x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 29-11-2018, 12:18, კატეგორია - სიახლეები, 786, 5


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში "პსჟ"-მ საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო. პარიზელებმა მეტოქე 2:1 დაამარცხეს და პრაქტიკულად გაინაღდეს პლეი-ოფის საგზური.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

მატჩის შეფასება...
უკვე 20-ჯერ ვისაურე ამ თემაზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. თავიდანვე ცხადი იყო, რომ შეხვედრის სტარტი ასეთი გამოვიდოდა. მეტოქემ პრაქტიკულად ბოლომდე გარისკა და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვახერხებდით თავის დაცვას, თუმცა მეორე ბურთზე ეს აღარ გამოდიოდა. 2:0-ზე ვგრძნობდი, რომ დასრულებული არაფერი იყო და თუ გავიტანდით, შანსიც გაჩნდებოდა. 45 წუთზე ასეც მოხდა, ვიღაცამ მსაჯი დაარწმუნა 11 მეტრიანი დაენიშნა და ჩვენ ის გამოვიყენეთ. შესვენების შემდეგ კი "პსჟ" კარგად ადაპტირდა ჩვენს შეტევასთან და საჯარიმოში ის ზონები დაკეტა, რომელიც პირველ ნახევარში მუდამ ღია იყო. გვსურდა მათი გამოყენება, თუმცა მეორე ტაიმში ეს ვეღარ შევძელით.

შეხვედრა ძალიან ბევრჯერ შეჩერდა. უკვე ვთქვი - ინგლისში ჩვენ ზედიზედ 2-ჯერ მოვიგეთ Fair Play-ს ჯილდო, დღეს კი ისე გამოვიდა, თითქოს ყასბები ვიყავით. ეს მეტოქის ჭკვიანური სვლა იყო. ჩვენ არ ვიყავით საკმარისად მშვიდები და აგრესიამ უარყოფითი გავლენა იქონია შედეგზე. უბრალოდ, უნდა შეეგუო მსაჯის გადაწყვეტილებას. დღეს იყო 3-4 მომენტი, როცა 1 ზუსტი გადაწყვეტილება ყველაფერს შეცვლიდა. სწორედ ასეთ მომენტებში, ჩვენ 1 გავიტანეთ, მეტოქემ კი ორი. დღეს ვერ ვიღებდით სწორ გადაწყვეტილებებს, ამიტომაც დავმარცხდით.

სჯერა თუ არა რომ გუნდი პლეი-ოფში გავა...
რა თქმა უნდა. კვლავ გვჭირდება "ენფილდი" და მისი განსაკუთრებული ატმოსფერო. ამასთანავე, "ნაპოლი" ნამდვილად კარგი გუნდია. მათ წინააღმდეგ 13 დღეში ვითამაშებთ, მანამდე კი სხვა შეხვედრებია. თუ შემდეგ ეტაპზე გავალთ, ესე იგი ამას ვიმსახურებთ კიდეც.

კვირას გასამართი დერბი...
ეს ხომ დერბია, არ გვჭირდება დღევანდელ მარცხზე ჩვენი რეაქციის ჩვენება. დღეს 5:0-იც რომ მოგვეგო, ეს არაფერს შეცვლიდა. მერსისაიდული დერბი ყველა სხვა მატჩისგან არის იზოლირებული. ეს დერბია, ეს ჩვენი სახლია. "ევერტონი" წელს სრულიად განსხვავებული გუნდია, ამიტომ, ნამდვილად რთული მატჩი გველის. პრემიერ ლიგაში რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა ავიღოთ. კვირისთვის მზად ვიქნებით.


კომენტარები


Kloppout
VIP Member

უშეცდომო არავინაა და შესაბამისადაც კლოპმაც დაუშვა შეცდომები რაზეც პირდაპირ პრესკონფერენციაზე არ იტყოდა მაგრამ უნდა გაიაზროს მრავალჯერ ნათქვამი დაწერილი და ახლა აღარ განვმეორდები
უბრალოდ ის მაინტერესებს აქაც და არსენალთანაც ანალიზში კლოპი ამბობს
მეტოქემ პრაქტიკულად ბოლომდე გარისკა

არსენალთანაც იგივე პრაქტიკულად მეტოქემ ლამის ბერგკამპი და ანრი გამოიყვანა მოედანზე თუ რაღაც მსგავსი რას ნიშნავს ეს? ანუ შენთვის არასასურველი სცენარის გამართლების არგუმენტი არის ის რომ მეტოქემ გარისკა?
შენ რატო არ რისკავ ესაა საინტერესო როცა თამაში არასასურველად მიდის?

LUIS SUARES 001
VIP Member

მერამდენედ ასე თამაში ტო , ასე აღარ შეიძლება.მოეგო ზვეზდაზე ეს დედა მო*ცენზურა*ული და დამთავრდებოდა ყველაფერი მაგრამ ბოლომდე რომ არ მივიდეთ ხომ არ იქნება და ვინერვიულოთ

FLEIMEIKER
მომხმარებელი

18 წელია რაც ამგუნდს ვბალეშიკობ და ასეთი სუსტი ტაქტიკოსი არმახსოვს გუნდში ამდენიწელია აქაა და ამის შეცვლიდან მოგებული მათჩი არმახსოვს

bulleye
მომხმარებელი

მე მჯერა კლოპის, მითუმეტეს საიდან სად ამოგვათრია ეგ მახსოვს ყოველ წამს. დადებს ეს კაცი შედეგს, მართალია დიდი დროა უტიტულოდ ვართ მაგრამ სხვა გრანდებთან შედარებით 0 ვიყავით.

apolo18
მომხმარებელი

კლოპთან არ მაქ პრეტენზია მარა .......არა ჰენდერსონს არააააააააა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • Vs

    11.12.18


  • ნაპოლი

მიმოხილვა


  • ბორნმუთი
  • 0:4

    08.12.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze