x

"ლივერპული" - "ევერტონი" [პრევიუ]

ავტორი: Javaxa, 30-11-2018, 13:07, კატეგორია - სიახლეები, 1 210, 10


კვირას, ჩვენი დროით 20:15 წუთზე, პრემიერ ლიგის XIV ტურში მერსისაიდული დერბი გაიმართება.


გუნდების ახალი ამბები

"ლივერპულის" ლაზარეთში ამჟამად მხოლოდ ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი იმყოფება, სხვა შემთხვევაში ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და კლოპისგან შანსს ელის. რაც შეეხება ოქსს, ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ თამაშს აპრილი-მაისისკენ შეძლებს.

დივოკ ორიგი, ადამ ლალანა და დომინიკ სოლანკე აღნიშნულ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, თუმცა ისიც სათქმელია, რომ იურგენი მათ მაინც არ ენდობა.

"ევერტონის" ერთადერთი დანაკლისი ჯონჯო კენია, რომელიც ოქტომბრის მერე ტრავმირებულია.


პრევიუ

რამოდენიმე დღის წინ იურგენ კლოპმა და მისმა ბიჭებმა ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი ჩაატარეს, სადაც სამწუხაროდ დაგეგმილ ქულებს თავი ვერ მოუყარეს. ქულების დაკარგვის გარდა სათქმელია თამაშის ის პრაგმატული სტილი, რომელიც ზოგ კოპიტს აკმაყოფილებს, ზოგი კი წყობიდან გამოჰყავს. ალბათ ამ რამოდენიმე დღის შუალედში კლოპის ფიქრებში იქნება ის თუნდაც რამოდენიმე წუთიანი მონაკვეთი, რომელსაც შარშანდელი ფეხბურთის სტილი ჰქვია. 

მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში შედეგი კი არის, მაგრამ ამას წონის ჩემპიონთა ლიგაზე ის უსუსური გამოსვლა, რომელსაც გასვლაზე სამივე თამაშის წაგება ჰქვია. "პსჟ"-დან "ევერტონამდე" არის ის ჯადოსნური შუალედი, რასაც დიდძალი დაფიქრება სჭირდება, განსაკუთრებით კი "ნაპოლისთან" უმნიშვნელოვანესს თამაშამდე. "ენფილდმა" აუცილებლად უნდა გაიაროს გენერალური რეპეტიცია - რაღა თქმა უნდა, თუ კლოპსა და მის რეკრუტებს ფლეი-ოფში თამაში სწადიათ.

წინ მერსისაიდული ომია, რომელმაც არც პოზიციები იცის, არც ფორმა და მითუმეტეს არც დანდობა. მართალია "ლივერპული" ცხრილში მეორეა, "ევერტონი" კი მეექვსე, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლოხარისხოვანია, როდესაც ზემოხსენებული ორი კლუბი ერთმანეთს ხვდება. ამ დერბის 126 წლიანი ისტორია აქვს, იქიდან დაწყებული დღემდე კი ორი კლუბი ერთმანეთის მოსისხლე მტერია, ოღონდ მხოლოდ საფეხბურთო მინდორზე.

ამჟამინდელი მონაცემებით "წითლები" "შეუჩერებელ მანქანას" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან, სხვაობის გაზრდა კი კლოპისთვის პრაქტიკულად გადატენილი ავტომატის მიშვერას ნიშნავს, რომელიც სასხლეტის გამორტყმას ელოდება. დიახ, სუბიექტურად რომ ვთქვათ, რატომღაც პრემიერ ლიგის კლუბებმა გადაწყვიტეს "მანჩესტერ სიტისა" და პირადად პეპ გვარდიოლას წინააღმდეგ თამაშს თავი დაანებონ და ჯერ კიდევ მატჩის მსვლელობისას მომდევნო შეხვედრაზე იფიქრონ, რომელიც "ლივერპულის" წინააღმდეგ იმართება და მზად იქნებიან სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლონ... პრემიერ ლიგამ მაგალითი ლიგა 1-ში მოთამაშე "ლიონისგან" უნდა აიღოს, რომელმაც ორივე შეხვედრაში პირწმინდად დაჩაგრა მანჩესტერული ცისფერი მხარე.

იმედია ჩვენ ვნახავთ საფეხბურთო სპექტაკლს, რომელიც "ენფილდს" არასდროს ეკლდა და არა იმ სპორტის სახეობას, რასაც "ლივერპული" პარიზში თამაშობდა. ამისათვის, სუბიექტური გადმოსახედიდან გუნდში ცვლილებების გაკეთება საჭირო კი არა უკვე სასიცოცხლოდ მნისვნელოვანია. იმედია, რომ კლოპი 4-2-3-1 სისტემით ითამაშებს, ცენტრს ფაბინიოს ჩააბარებს, რომელსაც გვერდზე "მარტო სახლში"-ს კაცი ჟორჟინიო ვაინალდუმი შეუწყვილდება, მათ წინ კი "თავისუფალი მხატვრის" როლში რობერტო ფირმინო გამწესდება. წინა სამეულში ფორვარდად მომო სალაჰი, მარჯვნივ ჯერდან შაჩირი და მარცხნივ სადიო მანე იქნებიან. აუცილებლად გამოსაყენებელია ნაბი კეიტას ნიჭიც, რომელმაც წინა მატჩის 20 წუთში იმაზე მეტი დრიბლინგი შემოგვთავაზა, ვიდრე ჯორდან ჰენდერსონმა, ჟორჟინიო ვაინალდუმმა და ჯეიმს მილნერმა ერთად აღებულმა.


გუნდების სავარაუდო შემადგენლობები





სტადიონი: ლივერპული, "ენფილდი"
მთავარი მსაჯი: კრის კავენაგი
ექსპერტების პროგნიზი: 2-1

სტატია მზადების პროცესშია...

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

3 ქულა თუ ვერ ავიღეთ კატასტროფა იქნება.

gio_chyoi
რედაქტორი

თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ რო პრემიერ ლიგაში ვთამაშობთ და ამ სეზონში ლიგა გვერდზე გვაქვს გადადებული და აქაც თუ ვერ დადო შედეგი დაგვემშვიდობოს კლოპი.
ამ ევერტონი კიდე სახე უნდა აახიოს ეს მარკო სილვა რაღაც მაგრად აღარ მევასება და შარშანდელი 1-1 თან ნერვებს მიშლის

Ynwa Scousers
VIP Member

კლოპომ ეპლია პრიორიტეტულიო და ვნახოთ აბა

chipe888
მომხმარებელი

რა უნდა დაწერო პროგნოზი ამ თამაშში ვერ ვხდები. თუ შემტევი,აგრესიული ფეხბურთი ვეთამაშეთ,მაშინ მოვიგებთ და თუ სვარკა,რაც ბერჯერ უქნია კლოპს,მაშინ ხიუოზნაეშ. ვისაც არ ეზარება დასცინის ლივერპულს და იმ მფრინავი სეზონის მერე ეს არის ის კი,რასაც ველოდით. ერთი და იგივე სასტავი,რომელშიც ცვლილებები იშვიათად ხდება და რათ უნდოდა გრძელი სკამი. გომესი ხან ცენტრალურ და ხან მარჯვენა მცველად გვევლინება,მაშინ როცა ორი მარჯვენა მცველი გვყავს შემადგენლობაში. პრემიერლიგის თამაშში ისეთი აჭრილი იყო ჰენდერსონი არც უნდა დაეყენებინა სასტავში და ფაბინიო უნდა ეცადა,რომელსაც ფრანგულ გუნდთთან გამოცდილება ნაღდად აქვს. ფრე და წაგება ერთი Yლე იყო პსჟთან და რატომ არ დაიწყო თავიდანვე შაჩირიმ? პსჟ თუ ფულჰემი ჰგონია კლოპს არ ვიცი. უნდა შეეტია და მოიგებდა. მარა კარში ვერ ურტყავენ და რა მოგებაზე ვსაუბრობთ. საშუალო მაჩვენებელი რამდენია ამ სეზონში კარში დარტყმების? თუ ვინმეს გაქვთ ეგ სტატისტიკა კარგი იქნებოდა დაგედოთ. რომელი სნაიპერები ჩვენ გვყავს შეტევაში,რომ 1 დაარ*ცენზურა* და გოლად აქციონ სულ. ასერომა ფრეზე გახარებული ვიქნები ევერტონთან. რეალობა ასეთია და მე რა ვქნა:)))

LUIS SUARES 001
VIP Member

არავითარი წაგება ან ფრე მხოლოდ მოგება ,სხვა შედეგი არც მიიღება და არც განიხილება

giginio
VIP Member

es keita skamistvis viyidet tu ra xdebaa too veinaldums agar jobiaa?

juja
მომხმარებელი

არ მგონია ადვილი თამაში გამოვიდეს კაი ნაწ*ცენზურა* გუნდია ევერტონი თავის მწვრთნელიანად, თან ეხლა ჩვენთან მოიკლავენ თავს ხო ვიცი. ნელი აკადემიური ფეხბურთით ვერაფერს ვუზავთ თავიდანვე უნდა შევუტიოთ

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: giginio
es keita skamistvis viyidet tu ra xdebaa too veinaldums agar jobiaa?

ვეინალდუმი საწყის ტურებში ერთ ერთი საუკეთესო იყო, ნუ სახლში ყოველთვის კარგად თამაშობს, აი ჰენდერსონს რა დანიშნულება აქვს გარდა იმისა რომ ფანებს ნერვები დააწყვიტოს და თავი აგინებინოს ვერ ვხვდები, მაგის მოედანზე ყოფნას ათი კაცით ვითამაშოთ ჯობია

ikagg
მომხმარებელი

კეიტასი როგორ მეიმედებოდა და სკამზე რატო დასვა ვერ გავიგე, ფაბინიოს ადგილას დემბელე რო მოგვეყვანა დაგვხატავდა))

mers
VIP Member

მერსისაიდული დერბი წარმოიდგინეთ რახდება ქალაქ ლივერპულის ქუჩებში თამაშის დღეს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • Vs

    11.12.18


  • ნაპოლი

მიმოხილვა


  • ბორნმუთი
  • 0:4

    08.12.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze