x

10 იანვრის ქრონიკა

ავტორი: Mersy, 10-01-2019, 18:52, კატეგორია - სიახლეები, 263, 4


1978 წელს "მიდლსბროდან" "ლივერპულში" გრემ სუნესი გადმობარგდა. ტრანსფერის თანხამ 52 ათასი ფუნტი შეადგინა. "ენფილდზე" გატარებული პერიოდის განმავლობაში სუნესი 5–ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 3–ჯერ ჩემპიონთა თასის მფლობელი, 4–ჯერ ინგლისის თასის და 3–ჯერ ინგლისის სუპერთასის გამარჯვებული.

2001 წელს იარი ლიტმანენის დებიუტი შედგა ინგლისის თასის 1/2 ფინალში "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ. შეხვედრა "წითლებმა" 1:2 დათმეს, თუმცა განმეორებით შეხვედრაში რევანში აიღეს 5:0.

გუშინდელ ქრონიკაში ხსენებულმა კიპერმა პოლ ჯონსმა 2004 წელს თავისი სადებიუტო შეხვედრა "ასტონ ვილას" წინააღმდეგ მშრალად ჩაატარა და გახდა ყველაზე მხცოვანი ახალწვეული – 36 წლის და 267 დღის.

უახლოესი შეხვედრა 2015 წელს ჩატარდა "სანდერლენდის" წინააღმდეგ. ლაზარ მარკოვიჩის გოლის წყალობით "წითლებმა" იმარჯვეს.

2014 წელს ლუის სუარესი დეკემბრის თვის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ურუგვაელმა 7 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

2009 წელს "ლივერპული" ნულოვანი ფრით დაუზავდა "სტოკს" და პირველი პოზიცია დაკარგა.

ბიორნ ტურე კვამრე "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. განაპირა მცველი "როსენბურგიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა, თუმცა "ლივერპულში" ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

2007 წელს "ლივერპულმა" მარცხენა ვინგერი სებასტიან ლეტო გაიფორმა, თუმცა ფეხბურთელმა ინგლისის სამუშაო ვიზა მომავალი 7 თვის განმავლობაში ვერ აიღო.

2010 წელს ანდრეი ვორონინმა "ლივერპულმა" დატოვა და მოსკოვის "დინამოს" მიაშურა. უკრაინელმა ფეხბურთელმა "მერსესაიდელთა" რიგებში 40 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ინგლისურმა კლუბმა ასევე 1.8 მილიონიანი სარგებელიც ნახა.


კომენტარები


_z_l
მომხმარებელი

რა ხალხი გავიხსენეთ, ლიტმანენი, ლეტო და ვორონინი :) ლიტმანენის ისტორია მოგვიანებით ბალოტელით განმეორდა

LUIS SUARES 001
VIP Member

ვიხსენებთ და ვიხსენებთ ისეთ სასტავს რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ჩვენთან :)

gio_chyoi
რედაქტორი

მარკოვიჩი არ მიხსენოთ. შეიძლება ვერაფერი მოვიგოთ სეზონის ბოლოს მარა მაინც ავღნიშნავ სეზონის დასრულებას, იმიტომ რომ ეგ წავა გუნდიდან

sheyi ojo
მომხმარებელი

რა ხალხი გავიხსენეთ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    19.01.18


  • კრისტალ პალასი

მიმოხილვა


  • ბრაიტონი
  • 0:1

    12.01.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ვან დეიკი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Liverpoolfc.Ge