. შესვენებაზე, როცა გასახდელისკენ მივდიოდი, ვხედავდი თუ როგორ პოზიტიურ განწყობაზე იყვნენ "ზვეზდას" მოთამაშეები, ჩვენთან კი სრულიად სხვაგვარად იყო ყველაფერი.

მეტოქემ ბრძოლა არ შეწყვიტა და თამაშზე დარჩა კონცენტრირებული. ჩვენც გვქონდა მომენტები, თუმცა ისევე როგორც პირველ ნახევარში, ვერ ვახერხებდით მათ რეალიზებას.

არის თუ არა გაოცებული...
არა. "ენფილდური" დაპირისპირებაც ასეთივე ცოცხალი და ველური იყო. მეტოქე მაშინაც ასეთივე აგრესიული იყო, თუმცა ჩვენ ვახერხებდით თამაშის კონტროლს, დღეს კი ეს ვერ შევძელით. როგორც უკვე ვთქვი, ისინი იმსახურებდნენ გამარჯვებას იმ ჯინისთვი, რომლითაც იბრძოდნენ და თამაშობდნენ. ამავდროულად, როცა ამდენი შანსი გაქვს საჯარიმოში, უნდა გაიტანო კიდეც. ასეთ მატჩებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება, დღეს კი ეს ვერ გავაკეთეთ. ამიტომაც წავაგეთ 2:0.

პავკოვის თამაში...
ვიცით, რომ მან შეცვალა თამაშის მიმდინარეობა "ზალცბურგთან" მატჩში, სათადარიგოთა სკამიდან შემოსვლის შემდეგ. დღეს მან კიდევ 1 ფანტასტიური მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, მეორე გოლზე თავადაც გაოცებული დარჩა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იმ მომენტში ნამდვილად კარგად დაარტყა. მან იბრძოლა, ისევე როგორც ყველა მისმა თანაგუნდელმა, და დაიმსახურა კიდეც მოგება.

გასვლაზე წაგებული ორივე მატჩი...
ცვლილებები უნდა გაგვეკეთებინა - ზოგიერთი საჭირო იყო, ზოგიც კი გვსურდა. ახლა მარტივია იმის თქმა, რომ ამან არ გაამართლა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ასე აღარ მოხდება, რადგან წინ ძალიან რთული გასვლითი მატჩი გველის, შემდეგ კი არანაკლებ რთული დაპირისპირება "ნაპოლისთან". უნდა ვიცოდეთ, რომ პარიზში უკეთ ვითამაშებთ და სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ცხადია, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოსწორდება, თუმცა დღევანდელ შედეგს ვეღარ შევცვლით. 

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

კიდევ ერთი ცივი შხაპი შენ კლოპ! მაგრამ მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ კლოპის გარეშეც უნდა მოეგოთ ზვეზდასთვის, მაგრამ 11 + 3 ფეხბურთელი გამო*ლევდა ერთად და რანაირად მოიგებდნენ. ახლა ფულემთან უნდა გამოასწოროს სიტუაცია კლოპმა და დამაჯერებლად მოიგოს. პსჟ-სთან სულ სხვა გუნდი რომ ვიქნებით მაგისაც მჯერა, მოსაგებად უნდა გავიდნენ და ძველი ლივერპული დააბრუნონ

LUIS SUARES 001
VIP Member

კიდევ ერთი წაგებული თამაში უფრო სწორედ ჩაჯმული თამაში ამ სეზონში.ასეთი თამაშით ჩემ ფეხებს დადებს კლოპი წელს ტიტულს.

mamimi
მომხმარებელი

ნაპოლისთან წაგების მერეც სხვა გუნდი უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ კი ვხედავთ რაც არის !

liverpool777
მომხმარებელი

კლოპს ფანტაზიის უნარი ამოეწურაააა. ლივერპული სავარაუდოდ დაეწყება დაღმავლობა. რაც ის თანაშემწე გაექცა იმის მერე მაგრად დაენძრა კლოპს.

12 15

chipe888
მომხმარებელი

ივანიშვილის ინტერვიუა?!

lashafss
VIP Member

აეს რა თავის მართლებებია? :X გვეღადავბი კლოპ? ეს ცუდის ნიშანია ძალიან , წაგება წაგებაა მარა ასეთი ფარჩაკი თამაში თან ზვეზდასთან ? შარშან რასაც თამააშობდი ის ფეხბურთი ათამაშე და გადარჩენილიხარ

gio_chyoi
რედაქტორი

თავის საქმის თვითონ იცის რა, სეზონის ბოლოს ტიტული დადოს თორე მართლა ყელში ამოუვა ყველას ესეც ოცნებასავით

G.p
VIP Member

ცუდი ისაა რო თამაშის ხარისხია უვარგისი მაშინაც კი როცა 3-0 და 4-0 ვიგებთ თორე წაგება ვაბშე არაფერია .ასეთIი უხარისხო თამაში იქნება სულ სანამ ვარსკვლავები არ გვეყოლება ,მაღალი დონის იგროკებზე ვსაუბრობ .ვან დაიკის დონის იგროკებზე .რომლებიც 50 თამაშიდან 40 ს მაღალ დონეზე თამაშობენ.ამათ სტაბილურობა არააქვთ და არც დიდი კლასიაქვთ რო მაგის ხარჯზე ქნან რაღაცეები.ბურთის დაჭერა არ შეულია გუნდს და ეს მხოლოდ ტაქტიკის ბრალი არაა ,საჯარიმოში რო ჩაგვიჯდებიან ხოლმე ვერაფერს ვერ იგონებენ ხოლმე ,შორიდან დამრტყმელი არ გვყავს ,ჯარიმის დამრტყმელი არ გვყავს .შემტევებიდან კაცის მოტყუება არავის არ შეულია თუ სისწრაფე არაქვთ აკრეფილი , საგოლე მომენტებსაც ისე ანიავებენ თითქოს არ შეუძლიათო არაფრის გაკეთება.ერთადერთი რაც ამ სეზონში პოზიტიურია ეგ დაცვაა და მაგის დედა ვატირე ყოველ სეზონში 1 პოზიცია რო თამაშობს მხოლოდ კარგად ხოლმე მაგიტომაა რო ტიტული 30 წელია არ უნახავთ ,ხან ნახევარდაცვაა კაი ხან დაცვა ხან შეტევა .3 ვე ერთად არ მახსოვს მე 2008-2009 წლებიდან ვუყურებ ლივერპულს.ან რო ხედავს ეს დედანაქაჩი მანე და სალაჰი რო ვერაფერს ვერ შვრებიან ან აათამაშოს შააქირი მაგათ მაგივრად ცოტა გონზე მოვიდნენ ,ან კიდე იყიდოს ვინმე ძირითადის ფეხბურთელი და გადაააჯმევინოს სკამზე იმათ .10 მომენტიდან რო 1 ს ვერ იტანენ .ქულები კარგია სტარტი ვითომ შედეგიანია მარა ყველამ ვიცით რო ასეთი ხარისხით შედეგი გაქრება ძაან მალე .

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze