x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: Mersy, 8-01-2019, 19:33, კატეგორია - სიახლეები, 802, 7


გუშინდელ შეხვედრაში "მერსესაიდელები" სტუმრად "ვულვზთან" 2:1 დამარცხდნე. ერთადერთი გოლი "ლივერპულის" მხრიდან დივოკ ორიჯიმ გაიტანა. მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა შემადგენლობის როტაციასა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

შემადგენლობაში 9 ცვლილების შესახებ

"როტაცია სხვადასხვა მიზეზებით მოხდა. "სიტისთან" მატჩის შემდეგ ფეხბურთელების ნაწილი მსუბუქს ტკივილს განიცდის. პრინციპში ალისონის გარდა ყველას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ამიტომ იძულებულნი ვიყავით გარკვეული ცვლილებები განგვეხორციელებინა. გუშინ ადამ ლალანასა და ჰენდერსონის თამაში ჩვენს გეგმებში შედიოდა, ასევე ძირითადში არ უნდა დაეწყო ლოვრენს, შემდეგ დეიანი საწყის წუთებშივე დაზიანდა და კიდევ ერთი ცვლილების განხორციელება მოგვიწია. თამაშის კონტროლი გვინდოდა, ვინაიდან ჩვენი გუნდი არ იყო შეთამაშებული, განსაკუთრებით დაცვაში. ასე, რომ მნიშვნელოვანი იყო ბურთი გვეკონტროლებინა. ქარი ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა და სიმართლე გითხრათ ბურთის კონტროლი არც თუ კარგად გამოგვივიდა. ხშირად ვკარგავდით ბურთს ისევე, როგორც მოწინააღმდეგე, საბოლოოდ კი ერთ–ერთი ასეთი შემთხვევისას ბურთი საკუთარ კარში მივიღეთ."

"მეორე ტაიმში ყველაფერი თავიდან დავიწყეთ, გვინდოდა პირველ ნახევართან შედარებით ყველაფერი უკეთ გაგვეკეთებინა. მალევე გავიტანეთ, შემდეგ ნევესმა შორიდან გაისროლა, შემდეგ ძელს გავარტყით და ამით თამაშის ისტორია დასრულდა."


ბოლო პერიოდი საკმაოდ ინტენსიური იყო, ამიტომ არ შემეძლო შემტევი ტრიოს დაყენება. ასევე ლოვრენსაც საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და მის დასვენებასაც ვაპირებდით, თუმცა თამაში მოუწია და ტრავმა მიიღო, ჰენდო გუშინ დაზიანდა, მილნერს უკვე ჰქონდა ტკივილები. არც თუ სასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა, რომლის გამოსწორებაც 1 დღეში ვერ მოვახერხეთ. ასეთია მატჩის ისტორია."


ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ

"აქ იმისთვის არ ვართ, რომ ყველაზე ახალგაზრდული გუნდის რეკორდი დავამყაროთ. ახალგაზრდა ფეხბურთელები ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობენ, ამიტომ ვთვლით, რომ საკმაოდ კარგები არიან, რათა შანსი მიიღონ. როდესაც ვარჯიშებზე 10–10 ზე ვთამაშობთ ისინი გაცილებით უკეთ გამოიყურებიან ვიდრე განვლილ შეხვედრაში. ამ ბიჭებმა იმიტომ ითამაშეს, რომ ჩვენი გუნდის წევრები არიან და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებიან. დავალებას თავი კარგად გაართვეს, თუმცა გაცილებით უკეთ შეუძლიათ."


გამოცდილი ფეხბურთელების შესახებ

"მომხდარი ჩემი პასუხისმგებლობაა. ამ ეტაპზე საუბარია თამაშის რიტმზე. შეიძლება ჰქონდეს სათამაშო რიტმი დივოკს? არა. დანიელს ოდნავ მეტი გააჩნია, ხოლო ალბერტოს არანაირი რიტმი არ აქვს. რა თქმა უნდა ეს არ ეხმარება ფეხბურთელს მძიმე მეტოქის წინააღმდეგ. "მგლებს" ამ მოედანზე რამდენიმე კვირის წინ ვეთამაშედ, დიახ გავიმარჯვეთ, თუმცა კარგად გვახსოვს რაოდენ რთული შეხვედრა იყო. განვლილ შეხვედრაში მათი შემადგენლობა არსებითად არ შეცვლილა. ველოდი მეტს ფეხბურთელებისგან? ყოველთვის მეტს ველი. ვფიქრობდი თუ არა, რომ გაცილებით მეტს შეძლებდნენ გუშიდელ შეხვედრაში? 100%–ით დარწმუნებული არ ვარ. შემადგენლობა იმიტომ შევცვალეთ, რომ ეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა და არა იმიტომ, რომ გვენახა როგორ იმუშავებდა ეს შემადგენლობა, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა თავიდანვე ცხადი იყო, რომ "ვულვზი" როტაციას არ მიმართავდა. საქმე იმაშია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე რთული შეხვედრა ჩავატარეთ, ამიტომ ცვლილებები აუცილებლად გვჭირდებოდა." 

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

პრემიერლიგის თასი დადე წელს კლოპო და დანარჩენი დაიკიდე :)

gio_chyoi
რედაქტორი

კაი ეს დავიკიდეთ მარა პრემიერ ლიგის ვერ მოგება უკვე აღარ გეპატიება იცოდე. ნუ მარტო ჩემპიონთა ლიგა რო მოიგო ეგეც გადაგარჩენს :))

shoti
მომხმარებელი

კლოპმა კი დაიკიდა ეს თასი მარა მოედანზე ვინც გავიდა იმათ უნდა მოენდომებიათ მეტად,თითქმის ყველას დასამტკიცებელი ქონდა რაღაც და ვერაფერიც ვერ დაამტკიცეს. საერთო ჯამში შეთამაშების პრობლემაც იყო და ამთგან ზოგიერთი მათგანი აწყობილ გუნდში ურიგოდ არ შეცვლის ვინმეს მარა ზოგი შეცვლაზეც შემოსაშვები როარარის ეგეთებიც გვყავს, რომელთაც აღარანაირი მომავალი და პერსპექტივა არუჩანთ ამ კლუბში და დროა შეელიო რა კლოპ...
ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურად არის გუნდში დაცვის გარდა ჩვენ კი ვთვლით რომ უნდა დავიმატოთ ვინმე მცველი მარა ეტყობა კლოპს მისი უნივერსალი ფეხბუურთელების იმედი აქვს და ეგ რა შედეგს მოიტანს ბოლოს გავიგებთ, იმედია მისი სიჯიუთე კიდე წინ არ დაუხვდება.

LUIS SUARES 001
VIP Member

ყველაფრის დაკიდება არ შეიძლება მაგრამ ეს დავიკიდოთ

Levan Chachava
მომხმარებელი

რა გიკვირთ ეხლა რომ კლოპმა ფა თასზე არ ითამაშა?? ეპლის სათავეშია და ლიგის 1/8 ფინალს თამაშობს და ნამდვილად არ მისცემს თავს ზედმეტის უფლებას! ზოგ ზოგიერთები რომ წუწუნებდნენ სათამაშო დროს არ მაძლევსო რომ მისცეს რა გააკეთეს?? ყველაფერი მაგრამ კლოპზე ვერავინ იტყვის დაუმსახურებლად დასვა ვინმე საკმზეო... არავის გაახსენდება არც კარაბაო თაის და არც ფა თასი თუ ეპლი დადო ამ კაცმა 29 წლის მერე... და არც ის რომ სიტისთან წავაგეთ 4 დღის წინ

ryan woods
მომხმარებელი

ესეიგი ჩელსიმ და ვულვზმა ორივემ თასებიდან გამოგვაგდეს, რაც იმას ნიშნავს რომ წელს პრემიერ ლიგაა პრიორიტეეტი.

marcus rashford
მომხმარებელი

უდიდესი ხარ კლოპ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



უნდა დარჩეს თუ არა ადამ ლალანა "ლივერპულში"?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze