x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 3-12-2018, 00:00, კატეგორია - სიახლეები, 1 635, 9


პრემიერ ლიგის მე-14 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ევერტონი" მიიღო. მერსისაიდული დერბი "წითლების" გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა დივოკ ორიჯიმ გაიტანა.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

შედეგი, ორიჯის გოლი და მისი აღნიშვნა...
მატჩის დასრულებისთანავე მარკოს სილვას ბოდიში მოვუხადე ჩემი ემოციური აღნიშვნის გამო. მას ვუთხარი, რომ პატივს ვცემ მის მიერ შესრულებულ სამუშაოს. "ევერტონი" ნამდვილად კარგი გუნდია. დერბები ყოველთვის რთულია, თუმცა ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, დღეს განსაკუთრებით რთული დერბი გვქონდა. რა შემიძლია გითხრათ ? არ ვაპირებდი გოლის ასე აღნიშვნას, ეს კარგი არაა, თუმცა ასე გამოვიდა. 95 წუთის განმავლობაში ბევრი სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა.

ჩვენი პრესინგი ნამდვილად განსაკუთრებული იყო. ვცდილობდით თამაში გვეკონტროლებინა, თუმცა ეს ადვილი სულაც არ იყო. როგორც ყოველთვის, დღესაც შეგვეძლო რამდენიმე მომენტში უკეთ მოქმედება. ჩვენს მსგავსად, მომენტები ჰქონდა მეტოქესაც - დიდებული სეივი შემოგვთავაზა ალისონმა, რომელმაც გომეშს აუღო. არც კი ვიცი, როგორ გადავრჩით გოლს იმ მომენტში. შანსები ჩვენც გვქონდა - მანეს იყო კარგ პოზიციაში... აღსანიშნავია, რომ ორივე მეკარე კარგად გამოიყურებოდა. ბოლო წამამდე გადაწყვეტილი არაფერი იყო.

ჯარიმის შემდეგ, გადმოვარდნილი ბურთისთვის ჩვენ მზად ვიყავით. ასეთი სიტუაციები ნამდვილად იშვიათია, ყველას სურს საჯარიმოში იყოს და გოლი გაიტანოს. ცხადია, გაგვიმართლა კიდეც. როცა დავინახე როგორ დაარტყმა ვირჯილმა, ჩავთვალე, რომ ყველაფერი დასრულებული იყო. საბოლოო ჯამში, ძალიან დატვირთული მატჩი გამოვიდა, რომელიც ჩვენთვის უფრო უკეთ დასრულდა.

ორიჯის მომენტი დერბიში მიღებული ტრავმის შემდეგ(2016 წელს)...
სიმართლე გითხრათ, მოედანზე სწორედ ეს ვუთხარი. ის მომენტი არასდროს დამავიწყდება. ჯარიმებს ვხვდებით, ორთაბრძოლებსაც, მაგრამ იმ მომენტში ნათელი იყო, რომ მისი განვითარებისთვის ეს ცუდი იყო. მას შემდეგ დივოკს დიდი დრო დასჭირდა. მას ტკივილი ევროპის ლიგის ფინალშიც აწუხებდა. მაშინ ის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენდა მეტოქისთვის და ძალიან კარგ ფორმაშიც იყო. დღეიდან კი ყველაფერი კვლავ კარგად იქნება.

ფაბინიოს და ვეინალდუმის თამაში...
ორივე ცენტრალური მოთამაშეებისთვის დღეს ნამდვილად დატვირთული შეხვედრა გამოვიდა. მათ საქმე ნამდვილად კარგად შეასრულეს. დიახ, მათ კარგი მატჩი ჩაატარეს. ფაბინიომ განსაკუთრებით იმოქმედა რამდენჯერმე, როცა მეტოქის პირისპირ იყო.

იყო თუ არა სალაჰის და ფირმინოს შეცვლა მათი გადაღლით განპირობებული...
ვნახოთ რას გავაკეთებთ... დღეს სადიო მანეს ჰქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოიყენა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მისი განეიტრალება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ახლა ის გასახდელშია და ფეხზე ჭრილობა აქვს. არ ვიცი როგორ მოხდა ეს, შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, მაგრამ ეს ნამდვილად მტკივნეული იქნებოდა. ის მაინც მოედანზე დარჩა და ჩემთვის არაფერი უთქვამს, სხვა შემთხვევაში, ჩვენ განსხვავებულ ცვლილებებს გავაკეთებდით. სულ ესაა, ვნახოთ როგორი იქნება ჩვენი სასტარტო 11-ეული მომდევნო მატჩებში. ახლა მხოლოდ "ბარნლიზე" ვფიქრობთ და არა "ბორნმუთზე", "იუნაიტედზე" ან "ნაპოლიზე".

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ეჰ იურგენ რამე უნდა შეცვალო თორე ეს რა არი, საშინლად თამაშობს გუნდი. სტარიჯი დააყენე ბარნლისთან, ფირმინო. საშინლად თამაშობს და ეს კეიტაც ათამაშე საბოლოოდ. მეტი კრეატივი სჭირდება გუნდს და ნახევარდაცვას პირველ რიგში. ფაბინიო მომეწონა, ბევრი შეტევა ჩაშალა. ორიჯის რაც შეეხება, რავიცი რა უნდა მოხდეს რომ ეგ ათამაშდეს. მარა სეზონის ბოლომდე მაინც არ უნდა გავუშვათ, სტარიჯმა ან ფირმინომ ტრავმა რო მიიღოს სკამზე ფორვარდი ხო უნდა გვეჯდეს, სოლანკე გაანათხოვრონ უეჭველი და ეს დაიტოვონ ჯერ

janklodklop
მომხმარებელი

კრიტიკოსები უნდა გაჩუმდნენ 11-3-0 ბურთები 27-5 ზე ესეთი შედეგი ძნელია დადო ნუ რას ვიზავთ ყველა თამაშიც რო მოიგო ერთის გარდა შეილება მაინც ვერ აიღო თასი ისეთ ფორმაშია სიტი და გვარდიოლა... ეს ფაქტები და ჩემი პირადი აზრით ცოტა რამე უნდა შეცვალო გერმანელო თორე გადაიღალა შენი მანქანა და მეტი კრეატივია საჭირო თორე ამ ზამთარს ვერ გადავიტანტ შანსი არაა... ისე ჰენდო კია *ცენზურა* მარა როცა ეგ არის მოედანზე მეტად ძლიერად ვდგავართ დაცვის სტილში

bulleye
მომხმარებელი

ეს ყველაფერი კარგი მაგრამ კეიტა უნდა ათამაშოს თავიდანვე

chipe888
მომხმარებელი

ბლაბლაბლა გეუბნებითი ეს კაცი ქოცია,რეებს ბაზრობს ტიპი. კითხვა იყო,რომ სალაჰის და ბობის შეცვლა მათი გადაღლილობის ბრალი იყოო და ეს მანეს ჭრილობაზე საუბრობს. ასეთი Yლე რატო გახდი იურგენ? გაგვაგებინე.


janklodklop,
რაც შეგვეხება კლოპის კრიტიკოსებს. ჰაერიდან მოტანილი მიზეზების გამო არავინ აკრიტიკებს. ყარაულის თოფივით გაუვარდათ და რა უნდა ვქნათ ეხლა სიხარულისგან ფრენა დავიწყოთ? გულზე ხელი დაიდოს და სიმართლე თქვას. ყველა ხომ კლოპის დასაჯმელად ვემზადებოდით? 11 3 0 და 27-5 კარგი შედეგია,მაგრამ მაგას მოყვება კარაბაო -1 და ლოგა 2-0-3 და ბურთები 7-2ხოლო გასვლაზე 0-0-3 და ბურთები 1-5. ეგ შედეგი ეპლში სასწაულის ხარჯზეა და შეკოწიწებულია. საჩემპიონო გუნდი ესე არ უნდა თამაშობდეს. თუ ასეთი თამაშით ლივერპულმა დადო ეპლი,ეს იქნება ისტორიაში ყველაზე ცუდი ჩემპიონი. ასეთი ყაყა თამაშით მოგება როგორ გინდა. შეიძლება კარდიბთან ან პალასთან არ ითამაშო ლამაზად,მაგრამ როცა დერბიში ან ენფილდზე სიტის იღებ,მაშინ უნდა დამტკიცო რო მასზე ძლიერი ხარ. გუშინ არაფერში არ გამოჩნდა,რომ ევერტონზე ძლიერი არის ლივერპული. ყველა მეკარის და დაცვის თავის ტკივილი ტრიო უცებ გადაიქცა რაღაც უაზრობათ. არ მჯერა,რომ ფორმაში არ არიან ან რაიმე მსგავსი,უბრალოდ ისეთი Yლე ტაქტიკით ათამაშებს გუნდს რო ვერ ავლენენ თავის თვისებებს. ბობი თამაშში ხან ვინგერია,ხან ფორვარდი და ხან 10 ნომერი,მანე ხან მცველია,ხან 10 ნომერი და ხან ვინგერი,სალაჰიც თითქოს ფორვარდობს,მაგრამ 100 სპრინტის გაკეთება უწევს და იმდენს დარბის,რომ მერე კარში ვეღარ ურტყავს. ვისაც ფეხბურთი უთამაშია ის მიხვდება,რომ თამაშში,რომელში 3ან4 პოზიციაზე გიწევს თამაში ძნელია ძალების გადანაწილება და კარგად თამაშიც. პირდაპირი დავალება აქვს ჯინის რო შორიდან არ დაარტყას,რადგან გუშინ კარგი პოზიცია ქონდა დასარტყმელად რამოდენიმე და პასი გააკეთა. ვინც დიდი ხანი უყურებს ჯინის თამაშს იცის,რომ კარგი დარტყმა აქვს. ბენტეკე როცა ყავდათ,მაშინ არ აწვდიდნენ საჯარიმოში და ახლა ყოველი მეორე ჩაწოდება მიდის და მინას დეიკის გარდა თავზე ვერავინ აჯობებს. წკეპლასავით ურტყავს ბურთს და მისი პლიუსია. ასერომ კლოპს არავინ აკრიტიკებს უმიზეზოდ და თუ პირადი ფანი არ ხარ კლოპის ამას შენც კარგად დაინახავ.

LUIS SUARES 001
VIP Member

ეს არ არის ის ლივერპული შარშან რომ უპრობლემოდ ლაღად დედას უ*ცენზურა*ავდა ყველას ეს არის შენელებული სირთა ბელადების გუნდი (ჯერჯერობით ასეა) თავიანთი ჯიუტი მწვრთნელით..არასიდეს არ მიგინებია კლოპისთვის და ვატყობ დროა დავიწყო

jackjack
მომხმარებელი

გუნდი მაშინ იქნება ფორმის პიკში როცა ყველაზე მეტად დაჭირდება, იურგენა მგელია აცადეთ ))))

coco
მომხმარებელი

10 9 16 1

Pheonix
მომხმარებელი

თამაში არ მომწონს, მაგრამ შედეგია კარგი. ცვენა ზვეზდას გარდა ერთი თამაშიც არ ყოფილა ისეთი, რომელიც დაწყებამდე აუცილებლად მოსაგები გვქონდა და ვერ მოვიგეთ, აქედან გამომდინარე, მოსაგებ თამაშებს სულ ვიგებთ და ეს უკვე კარგია.

ასევე იმაზეც დაფიქრდით, რომ თუნდაც შარშანდელი "მფრინავი" ლივერპული ასეთ შედეგზე ვერ იქნებოდა, როგორზეც ეს "ცუდ ფორმაში მყოფი" ლივერპულია

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

სანახაობრივად ცუდ ფეხბურთს ვთამაშობთ.. არაა ლაღი და შემტევი რომელსაც ბევრი დარტყმები მოყვება კარის მიმართულებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ყოველჯერზე უნდათ ას პორცენტიანი მომენტი შექმნან და მეტოქის საჯარიმოში მყოფებმა მიითვალონ გოლები. საჯარიმოს გარედან კარგი დარტყმული გოლი სანატრელი გახდა. იმდენად იშვიათობაა რო კოუტინიოც კი მომენატრა ეგ ნ ა ბ ი ჭ ვ ა რ ი ფეხბურთელი. მეტი უნდა ურ*ცენზურა* კარის მიმართულებით და მეკარეს მშვიდად ყოფნის საშუალება არ უნდა მისცენ. კარისკენ ისედაც ცოტას ურტყავნ და კარში გაცილებით ცოტა მიდის:/ კლოპმა უნდა დარტყმებზე ბევრი ამუშავოს და მითითებაც მისცეს რომ საჯარიმოს გარედანაც ბევრი ურ*ცენზურა*. მოეშვან წინ და უკან უაზროდ ბურთის წაღებას. მოკლე პასები არ მევასებოდა ბარსასი და ამათაც მოინდომეს მიბაძვა:/ კარგია ბურთის კონტროლი მაგრამ ჯობია ის დრო გქონდეთ ბურთის საკონტროლებლად რასაც გოლად გარდასახავენ ვიდრე 90 წუთის მანძილზე 70 პროცენტამდე ბურთის ფლობა ექნებათ და დამატებით დროში ძლივს გაიტანენ 1 გოლს:/ მანე მაგრად გ ა მ ო გ ვ ი ყ ლ ე ვ დ ა:/ კარში ვეღარ არტყავს არა და ტიპმა ისე დაიწყო სეზონი რო შეყარა გოლები და მერე გაჩერდა:/ პრობლემა გოლის გატანაა თორე გუნდს სხვა არანაირი პრობლემა არ ააქვს:/ წინა სეზონში სალაჰმა იყოჩაღა და 30 გოლზე მეტიც გაიტანა პრემიერ ლიგაში. თუმცა წელს არ მგონია რომ შეძლოს 25 ბურთამდე ასვლა:/

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • Vs

    11.12.18


  • ნაპოლი

მიმოხილვა


  • ბორნმუთი
  • 0:4

    08.12.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze