x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 6-12-2018, 09:07, კატეგორია - სიახლეები, 1 202, 20


პრემიერ ლიგის მე-15 ტურში "ლივერპული" გასვლაზე "ბარნლის" დაუპირისპირდა. მატჩი მერსისაიდელთა გამარჯვებით 1:3 დასრულდა. სტუმართაგან გოლები რობერტო ფირმინომ, ჯეიმს მილნერმა და ჯერდან შაჩირიმ გაიტანეს.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

შედეგი და თამაში...
პირველ ტაიმში, დასაწყისში ცხოვრება საკუთარ თავს გავურთულეთ. ჟოელ მატიპის 2-3 პასი საშინელი იყო, თუმცა ის მოედანს საკმაო ხნის შემდეგ დაუბრუნდა, ამიტომაც დრო სჭირდებოდა. იმავეს თქმა შეიძლება მორენოზე, სტარიჯსა და ორიჯიზე - სტარტზე მათ დრო სჭირდებოდათ. მეტოქეს კი კონკრეტული გეგმა ჰქონდა. "ბარნლი" დღეს ყველა ეპიზოდში იბრძოდა. ბედნიერი ვარ, რომ შესვენებაზე შევძელით გარკვეული ტაქტიკური დეტალების შეცვლა. ბიჭებს ვუთხარი, რომ მათ ბევრს ვუყვიროდი, თუმცა არა იმიტომ, რომ გაბრაზებული ვიყავი. დღეს შეგვეძლო ორიჯი უფრო ცენტრში დაგვეყენებინა, შაჩირი და სტარიჯი კი სხვა პოზიციებზე.

ჩვენ გოლი გავუშვით - არ ვიცი იყო თუ არა თამაშგარე, ვერაფერს გეტყვით. განსაკუთრებული იყო ჩვენი რეაქცია, რადგან აქ, ამ სტადიონზე, ასეთ დროს ყოველთვის რთულია მოქმედება. მილნერს ნამდვილად კარგი მატჩი ჰქონდა, განსაკუთრებით ფიზიკურ ასპექტში. საბოლოოდ, რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩვენი სტანდარტულები კვლავ სახიფათო და შედეგის მომტანი გახდა. ცვლილებების გაკეთება 1:0-ზეც მსურდა, თუმცა 1:1-ზეც არ გადავიფიქრე, რადგან ჩვენ ამ შეხვედრის მოგება გვინდოდა. მესამე გოლი კი ნამდვილად ბრწყინვალე იყო.

ნაბი კეიტას თამაში...
ყოველთვის, როცა მას ბურთი ჰქონდა, რაღაც მცირედით, მაგრამ მაინც იცვლებოდა. არ მსურს ვინმეს რაიმე დავაბრალო ან გავაკრიტიკო, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ზოგიერთ მომენტში ჯერდანს უკეთ შეეძლო თამაში. რეალურად, საქმის გაკეთებას მხოლოდ მილნერი და კეიტა ცდილობდნენ, თუმცა მათ საქმეში ჰენდერსონი არც უნდა ყოფილიყო ჩართული. ვფიქრობ, კეიტას დაბლოკილი ბურთი იყო ჩვენი საუკეთესო მომენტი პირველ ტაიმში. დასაწყისში და ბოლოში ის ნამდვილად კარგი იყო. შუაში კი ვყვიროდი : "გამოიყენეთ ნაბი !", რადგან გრძელ გადაცემებს ვიყენებდით და მას არ ვრთავდით თამაშში.

ჯო გომესის ტრავმა...
მან კოჭი დაიზიანა და სავარაუდოდ, მას ცოტა დრო არ დასჭირდება. ვნახოთ, ახლა არაფერი ვიცი. ის სახლში გავაგზავნეთ. 

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

ყოჩაღ კლოპს, მაგარი თამაში მოვიგეთ. იმედია გომეზი მალე დაბრუნდება.

mamuka1985
მომხმარებელი

bulleye,
ეხლა გვაქვს რთული მატჩი,თან ადრე გვიწევს ცუდია ძაან

Kloppout
VIP Member

ვერდიქტში მწრვთნელი რო აღნიშნავს შენს პიტალოობას ტეხავს ანუ გვერდიც კი ვერ აუარა

chipe888
მომხმარებელი

ამაშია საქმე,რომ უყვიროდი რო კეიტა დაეტვირთად,მაგრამ Yლეზე იკიდებდნენ. უნდა დაგდო სკამზე,რომელიც დავალებას არ ასრულებს და ახეხინო კარგა ხანი. მოსაწყენია,როცა სულ ერთი და იგივე პასების წყება არის თამაშში. კეიტა იყო ამ კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე,როცა საჭრო იყო მიდიოდა მოტყუებაზე და ცდილობდა. ჰენდერსონს აგინებდით ყველა,მაგრამ ჰენდოს საქმე არ იყო შეტევის დაწყება და სწორედაც ეს აღნიშნა აჩკარიკამაც. თუ ერთმა ნახევარმცველმა უნდა გააკეთოს ყველაფერი,მაშინ რა საჭიროა დანარჩენი 2. ჰენდერსონი თავის დავალებას ასრულებს და უკეთესი კი გვინდა,მაგრამ არც ჰენდოა ცუდი. შავ სამუშაოს კარგად ასრულებს და ამაში მამუკაც დამეთანხმება. ფლეშქორით ხელმძღვანელობს ზოგი და ისე აფასებს თამაშს ამათუიმ ფეხბურთელის. ფლეშქორიზე მესის 5 გოლი უწერია,მაგრამ რეალურად ბუსკეცი ასრულებს ისეთ სამუშაოს,რომ მის არ ყოფნაში სხვა ვერავინ შეასრულებდა. ამ პოზიციის ფეხბურთელის გაკეთებული საქმე არ ჩანს ხოლმე და მას ტრენერი ხედავს ხოლმე. ამიტომ მოვიხმარე მამუკა,რადგან ტრენერი კაცია და ჩვენზე მეტი იცის. ამ პოზიციის ფეხბურთელი,რაც უფრო არ ჩანს,მით უფრო კარგ თამაშს ატარებს. მეორე ტაიმი კი ძალიან მომეწონა კიდევ ერთხელ ვიტყვი

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: chipe888
ამაშია საქმე,რომ უყვიროდი რო კეიტა დაეტვირთად,მაგრამ Yლეზე იკიდებდნენ. უნდა დაგდო სკამზე,რომელიც დავალებას არ ასრულებს და ახეხინო კარგა ხანი. მოსაწყენია,როცა სულ ერთი და იგივე პასების წყება არის თამაშში. კეიტა იყო ამ კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე,როცა საჭრო იყო მიდიოდა მოტყუებაზე და ცდილობდა. ჰენდერსონს აგინებდით ყველა,მაგრამ ჰენდოს საქმე არ იყო შეტევის დაწყება და სწორედაც ეს აღნიშნა აჩკარიკამაც. თუ ერთმა ნახევარმცველმა უნდა გააკეთოს ყველაფერი,მაშინ რა საჭიროა დანარჩენი 2. ჰენდერსონი თავის დავალებას ასრულებს და უკეთესი კი გვინდა,მაგრამ არც ჰენდოა ცუდი. შავ სამუშაოს კარგად ასრულებს და ამაში მამუკაც დამეთანხმება. ფლეშქორით ხელმძღვანელობს ზოგი და ისე აფასებს თამაშს ამათუიმ ფეხბურთელის. ფლეშქორიზე მესის 5 გოლი უწერია,მაგრამ რეალურად ბუსკეცი ასრულებს ისეთ სამუშაოს,რომ მის არ ყოფნაში სხვა ვერავინ შეასრულებდა. ამ პოზიციის ფეხბურთელის გაკეთებული საქმე არ ჩანს ხოლმე და მას ტრენერი ხედავს ხოლმე. ამიტომ მოვიხმარე მამუკა,რადგან ტრენერი კაცია და ჩვენზე მეტი იცის. ამ პოზიციის ფეხბურთელი,რაც უფრო არ ჩანს,მით უფრო კარგ თამაშს ატარებს. მეორე ტაიმი კი ძალიან მომეწონა კიდევ ერთხელ ვიტყვი

რაის ჰენდერსონი ტიპი ჩვეულებრივი მძორია რომელიც დარბის არაფერი მაგას არ შეუძლია ელემენტარული კაპიტნობაც კი არ შეუძლია, ნეტა არ გიტყდებათ ჩვენზე დაბალი დონის გუნდებსაც კი რომ ჰენდერსონზე ბევრად კარგი ჩამშლელები რომ ყავთ?

hattrick
მომხმარებელი

ჰენდერსონს არ აგდებენ გუნდიდან იქნებ ტრავმა მიიღოს ან დაბერდეს მალე... უკან პასის გარდა ევრ ისწავლა ვერაფერი წლებია ვუყურებ მაგის საცოდაობას

gio_chyoi
რედაქტორი

კოჭი როა და ისევ მყესი არა ეგეც კარგია მგონი. დღეს უნდა გაიაროს სკანირება წესით და ვნახოთ რა იქნება

LUIS SUARES 001
VIP Member

ჰენდერსონი ვეღარაფერს ვეღარ აკეთებს საერთოდ.გომესის ტრამვა არ გვაწყობდა საერთოდ იმედია მალე დაბრუნდება

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ფეხბურთის ქართველ ქომაგებში დამკვიდრებული გენიალური ფრაზები:

1) ქინქლაძეს რომ არ ეზარმაცა, მესის აჯობებდა.

2) გაყიდული თამაში იყო, იგრაზე ეტყობოდა.

3) ფეხბურთელი რაც უფრო არ ჩანს,მით უფრო კარგ თამაშს ატარებს.

johnson
ადმინისტრატორი

PRINCE,
11 13 11 13

ერთს დავატებდი კიდე - ტრავმები აწუხებს მარა ისე ყველაზე კლასნია 5

chipe888
მომხმარებელი

Ynwa Scousers,
არ იცი ძმაო ფეხბურთი პოზიციების მიხედვით და ფლესქორიზე ვერ გაიგებ მაგას. ჩამშლელი ნახევარმცველის მოვალეობა არააა ის,რასაც ჰენდოსგან ითხოვთ. რომელი კონტრშეტევა გაიაპარა და რომელი განაპირა მცველი არ დააზღვია? რომელი ზონა არ დაკეტა და ა.შ. თუ არ იცი არაა პრობლემა ეგ,მაგრამ როცა სხვას ედავები ისეთ რამეზე რაც არ იცი ეგ უკვე ცუდია

PaoloMaldini
მომხმარებელი

,, გამოიყენეთ ნაბი'' იდეალური ფრაზა კლოპ შენ გამოიყენე ეგ კაცი გთხოვ დანარჩენის ატვეჩაი მე ვარ

chipe888
მომხმარებელი

PRINCE,
თუ ვერ მიხვდი,რაც ვიგულისხმე,რა გავაკეთო რო აგიხსნა. შავ სამუშაოს ასრულებს და მაგიტომაც ვთქვი რო არ უნდა ჩანდესთქო. გამჭოლ გადაცემებს ითხოვთ ჩამშლელი ნახევარმცველისგან და ამაზე დიდი გენიალური არები რაღა გინდა. ავიდეს წინ პასები არიგოს,მერე ვიღაცამ დაკარგოს ბურთი და კრაის მცველებს კლოპი დააზღვევს თუ ბუვაჩს მოიყვანენ. მაღალ ბურთზე დეიკი ამოდის ხოლმე,რადგან თავით კარგად თამაშობს და ჰენდერსონი აზღვევს მცველებს. რავი რანაირად უყურებთ ფეხბურთს არ ვიცი. საჭირო ზონებს კეტავს კიდევ და სხვა რა უნდა გააკეთოს ჩამშლელმა ნახევარმცველმა. ამოაგდოს სატავიდან ერთი მაგის დედაც მოვტYან,მარა მერე სანატრელი გაგვიხდება. მეც მინდა კაზემირო ან ბუსკეცი,მარა მოყავს ვინმეს. ეგრე სალაჰიც Yლეა,როცა მესის შეადარებ და გავუშვათ ეგეც და მოიყვანონ მესი,მე დავუშალე თუ შენ? არ გამოჩენაში კამერებს ემალებათქო ეს არ მიგულისხმია. უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს და სხვა რა უნდა მოსთხოვო,თან დაბალი დონეაო იძახით. აგერ კლოპმაც თქვა,რომ კეიტა და შაჩირის საქმეაო შეტევების ორგანიზებაო და ჰენდერსონ რა მოვსთხოვოო. მოკლედ ამ საიტზე იმდენად არ გევასებთ ჰენდერსონი,რომ უცებ თოვა რო დაიწყოს მაგასაც ჰენდოს დააბრალებთ

mesxi_8
მომხმარებელი

chipe888,
*ცენზურა*ა ჰენდერსონი, მთელი საფეხბურთო სამყარო მაგაზე კაიფობს. ჯერარდის ჩამშლელად თამაში გვინახავს, კაცს მთელი ცხოვრება შემტევად ჰქონდა გატარებული და ამ სირზე ბევრად მაგრად თამაშობს. შამშლელია კანტეც და შეხედე აბა თუ არ ჩანს

mamimi
მომხმარებელი

PRINCE,
ხო ბაზარია არაა :D კიდე დავამატებდი კლოპმა მოიგო ჩელსისთან და სიტისდთAნ თამაში თურმე :D

chipe888
მომხმარებელი

mesxi_8,
ჩართავთ სიტის,ბარსელონას თამაშს და ნახავთ თუ რა კარგად თამაშობს ბუსკეცი და ფერანდინიო,მერე ლივერპულის თამაშს უყურებთ და ჰენდერსონი არ მოგწონთ. გასაგებია,რომ ტოპ კლასის იგროკი არაა,მაგრამ აქ არის ერთი განსხვავება. სიტიც და ბარსელონა განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. ლივერპულის ტაქტიკა სხვაა და სხვა არის ჩელსის. რათ უნდა ამის გაგებას ამდენი საუბარი. ლივერპული ფლანგებიდან თამაშობს და არა ცენტრით. სულ განსხვავდება სიტის ტაქტიკისგან. გასაგებია,რომ ჯერარდი შეძლებდა,მაგრამ რასაც ის აკეთებდა,ბევრი ვერ გააკეთებს. ჯერარდს რო ადარებთ ჰენდერსონს მანდ ჩანს ფეხბურთის ცოდნა. კარგია,რომ გვყავდეს ისეთი საყრდენი,რომელსაც ჩაშლაც და შეტევის დაწყებაც შეეძლება,მაგრამ არ გვყავს. კანტეც ჩამშლელია,ჩანს და ეგეთები არ გამოდგება არგუმენტად. ეგრე მესიც შემტევია და სალაჰივით კი არ მაზაობს. ამაშია საქმე. ამ ლივერპულში ვერავინ თამაშობს ჰენდოზე კარგად მაგ ადგილას ჯერ. ფაბინიო მოვიდა მაგისთვის და დრო სჭირდება. ფაბინიოც მოიკოჭლებს მაგ კუთხით რასაც სთხოვთ ჰენდოს. არ მიყვარს წინასწარ ლაპარაკი და არც ფაბინიოს შევეხები. მოვიდა და მაგრა გამიხარდა. თქვენი არ იყოს მეც დიდი იმედებით ვარ მაგ იგროკზე. ჰენდერსონზე რო მოვრჩე: არაა შეტევების ორგანიზება ჰენდოს საქმე კლოპის ტაქტიკაში და გუშინდელ თამაშში კეიტას და შაჩირის უნდა ეზრუნათ მაგაზე. კეიტამ ივარგა და შაქირიმ ვერა. მარცხენა კრაიზე ისეთი Yლე პასი გადაიტანა შაჩირიმ,რომ რავი რა. მარტო გოლები და ჩაჭრები არაა ფეხბურთი.

Agger13
მომხმარებელი

1)გომესმა ტრამვა, რომ მიიღო კლოპის ბრალია, რადგან ცენტრის მაგივრად კარიზე დააყენა
2)ჰენდერსონი აზზე არაა და რატოა ეგ კაპიტანი
3)ცვილებებს აგვიანებს და არასწორ შემადგენლობას აყენებს
4)არ ვიცი რა გვეშველება როდემდე უნდა გაგვივარდეს?
5) დაამატებს კიდევ ვინმე რამეს :დ
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
შედეგი: თამაში არ წაგვიგია პრემიერ ლიგაში, დედა ვუტირეთ სუყველას და გრანდად ჩამოვყალიბდით იმ გრანდდათ, რომელისაც ადრე ყველას ეშინოდა და მე ვგულშემატკივრობდი. ეს ყველაფერი ერთი კაცის დამსახურებაა მისი მოყვანილია ფეხბურთელებიც ტაქტიკაც მისი შემუშავებულია და შედეგიც მისი დადებულია. სხვა მწვრნთელენბაც მოიყვანეს ფეხბურთელები ტაქტიკებიც ჩვენთათ მარა ჩაისვარეს, კლოპმა კი იმედები და რწმნები დაგვიბრუნა და სირცხვილია მასე ვინმეს ენა რო უბრუდნება.
იმედია დიდიხანს აი ძალიან დიდხანს დარჩება ჩვენთან და ერთად დავამარცხებთ ყველას და ყველაფერს ^_^

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: chipe888
Ynwa Scousers,
არ იცი ძმაო ფეხბურთი პოზიციების მიხედვით და ფლესქორიზე ვერ გაიგებ მაგას. ჩამშლელი ნახევარმცველის მოვალეობა არააა ის,რასაც ჰენდოსგან ითხოვთ. რომელი კონტრშეტევა გაიაპარა და რომელი განაპირა მცველი არ დააზღვია? რომელი ზონა არ დაკეტა და ა.შ. თუ არ იცი არაა პრობლემა ეგ,მაგრამ როცა სხვას ედავები ისეთ რამეზე რაც არ იცი ეგ უკვე ცუდია

რაზე ლაპარაკობ საერთოდ აზრზე თუ ხარ? ჩამშლელია ვერატი, ჩამშლელია კანტე, ჩამშლელია ჟორჟინიო, ჩამშლელია ბუსკეტსი მაგრამ ერთი პასით შეუძლიათ გადაწყვიტონ თამაშის ბედი ამ განუვითარებელმა კი უკან პასის მეტი არაფერი არ იცის და შენ თუ ფიქრობ რომ ჰენდერსონი მაღალი დონის ნახევარცველია აზრზე არ ხარ ამ სპორტის :/

lashafss
VIP Member

ეს რაკაცია ყველას პასუხი გასცა : )) მალადეც ძმაო შენ მონდომებას ... რაც შეეხება ამ კომენტარს კლოპს ვეთანხმები რომ კეიტა უფრო უნდა დაეტვირთათ, მეორე ტაიმი არიყო ცუდი ნამდვილად , ისე ლაღად თამაშობდნენ მომეწონა

Levan Chachava
მომხმარებელი

მოგესლამებით მეგობრებო! ახალი ა რვარ მაგრამ დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ საიტზე. რაც შეეხება გუნდს და იმ დამსახურებას რაც კლოპს აქვს... მოდი დავიწყებ ჰენდერსონით, რადგან ამ კაცს შევეხეთ. როდესაც ჯერარდმა დაასახელა ის თავის მემკვიდრედ თავის დროზე, მას არ უთქვამს რომ ის იქნებოდა ახალი ჯერარდი ან იგივე როლი ექნებოდა გუნდში რაც თავის დროზე მას. ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჯერარდი არავის უნდა შეადარო რადგან ის ერთადერთია და მისნაირი ლივპერულს კი არა ინგლისს არ ჰყოლია. კლოპსაც ა რჰქონია იმის ილუზია და მცდელობა რომ ჰენდერსონი წინ წაეწია 10 ფუნქცია შეესრულებინა. ყველა მწვრთნეი ხედავს მის შესაძლებლობებს და ეფექტურობას ოღონდ კონკრეტულ ასპექტსი. ეს კიდე დავითი ფუნქციების შესრულებაა... მას ყოვლეთვის კარგად გამოდსიოდა მცვლებეის დაზღვევა, ართმევა და პრესინგი. ამაზე ნამდვლად შეგვიძლია არ ვიდაოთ. კლოპი მართალია როცა გუნდში შაქიი დ კეტია გყავს, რომლებსაც ბურთის მიწებება შეუძლათ, კაცის მოტყუება და პასის გაკეთება მაგ დროს ჰენდერსონის არაფერ შუაში არაა... როგორც არ უნდა ვეძახოთ ანტიფეხბურთელიაო, ფაქტია ის რომ დღემდე ლივპერულის ძირითადშია უკვე რამდენია წელია და პლიუს ინგლისის ნაკრებშიც მუდმივად ხვდება და როცა ფორმაშია მუდმივად ძირითადშია. მოდი იმაზეც შევთანხმდეტ, რომ კლოპს და საუტგეითს ჩვენზ ეკარგად სმით ფეხბურთი... ეხლა რაც შეეხება გუნდს და იმას თუ კლოპმა რა გააკეთა - ერთ რამეს გირჩევთ ცხვორებაში. ყოველთვის შეაფასეთ ვიღაც და რაღაც ფაქტებით და არა აზრებით!

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • Vs

    11.12.18


  • ნაპოლი

მიმოხილვა


  • ბორნმუთი
  • 0:4

    08.12.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze