x

კაპიტანი : "სიტიზე" არ ვფიქრობთ

ავტორი: johnson, 6-12-2018, 12:30, კატეგორია - სიახლეები, 980, 14


პრემიერ ლიგის მე-15 ტურში "ლივერპული" გასვლაზე "ბარნლის" დაუპირისპირდა. მატჩი მერსისაიდელთა გამარჯვებით 1:3 დასრულდა. სტუმართაგან გოლები რობერტო ფირმინომ, ჯეიმს მილნერმა და ჯერდან შაჩირიმ გაიტანეს.

მოგვიანებით, კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, "წითლების" კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა განვლილ მატჩსა და "მან. სიტისთან" კონკურენციაზე ისაუბრა :

"ვთვლი, რომ შეხვედრის უმეტესს ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებდით. აქ თამაში ყოველთვის რთულია და ეს ადრეც ვიცოდით. ვფიქრობ, საქმეს თავი ნამდვილად კარგად გავართვით. პირველ ნახევარში ბევრ მომენტს ვერ ვქმნიდით, შესვენებაზე რამდენიმე ტაქტიკური ცვლილება განვახორციელეთ და ამან იმუშავა კიდეც.

ჩვენ არ გვაინტერესებს "მან. სიტი", რადგან სეზონის ბოლომდე დიდი დროა. ვიცით თუ რაოდენ კარგი გუნდია "სიტი" და მათგან გამარჯვებებსაც ველით. ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ - თუ შევძლებთ ასეთ დონეზე თამაშს, მაშინ მოგებათა სერიაც გაგრძელდება. უბრალოდ, თითოეულ მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი, არ აქვს მნიშვნელობა ვინაა ჩვენი მეტოქე."
- განაცხადა ჰენდერსონმა.

ინგლისელმა ნახევარმცველმა კომენტარი ნაბი კეიტაზეც გააკეთა. როგორც იცით, გვინეელი მოთამაშე გუშინ საქმეში პირველივე წუთიდან ვიხილეთ. ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო :

"კეიტამ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და მცირედით უკან დაიხია. ახლა კი თავად ხედავთ თუ რაოდენ კარგი ფეხბურთელია. ის ბურთით თავს კომფორტულად გრძნობს და უკნიდან თამაშის დაწყებაში გვეხმარება. ვფიქრობ, "ბარნლისთან" ის განსაკუთრებული იყო, ისე როგორც ყველა სხვა."

კომენტარები


PRINCE
ტოპ კომენტატორი

სამი ასო!!!

liverpolel
მომხმარებელი

არადა რა კაი წინ პასები აკეთა მომენტებში გუშინ ჭრიდა ნახევარდაცვას, რა ჭირს მეტი უნდა აიღოს თავის თავზე რა

Ynwa Scousers
VIP Member

ნეტავ თუ არ უტყდება როცა თუნდაც ვერდიქტში ბოსი აჯვავს?

Kloppout
VIP Member

Ynwa Scousers,
შაქირის და მატიპს აჯვავს ამას კიდე იცავს და მაგ დაცვისთვისაა საგინებელი

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

Kloppout,
საგინებელი და გასაგდებია კლოპი, მაგას არ ვიძახით ამდენი ხანი? :დ

ისე, ჰენდოს ყოფნისას ნახევარდაცვა უფრო დალაგებულად თამაშობს და ვინც ვერ ამჩნევს, ან ფეხბურთის გარტყმაში არაა ან ჰეიტერია ჩვეულებრივი, უფრო ორივე. მაგიტომაც იცავს. :დ

chipe888
მომხმარებელი

ჰენდო შე მაგარო,შეუბერე და თასი მანახე შენს ხელში

Kloppout
VIP Member

წითელი ნიუტონა,
კაი რა :დ ნახევარდაცვამ ითამაშა კეიტამ ბურთის ტარება დაიწყო და მილიმ გატ რაკება მეორე ტაიმში თორე ჰენდო ძირითადად Yვერების ფხანით იყო დაკავებული და ეგ მართლა თუ მიგაჩნია რომ არ უნდა ჩანდეს საყრდენი ბურთი არ უნდა ამოიტანოს მცველებიდან 8 ნომრებამდე მალადეც შენ :დ
ბევრისგან განსხვავებით მინდა იყოს გუნდში ჰენდო რესურსია ინგლისის ნაკრების ძირითადის საყრდენი გუნდში როტაციაში ფაბინიოსთან კონკურენციაში პლიუს ამას ზოგჯერ მისდის თამაში და საჭიროა გუნდში მარა ძირითადში მუდამ ამის ყოფნა ზარალია პლიუს ამას ფაბინიოს პროგრესს თუ ვერ ხედავთ კიდე მალადეც ძმაო თქვენ

chipe888
მომხმარებელი

Kloppout,
აუ რაზე დაობ ამას ვერ ვგებულობ. შენც ამბობ,რომ საჭიროა გუნდში და უკეთესი საყრდენი ჩვენც გვინდა,მაგრამ სადაა. ფაბინიოს არ ათამაშებს და ჩვენ რა გავაკეთოთ.

LUIS SUARES 001
VIP Member

Ukve visi visashia ver gavige ,ratom gvaginebinebs klopi hendersons daayenos fabinio da moixodeba ufro

Kloppout
VIP Member

თქვენ რაღა უნდა გააკეთოთ კაცო ჰენდერსონი უფრო მოგწონთ :დდდ

Mr.archil
მომხმარებელი

როგორც ფეხბურთელი ძველი ფორმაციის ლივერპულში კიდე რაღაც როლს ასრულებდი მაგრამ დღეს იმენა არ ხარ ძირითადის კი არა ლივერპულის ფეხბურთელიც კიი სუსტი ხარ ძაან არა მარტო როგორც იგროკი არამედ როგორც პიროვნება და როგორც კაპიტანი... არ მინდა რა ამ კაცს რომ ვხედავ დღემდე დაცვის სტილზე თამაშობს ათაში ერთხელ შეიძლება რაღაც გააქანოს და მაგით მე პირადად ვერ ვიხიბლები... ნახუი სანდერლენდში...

gio_chyoi
რედაქტორი

PRINCE,
პრინც სად ხარ ტო სად დაიკარგე მომენატრე :) ძლივს ფეხზე დავდექით და ეხლა მიგვატოვე?

Shubitidze993
მომხმარებელი

Fabinhos napolistvis inaxavs napoltan iqneba keita milneri da fabinho naxavt agers hendersons napoltan tamash ar andobs klopo da ise gomezi daimtvra bazari araa magram lovreni napoltan magrad gaamrtlebs prosta es arnoldi mainc pacanaa xandaxan wesit kargad unda itamashon

bulleye
მომხმარებელი

კეიტას მეტი სათაშო დრო უნდა მიეცეს და ფაბინიოსაც

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • Vs

    11.12.18


  • ნაპოლი

მიმოხილვა


  • ბორნმუთი
  • 0:4

    08.12.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze