x

"100 დღე, რომელმაც კოპი გააოცა" – N97

ავტორი: Mersy, 10-01-2019, 20:37, კატეგორია - სიახლეები, 347, 6


ახალი რუბრიკა "100 დღე, რომელმაც კოპი გააოცა".  2001 წლის 19 მაისი. "ლივერპული" "ჩარლტონს" ამარცხებს და პირველად კვალიფიცირდება ჩემპიოთა ლიგაზე. დღე 97.

"ლიდსთან" და "იფსვიჩთან" მძიმე ბრძოლის შედეგად ჟერარ ულიეს გუნდმა მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირება მესამე ადგილით. 



მცირე ისტორია...

33–ე ტურში, 13 აპრილს "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "ლიდსთან" დამარცხდა 1:3 და მეხუთე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. "მერსესაიდელებს" მხოლოდ 2 ქულა აშორებდათ სანუკვარ მესამე ადგილს. 34–ე ტურში "ლიდსი" და "იფსვიჩი" თავიანთ თამაშებს იგებენ, თავის მხრივ "ლივერპული" დერბიში "გუდისონზე" "ევერტონს" 3:2 ამარცხებს და 2 ქულიან სხვაობას ინარჩუნებს. ხსენებულ შეხვედრაში 10 ყვითელი ბარათი იქნა ნაჩვენები და იგორ ბიშკანი გაძევებული.

35–ე ტურში გუნდები თავიანთ შეხვედრებს კვლავინდებურად იგებენ. "ლივერპული" "ტოტენჰემს" ამარცხებს 3:1.

36–ე ტურში "ლიდსმა" "ჩელსი" დაამარცხა 2:0, თავის მხრივ "ლივერპული" "ქოვენთრის" გაუსწორდა იმავე ანგარიშით, ხოლო "იფსვიჩი" "ჩარლტონთან" დამარცხდა 1:2. "ლივერპულმა" მეოთხე პოზიციაზე გადაინცავლა, თუმცა 2 ქულიანი სხვაობა "ლიდსთან" კვლავინდებურად არსებობს.

37–ე ტური, 5 მაისი. "ლიდსი" "ჰაიბერიზე" დამარცხდა, "იფსვიჩმა" მძიმე ბრძოლაში იმარჯვა, ხოლო "ლივერპულმა" საშინაო კედლებში "ნიუკასლი" გაანადგურა. ჟერარ ულიეს გუნდი მესამე ადგილზეა და 1 ქულით უსწრებს მდევრებს.

38 ტური, 19 მაისი. "ლიდსი" საკუთარ შეხვედრას იგებს, ხოლო "ლივერპული" უსახური პირველი ტაიმის შემდეგ "ჩარლტონს" ანადგურებს 4:0 და პირველად ისტორიის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ხვდება.


2001 წელი, 19 მაისი, "ვეილი", 20 043 მაყურებელი

"ჩარლტონი"–"ლივერპული" 0:4

გოლები: ფაულერი (55), მერფი (61), ფაულერი (71), ოუენი (80)

შემადგენლობა: ვესტერფელდი, ბაბელი, ჰიიპია, კარაგერი, ვინიალი, ბერგერი (ჰესკი 89), ჯერარდი, ბარმბი (მერფი 54), მაკალისტერი, ფაულერი, ოუენი.




პ.ს. "100 დღე, რომელმაც კოპი გააოცა" – ეს არის მომენტების კრებული "ლივერპულის" ისტორიიდან, რომელმაც დიდი გავლენა იქონია, როგორც კლუბზე ასევე გულშემატკივრებზე. გულშემატკივრებმა თავადვე შეადგინეს ასეული. გამოკითხვა 2002 წელს კლუბის ოფიციალურმა არხმა ჩაატარა.

კომენტარები


_z_l
მომხმარებელი

ის შემადგენლობაც კარგი იყო. იმ წელს უეფას თასიც მოიგეს, დაუვიწყარი ფინალით. შემდეგ წელსაც კარგად გამოვიდნენ ლიგაზე. 2 ეტაპიანი ჯგუფი გაიარეს და მეოთხედფინალში ლევეეკუზენთან გამოვარდნენ. ენფილდზე 1:0 ჰქონდათ მოგებული და ლევერკუზენში პირველი ტაიმის მერე 1:1 იყო და ბოლოს მაიმც 4:2 მოგვიგეს. ლევერკუზენი იმ წელს ფინალში გავიდა. კარგი გუნდი იყო, ნოივილი, ბალაკი, ბერბატოვი, ლუსიო.

LUIS SUARES 001
VIP Member

ჯერარდი ფაულერი ნაკალისტერი *ცენზურა* ოუენი ჰიიპია კარაგერი ბაბელი რა სასტავი იყო ტო

juja
მომხმარებელი

მახსოვს ეს თამაშები, მაშინ არც ინტერნეტი იყო და არც ტელევიზორში აჩვენებდნენ ძაან დილით გავიღვიძე გა ნდ ონა გაზეთი გამოდიოდა 11×11-ზე ეგ რო დამეთრია და შოტები გამეგო)) მაგ წელს იფსვიჩი და ჩარლტონი კაი გუნდები იყვნენ

gio_chyoi
რედაქტორი

juja,
მაგარი გაზეთი იყო ეგა :DD წარმოიდგინე მატჩის ანგარიშს რო მეორე დღემდე ელოდებოდი, აბა ეხლა ყოველ წამს არეფრეშებ ფლეშსქორს

Mersy
რედაქტორი

მაგთიდან 2000–ზე შეგეძლო გაგზავნა სმს–ის და იქაც მოგდიოდა შოტები ))) 20 თეთრი ღირდა ერთი ჩემპიონატი )))

juja
მომხმარებელი

ციტატა: Mersy
მაგთიდან 2000–ზე შეგეძლო გაგზავნა სმს–ის და იქაც მოგდიოდა შოტები ))) 20 თეთრი ღირდა ერთი ჩემპიონატი )))


მაგითაც ვიგებდი ანგარიშებს, მაგის გულისთვის დავითრიე მაგთის კარტა 2000 მერე სამ ნიშნა კოდი უნდა აგეკრიფა 441 იყო ინგლისის კოდი თუ სწორად მახსოვს... რა მაგარი დრო იყო დამპალი 90-იანები ბევრი რამ გვეკლდა მაგრამ ხალხი ცხოვრობდა სხვა გულის სხვა შეგნების და აზროვნების რაც დღეს აკლია ჩვენ ქვეყანას

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    19.01.18


  • კრისტალ პალასი

მიმოხილვა


  • ბრაიტონი
  • 0:1

    12.01.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ვან დეიკი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Liverpoolfc.Ge