x

"ლივერპული" ევრო ასპარეზზე

ავტორი: johnson, 7-11-2018, 21:46, კატეგორია - სიახლეები, 927, 7


"ცრვენა ზვედას" წინააღმდეგ ბელგრადში გამართული მატჩი "ლივერპულისთვის" მე-200 იყო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე. სამწუხაროდ, აღნიშნული შეხვედრა მერსისაიდელებმა 2 ბურთიანი სხვაობით წააგეს.

ევროპის ხუთ გზის ჩემპიონებმა ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვეს. კლუბის ოფიციალური საიტი საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს :

* 200 ჩატარებულ შეხვედრაში "ლივერპულმა" სულ 376 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 177 მიიღო.

* აღნიშნულ ტურნირზე მერსისაიდელებმა 113 მატჩი მოიგეს.

* ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე "ლივერპულელთაგან" ყველაზე მეტი მატჩი ჯეიმი კარაგერს აქვს ჩატარებული - 91.

* 200 შეხვედიდან "წითლებმა" კარი მშრალად 87-ში შეინახეს.

* ყველაზე მეტ შეხვედრაში გუნდს რაფაელ ბენიტესმა უხელმძღვანელა - 2004-დან 2009 წლამდე "ლივერპულმა" ესპანელის თავკაცობით 76 მატჩი ჩაატარა.

* აღნიშნულ ტურნირზე მერსისაიდელები სულ 74 კლუბს დაუპირისპირდნენ.

* ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე "წითლების" საუკეთესო ბომბარდირი სტივენ ჯერარდია 30 გოლით.


* შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა 28 გოლის გატანა შეძლეს.

* აღნიშნულ ტურნირზე "ლივერპულის" სასარგებლოდ მსაჯმა 11 მეტრიანი სულ 27-ჯერ დანიშნა - "წითლებმა" 19 მათგანის რეალიზება შეძლეს.

* ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც "ლივერპულის" მაისურით ითამაშა ანტონიო ბარაგანია - დებიუტისას ის 18 წლისა 59 დღის იყო.

* "ლივერპულის" ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია 15 მატჩს ითვლის.

* აღნიშნულ ტურნირზე მერსისაიდელთა მოთამაშეებმა 11-ჯერ შეძლეს ჰეტ-ტრიკის შესრულება.

* 1964/65 წლების სეზონში, "ლივერპულმა" ორი მატჩის ჯამში 11:1 დაამარცხა "რეიკიავიკი" - ეს სარეკოდო მაჩვენებელია კლუბისთვის.

* 1980 წელს "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე 10:1 მოუგო ფინურ "ოულუნ პალოსეურას".

* 1983 წლის ნოემბრიდან 1984 წლის ოქტომბრამდე "წითლებმა" ზედიზედ 9 მატჩის მოგება შეძლეს.


* ყველაზე დიდი ანგარიშით მერსისაიდელებმა გასვლაზე შარშან იმაჯვეს - კლოპის გუნდმა მარიბორს 7 უპასუხო გოლი გაუტანა. 

კომენტარები


chipe888
მომხმარებელი

11

lashafss
VIP Member

ეჰ მე კლოპის ბალეშიკსაც კი შემეპარა რაღაც ეჭვები : )) იმედია ვცდები მეც ... მიდი კლოპ დაამტკიცე ვინ ხარ !

LUIS SUARES 001
VIP Member

8
ბოლო თამაშები ორივე ტურნირზე არადამაჯერებლად ჩავატარეთ და იმედია ასე არ გაგრძელდება სულ

Gerrard Fan
მომხმარებელი

რეალურად ყველაფერი ძალიან მარტივადაა და ნუ აბუქებთ ასე !!! გავიგეთ და ვთანხმდებით ყველა, რომ არ უნდა წაეგო ცრცვენასთან , მაგრამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება , უბრალოდ ვერ ვითამაშეთ და მორჩა!!! ხო არ გავიწყდებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო სტარტი აქვს გუნდს და ეს ასე თვალშისაცემი მხოლოდ იმიტომ არაა, რომ სიტიმ და ჩელსიმ მაინც და მაინც წელს მოი*ცენზურა*ეს დედისტრაკი !!!! ნუ სიტი წინა წელსაც საოცრება იყო , მაგრამ მათ გუნდს და მწვრთნელს, რომ შეხედავ ადამიანი მარტივად მიხვდები რატოც, ფეხბურთი თუ ცოტა მაინც გაგეგება ადამიანს!!! ამ გუნდს ერთი რაც აკლია თან გამოჩნდა, რომ ძალიან ესაა ტიპიური 10 იანი ,ანუ ადამიანი რომელიც კრეატივს ქმნის , მაგარ გამჭოლ პასებს აკეთებს , შორიდან ურტყავს!!! ეს პრობლემა უბრალოდ წინა წელს ასე თვალშისაცემი არ იყო იმიტომ, რომ ინერციით ,ჟილკით და ჩვენი სამივე თავდამსხმელის საოცარი ფორმიდან გამომდინარე შეუმჩნეველი რჩებოდა!!! ეს პრობლემა შეიძლება ორნაირად მოგვარდეს , ან მაგარი თავდამსხმელი უნდა მოვიყვანოთ და ფირმინო უნდა დაუბრუნდეს თავის ნამდვილ პოზიციას,ან ფირმინო დარჩეს იქ სადაცაა და მაგარი 10 იანი უნდა მოვიყვანოთ !! ეს კლოპის გადასაწყვეტია და დარმუნებული ვარ ამას ყველაფერს დიდებულად ხედავს და ამჩნევს !!!! უბრალოდ მოიცადეთ !!! რა გუნდი ვიყავით სამი წლის უკან და რა გუნდი ვართ ეხლა ყველას რატო გავიწყდებათ!!! ფერგიუსონის მწვრთნელობის მე-3 წელს მანჩესტერიდან აგდებდნენ(ნეტა გაეგდოთ) , საბოლოო ჯამში რაც შექმნა იმ *ცენზურა*სშვილმა ყველამ ვნახეთ ან რაც ვერ ვნახეთ ტიტულებში გამოჩნდა!!! ისაც მესმის რომ აქ ყველას გუნდზე გული შეგვტკივა და ყველა თამაშის მოგება გვინდა ეს არცაა გასაკვირი,მაგრამ ამ კაცს რომ მწვრთნელობა და ფეხბურთი არ სცოდნოდა იქ ვერ იქნებოდა სადაც ეხლაა და არც ეს გუნდი იქნებოდა რაც ეხლაა, ასე რომ სანამ ბუვაჩის გენიალურობაზე და კლოპის იდეების ამოწურვაზე დაიწყებდეთ საუბარს , გაიხსენეთ ვინ იყვნენ ჩვენი წინა მწვრთნელები , ვინ მოყავდათ და რა დედიმაგითა მოიგეს !!!!!! და გაშვებაზეც თუ საუბრობთ ამ კაცის ბარემ ისაც დაწერეთ ვინ მოგყავთ ერთი უკეთესი , მართლა ძალიან მაინტერესებს !!!!

mamimi
მომხმარებელი

Gerrard Fan,
გაშვება საუბარი რა თქმა უნდა ნაადრევია, მაგრამ კლოპი არი მწვრთნელი რომელსაც შეუძლია გაფარჩაკებული გუნდი მოხოდეს მოტივაცია მისცეს და რაგაც სიმაღლეზე დააყენოს, მაგრამ ფერგიუსონის მსგავსად კლოპის გრძელვადიანი პერსპექტივის არ მჯერა. იმიტო რო რაგაც დონეს რო მიაGწევს მერე იყინება. ეგ დორტმუნდში დაამტკიცა.
კლოპით არ დაწყებულა ლივერპული და არც დამთავრდება!10 წელი ჩავარდნა რო გვქონდა ეგ ხელმძღვანელობის ბრალია და ყველა გრანდ ემართება და არა ლივერპულის. ასე რო კლოპია და მეტი უკეთესი ვერ მოვაო ეგ ეგრე არ არი, იმიტო რო ლივერპული გრანდია დიდი ისტორიით და დიდი გუკლშემატკივრებით მთელ სამყაროში და არა ევრტონი ან ლესტერი რომელიც ვიღაცამ ჭაობიდან ამოიყვანა და ამიტომ სამუდამო ის უნდა იყოს მწვრთნელი! სხვა დანარჩენში გეთანხმები

Gerrard Fan
მომხმარებელი

mamimi,

ლივერპული ჩემო ძმაო გრანდი არაა ამ მომენტისთვის !!! გრანდი არის გუნდი , რომელიც რეგულარულად დებს ტიტულებს , ლივერპული არის ძალიან დიდი გუნდი ძალიან დიდი ისტორიით , რომელიც გრანდობაზე ბევრად მეტია , იმიტომ რომ გრანდი დიდი ფულით შეიძლება გახდე როგორც სიტი, მაგრამ დიდი გუნდი ,რომ გახდე დიდი ტიტულები და დიდი ისტორიაა საჭირო , მაგრამ ყველაზე მაღლა რომ დადგეს ტუტულების მოგებაც უნდა დავიწყოთ და მერე გრანდიც ვიქნებით ;) კლოპის გაყინვაზე ერთ სიმაღლეზე ვერ დაგეთანხმები იმიტომ, რომ დორტმუნდში ვინც მაგარი ყავდა ყველა გაუყიდეს(ერთადერთი როისი ვერ გაუყიდეს იმიტო რომ სულ ტრამვა აქვს , თორემ მაგასაც მიუსუხარებდნენ :D ) და როცა ყოველ ჯერზე ყველა საუკეთესოს გართმევენ კლოპი კი არა ვერც ერთი მწვრთნელი ვერ შეძლებს ვერაფერს და ბოლოს და ბოლოს იტყვი ერთი თქვენი დედაცმოვ*ცენზურა*ო ყელში რომ ამოგივა და ამ კაცის შემთხვევაშიც მსგავსი მოხდა ;) ფერგუისონის მსგავსი გრძელვადიანი პერსპექტივის არც მე არ მჯერა მაგას მარტო სულელი თუ დაიჯერებს იმიტომ, რომ დღეს აბსოლიტურად განსხვავებული მიდგომაა ფეხბურთის მიმართ , მე ეგ არც მითქვავს მე უბრალოდ ის ვთქვი , რომ იმ ჩემისასაც არ ქონდა საოცარი შედეგები , საოცარი კი არა და მართლა აგდებდნენ გუნდიდან მე-4 წელი რომ იწყებოდა, მაგრამ აცალეს და ნეტა არ ეცლიათ :D :D :D ამ კაცის მოღვაწეობა დაშლილ გუნდში დაიწყო და უკვე ყველას ყველაფერი გვინდა მაგრამ ეგრე არაა თქო ეგ ვთქვი ;) და არც ის მითქვავს კლოპით დაიწყო და აქვე დამთავრდება თქო , მე ის ვთქვი , რომ ამ კაცის შეცვლაზეც ზედმეტია საუბარი(და სასაცილო ბუვაჩის გენიალურობაზე) როცა ყველა დიდი მწვრთნელი დაკავებულია , თუ გინდათ რეალის მაგალითს შეხედეთ ვინ დანიშნეს !!! ხელმძღვანელობაზე კიდე ყველაფრის დაბრალება სისულელეა , შეიძლება მწვრთნელებში ხშირად შეცდნენ , მაგრამ როჯერსი და ჰოჯსონი რომ გამორჩეული *ცენზურა*ები იყვნენ ეგ ხელმძგვანელობის ბრალი არ ყოფილა და იმ პერიოდში რასაც ხარჯავდნენ ძალიან ბევრი ინგლისური გუნდი არ ხარჯავდა და ტრანსფერებზე,რომ *ცენზურა*ებს მოათრევდნენ ვაფშე არ მჯერა რომ ეგ თურმე მარტო ხელმძღვანელობის ბრალი იყო ;) ასე ის *ცენზურა*ები იმართლებენ თავს ვისაც მომავალში სამუშაოს დაკარგვის ეშინიათ , იმიტომ რომ დიდ გუნდში ჩაიჯვეს!

mamimi
მომხმარებელი

Gerrard Fan,
ზუსტად რომ გრანდია ლივერპული და არა სიტი / ყოველ წელს ტიტულები კი არა ზედიზედ 4ჯერ ლიონი აგდებდა რეალს და ვერაფერს ვერ იგებდა იმ წლებში , მაგრამ რეალი გრანდი იყო არი და იქნება როგორც ლივერპული. ნუ რეალის დედას *ცენზურა* პროსტო მაგალითისთვის თორე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze