x

კლოპი უილსონსა და იანვარზე

ავტორი: johnson, 15-12-2018, 13:35, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 105, 7


სეზონის ყველაზე რთულ მონაკვეთს "ლივერპული" 2 ცენტრალური მცველით ჩაატარებს. როგორც იცით, ჟოელ მატიპი და ჯო გომესი ტრავმების გამო გუნდს იანვრის ბოლომდე ვერ დაეხმარებიან.

საკადრო პრობლემების ფონზე, კვლავ აქტუალური გახდა ახალი ცენტრ. მცველის საკითხი. თანაც, დახლოებით 2 კვირაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაც გაიხსნება. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, კლოპს სატრანსფერო გეგმზეც დაუსვეს შეკითხვა :

"2 კვირის წინ თუ ამ კითხვას დამისვამდით, გეტყოდით, რომ სავარაუდოდ არავის დავიმატებდით. ახლა მხოლოდ 2 მცველი დაგვრჩა, თუმცა მაინც არამგონია ტრანსფერი განვახორციელოთ. ჯოს და ჟოელის ტრავმას ხანგრძლივი რეაბილიტაცია არ სჭირდება. მაგრამ მაინც, სიტუაცია თავიდან უნდა შევაფასოთ." - განაცხადა კლოპმა.

გერმანელმა სპეციალისტმა კომენტარი ჰარი უილსონზეც გააკეთა. როგორც იცით, უელსელი შემტევი მიმდინარე სეზონს "დერბიში" ატარებს და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება. უფრო მეტიც, გულშემატკივართა ნაწილი მის მერსისაიდში ნაადრევ დაბრუნებაზეც ალაპარაკდა, თუმცა როგორც ჩანს, კლოპი მოვლენების დაჩქარებას არ აპირებს :

"ჰარი ფანტასტიურად თამაშობს. ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, რომ ზოგჯერ სახლის დატოვებასაც მოაქვს სარგებლობა. ვფიქრობ, ის შესაფერისს დროს წავიდა. ის ჯერ კიდევ შარშან, "ჰალ სიტიში" ყოფნისას გამოიყურებოდა კარგად. შემდეგ დაბრუნდა, იყო ჩვენთან ერთად პრე-სეზონზე, ახლა ფრენკ ლამპარდთანაა. ინგლისს ბევრი კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს.

რა შემიძლია გითხრათ მის დაბრუნებაზე ? კონტრაქტის პირობა ასეთია, "დერბი" ბოლო წამამდე უნდა გველოდოს. ჩვენ არ გვსურს ჰარი იანვარში დაბრუნდეს, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა დადგება, მაშინ შესაბამისად ვიმოქმედებთ."

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

აუცილებლობა რა მაშინ შეტევაში ვინმე უნდა დაიმტვრეს, აბა სხვა რა აუილებლობა უნდა იყოს

Ynwa Scousers
VIP Member

ასეც ვიცოდი რო. ტრანსფერი არ იქნებოდა ამ ზამთარს ნუ გასაგებია რატომაც, მცველს არ მოიყვანს იმიტომ რომ გომესს მალე შეუძლია დაბრუნდეს , ლოვრენიც ასე თუ ისე შეცვლის გომესს, აი ათიანზე მეგონა რომ მოვიდოდა ვინმე მაგრამ რომ ვუფიქრდები მგონია რომ ოქსის უნახავს მაგ პოზიციას ასე რომ

johnson
ადმინისტრატორი

არა უილსონი არ უნდა დააბრუნოს მართლა თუ რაღაც ძაან სერიოზული ტრავმა არ მიიღო ვინმემ.. მცველზე კიდე კოლკერი როიჯარით დაიმატა რამე ეგეთს თუ იზამს სხვას არაფერს.


დარჩენილი ნახევარი თვე გვაჩვენებს, თუ გაუქაჩა ამ დაცვამ და რეზერვებიდან კიდე ვინმემ, მაშინ არავის დაიამტებს რა თქმ უნდა, იმიტო რო იანვარი დეკემბერზე ადვილია და მერე ისინიც ბრუნდებიან

bulleye
მომხმარებელი

არამგონია ვინმე მოიყვანოს ზამთარში..

LUIS SUARES 001
VIP Member

Uilsoni uechveli dabrundeba daamtkica ukve rom dziritadis girsia

Scouser_Galski
მომხმარებელი

კინტერო დაიდოს , უილსონი კი ლემპარდს ყავდეს სეზონის ბოლომდე

Javaxa
ადმინისტრატორი

ტარკოვსკი მოიყვანე იჯარით შე ჩემი სა შენა :)

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    19.01.18


  • კრისტალ პალასი

მიმოხილვა


  • ბრაიტონი
  • 0:1

    12.01.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ვან დეიკი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Liverpoolfc.Ge