x

8 იანვრის ქრონიკა

ავტორი: Mersy, 8-01-2019, 10:49, კატეგორია - სიახლეები, 184, 4


როი ჰოჯსონის განთავისუფლების შემდეგ კენი დალგლიში დროებითი მენეჯერის რანგში დაუბრუნდა კლუბს. სეზონის მეორე წრეში ნაჩვენები შედეგის შემდეგ მეფე კენის გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

1997 წლის ინგლისის ლიგის თასის მატჩში "მიდლსბროს" წინააღდეგ დებიუტი ჰქონდა ჯეიმი კარაგერს, რომელიც შეცვლაზე რობ ჯონსის ნაცვლად შემოვიდა. სამწუხაროდ ჯეიმიმ ვერ იხსნა გუნდი მარცხისგან 1:2.

2003 წელს ლიგის თასის პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში "ლივერპული" "შეფილდ იუნაიტედთან" 1:2 დამარცხდა. "მერსესაიდელთა" მხრიდან გოლი ნილ მელორმა გაიტანა.

ამ დღის უახლოესი შეხვედრა 2016 წლით თარიღდება. ინგლისის თასის მესამე რაუნდში, სტუმრად "მერსესაიდელები" 2–ჯერ მარცხდებოდნენ "ექსტერთან". საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. "ლივერპულის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდათ ტიაგო ილორის, რაიან კენტს, კევინ სტიუარტს, შეიი ოჯოს და ჯო მაგუაიერს, ხოლო კრისტიან ბენტეკემ პირველად და უკანასკნელად უკაპიტნა გუნდს. გოლები ბრედ სმიტმა და ჟერომ სინკლერმა გაიტანეს.

1936 წელს "ლივერპულმა" ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდი გორდონ ჰოჯსონი 3 ათასი ფუნტის სანაცვლოდ "ასტონ ვილაში" გაუშვა. ბირმინგემში ფეხბურთელმა მხოლოდ 1 სეზონი გაატარა, რის შემდეგაც "ლიდსს" მიაშურა. შეგახსენებთ, რომ ჰოჯსონს ეკუთვნის "ლივერპულის" რეკორდი – 18 ჰეთრიქი.

ანდრეა დოსენა "ნაპოლიში" გადაბარგდა. მანამდე მან "ლივერპულში" წელიწადნახევარი გაატარა, 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა "რეალისა" და "მანჩესტერის" კარში.

"ლივერპულის" ექს ფორვარდმა კევინ კიგანმა "ნიუკასლის" მწვრთნელის პოსტი დატოვა 5 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ. თავის პირველ სეზონში კიგანმა "კაჭკაჭებს" მეორე ლიგაში გაამარჯვებინა.

კომენტარები


Kloppout
VIP Member

დოსენას 2 გოლი აქვს სულ გატანილი ლივერპულში რეალის და მანჩესტერის კარში და ისიც 4 დღეში მოასწრო ამ ყველაფრის გაკეთება :დ

LUIS SUARES 001
VIP Member

18 ჰეთრიკი :)

gio_chyoi
რედაქტორი

მოკლედ ორი ჰოჯსონი გვყავს გუნდის ისტორიაში, თან რადიკალურად განსხვავებულები ერთმანეთისგან :)))
ეგ თასის თამაში როგორ მახსოვს ვინები გვეყენბა ძირითადში, მგონი მეორე გუნდიდანაც არავინ იყო ერთი ბენტეკე. ეგ სინქლერიც ერთ-ერთი მაგ ტალანტთაგანი იყო და საერთოდ სადაა უოტფორდში რო გავუშვით იმის მერე აღარც მინახავს.

Mersy
რედაქტორი

gio_chyoi,
სანდერლენდში ყოფილა ))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    19.01.18


  • კრისტალ პალასი

მიმოხილვა


  • ბრაიტონი
  • 0:1

    12.01.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ვან დეიკი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Liverpoolfc.Ge