x

სოლანკეს მსურველი გამოუჩნდა

ავტორი: johnson, 29-11-2018, 13:12, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 659, 5


დომინიკ სოლანკეს იჯარით აყვანა პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს სურს. ბრიტანული მედიის მტკიცებით, ახალგაზრდა თავდამსხმელით "ვესტ ჰემი", "კრისტალ პალასი" და "ჰადერსფილდი" არიან დაინტერესებულნი.

როგორც იცით, სოლანკე პრე-სეზონზე აქტიურად იღებდა მატჩებში მონაწილეობას და გოლებიც გაიტანა, თუმცა ოფიციალურ მატჩებში კლოპმა მას 1 წუთიც კი არ მისცა. ამასთანავე, ამ სეზონში ინგლისელი მხოლოდ ერთხელ მოხვდა პირველი გუნდის განაცხადში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იურგენ კლოპი თანახმაა ზამთარში სოლანკე იჯარით პრემიერ ლიგის კლუბში გაუშვას. მოგეხსენებათ, მის განათხოვრებაზე საუბარი ზაფხულშიც იყო და ერთ-ერთ მსურველად სტივენ ჯერარდის "რეინჯერსიც" სახელდებოდა, თუმცა მაშინ მერსისაიდელებმა ყველა წინადადება დაბლოკეს.

სოლანკეს მსურველებიდან ყველაზე რეალური მისი "ჰადერსფილდში" განათხოვრებაა, რადგან ამ გუნდს შეტევაში წელს ძალიან უჭირს - მხოლოდ 8 გოლი 13 ჩატარებულ შეხვედრაში. კონკურენტებიც სოლანკეს აქ უფრო სუსტი ეყოლება და შესაბამისად, სათამაშო დროსაც უფრო ხშირად მიიღებს. 

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

წავიდეს კარგი იქნება მისი განვითარებისთვის

GoGson
VIP Member

ჩემიაზრით ეს ის ერთერთი იშვიათი შემთხვევა იქნება როდესაც იჯარას აზრი აქვს. წავიდეს ჰადერსფილდში და იქ მაინც დაამტკიცოს რო მინიმუმ მეორე ფორვარდობას იმსახურებს ლივერპულში

bulleye
მომხმარებელი

ჰადერსფილდში რომ წავიდეს მაგარი იქნება. კარგი ნახევარდაცვა ყავს ამ გუნდს და შეტევა 0. გოლებსაც გაიტანს და გამოცდილებასაც მიიღებს.

giginio
VIP Member

dzagli shin ar vargoda da mezobtan garbodaoo xe darcheba xedd.

gio_chyoi
რედაქტორი

ნაკრებში კი გააქვს ხოლმე და ასე აქ მეორე გუნდში თამაშით რა უნდა ისწავლოს, გაუშვან იჯარით, გამოჩნდეს მაინც ცოტა და სულ თუ არაფერი, ახალგაზრდაა, პერსპექტიული და ვინმე საშუალო დონის გუნდი იყიდის ერთ 15 მილიონი ფუნტი კი უნდა აიღონ, სადაც აიბი გავყიდეთ მაგდენად

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • Vs

    11.12.18


  • ნაპოლი

მიმოხილვა


  • ბორნმუთი
  • 0:4

    08.12.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze